მატერაცი: „ზიდანისკენ ვარ“

„ინტერის“ ექს-მცველის მარკო მატერაცის თქმით, „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ ჩემპიონთ ალიგის დღევანდელ ფინალურ მატჩში ის ზინედინ ზიდანის გუნდს უგულშემატკივრებს.

„მხარს ზიდანს დავუჭერ. მათკენ ვარ, ვისაც ჩემთვის არაფერი წაურთმევია, სიმეონემ კი „ლაციოში“ სკუდეტო დამართვა.

ბენიტესი? ჰკითხრეთ „რეალის“ მოთამაშეებს, რაღაცით კარგი ის იყო თუ არა. ფინალში გასასვლელად „რეალს“ საუკეთესო მოტივატორი სჭირდება. მოვიდა ზიდანი და მადრიდელებიც გამოჩნდნენ“, – ციტირებს მატერაცის „Football Espana“.

ამჯერად მაინც გაიბრწყინებს რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში?

ბოლო დროს კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგას გემო გაუგო. პორტუგალიელი კონტინენტური ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. დღეს კი მას შანსი ეძლევა შეუერთდეს იმ ფეხბურთელთა რიგს, რომლებმაც ეს ტიტული 3-ჯერ მოიგეს. მაგრამ, მას არასდროს არ უთამაშია გადამწყვეტი როლი ფინალში, განსხვავებით მისი უშუალო კონკურენტისა, ლიონელ მესისა.

თუ ის დღეს, მილანში გოლის გატანას შეძლებს, მისი სახელი კიდევ უფრო მეტჯერ ჩაიწერება ისტორიის წიგნებში, რამეთუ ის გახდება პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის 3 განსხვავებულ ფინალში ექნება გოლი გატანილი.

თუმცა ამ სტატისტიკურ მონაცემებს მთლიანი ისტორიის გადმოცემა როდი შეუძლიათ ?! გატანილი ორი გოლის მიუხედავად, პორტუგალიელის ასპარეზობა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის ფინალში იმდენივე იმედგაცრუებას იტევდა, რამდენ სიხარულსაც.ჰორიზონტზე კი “ატლეტიკოა” – რაც იმას ნიშნავს, რომ “რეალს” რონალდუსგან გაცილებით მეტი სჭირდება.

2007-08 წლების ფინალში რონალდუმ ანგარიში ბრწყინვალე თავურით გახსნა, რამაც “მანჩესტერ იუნაიტედი” “ჩელსის” წინააღმდეგ მატჩში დააწინაურა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ფრენკ ლამპარდმა გამათანაბრებელი გოლის გატანა შეძლო, პორტუგალიელის ბრწყინვალება ბურუსმა მოიცვა. პენალტების სერიაში რონალდუმ პაუზა გააკეთა, იმ იმედით, რომ ამით ჩეხზე გავლენას იქონიებდა, თუმცა ლეგენდარულმა ჩეხმა გამოუცდელ რონალდუს აჯობა. რონალდუ ერთადერთი იყო “მანჩესტერელთაგან”, რომელმაც პენალტი გააცუდა. რომ არა ტერის შეცდომა, სერ ალექს ფერგიუსონი ამ ტიტულს ვერ იზეიმებდა.

dd

ერთი წლის შემდეგ, “იუნაიტედი” კვლავ დაბრუნდა ფინალალში – ამჯერად მათი მეტოქე “ბარსა” იყო – და ყველა იმაზე საუბრობდა, გააგრძელებდა თუ არა პორტუგალიელი კარიერას ინგლისში, რამეთუ მისი გადაბირებით “რეალი” იყო დაინტერესებული.

რთული იყო იმის თქმა, იყო თუ არა საერთოდ რონალდუ მოედანზე მატჩში, რომელიც კატალონიელებმა ე.წ. “ცალკარად” გადააქციეს. ამ მატჩში “ბარსელონას” ბრწყინვალება “ბლაუგრანას” არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ დააგვირგვინა თავურით. 0-2.

