სიმეონე: “სტუმრებმა დაგვანახეს, რომ ისინი ძალიან სახიფათონი არიან”

მადრიდის “ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ლესტერი” მიიღო და მეტოქე ანტუან გრიზმანის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

წარმატებული გამოსვლის შემდეგ მადრიდელთა თავკაცმა, დიეგო პაბლო სიმეონემ პრესკონფერენცია გამართა.

“მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. კარგია, რომ განმეორებითი შეხვედრის წინ უპირატესობა გვაქვს. ლესტერში თამაში ყველას უჭირს.”

“სტუმრებმა დაგვანახეს, რომ ისინი ძალიან სახიფათონი არიან. მეორე მატჩში კიდევ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ.”

“უფრო მეტი მსურდა, თუმცა ძალაინ აგრესიუალად არ ვითამაშეთ, რაც შედეგზე აისახა. გრიზმანმა მნიშვნელოვან მომენტში აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა და გამარჯვება მოგვიტანა.”

“მომავალი შეხვედრა ძალიან გახსნილი იქნება. “მელიებს” მათი გულშემატკივრები გაუმაგრებენ ზურგს, თუმცა შემდეგ ეტაპზე აუცილებალდ უნდა გავიდეთ!” – განაცხადა დიეგო სიმეონემ.

ოფიციალურად: “ატლეტიკომ” “მონაკოს” ნახევარმცველი დაიმატა

იანიკ ფერეირა-კარასკო კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.

21 წლის ბელგიელმა “ატლეტიკოსთან” ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. “ლეიბებს” მისი ტრანსფერი 15 მილიონი და დამატებითი ბონუსები დაუჯდათ.

ფერეირას დავალება “ბარსელონაში” გადასული არდა თურანის შეცვლაა. დიეგო სიმეონეს გუნდში ნიკოლას გაიტანის დამატებაც სურდა, თუმცა არგენტინელმა ნახევარმცველმა ესპანეთის ბრინჯაოს პრიზიორებში გადასვლა იუარა.

“ატლეტიკოს” ახალწვეულმა, ლიგა 1-ის გასულ სეზონში, 33 მატჩი ჩაატარა, სადაც ექვსი გოლი გაიტანა და ათი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ლუის ენრიკე თურანს ითხოვს

“ატლეტიკოს” ნახევარმცველი, არდა თურანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ მოთხოვნადია.

El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” 28 წლის შემტევით, არდა თურანით ინტერესდება. ტრანსფერის განხორციელება თავად ლუის ენრიკეს სურს.

თურქი წინახაზელის სატრანსფერო ღირებულება 41 მილიონი ევროა.

გასულ სეზონში, არდა თურანმა 46 მატჩი ჩაატარა. გაიტანა სამი გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.

თურანი – “მილანის” ახალი სამიზნე

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი, არდა თურანი შეიძლება, ამ ზაფხულს იტალიის ჩემპიონატს შეუერთდეს.

“როსონერის” წარმომადგენლებმა გამართეს მოლაპარაკებები თურქი შემტევის აგენტ, აჰმედ ბულუთთან. “მილანის” მომავალი მწვრთნელი, სინიშა მიჰაილოვიჩი კლუბის ლიდერად სწორედ 28 წლის წინახაზელს მოისაზრებს.

არდა თურანს “ლეიბებთან” ხელშეკრულება 2017 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება 41 მილიონი ევროა.

“გალათასარაის” აღზრდილი მადრიდში 2011 წლიდან თამაშობს. ყველა ტურნირზე ერთად, არდამ 178 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.

ტევეზს “ატლეტიკოში” ელოდებიან

ევროპულ კლუბებს არგენტინელი თავდამსხმელის სამშობლოში დაბრუნება არ სურთ.

“იუვენტუსის” ლიდერი, კარლოს ტევესი ამ ზაფხულს შეიძლება, მადრიდში გადავიდეს, სადაც მისი თამაშით “ატლეტიკოა” დაინტერესებული.

ტრანსფერის მთავარი ინიციატორი დიეგო სიმეონეა, რომელიც თავად დაუკავშირდა 31 წლის თანამემამულეს და ეცადა დარწმუნება, “პსჟ”-სა და არგენტინის კლუბის ნაცვლად, “ლეიბებში” გადასულიყო.

გასულ სეონში, კარლოს ტევესმა სერია ა-ში 32 მატჩი ჩატარაა და 20 გოლი გაიტანა.

ფიფამ და უეფამ ესპანური გუნდები შესაძლოა, საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთოს

ფიფა და უეფა მიიჩნევენ, რომ ესპანეთის ხელისუფლება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის საქმეებში უხეშად ერევა, რის გამოც, შესაძლოა, ესპანური გუნდები საერთაშორისო ტურნირებს ჩამოაშორონ.

ფიფასა და უეფას კანონებით, მესამე პირს ეკრძალება ნაციონალური ფედერაციის საქმეებში ჩარევა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია არ ეთანხმება ახალ კანონს, რომელიც სპორტული ღობისძიებების ტელე-ჩვენების უფლებების გაყიდვას ეხება. სწორედ ამასთან დაკავშირებით, 16 მაისს, ესპანეთში ყველა შიდა ტურნირის მატჩები შეიძლება ჩაიშალოს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ქვეყნის ხელისუფლებასთან უთანხმოების გაო იძულებულია ასეთ რადიკალურ ზომებზე წავიდეს და ჯერჯერობით, ამ ვითარებიდან გამოსავალი არ ჩანს.

