არბელოამ და პიკემ ერთმანეთს სოციალური ქსელის მეშვეობით შეუტიეს

ერთმანეთის თანამემამულეებმა და ერთი გუნდის წევრებმა, რომლებიც ამავდროულად ერთმანეთის “მოსისხლე მტრებიც” არიან, ერთმანეთს კვლავ შეუტიეს. საუბარია ალვარო არბელოასა და ჟერარ პიკეზე.

მას შემდეგ, რაც “რეალმა” “ეიბარი” გაანადგურა (4-0), “ბარსა” გასვლაზე “რეალ სოსიედადთან” დამარცხდა. ალვარო არბელოამ ეს შესანიშნავი შანსი გამოიყენა და კატალონიელების პროვოკაციაზე წამოგება სცადა.

“რთული ყოფილა 11 ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში, არა?” – ალვარომ ამით ყურადღება ტორესის გაძევებაზე გაამახვილა. “შესანიშნავი მატჩი ილიარამენდისაგან და გრანეროსაგან. გილოცავთ!”

პიკემ ალვეროას შემდეგნაირი პასუხი გასცა: “ფეხბურთელი, რომელიც 32 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ შეძლებს სასტარტოში თამაშს, ჩემგან პასუხს არ იმსახურებს.”

“შესანიშნავი ფილმია. სიმართლე მტკივნეულია.” – უპასუხა არბელოამ. ამით არბელოა პიკეს პოსტს შეეხო, რომელიც მან “რეალისა” და “ვოლფსბურგის” მატჩის შემდეგ გამოაქვეყნა.

პიკემ კი ყურადღება ალვარო არბელოას გრამატიკულ შეცდომაზე გაამახვილა: “Peliculón – მახვილით იწერება. გეხუტები.”

“ისევე როგორც, expulsión (გაგდება). კიდევ ერთხელ მართალი ხარ. მეც გეხუტები ფენომენალურო!” – უპასუხოდ არ დატოვა არბელოამაც.

სიმეონე: „უახლოეს დღეებში ტორესის მომავალი გაირკვევა“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კლუბი თავდამსმხელ ფერნანდო ტორესის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გაასაჯაროვებს.

„ტორესმა „ბარსელონასთან“ ძალიან აკრგად ითამაშა. შემდეგ მატჩს ის კვლავ სასტარტოში დაიწყებს.

დარჩება თუა რა ის კლუბში მომავალი სეზონისთვის? უახლოეს დღეებში კლუბი ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გაასაჯაროვებს“, – ციტირებს არგენტინელს Goal.com-ი.

ფერდინანდი სუარესს დამნაშავედ თვლის: “ის უნდა დასჯილიყო”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-ფეხბურთელი, რიო ფერდინანდი თვლის, რომ “ბარსელონას” ურუგვაელ თავდამსხმელს, ლუის სუარესს “ატლეტიკოსთან” მატჩში წითელი ბარათი უნდა მიეღო. მას აღნიშნული მატჩი BT Sports-ის ეთერში მიჰყავდა.

ხუანფრანისა და სუარესის მომენტზე საუბრისას მან განაცხადა: “უნდა დარჩენილიყო თუ არა სუარესი მოედანზე? ნამდვილად არა.

უბრალოდ იმედგაცრუების გრძნობა მეუფლება, ხუანფრანის ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, მას ერთხელაც არ დაურტყია. ეს სწორედ ის ძველი სუარესია, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით.

ყველამ ვიცით, რომ ის ფანტასტიური ფეხბურთელია, თუმცა როცა ასეთ რამეს აკეთებ, აუცილებლად უნდა დაისაჯო. ის ზღვარზე თამაშობდა.”

ზაფხულში “ატლეტიკოს” მთავარი სამიზნე “ლივერპულის” თავდამსხმელი იქნება

Todo Mercado Web-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრისტიან ბენტეკე მადრიდული “ატლეტიკოსთვის” მთავარი სამიზნე იქნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას.

როგორც იცით, ბელგიელი ფეხბურთელი “ენფილდზე” 32.5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ აგვისტოში შეუერთდა, თუმცა მისი არასახარბიელო ასპარეზობიდან გამომდინარე მან იურგენ კლოპის ნდობა დაკარგა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ატლეტიკოს” მთავარ სამიზნედ დიეგო კოშტას მოიხსენიებდნენ, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა ახალხან განაცხადა, რომ ეს ესპანელი ფეხბურთელის გადაბირება ამ დროისთვის თითქმის შეუძლებელი არის.

სუარესი: „სამწუხაროა, რომ ტორესი გააძევეს“

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა „ატლეტიკოსთან“ მატჩში მეტოქე ფერნანდო ტორესის გაძევების შესახებ ისაუბრა. კატალონიელთა კარში გოლის ავტორმა მეორე ყვითელი ბარათი 35-ე წუთზე მიიღო.

„წითელმა ბარათმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ყველამ იცის, რომ ტორესი უმაღლესი დონის მოთამაშეა. მან ორჯერ იუხეშა. ეს სამწუხაროა, რადგან უკეთესი იქნებოდა, თუ თერთმეტი თერთმეტზე ვითამაშებდით“, – ციტირებს სუარესს „Football Espana“.

ფერნანდო ტორესი მოედნიდან გააძევეს (ვიდეო)

5 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ მატჩში 35-ე წუთზე ფერნანდო ტორესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია.

რეინა: “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის მოგებას იმსახურებს”

“ბარსელონასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილმა მეკარემ, მიგელ რეინამ აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის 2014 წლის ფინალისტები ამ ტიტულის მოგებას იმსახურებენ.

