პროგნოზისტთა კონკურსი (“ბაიერი” — “ვერდერი”)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მეხუთე საკონკურსო კვირის პირველი მატჩის კითხვები, რომელიც “ბაიერსა” და “ვერდერს” შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: ბაიერი – ვერდერი

ოფიციალურად: „ლივერპულმა“ ემრე ჯანი დაიმატა

ლევერკუზენის „ბაიერის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი ინგლისურ „ლივერპულში“ გადავიდა.

თურქული ფესვების მქონე გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მერსისაიდელებმა 10 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღეს.

„ვამაყობ, რომ „ლივერპულის“ ოჯახის წევრი გავხდი. დიდებული კლუბია, ქომაგების მხრივ მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო. მოუთმენლად ველი პირველ შეხვედრასა და პირველ თამაშს „ენფილდის“ მინდორზე“, – ციტირებს ემრე ჯანის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ცნობისთვის, 20 წლის ნახევარმცველმა გერმანიის ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში 29 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი მიითვალა.

მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ემრე ჯანი „ლივერპულის“ მესამე შენაძენია. „ენფილდროუდელებმა“ მანამდე „საუთჰემპტონიდან“ რიკი ლამბერტი და ადამ ლალანა დაიმატეს.

 

უეფამ “ბაიერი” დააჯარიმა

უეფამ ლევერკუზენის “ბაიერი” ექვსი ათასი ევროთი დააჯარიმა. გერმანულ კლუბს სასჯელი ფანების გამო დაეკისრა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “პარკ დე პრენსზე” ლევერკუზენული კლუბის გულშემატკივრებმა პიროტექნიკა გამოიყენეს. შემდეგ კი, სტადიონის ერთ-ერთი საპირფარეშო სერიოზულად დააზიანეს.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს პარიზში გამართული მატჩი “პსჟ”-ს გამარჯვებით დასრულდა, “ბაიერი” კი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენსა“ და ლევერკუზენის „ბაიერს“ შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. პირველი მატჩი პარიზელებს ანგარიშით 4:0 ჰქონდათ მოგებული და ფაქტობრივად წყვილის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა მეორე შეხვედრა ოდნავ მოულოდნელად დაიწყო — გერმანელებმა მე-6 წუთზე გახსნეს ანგარიში. თავი სიდნეი სემმა გამოიჩინა. მე-13 წუთზე მარკინოსმა წონასწორობა აღადგინა. აღსანიშნავია, რომ 28-ე წუთზე  სიმონ როლფესს გერმანელთა კვლავ დაწინაურების შანსი მიეცა, თუმცა „ბაიერის“ კაპიტანმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა. 53-ე წუთზე კი ესეკიელ ლავესიმ ლევერკუზენელთა კარში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 2:1. სათქმელია, რომ 68-ე წუთზე მოედნიდან სტუმართა ნახევარმცველი ემრე ჯანი გააძევეს.

ასე რომ, „პარი სენ-ჟერმენმა“ მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, „ბაიერს“ კი შეუძლია, მთლიანად ეროვნულ ჩემპიონატზე გადაერთოს.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (მეორე მატჩი)
პარი სენ-ჟერმენი“ — „ბაიერი“ 2:1 (1:1)

პარი სენ-ჟერმენი“: სირიგუ, ჟალე, ტიაგო სილვა, დინი, მარკინოსი, კაბაი, პასტორე, რაბიო, იბრაჰიმოვიჩი (მენესი 72′), კავანი (კამარა 85′), ლავესი (ლუკასი 62′).
მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი.
„ბაიერი“: „ლენო, გუარდადო, ტოპრაკი, ვოლშაიდი, დონატი, როლფესი, სემი (ბრანდტი 67′), რაინარტცი (ვაგენერი 78′), კასტრო (სონ ჰინ-მინი 67′), ჯანი, დერდიოკი.
მთავარი მწვრთნელი: სამი ჰიიპია.
გოლები: მარკინოსი 13′, ლავესი 53′ — სემი 6′.
გამოუყენებელი პენალტი: როლფესი 28′ (მეკარე).
გაფრთხილებები: ჟალე 28′, რაბიო 79′ — დერდიოკი 49′, ჯანი 52′, ვაგენერი 90+3′.
გაძევება: ჯანი 68′.
მთავარი მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია).

