გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ თამაშობენ ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი ფეხბურთელები.
ჭდე: ბალოტელი
მარიო ბალოტელის ულამაზესი გოლი ჯარიმიდან “ლივორნოს” კარში
7 დეკემბერს, იტალიის ჩემპიონატში, “ლივრონომ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და ფრედ, 2:2 ითამაშა.
აღნიშნულ შეხვედრაში, მილანელთა მხრიდან ორივე გოლი ბალოტელი გაიტანა. იტალიელი თავდამსხმელის მიერ გატანილი მეორე გოლი კი განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა.
მარიო ბალოტელიმ “მილანელოზე” ზომბი გაანადგურა
ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ შეუვარდა მარიო ბალოტელის “მილანელოზე” ზომბი.
რონალდო: “ბალოტელის შეუძლია, მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებს ულიდეროს”
ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი, რონალდო აცხადებს, რომ იტალიის ნაკრების მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, ხოლო “მილანის” ფეხბურთელ მარიო ბალოტელის ჩეზარე პრანდელის გუნდის ლიდერობა შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის “ბარსელონას”, “რეალისა” და “მილანის” ყოფილი ფეხბურთელი დღეს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს.
“იტალიის ნაკრები, ტრადიციულად, ძლიერი გუნდია, ამიტომ ჩეზარე პრანდელის შეგირდები ერთ-ერთი ფავორიტები არიან. რაც შეეხება ბალოტელის, მარიოს შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდს ულიდეროს”, – ამბობს რონალდო.
“მილანმა” წარუმატებელი სერია “კატანიასთან” შეწყვიტა
1 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში, “კატანიამ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო. “როსონერიმ” ხუთმატჩიანი წარუმატებელი სერია სწორედ დღეს დაასრულა.
ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა, “მილანის” საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, სიტუაციაში კი ყველაზე პირველი მასპინძელთა ნახევარმცველი კასტრო გაერკვა, რომლის დარტყმულის მოგერიება ბონერამ სცადა, თუმცა ბურთი საბოლოოდ “როსონერის” კარის ბადეში მოექცა.
სტუმრებმა საპასუხო გოლის გატანა ექვს წუთში მოახერხეს, როდესაც ურბი ემანუელსონის ჩაწოდებულ ბურთს რიკარდო მონტოლივო ერთი შეხებით გამოეხმაურა.
63-ე წუთზე, ბალოტელიმ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა – 1:2.
შეხვედრაში საბოლოო შედეგი კი ბრაზილიელმა კაკამ დასვა, რომელმაც “კატანიას” მეკარეს ძლიერი დარტყმის შემდეგ შანსი არ დაუტოვა – 1:3.
“კატანია” – “მილანი” 1:3
13000 მაყურებელი
“კატანია”: ანდუხარი, სპოლი, მონცონი (კეკო 61′), პერუცი, ბირაგი, როლინი, პლაშილი, ბარიენტოსი (ლეტო 88′), ტაკციდისი, კასტრო (გუარენტე 68′), ლოპესი.
მთავარი მწვრთნელი: ლუიჯი დე კანიო.
“მილანი”: გაბრიელი, ბონერა, სილვესტრე, კაკა, ბირსა (ელ შაარავი 74′), დე იონგი, ემანუელსონი, მონტოლივო, ნოჩერინო, პოლი, ბალოტელი (მატრი 83′).
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
გოლები: კასტრო 13′ – მონტოლივო 19′, ბალოტელი 63′, კაკა 81′.
გაფრთილებები: პლაშილი 59′, ბარიენტოსი 74′ – პოლი 25′, სილვესტრე 31′, კაკა 80′.
გაძევება: ტაკციდისი 64′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.
ბალოტელი: “მილანიდან” წასვლას არ ვაპირებ”
იტალიური “მილანის” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი აცხადებს, რომ ის “როსონერიში” თავს კარგად გრძნობს და გუნდიდან წასვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ბალოტელი “შავ-წითლებში” 2013 წლის იანვარში, “მანჩესტერ სიტიდან” გადავიდა.
“მილანში” თავს კარგად ვგრძნობ, ამიტომ უახლოეს მომავალში, სხვა გუნდში გადასვლას არ ვაპირებ. მინდა, რომ ჩემს გუნდს გატანილი გოლებით წარმატება მოვუტანო”, – ამბობს იტალიის ნაკრების წევრი.
