იტალიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “იუვენტუსის” უფროსებმა უკვე იპოვეს მასიმილიანო ალეგრის ჩამნაცვლებელი.
როგორც იცით, “ბიანკონერის” ამჟამინდელ თავკაცს ლონდონის “არსენალში” უწინასწარმეტყველებენ გადასვლას, რომლის ამჟამინდელ თავკაცს, არსენ ვენგერს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.
SNAI Sportnews-ის ცნობით, ტურინელები უკვე დაუკავშირდნენ “ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს და მოლაპარაკებებიც წამოიწყეს.
წყაროს ცნობით, “ინტერისა” და “ლაციოს” ყოფილ ფეხბურთელს “ბებერი ქალბატონისათვის” უარი არ უთქვამს, თუმცა არც თანხმობა განუცხადებია.