“მილანის” ფანები საშინაო მატჩების ბოიკოტირების გაგრძელებით იმუქრებიან

“მილანის” გულშემატკივრების ნაწილი კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდის საშინაო მატჩების ბოიკოტირების გაგრძელებით იმუქრება.

ამის შესახებ ულტრასების ლიდერმა ჯანკარლო კაპელიმ “ფუტბოლ იტალიასთან” საუბარში განაცხადა. მისი თქმით, იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურში გენუის “სამპდორიასთან” 12 აპრილს გასამართ შეხვედრაში “სან სიროს” არენაზე ფანების სექტორი შეიძლება კვლავ ცარიელი დარჩეს.

“სილვიოსა და ბარბარასთან შეხვედრას ვითხოვთ. მათ უკვე მიიღეს ჩვენგან წერილი და პასუხს ველოდებით. იმ შემთხვევაში, თუ ბერლუსკონებმა არაფერი გვიპასუხეს, “სამპდორიასთან” მატჩში პროტესტი გაგრძელდება,”-განაცხადა კაპელიმ.

როგორც ცნობილია, “მილანის” ულტრასებმა 28-ე ტურში “კალიარისთან” შეხვედრის წინ ბოიკოტირება მოახდინეს და სექტორზე დატოვეს ბანერი წარწერით: “თამაში დასრულდა, კლუბის გადასარჩენად თანხა გაიღეთ”.

ბარბარა სილვიოს გალიანის მოშორებას სთხოვს

“მილანის” ვიცე-პრეზიდენტებს, ბარბარა ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის შორის ომი გრძელდება.

იტალიური პრესის მტკიცებით, ბარბარა ბერლუსკონი კატეგორიულად სთხოვს მამაისს გალიანის მოშორებას, თუმცა სილვიო ბერლუსკონის თავის ძველ თანამებრძოლებთან განშორება ძალიან უჭირს.

საბოლოო ჯამში, აპენინელი მიმომხილველების პროგნოზით, ამ ბრძოლაში გამარჯვებული მაინც ბარბარა გამოვა და გალიანი კლუბში დაგეგმილ გრანდიოზულ რეორგანიზაციას შეეწირება.

საუბარია იმაზეც, რომ ბარბარა სილვიოს გალიანის ადგილზე “ფიორენტინადან” დანიელე პრადეს, ან “ვერონადან” შონ სილიანოს მიწვევას სთავაზობს.

“სან სიროს” მილანური კლუბები გამოისყიდიან

გუშინ საღამოს ”Villa Belvedere”-ში გაიმართა შეხვედრა ”ინტერის” პრეზიდენტს ერიკ ტოჰირსა და ”მილანის” ვიცე პრეზიდენტს ბარბარა ბერლუსკონის შორის, სადაც მთავარი თემა ”სან-სიროს” რეკონსტუქცია გახლდათ 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის. იტალიური პრესის ცნობით ფინალისათვის “სან-სიროს” რეკონსტრუქციის თანხებს ორივე კლუბი თანაბრად დაფარავს. მოგვიანებით კი ორი მილანური გრანდი ”სან-სიროს” გამოსყიდვას გეგმავენ.

“ეს იყო ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა. ვფიქრობ, “სან სიროს” წარმატებისთვის, იდეები ერთმანეთს მუდმივად უნდა გავუზიაროთ”–განაცხადა ბარბარა ბერლუსკონიმ

“ცვლილებები საჭიროა” – ბერლუსკონი ალეგრის უშვებს?

იტალიური “მილანის” პრეზიდენტი, ბარბარა ბერლუსკონის “სასუოლოსთან” გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ კლუბში ცვლილებების განხორციელება საჭიროა.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, “როსონერიმ” “სასუოლოსთან” მატჩი ანგარიშით 3:4 დათმო. “მილანის” კარში ოთხივე გოლი 19 წლის დომენიკო ბერარდიმ გაიტანა.

“ძალიან იმედგაცრუებული ვარ. არ შეიძლება, “მილანი” ასეთ თამაშს აჩვენებდეს. საჭიროა, რომ გუნდში ცვლილებები მოხდეს”, – ამბობს ბარბარა ბერლუსკონი.

თავად გუნდის მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი კი აცხადებს, რომ ის წარმატების მისაღწევად, ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.

“ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და რომელ კლუბშიც არ უნდა ვიყო, მომავალშიც ასე გაგრძელდება.”

ბარბარა ბერლუსკონი „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი გახდა

„მილანის“ დირექტორთა საბჭომ კლუბის მართვის ახალი სტრუქტურა ოფიციალურად დაამტკიცა.

ბარბარა ბერლუსკონი „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი გახდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადრიანო გალიანი ჩამოაქვეითეს. ეს უკანასკნელი თავის პოსტზე რჩება, ქალბატონი ბერლუსკონი კლუბის მეორე ვიცე-პრეზიდენტი იქნება. მის მოვალეობაში შევა ყველაფერი, რაც არ მოიცავს სპორტულ და ტექნიკურ საკითხებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ გალიანისა და ბარბარა ბერლუსკონის შორის კონფლიქტი იყო, რის გამოც ადრიანოს დაკავებული პოსტის დატოვება ჰქონდა განზრახული, თუმცა „მილანის“ პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონისთან შეხვედრის შემდეგ გადაიფიქრა. სამაგიეროდ, კლუბის მართვის სტრუქტურის შეცვლა გადაწყდა.

ბექა დოგრაშვილი

გატუზო: „ბარბარა ბერლუსკონი? ქალების ადგილი ფეხბურთში არ არის“

„მილანის“ ექს-მოთამაშემ და ამჟამად დამწყებმა მწვრთვნელმა ჯენარო გატუზომ „როსონერიში“ ბოლო დროს შქმნილი სიტუაცია შეაფასა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას გადაწყდა, რომ კლუბის გენერალური პრეზიდენტის ფუნქციებს ადრიანო გალიანისთან ერთად, სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილი ბარბარაც შეასრულებს, რის გამოც გალიანი „მილანელოდან“ წასვლასაც კი აპირებდა.

„კლუბში შექმნილი ვითარება? ვფიქრობ, ადრიანო გალიანი მეტ პატივისცემას იმსახურებს, რადგან წლების განმავლობაში იგი არამხოლოდ მუშაობდა, არამედ შესანიშნავ შედეგს აღწევდა“, – განაცხადა რინომ.

„ამ საკითხზე ბევრი საუბარი არ მსურს, თუმცა, ჩემი აზრით, ქალის ადგილი ფეხბურთში არ არის“, – დაასრულა მილანური კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი