ფილიპე ლუისი: „ატლეტიკო“ ბოლომდე იბრძოლებს“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველმა ფილიპე ლუისმა „პორტუსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მოახლოებული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

„პორტუ“ – სახიფათო გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ამიტომაც მას ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. გარდა ამისა, აღსანიშნავია ამ გუნდის ძლიერი შემტევი ხაზიც“, – თვლის ფილიპე.

„ფავორიტის დასახელება საკმაოდ რთულია. ვფიქრობ, მცირე უპირატესობა მაინც მეტოქე გუნდს აქვს, რადგან ჩვენ სტუმრად გვიწევს თამაში. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ. ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, – აგრძელებს ლუისი.

„ჩემი აზრით, დავამტკიცეთ, რომ ამ ტურნირის დონის გუნდი გვყავს. ჩემპიონატში კარგად ვითამაშეთ. თანაც, ევროპის ლიგა და ევროპის სუპერთასიც მოვიგეთ“, – დაასრულა 28 წლის ბრაზილიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ანჩელოტი: “ჩემი ფეხბურთელები უსარგებლო თავდაჯერებულობას უნდა მოეშვან”

ესპანეთის მე-7 ტურში მადრიდის “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის გამართული მატჩი დიეგო სიმეონეს გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. “ატლეტიკომ” “სანტიაგო ბერნაბეუზე” 1999 წლის შემდეგ პირველად მოიგო. გარდა ამისა, სიმეონეს გუნდმა, “ბარსელონასთან” ერთად, ესპანეთის პრიმერადივიზიონის ისტორიაში საუკეთესო სტარტი მოიწყო – 7 შეხვედრაში 7 გამარჯვება. რაც შეეხება “რეალს”, “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისმა ფეხბურთელებმა უსარგებლო თავდაჯერებულობა გვერდზე უნდა გადადონ და თამაშს შესაბამისად მოეკიდონ.

“შეტევაში ძალზედ ნელა ვმოქმედებდით. ეს მატჩი სიღრმისეულად უნდა გავაანალიზოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. შინ მარცხი ყოველთვის რთული გადასატანია. დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემებს გავუმკლავდებით. გუნდმა თამაშის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს, ფეხბურთელები უსარგებლო თავდაჯერებულობას უნდა მოეშვან. “ატლეტიკომ” დაიმსახურა ეს გამარჯვება მეტოქე გუნდი დაცვაში ორგანიზებულად და საიმედოდ თამაშობდა. “ატლეტიკო” შესანიშნავი გუნდია და ვფიქრობ, ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეუძლია”, – განაცხადა ანჩელოტიმ.

ბექა დოგრაშვილი

„რეალი“ დერბიში დამარცხდა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-7 ტურის ცენტრალური შეხვედრა რა თქმა უნდა მადრიდში გაიმართა, სადაც სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე ერთმანეთს თანაქალაქელები, „რეალი“ და „ატლეტიკო“ დაუპირისპირდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ დიეგო სიმეონეს მიერ მომზადებულმა გუნდმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, რადგან ბოლოს „ატლეტიკომ“ „ბლანკოსი“ ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრაში 1999 წელს სძლია.

ამ თამაშის ერთადერთი გოლი კი თავის ანგარიშზე დიეგო კოსტამ ჩაიწერა, რომელმაც თავი მე-11 წუთზე გამოიჩინა.

იმის მიუხედავად, რომ „რეალი“ ბევრს უტევდა და გოლის გატანილის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა, მეტოქის კარის აღება „ბლანკოსის“ ფეხბურთელებმა ვერაფრით ვერ მოახერხეს.

საბოლოოდ, 0:1და ამ გამარჯვებით, „ატლეტიკომ“ 21 ქულა დააგროვა და ქულების რაოდენობით კატალონიის „ბარსელონას“ გაუთანაბრდა, რომელიც პირველ ადგილს იკავებს. რაც შეეხება „რეალს“, კარლო ანჩელოტის გუნდის მონაგარი ამ ეტაპზე 16 ქულას შეადგენს. „ბლანკოსი“ ჯერჯერობით მესამე ადგილზე იმყოფება, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ თავის ხვალინდელ შეხვედრაში „ვილიარეალი“ სამი ქულით მოპოვებას მოახერხებს, „რეალი“ მეოთხე პოზიციას დაიკავებს.

„რეალი“ – „ატლეტიკო“ 0:1
გოლი: კოსტა 11′

„რეალი“: ლოპესი, არბელოა, პეპე, რამოსი, კოენტრაუ, დი მარია (ბეილი 46′), ისკო (მორატა 73′), ილარამენდი (მოდრიჩი 46′), ხედირა, რონალდუ, ბენზემა

„ატლეტიკო“: კურტუა, გოდინი, ხუანფრანი, მირანდა, ლუისი, თურანი (როდრიგესი 88′), გაბი, ტიაგუ, კოკე, კოსტა (ბაპტისტაო 85′), ვილია (გარსია 87′)

გაფრთხილებები: კოენტრაუ, რამოსი, არბელოა., პეპე – თურანი, კოკე, კოსტა, ლუისი

სტატისტიკა:

გოლები: 0-1
დარტყმები: 21-13
ზუსტი დარტყმები: 10-8
კუთხურები: 2-7
ყვითელი ბარათელი: 4-4
წითელი ბარათები: 0-0
ცვლილებები: 3-3

ალექსანდრე მატევოსოვი

დიეგო ლოპესი: „მადრიდში მხოლოდ „რეალი“ უნდა იგებდეს“

მადრიდის „რეალის“ მეკარემ დიეგო ლოპესმა „ატლეტიკოსთან“ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„დერბი განსაკუთრებულ მატჩს წარმოადგენს, რომელშიც ერთმანეთს ის მეტოქეები უპირისპირდებიან, რომელთა მიზანიც მხოლოდ მოგებაა. გვესმის, რომ „ატლეტიკო“ წინაამღდეგობას გაგვიწევს. თავის მხვრივ, ჩვენ სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ. მადრიდში „რეალი“ ყოველთვის უნდა იმარჯვებდეს. ასე რომ, მოდუნებაზე საუბარი არც კი უნდა იყოს. რა თქმა უნდა ეს შეხვედრა უმნიშვნელოვანესია, თუმცა „ელჩესთან“ და სხვა მეტოქეებთან ჩატარებული თამაშები არანაკლებად მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ლოპესმა.

ალექსანდრე მატევოსოვი