როდესაც “ატლეტიკოს” შანსებზე ჰკითხეს, მან თქვა: “პირველ რიგში “ბარსელონასთან” მატჩზე უნდა იზრუნონ. იმისათვის, რომ ჩემპიონი გახდე, საჭიროა ყველა გუნდის დამარცხება. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ისინი ამას შეძლებენ, რადგანაც “ატლეტიკომ” ეს ნამდვილად დაიმახსოვრა.

ამჟამად “ბარსელონა” ყველა სხვა გუნდზე ერთი თავით მაღლა დგას. მათ სამი ფორვარდი ჰყავთ, რომელთა მსგავსიც არავის ყავს. “ატლეტიკოს” ფანტასტიური გრიზმანი და ასევე ფანტასტიური ტორესი ჰყავს, თუმცა სუარესი, მესი და ბრაზილიელი ბიჭუნა … ვაუ.

მათთან და კიდევ მათ უკან მყოფ ბიჭებთან ერთად ისინი დიდ გუნდს ქმნია, ღმერთო ჩემო. ისინი ეთიკის თითოეულ ნორმას იცავენ შრომის მხრივ, ისევე როგორც “ატლეტიკო”. ასეთი მატჩები პირველ რიგში ფანებისთვის არის შექმნილი.

მართალია, “ბარსას” მეტოქეები შეშინებულები არიან, თუმცა ყველა მათგანი უდიდეს მოტივაციას იძენს. ყველას სურს მათი დამარცხება.”

იოზილის ულტიმატუმი “არსენალს”: ან მე, ან ვენგერი

Don Balon-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, მესუტ იოზილი კლუბს დატოვებს, იმ შემთხვევაში თუ “მეთოფეთა” მფლობელები არსენ ვენგერს არ გაათავისუფლებენ.

გერმანელი ნახევარმცველი წლევანდელ სეზონში მართლაც რომ ბრწყინვალედ გამოიყურება, თუმცა “რეალის” ექს-ფეხბურთელი კლუბის უნიათობით დაიღალა და ვენგერის მეთაურობით ასპარეზობას აღარ აპირებს.

იოზილმა და მისმა აგენტმა უკვე დაიწყეს შესაძლო ვარიანტების განხილვა, რომელთა შორისაც “რეალში” დაბრუნებაც არის. რამოდენიმე გამოცემა აქტიურად იტყობინება იმის შესახებ, რომ იოზილის დაბრუნება თავად ფლორენტინო პერესსაც სურს.

თუმცა “რეალი” ერთადერთი ესპანური კლუბი არ არის, რომელიც გერმანელისადმი ინტერესს გამოთქვამს, მისი გადაბირების სურვილი შემდეგმა კლუბებმაც გამოთქვეს: “ვალენსიამ”, “ატლეტიკომ” და “სევილიამ”.

ტორესი გამოჯანმრთელდა

„ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი მუხლის ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და ორშაბათს თანაგუნდელებთან ერთად შეუზღუდავად ივარჯიშა. მადრიდელთა თავკაცმა დიეგო სიმეონემ ტორესი პსვ-სთან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩის განაცხადშიც შეიყვანა.

ამჟამად „ატლეტიკოს“ ლაზარეთში სტეფან სავიჩ და ტიაგო მენდეში რჩებიან.

ლუის ენრიკე: “ჩვენი მთავარი მეტოქე “ატლეტიკოა” და არა “რეალი”

ლუის ენრიკემ აღიარა, რომ კატალონიური “ბარსელონას” მთავარ მეტოქედ მადრიდის “ატლეტიკო” მიაჩნია და არა “რეალი”, რომელიც ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს.

“ჩვენი უახლოესი მეტოქე “ატლეტიკოა”, ისინი მეორე ადგილზე იმყოფებიან; შემდგომ კი მოდის “რეალი”, რომელიც მესამეა.

“მართალია, ლიდერის როლში ვიმყოფებით, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი.” – განაცხადა კატალონიელთა თავკაცმა.

ლუის ენრიკემ რაფაელ ნადალზეც ისაუბრა, რომელსაც დოპინგის მიღებას აბრალებენ:”დოპინგი მე უფრო მექნება მიღებული, ვიდრე მას. ის ჩემთვის სრულყოფილი სპორტსმენია, მე მას ვენდობი.

ერთადერთი, რაც მასში არ მომწონს არის ის კლუბი, რომელსაც ის გულშემატკივრობს.”

ფერნანდო ტორესის გოლი “ვალენსიას” კარში (ვიდეო)

6 მარტს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ვალენსიამ” საკუარ მოედანზე “ატლეტიკო” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრის 72-ე წუთზე, მადრიდელთა თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა მასპინძელთა კარი დალაშქრა.

“ჩელსიმ” გრიზმანის მიმართ ინტერესი განაახლა

Calciomercato-ს ცნობით, ლონდონის “ჩელსის” რადარზე კვლავ გამოჩნდა მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგი ფორვარდი, ანტონი გრიზმანი.

წყარო გვამცნობს, რომ ანტონიო კონტე, რომელიც ძალიან ახლოს არის “სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგებასთან, ძალიან მოხიბლულია “როხიბლანკოს” თავდამსხმელით.

იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი “იუვეს” თავდამსხმელის, ალვარო მორატას გადაბირებასაც ეცდება.

აქვე გეტყვით, რომ 24 წლის ფრანგმა, რომელიც “ატლეტიკოს” 2014 წელს შეუერთდა (“რეალ სოსიედადიდან” 30 მილიონის სანაცვლოდ), მადრიდული კლუბის მაისურით გამართულ 36 მატჩში 20 გოლის გატანა შესძლო.