მას შემდეგ მესიმ 2011 წელსაც გაიბრწყინა, 2011 წელს, უემბლიზე, როცა ბრწყინვალე გოლით მოახერხა ანგარიშის გახსნა. არგენტინელმა მესამე გოლშიც მიიღო მონაწილეობა და ღირსეულად მიიღო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი. რონალდუმ კი მომდევნო ფინალი 2014 წელს ითამაშა.

dd

2014-ში კი რონალდუ დაბრუნდა პორტუგალიაში, პორტუგალიის დედაქალაქში, სადაც მისმა პროფესიონალურმა კარიერამ აიღო სტარტი. თუმცა, რონალდუმ ლისაბონში მხოლოდ მცირე ნაწილი გააკეთა იმისა, რაც უნდა გაეკეთებინა. მის ნაცვლად, ინსპირაციის მძიმე ტვირთი ანხელ დი მარიამ, გარეთ ბეილმა და სერხიო რამოსმა ატარეს.

მართალია, რომ პორტუგალიელის სახელი მაინც გამოჩნდა ანგარიშის ამსახველ დაფაზე, მაგრამ ეს მატჩის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე მოხდა, მაშინ როცა ანგარიში 3-1 იყო. ეს სიტუაცია საერთოდ არ შეესაბამებოდა იმ მოქმედებას, რაც რონალდუმ შემდეგში გააკეთა – გაიხადა მაისური,გაამზეურა კუნთები და დაიწყო ყვირილი. შემდეგში კი ფარდა აეხადა მის ამ ნაბიჯს – ეს ყველაფერი იმ ბიოგრაფიული ფილმისთვის იყო, რომელიც შემდეგში გამოვიდა.

წლევანდელი ფინალის დაწყებამდე, რონალდუს კვლავ აქვს გარკვეული პრობლემები. რამოდენიმე დღის წინ ვარჯიშზე მასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო მთელ მადრიდში რეკდა ზარები, თუმცა ცოტა ხანში მან ყველა დაამშვიდა:”დღევანდელი ინციდენტის მიუხედავად, თავს კარგად ვგრძნობ და მილანისთვის მზად ვიქნები.”

href=”http://fanebi.com/wp-content/uploads/2016/05/dd3.jpg”>

ზიდანი: “რონალდუ 100 პროცენტით მზად არის”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა “ბლანკოსის” ყველა გულშემატკივარს გაუქარწყლა ყოველგვარი შიში იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ შეძლებდა თამაშს.

“ის მცირე ტკივილს გრძნობდა, თუმცა ახლა ის 100 პროცენტით მზად არის.

ესეც რომ არ იყოს, საქმე ფინალს ეხება. რაიმე ტკივილს რომ გრძნობდე, ფინალში მაინც ყველაფერი უნდა დაივიწყო.

მცირე ტკივილი და დისკომფორტი არის, თუმცა შაბათისთვის ის 100 პროცენტით მზად იქნება.” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

Bild: “ბორუსიას” მცველმა დიეგო სიმეონეს ყურადღება მიიპყრო

დორტმუნდის “ბორუსიას” ბერძენი მცველი, სოკრატის პაპასტატოპულოსი შესაძლოა მომავალ სეზონში ესპანურ “ატლეტიკოში” ვიხილოთ.

27 წლის მცველმა “როხიბლანკოს” თავკაცი, დიეგო სიმეონე “ბაიერნთან”, თასის ფინალში გამართულ მატჩში მოხიბლა, რომელიც საბოლოო ჯამში “ბაიერნმა” მოიგო (0-0, 3-4 პენ.).

