მარიო ბალოტელიმ ლეონარდო ბონუჩის უპასუხა: “ზოგჯერ ჯობს, რომ ჩუმად იყო” (ფოტო)

“მარსელის” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი ლეონარდო ბონუჩის მიერ “კალიარისთან” მატჩის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.

როგორც იცით, “კალიარისთან” მატჩის მიმდინარეობისას ადგილობრივი ფანები “იუვენტუსის” ფერადკანიან ფეხბურთელებს რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ. განსაკუთრებულ წნეხში ბლეზ მატუიდი და მოის კენი იყვნენ. ამ უკანასკნელმა გოლი მეტოქე ფანების წინ აღნიშნა, რამაც ისინი კიდევ უფრო გააღიზიანა. მატჩი რამდენიმე წუთითაც შეწყდა.

ბონუჩიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ინციდენტში “კალიარის” ფანებიც და მოის კენიც თანაბრად დამნაშავეები არიან.

ბალოტელი ბონუჩის ამ სიტყვებმა გააღიზიანა. “სუპერმარიომ” მოის კენის გამოქვეყნებულ ფოტოზე ასეთი კომენტარი დატოვა: “ბრავო! და, უთხარით ბონუჩის, მას გაუმართლა, რომ იქ არ ვიყავი. იმის მაგივრად რომ შენ დაეცავი, რა გააკეთა. გეფიცებით, შოკში ვარ.”

ასევე, ბალოტელიმ Instagram-ში დაწერა: “ზოგჯერ ჯობს, რომ ჩუმად იყო.”

კარიკატურა: რა უქნა რაიოლამ ბალოტელის ენას ბევრი საუბრის გამო?

მარიო ბალოტელი ხშირად, მსაჯთან ზედმეტი ლაპარაკის გამო იღებს გაფრთხილებას. ამასთან დაკავშირებით, მისმა აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ სჯობს, იტალიელი დადუმდეს და მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს.

ომარ მომანი გვთავაზობს კარიკატურას, სადაც რაიოლასა და ბალოტელის ენის ურთიერთობაა გადმოცემული.

 

ბალოტელი ესპანურ ლა ლიგაში?

ესპანური, საკმაოდ გავლენიანი და ავტორიტეტული გამოცემა Marca ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ მომავალ სეზონში მარიო ბალოტელი ესპანეთში ვიხილოთ.

წყაროს ცნობით, ფრანგული “ნიცას” იტალიელი თავდამსხმელის გადაბირებით ესპანური “ლას პალმასია” დაინტერესებული.

თუ ესპანელების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, “ლას პალმასმა” უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები ფრანგულ გრანდთან. ესპანური გუნდი მას 1-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, ერთი წლის დამატების უფლებით.

ბალოტელი: “Sky Sport-ის გოგონები უფრო საინტერესოები არიან…”

ფრანგული “ნიცას” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კლუბების მხრიდან პასიურობას სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დიდი ტრანსფერი არაერთხელ განხორციელებულა, თუმცა გუშინ განსხვავებული სიტუაცია იყო.

“Sky Sport-ის სატრანსფერო გადაცემის გოგონები უფრო საინტერესოა, ვიდრე ბოლო დროს განხორციელებული ტრანსფერები”
, – წერს ბალოტელი.

აქვე, გთავაზობთ იტალიელი ფეხბურთელის მიერ ნახსენები გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ლაურა ბარტის ფოტოებს.

1

2

3

“ბასტიას” ფანებმა მარიო ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)

20 იანვარს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “ბასტიამ” საკუთარ მოედანზე “ნიცა” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის დაწყებამდე, იმ დროს როცა ფეხბურთელები “მოთელვის” პროცესში იყვნენ, მასპინძელთა ფანებმა მარიო ბალოტელის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.

იხილეთ ვიდეო

მარიო ბალოტელიმ “პარი სენ-ჟერმენი” დატროლა (ვიდეო)

“ნიცას” თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ დისკვალიფიკაციის გამო საფრანგეთის თასზე “ლორიენთან” გამართული მატჩი გამოტოვა. იტალიელმა ფეხბურთელმა თავისუფალი დრო პარიზში გაატარა, Instagram-ზე კი სწორედ ამ ქალაქში გადაღებული ვიდეო ატვირთა.

“ეს პარიზია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ვინ არის ცხრილის სათავეში… ეს “ნიცაა”…” – ამბობს ბალოტელი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ს 44 ქულით “ნიცა” ლიდერობს, მეორე ადგილზე 42 ქულით “მონაკოა”, ხოლო მესამეზე (39 ქ.) – “პარი სენ-ჟერმენი”.

იხილეთ ვიდეო

რობერტო მანჩინი ბალოტელის: “მაისურს ნუღარ გაიხდი, მარიო”

რობერტო მანჩინიმ მარიო ბალოტელის ბრწყინვალე ასპარეზობაზე გააკეთა მცირე კომენტარი, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე “ნიცას” ღირსებას იცავს, თანაც საკმაოდ კარგად.

“ყველას აქვს რაღაც სათქმელი მარიოზე, რაც ვფიქრობ რომ მარიოსთვის ზედმეტად დამღლელია.

რა უნდა ვთქვა, ის მართლაც რომ ფანტასტიკურია. ის ყველაფერს განსაკუთრებულად აკეთებს. “ნიცაში” მინიმუმ 20 გოლი უნდა გაიტანოს. მაგრამ ამასთანავე ისიც უნდა დაიმახსოვროს, რომ მაისური მეტჯერ აღარ უნდა გაიხადოს. გოლების გატანა მისთვის ნორმალური რამ უნდა იყოს.

მახსოვს მისი თამაში 2007-08 წლების სეზონის ბოლოსკენ. მაშინ ზლატანი ტრავმირებული იყო და მას უწევდა ყველაფრის საკუთარ თავზე აღება. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ვარსკვლავი გახდებოდა. მაგრამ 17 წლის ასაკში მას ზეწოლასთან გამკლავება არ შეეძლო.

ის ძალიან კარგი პიროვნებაა, დიდი გულით. ზოგჯერ შეიძლება ნერვები მოგიშალოს, მაგრამ შეუძლებელია მისთვის კარგი არ გინდოდეს.”

ბალოტელი: “კლოპს არ ვიცნობ”

იტალიელი ფორვარდი, მარიო ბალოტელი 2015 წელს “მილანიდან “ლივერპულში” გადავიდა. მან ვერ შეძლო ახალ გუნდში ფეხის მოკიდება, რის შემდეგაც კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა იგი ფრანგულ “ნიცაში” გაანათხოვრა.

ბალოტელიმ წარსულზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კლოპს, რომელსაც მოხლოდ ერთხელ შეხვდა, თითქმის საერთოდ არ იცნობს.

“კლოპს არ ვიცნობ. მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი, მითხრა, იჯარით სადმე წავსულიყავი, ფორმაში ჩავმდგარიყავი და მხოლოდ ამის შემდეგ დამიბრუნებდა “ლივერპული”. მე ვუთხარი: ‘”მადლობა, კარგად,” – განაცხადა “სუპერ მარიომ”.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის გამორჩეული ტრანსფერები

სატრანსფერო ფანჯარა გუშინ შუაღამით დაიხურა. ტრადიციულად, 31 აგვისტო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ტრანსფერების მხრივ.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ იმ გამორჩეულ ტრანსფერებს, რომლებიც გუშინ განხორციელდა.

დავიდ ლუისი, “პსჟ”-დან “ჩელსიში” გადავიდა. ამას გუშინ დილით ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა ბრაზილიელი იქ დაბრუნდა, საიდანაც 2 წლის წინ წამოვიდა.

ჯო ჰარტი, “მანჩესტერ სიტიდან” “ტორინოში”. ინგლისელის ტრანფსერის შესახებ ყველამ რამდენიმე ხნით ადრე იცოდა. ეს მეკარე გვარდიოლამ მოსვლისთანავე აითვალწუნა. ჰარტი ერთწლიანი იჯარით ითამაშებს “ტორინოში”.

სამირ ნასრი და ელიაკიმ მანგალა, ორივემ “სიტი” დატოვა. ნასრიმ “სევილიას” მიაშურა ერთწლიანი იჯარის წესით. რაც შეეხება მანგალას, იგი “ვალენსიაში” გადავიდა.

ვილფრიდ ბონი, “მანჩესტერ სიტიდან” “სტოკ სიტიში”. კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც პეპ გვარდიოლას გეგმებში არ შედიოდა. იგი “სტოკში” ერთი წლით გაანათხოვრეს.

ეზიკელ გარაი, “ზენიტიდან” “ვალენსიაში”. არგენტინელი მცველი წლების მანძილზე თამაშობდა პრიმერა დივიზიონში. იგი “რეალის” შემადგენლობაში ირიცხებოდა. ახლა კი, წლების შემდეგ მას იგივე ჩემპიონატში მოუწევს ასპარეზობა, ოღონდ, ამჯერად, იგი “ღამურების” ღირსებას დაიცავს. 29 წლის სპორტსმენის ტრანსფერის ღირებულებამ 20 მილიონ ევროს შეადგინა.

ჯეკ უილშირი, “არსენალიდან” “ბორნმუთში”. ინგლისელს წინა სეზონში, ტრავმის გამო, საკმაოდ ბევრი გაუცდა. იგი ფორმაში არაა; ნაკრებშიც არ გამოიძახეს არასასურველ კონდიციებში ყოფნის გამო. ფორმაში შესასვლელად მას მუდმივი სათამაშო დრო სჭირდება. ამისთვის კი, მისი აზრით, საუკეთესო ვარიანტი ერთი წლით “ბორნმუთში” წავსლა აღმოჩნდა.

ისლამ სლიმანი, “სპორტინგიდან” “ლესტერში”. სლიმანიში ინგლისის ჩემპიონებმა 29 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ეს კი გუნდის რეკორდია. “სპორტინგის” უკვე ყოფილმა მოთამაშემ პორტუგალიის ჩემპიონატში 27 გოლის გატანა შეძლო წინა სეზონში.

მარიო ბალოტელი, “ლივერპულიდან” “ნიცაში”. “სუპერმარიო” თავისუფალი აგენტი იყო და ისე წავიდა ფრანგულ კლუბში.

მუსა სისოკო, “ნიუკასლიდან” “ტოტენჰემში”.”ჩემპიონშიფში” გადასულ გუნდში დარჩენა ნამდვილად არასამართლიანი და შეუფერებლი იქნებოდა ამ დონის მოთამაშისთვის. ფრანგს “ევერტონის” ვარიანტიც ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ, “სპურსებს” მიაშურა.

“ნიცას” პრეზიდენტი: “ბალოტელის შეახსენეთ, რომ ფორვარდს ჯერ კიდევ ვეძებთ”

ფრანგული “ნიცას” პრეზიდენტს ჟან-პიერ რივერს “ლივერპულის” იტალიელი ფორვარდის, მარიო ბალოტელის საფრანგეთის ჩემპიონატში გადმოყვანა სურს.

“ლილთან” ფრედ დასრულებული მატჩის (1-1) შემდეგ (3 მატჩში მე-7 ქულა), რივერმა განაცხადა: “ბალოტელის ნომერი ხომ არ გაქვთ?

დაურეკეთ მას და შეახსენეთ, რომ ფორვარდს ჯერ კიდევ ვეძებთ.”

შეგახსენებთ, რომ 26 წლის მარიომ გასული სეზონი “მილანში” გაატარა. “როსონერის” მაისურით ჩატარებულ 23 მატჩში, მან მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (15 აგვისტო)

გვარდიოლა: “ჰარტი ბედნიერი ნამდვილად არ არის”

პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ ჰარტს ნამდვილად არ მოეწონა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა: “დარწმუნებული ვარ, რომ ის ბედნიერი არ არის. ყველა, ვინც არ თამაშობს დათხოვნილი როდია. 28 ფეხბურთელი გვყავს, რომლებმაც უნდა დამარწმუნონ, რომ სასტარტოში ყოფნას იმსახურებენ.”

“ინტერი” მზადაა, სანჩესის სანაცვლოდ 80 მილიონი გადაიხადოს

მილანური “ინტერის” ხელმძღვანელები მზად არიან ალექსის სანჩესის ტრანსფერში 80 მილიონი ევრო გადაიხადონ. Fichajes.net-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “ნერაძური” 27 წლის ჩილელს 8 მილიონ ევროს სთავაზობს წელიწადში.

Untitled-3

“მანჩესტერს” ფონტეს გადაბირება უნდა

Daily Mirror-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები “საუთჰემპტონის” ცენტრალური მცველის, ჟოზე ფონტეს გადაბირებას აპირებენ. ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ “წმინდანები” კარგა ხანია, რაც მას ახალ კონტრაქტს სთავაზობენ.

“მილანი” მატეო კოვაჩიჩზე გადაერთვება

იტალიური “მილანი” მთლიანად მატეო კოვაჩიჩის ტრანსფერზე გადაერთვება იმ შემთხვევაში, თუ “იუვენტუსი” მას როდრიგო ბენტანკურისათვის გამართულ ბრძოლაში აჯობებს. “როსონერი” ხორვატი ნახევარმცველის არენდით აყვანის ვარიანტზეც მუშაობს.

ბალოტელი ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებს

“ლივერპულის” მფლობელობაში მყოფი მარიო ბალოტელი ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებს. იტალიელ თავდამსხმელს თავის კლუბში იტალიური “სასუოლო” ეპატიჟება. იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სასუოლოს” ხელმძღვანელობამ უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები მერსესაიდელებთან.

როგორი ჩაცმულობით მივიდა ბალოტელი ქორწილში? (ფოტოები)

თუ დაპატიჟებ, ის აუცილებლად მოვა შენს ქორწილში… მაგრამ, შესაძლებელია, დაუპატიჟებლადაც მოხდეს ეს…

მაშინ, როცა მარიო ბალოტელი ქუჩაში სეირნობდა, იგი ერთ-ერთი სასტუმროს ფანჯრიდან შეამჩნიეს იმ წყვილის მეგობრებმა, რომელსაც ქორწილი ჰქონდა. ისინი გამოვიდნენ და იტალიელს სთხოვეს, შესულიყო სასტუმროში და წყვილთან ერთად გადაეღო ფოტოები; ასე უფრო დასამახსოვრებელი გაეხადა მათი ქორწილი.

baloteli 1

baloteli 2