ბოატენგი: “ბალოტელის არ მეშინია”
მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მცველი, ჟერომ ბოატენგი აცხადებს, რომ მას მარიო ბალოტელის არ ეშინია.
შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, იტალიის ნაკრები მილანში გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს, მატჩი კი 23:45 საათზე დაიწყება.
“მართალია, ევროპის ჩემპიონატზე, მან ჩვენს წინააღმდეგ კარგად ითამაშა, თუმცა მისი არ მეშინია. ჩემი აზრით, ბალოტელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია”, – ამბობს ბოატენგი.
გალიანი: “ბალოტელი “ჩელსიში” არ გადავა”
იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი მარიო ბალოტელის აგენტის, მინო რაიოლას კომენტარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელი “ჩელსიში” არ გადავა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების თავდამსხმელის აგენტმა თქვა, რომ ბალოტელისა და მოურინიოს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აკავშირებთ, ამიტომ მოთამაშის “ჩელსიში” გადასვლა სრულებით რეალურია.
“ბალოტელი “მილანს” არ დატოვებს და “ჩელსიში” არ გადავა. ის “როსონერიში” დიდხანს დარჩება, მას ჩვენთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს, შესაბამისად, სანერვიულო არ გვაქვს”, – ამბობს გალიანი.
დიტო ჭიჭინაძე
მარიო ბალოტელი “ჩელსიში”?
იტალიური “მილანის” თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის აგენტი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, 23 წლის მოთამაშე ლონდონის “ჩელსიში” ვიხილოთ.
მინო რაიოლას თქმით, ბალოტელის ლონდონელთა მთავარ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიოსთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს.
“ბალოტელის და მოურინიოს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აკავშირებთ, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, არაფერს გამოვრიცხავ. მიუხედავად იმისა, რომ მარიოსა და ჟოზეს შორის მცირე გაუგებრობა იყო, ახლა ყველაფერი მშვენივრადაა”, – ამბობს რაიოლა.
აბატე: “ბალოტელიმ კაკასგან უნდა ისწავლოს”
იტალიური “მილანის” მარჯვენა მცველი, იგნასიო აბატე აცხადებს, რომ “როსონერის” თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ თანაგუნდელ კაკასგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს.
“ჩემი აზრით, კაკა ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის მისაბაძი მოთამაშეა. როდესაც რიკარდოს ტრავმა ჰქონდა, ის “მილანელოზე” დილით მოდიოდა და საღამოს მიდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთში ბევრს მიაღწია, ის ჩვენთან ერთად ყოფნას მაინც არ თაკილობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მოედანს მალე დაბრუნებოდა.
ბალოტელი უნდა მიხვდეს, რომ ის ბავშვი აღარაა. ვფიქრობ, მას შეუძლია კაკასგან ბევრი რამ ისწავლოს. მარიო მალე უნდა გაიზარდსო, ეს კი ყველასათვის კარგი იქნება”, – ამბობს აბატე.
დიტო ჭიჭინაძე
რეინა: “ბალოტელის მაისურთან ერთად მძინავს”
იტალიური “ნაპოლის” ესპანელი მეკარე, პეპე რეინა აცხადებს, რომ მას “მილანის” თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის მაისურთან ერთად ძინავს.
შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს, იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, “როსონერიმ” საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში, რეინამ ბალოტელის პენალტი არ გაატანინა.
“სიმართლე გითხრათ, ბალოტელის მაისურთან ერთად მძინავს. მართალია, მოგერიებული პენალტის შემდეგ, მასთან მისვლა და მაისურის გაცვლა გამიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა”, – ამბობს რეინა.
ელ შაარავი: “ბალოტელიმ შეცდომა დაუშვა”
იტალიური “მილანის” ახალგაზრდა შემტევი, სტეფან ელ შაარავი აცხადებს, რომ მარიო ბალოტელიმ შეცდომა დაუშვა.
შეგახსენეთ, რომ ბალოტელი, “ნაპოლისთან” წაგებული მატჩის შემდეგ, მსაჯს მოკვლით დაემუქრა, რის გამოც, ის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
“ბალოტელიმ შეცდომა დაუშვა და ეს მან კარგად იცის. იმედი მაქვს, მარიო მომავალში იგივეს არ გაიმეორებს, რადგან ეს “მილანზე” ცუდად მოქმედებს”, – ამბობს ელ შაარავი.