აქვე გეტყვით, რომ პაპასტატოპულოსს გერმანლ გუნდთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

დავამატებთ იმასაც, რომ “ბორუსიას” ხელმძღვანელები მხოლოდ იმ შემთხვევში დათანხმდებიან ბერძენი ფეხბურთელის გაყიდვას, თუ შემოთავაზება მართლაც ნოყიერი იქნება, რამეთუ კლუბმა უკვე გაუშვა ერთი ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსის სახით.

ტორესი: “ფინალი – ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მატჩი”

მადრიდის “ატლეტიკოს” გამოცდილი ფორვარდი, ფერნანდო ტორესი აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალის” დამარცხებით ის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ოცნებას აისრულებს.

“ეს ფინალი ყველაფერს ნიშნავს, ყველაფერს რაზეც ბავშვობიდან ოცნებობ. ” – განაცხადა “როხიბლანკოს” ფეხბურთელმა “სან სიროზე” გასამართი მატჩის წინ.

“მე მაქვს შანსი, რომ ეს ოცნება ავიხდინო. რამოდენიმე დიდ გუნდში ვითამაშე, მაგრამ ეს შემთხვევა განსაკუთრებულია, ეს სწორედ ის არის, რაც ბავშვობიდან მინდა.

მე დავბრუნდი ამ კლუბში და ვბრძოლობ საკუთარი ადგილისთვის, გამაქვს გოლები, რათა მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე. ეს მატჩი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტია, ამაში ეჭვი არ მეპარება.”

კასილიასი: „ჩემპიონთა ლიგის ფინალს ფავორიტი არ ჰყავს“

„პორტუს“ ამჟამინდელი და „რეალის“ ექს-მეკარის იკერ კასილიასის აზრით, მის ყოფილ გუნდსა და „ატლეტიკოს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ხვალინდელ ფინალურ მატჩის ფავორიტის დასახელება შეუძლებელია.

„ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ფავორიტები არ არსებობენ. 16 წლის წინ „ვალენსიას“ შევხვდით, მაშინ ბევრი ფავორიტად მეტოქეს მოაიზრებდა, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ.

თამაშში უამრავი ასეთი ფაქტორია. შესაძლოა, მათ გასაგებად თქვენ თავად უნდა ითამაშოთ.

ესპანური ფეხბურთისთვის და მადრიდისთვის კარგია, რომ ფინალში ისევ ეს ორი გუნდი თამაშობს. მე მადრიდიდან ვარ და, მსურს, ამ ქალაქის მიმართ ყოველთვის პოზიტიური ყურადღება არსებობდეს“, – ციტირებს კასილიასს ესპანური „მარკა“.

კროოსი: „უდიდესმა კლუბმა უდიდესი ტურნირი უნდა მოიგოს“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის ხვალინდელი ფინალური მატჩთან დაკავშრებთ მცირე კომენტარი გააკეთა.

„ეს ის არის, რასაც მადრიდის „რეალი“ ელის. უდიდესმაე კლუბმა უდიდესი ტურნირი უნდა მოიგოს“, – გერმანულ „Süddeutsche Zeitung“-ზე დაყრდნობით ფეხბურთელს ესპანური AS ციტირებს.

მილანის სტადიონ „სან-სიროზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი, შაბათს, თბილისის დროთ, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ლიპი: “ზიდანი უნაკლოა, ისევე როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც”

მარსელო ლიპმა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი შეაქო, რომელმაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, მას შემდეგ, რაც რაფაელ ბენიტესი ჩაანაცვლა.

“გულწრფელად რომ ვთქვა, ის ბრწყინვალე იყო. ზიზუ ერთადერთი და განუმეორებელია, მას ვერავინ შეედრება.

მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რაც მოესურვება. ის ყოველთვის მომთხოვნია. ზიდანი უნაკლოა ისევე როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც.”