კალეხონი “ატლეტიკოს” უახლოვდება

“ნაპოლის” თავდამსხმელმა, ხოსე მარია კალეხონმა შესაძლოა, მომავალი სეზონი ესპანეთის ჩემპიონატში დაიწყოს.

უცხოური მედიის ცნობით, “მაჭანკალი” დიდი ხანია ცდილობს კალეხონის “ლეიბებში” გადაბარგებას. მათი თქმით, დიეგო სიმეონე მადრიდის “რეალის” აღზრდილი 28 წლის ფეხბურთელის დიდი ქომაგია.

Cadena Cope-ის ინფორმაციით, კალეხონმა დიდი ხანია მისცა თანხმობა მადრიდში დაბრუნებას, მაგრამ გუნდებმა კომპენსაციის საკითხი უნდა მოაგვარონ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ესპანეტის ჩემპიონებს ესპანელში 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

“ატლეტიკო” VS “რეალი” [სასტარტო შემადგენლობა]

რამდენიმე წუთში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩები აიღებს სტარტს. იხილეთ, რა შემადგენლობით გამოვლენ მოედანზე მადრიდული გუნდის წარმომადგენლები.

“ატლეტიკო”: ობლაკი, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა, გაბი, მარიო სუარესი, კოკე, არდა თურანი, გრიზმანი, მანჯუკიჩი.

“რეალი”: კასილასი, ვარანი, რამოსი, კრიშტიანუ რონალდუ, კროოსი, ბენზემა, ხამესი, ბეილი, მარსელო, კარვახალი, მოდრიჩი.

“ატლეტიკო”: მანჯუკიჩი ითამაშებს “რეალთან”

ექიმებმა მისცეს მწვანე შუქი ხორვატ შემტევს მადრიდის “რეალთან” მატჩის წინ.

“სამეფო გუნდთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ოპერაციის შემდეგ, მანჯუკიჩი სრულ მზადყოფნაშია. ექიმებმა თამაშის უფლებ მისცეს.

“დერბი ამ ორ გუნდს შორის ყოველთვის საინტერესოა, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ტურნირზე. გუნდები შესანიშნავად იცნობენ ერთმანეთს. იგებს ის, ვინც უშვებს ნაკლებ შეცდომებს. უნდა ვაჩვენოთ მაქსიმუმი, “რეალის” დასამარცხებლად”.

“არ ვფიქრობთ შურისძიებაზე გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამო. წარსული წარსულია. ახლა მხოლოდ აწმყოზე ვფიქრობთ. ჩვენთვის ნებისმიერი ეტაპი ფინალის ტოლფასია. ვფიქრობ, რთული და საინტერესო მატჩი იქნება,”-განაცხადა ხორვატმა წინახაზელმა.

“ატლეტიკო”: მანჯუკიჩი “რეალისთვის” მზად უნდა იყოს

მადრიდის “ატლეტიკოს” წამყვანმა თავდამსხმელმა ტრავმა მოირჩინა.

ფეხის პრობლემების გამო, მანჯუკიჩმა პრიმერა დივიზიონის ბოლო ორი ტური გამოტოვა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგისთვის ხორვატი სრულ მზადყოფნაშია.

დღეს მარიო შეუერთდა გუნდს ვარჯიშზე და დიდი ალბათობით, შუა კვირაში კარლო ანჩელოტის გუნდის წინააღმდეგ მზად იქნება.

ამ სეზონში, მანჯუ 12 გოლით და 5 პასით გამოირჩა. 28 წლის წინახაზელმა ჩემპიონთა ლიგაზეც ზუსტად ოთხჯერ გაისროლა.

“ატლეტიკო” ვიეტოთი დაინტერესდა

“ვილიარეალის” 21 წლის თავდამსხმელი, ლუსიანო ვიეტო “ატლეტიკოს” ინტერესთა სფეროში მოექცა.

Marca-ის თქმით, არგენტინელის გაფორმება დიეგო სიმეონეს სურს, რომელიც მომავალ სეზონში “ლეიბების” გაძლიერებას მისი თანამემამულით აპირებს.

გასულ ზაფხულს, “ვილიარეალმა” ვიეტო არგენტინული “რასინგიდან” 5,5 მილიონად დაიმატა.

მიმდინარე სეზონში, ახალგაზრდა შემტევმა 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და ორჯერ თანაგუნდელს გაატანინა.

“მილანი” მარიო სუარესზე პრეტენზიას აცხადებს

“როსონერი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გეგმებს აწყობს.

იტალიური მედიის ცნობით, “მილანი” “ატლეტიკო მადრიდის” ნახევარმცველით, მარიო სუარესით ინტერესდება.

შვიდგზის ჩემპიონებმა უკვე გაუგზავნეს “ლეიბებს” შეთავაზება ესპანელ ნახევარმცველზე.

შეგახსეენტ, რომ “როსონერის” გარდა, 28 წლის ფეხბურთელით “რომა”, “ნაპოლი”, “ინტერი” და “ვესტ ჰემი” ინტერესდება.