ბექა დოგრაშვილი

ჰიიპია: „მომეჩვენა, რომ რიცხობრივ უმცირესობაში „ბაიერმა“ უკეთ ითამაშა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფნალურ ეტაპზე ლევერკუზენის „ბაიერი“ შინ „პარი სენ-ჟერმენთან“ ანგარიშით 0:4 განადგურდა. მატჩის შემდეგ გერმანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სამი ჰიიპიამ უცნაური რამ თქვა. ფინელი სპეციალისტის თქმით, „ბაიერი“ რიცხობრივ უმცირესობაში უკეთ თამაშობდა.

„ვერ იტყვით, რომ რაღაც არ გამოგვივიდა. უნდა გაითვალისწინოთ, თუ რა დონის გუნდი გვყავდა მეტოქედ. „პსჟ“ უმაღლესი კლასის გუნდია, რომელმაც შთამბეჭდავად ითამაშა. როდესაც გოლს მესამე წუთზე უშვებ, ანგარიშის გათანაბრება უფრო რთული ხდება. ჩვენი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. პირველ ტაიმში ვერაფრით ვერ ვიპოვეთ ჩვენი თამაში. პირველი გაშვებული გოლიდან 15-20 წუთი დაგვჭირდა, რომ თამაშში ჩავრთულიყავით. მეორე ტაიმში ემირ სპაჰიჩი გააძევეს და მოედანზე ათი კაცით დავრჩით. მომეჩვენა, რომ რიცხობრივ უმცირესობაში „ბაიერმა“ უკეთ ითამაშა“, – ჰიიპიას სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

განმეორებითი მატჩი პარიზში, 12 მარტს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

„პარი სენ-ჟერმენმა“ გასვლაზე „ბაიერი“ გაანადგურა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა ლევერკუზენში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ბაიერმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ მიიღო. ფეხბურთის სპეციალისტთა უმეტესობა ამ წყვილში ფავორიტად პარიზულ გუნდს ასახელებდა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ მატჩში დაფიქსირებულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: პარიზელებმა მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურეს და ახლა „ბაიერის“ ყველაზე ოპტიმისტი ქომაგიც ვერ გაბედავს იმის თქმას, რომ მისი საყვარელი გუნდი მომევნო ეტაპზე გავა. გერმანელთა განადგურებას სათავე ბლეზ მატუიდიმ მე-3 წუთზე დაუდო. 39-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა და პარიზელთა უპირატესობა გაზარდა. იმავე იბრაჰიმოვიჩმა სამ წუთში დუბლი გაიფორმა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. აღსანიშნავია, რომ 59-ე წუთზე მასპინძელთა ბოსნიელმა მცველმა ემირ სპაჰიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. მატჩს საბოლოო წერტილი პარიზელთა ახალწვეულმა იოან კაბაიმ 88-ე წუთზე დაუსვა – 0:4.

განმეორებითი მატჩი პარიზში 12 მარტს შედგება და არ გვიწყინოთ თუ ვიტყვით, რომ ეს შეხვედრა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„ბაიერი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 0:4 (0:3)

„ბაიერი“: ლენო, ჰილბერტი, ტოპაკი, სპაჰიჩი, სემი (ვოლშაიდი 62′), გუარდადო, კასტრო, როლფესი (რაინარტცი 46′), ბენდერი, კისლინგი, სონი (ბრანდტი 46′).
მთავარი მწვრთნელი: სამი ჰიიპია.
„პარი სენ-ჟერმენი“: სირიგუ, ალექსი, მაქსველი, ტიაგო სილვა, ვან დერ ვილი, მატუიდი (კაბაი 67′), ვერატი, ლუკას მოურა, მოტა, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (პასტორე 76′)
მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გოლები: მატუიდი 3′, იბრაჰიმოვიჩი 39′ (პენ), 42′, კაბაი 88′.
გაფრთხილებები: ჰილბერტი 15′, სპაჰიჩი 38′, გუარდადო 48′, კასტრო 58′ – მატუიდი 4′.
გაძევება: სპაჰიჩი 59′.
მთავარი მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).

ბექა დოგრაშვილი

“ჯადოქარ” კისლინგს, მსაჯმა ვერგატანილი გოლი ჩაუთვალა

18 ოქტომბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ჰოფენჰაიმმა” საკუთარ მოედანზე ლევერკუზენი “ბაიერი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ძალიან უცნაური რამ მოხდა. “ბაიერის” ფეხბურთელმა, სტეფან კისლინგმა ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ყველას აჯობა, თუმცა მისი თავური მეტოქის კარს მცირე მანძილით აცდა. საბოლოოდ, ბურთი მოულოდნელად კარის ბადეში მაინც მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, მსაჯი სხვაგვარად მოიქცა – მან გოლი ჩათვალა.