ლიპიმ ლიგის ფინალზეც ისაუბრა:”ორივე მადრიდულმა კლუბმა კარგი სამუშაო გასწია და ლიგის ფინალში გასვლა დაიმსახურა, ამაში ეჭვი არ მეპარება.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვაგვარად ფიქრობს, მე ორივე მათგანის სათამაშო სტილს ვაფასებ. ”

პეპე: „ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი ჩავარდნა არ იქნება“

„რეალის“ მცველმა პეპემ „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ისაუბრა, რომელიც 28 მაისს შედგება.

„ფინალში ფავორიტები არაა. ორივე გუნდი კარგადაა მომზადებული. დიდი სამუშაო შევასრულეთ, მეტოქე ძლიერია, თუმცა ჩვენი პლიუსები გვაქვს. კარიერაში ეს უმნიშვნელოვანესი მატჩია, მაგრამ მასში მარცხი ჩავარდნა არ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ძლიერ გუნდად ვრჩებით, რომელსაც თავისი სტილიდ ა ხასიათი აქვს. ჩვენ „რეალის“ ისტორიას ვქმნით. ჩემთვის ფინალში თამაში პატივია“, – ციტირებს პეპეს „A Bola“.

ტრავმის საშიშროება: რონალდუმ ვარჯიში დროზე ადრე შეწყვიყა

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდუმ ვარჯიში დროზე ადრე დაასრულა, რისი მიზეზიც მცირე ტრავმა გახლავთ.

როგორც იცით, “ბლანკოსის” ფეხბურთელები “სან სიროზე” გასამართი ფინალისთვის ემზადებიან. ამ ვარჯიშის დროს რონალდუ კიკო კასილიას შეეჯახა. სანამ ფეხზე წამოდგებოდა და მოედანს დატოვებდა, მან მცირე დრო მოედანზეც გაატარა.

daa

GettyImages-516713184

თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ თავდამსხმელმა განაცხადა, რომ სანერვიულო არაფერია: “ისეთი არაფერია. რამოდენიმე დღე და ყველაფერი კარგად იქნება.”

კოკე: “2014 წელთან შედარებით, წელს უკეთეს მდგომარეობაში ვართ”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი, კოკე თვლის, რომ 2014 წლისგან განსხვავებით, წელს “როხიბლანკოს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალის” დამარცხების მეტი შანსი აქვს.

“ამ მატჩისთვის მოსამზადებლად უფრო მეტი დრო გვქონდა, ვიდრე 2014 წელს, ლისაბონში. იმ წელს ჩვენ რამოდენიმე დღით ადრე ლიგის გადამწყვეტი თამაშის ჩატარება მოგვიწია “ბარსელონასთან”, ამიტომაც გადაღლილები ვიყავით.

წელს მოსამზადებლად 2 კვირა გვქონდა. მაქსიმალურად დავიხარჯეთ და ყველაფერი შესაფერისად გავაკეთეთ.

ვფიქრობ, რომ დაცვაში ჩვენ უკეთ უნდა ვითამაშოთ და მათ შეცდომებს დაველოდოთ. კაზემიროსთან ერთად ისინი ცენტრში საკმაოდ კარგად თამაშობენ. ჩვენ მათ თამაშს გავაანალიზებთ და სუსტ წერტილებს კარგად შევისწავლით.”

გრიზმანი: “ატლეტიკო საუკეთესოთა შორისაა და მე მინდა დავრჩე”

მადრიდის “ატლეტიკოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა უარყო ჭორები, რომლის თანახმადაც ის მადრიდული კლუბის დატოვებას აპირებდა.

“აქამდე ვთქვი, რომ “ატლეტიკო” 5 საუკეთესო კლუბს შორის იყო, თუმცა ამ მომენტში სიმართლეა ის, რომ ჩვენ საუკეთესო ორი კლუბიდან ერთ-ერთი ვართ.

“ატლეტიკომ” მე გადაწყვეტილების მიღების უფლება მომცა. მე დარჩენა მინდა. მინდა, რომ ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მოვაგვარო, რათა შემდეგში მთლიანად ნაკრებზე გადავერთო.”