ვალვერდე: “მეკარემ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა; არც ის ვიცი, პენალტი რატომ დანიშნეს”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 26-ე ტურის შეხვედები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში კატალონიის “ბარსელონამ” “ლას პალმასთან” სტუმრად ითამაშა და ფრე, 1-1 გააგორა. აღნიშნულ მატჩში იყო რამდენიმე სადავო მომენტი: მასპინძლების მეკარემ, ლეანდრო ჩიჩიზოლამ ერთ-ერთ ეპიზოდში საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა. ასევე, საეჭვო იყო “ბლაგურნას” კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი.

დაპირისპირების შემდეგ კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ჟურნალისტებს ესაუბრა.

“თერთმეტმეტრიანმა ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა. ამის შემდეგ, მეორე ტაიმი ცუდად გაგრძელდა. ისინი შესვენების შემდეგ უფრო ძლიერნი გამოვიდნენ მოედანზე და მათ კიდევ უფრო დიდი მუხტი სწორედ ამ პენალტმა მისცა. მსაჯობა? ამაზე საუბარი არ მსურს. თუმცა, გეტყვით, რომ პირველი ტაიმის შემდეგ არბიტრს ვესაუბრე იმ მომენტზე, როცა მეკარემ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა. პენალტი? ვერ ვხვდები, რის გამო დაინიშნა! სამი ქულის მოპოვება გვსურდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გაშვებული გოლის მერე თამაში გაგვიჭირდა. ისინი თავს კარგად იცავდნენ და ქულებიც დაგვაკარგინეს,” – აცხადებს ბასკი.

“ბარსამ” “ლას პალმასთან” ფრე ითამაშა – “ატლეტიკოსთან” სხვაობა ხუთ ქულამდე შემცირდა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის 26-ე ტურის მატჩები შედგა. თავისი შეხვედრა ჩაატარა კატალონიის “ბარსელონამ”, რომელიც “ლას პალმასს” ესტუმრა.

საკმაოდ დაძაბულ მატჩში ანგარიში 21-ე წუთზე ლიონელ მესის საჯარიმო დარტყმის შემდეგ გავიდა. “ბარსას” ამის შემდეგაც ჰქონდა მომენტები, თუმცა პირველ ტაიმში ვერ შეაგდო.

მეორე ნახევარში, 48-ე წუთზე უკვე ჯონათან კალერიმ თერთმეტმეტრიანიდან შეძლო გათანაბრება. ამის შემდეგ ვერცერთმა გუნდმა ვეღარ გაიტანა და მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. “ბლაგურნა” 66 ქულით პირველზეა, “ლას პალმასს” 20 ქულა აქვს და მეთვრამეტე პოზიციას იკავებს.

 

“ბარსელონა” არტურ მელოს დამატებასთან ძალიან ახლოსაა

უცხოურ პრესაში გავრცელებული ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, კატალონიის “ბარსელონა” გუნდში კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის ახორციელებს. საუბარია “გრემიოს” ახალგაზრდა ნახევარმცველზე, არტურ მელოზე.

როგორც ცნობილი ხდება, მხარეებმა უკვე ყველაფერი შეათანხმეს და ტრანსფერი 95 პროცენტით შემდგარია – მხოლოდ გარკვეული ფორმალური საკითხებია მოსაგვარებელი.

UOL-ის ცნობით, 21 წლის არტურმა “ლურჯ-ბროწეულისფრებთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა ბრაზილიურ კლუბში 2019 წლამდე უნდა დარჩეს. ტრანსფერის ფასად კი 30 მილიონი ევრო სახელდება.

კარიკატურა: ლიონელ მესი უცხოპლანეტელია

ირანის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლუშ კეირუშმა განაცხადა, რომ ფიფამ მესის თამაში უნდა აუკრძალოს, სანამ არ დაადგენენ, რომ ის ნამდვილად ადამიანია.

ომარ მომანი თვლის, რომ არგენტინელი უცხოპლანეტელია და ამაზე კარიკატურასაც გვთავაზობს.

 

“რეალი” ლევანდოვსკის ტრანსფერში ხამეს როდრიგესის ჩართვას გეგმავს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ზაფხულში სერიოზული ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ. პირველ რიგში, “ბლანკოსი” გუნდში კარიმ ბენზემას შეცვლის მიზნით რობერტ ლევანდოვსკის მოყვანას აპირებს.

როგორც იცით, მიუნხენის “ბაიერნი” საკმაოდ აქტიურად ცდილობს პოლონელი შემტევის შენარჩუნებას. ბოლო ცნობების თანახმად, “რეალი” 150 მილიონის გადახდაზეც თანახმაა, აგრეთვე განიხილება ტრანსფერში ხამეს როდრიგესის ჩართვის ვარიანტიც.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი “ბაიერნში” ორი სეზონით არის განათხოვრებული და ეს გერმანელებს 13 მილიონი ევრო დაუჯდათ. შეთანხმების თანახმად ხამესის გამოსყიდისთვის 42 მილიონია საჭირო.

გეტყვით იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ ლევანდოვსკიმ აგენტი შეიცვალა, რაც, შესაძლოა, სწორედ “რეალის” ზეგავლენის შედეგი უნდა იყოს.

უმტიტი “ბარსელონას” დატოვების ვარიანტს სერიოზულად განიხილავს

კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი სერიოზულად განიხილავს კარიერის “მანჩესტერ იუნაიტედში” გაგრძელების ვარიანტს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Don Balon ადასტურებს.

როგორც იცით, 24 წლის ფეხბურთელმა საკმაოდ მოკლე დროში შეძლო “კამპ ნოუზე” ადაპტირება და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ასე რომ, ბუნებრივია, “წითელი ეშმაკუნების” ასეთი ინტერესი მისდამი.

უმტიტი კატალონიური გრანდისგან ხელფასის გაზრდას ითხოვდა (135 000 ფუნტი კვირაში), მაგრამ “ლურჯ-ბროწეულისფერბი” მხოლოდ 100 000-ის გადახდაზე არიან თანახმანი.

ანტონიო კონტეს კომენტარი “ბარსელონასთნ” მატჩის შემდეგ

ლონდონის “ჩელსის” მიერ “ბარსელონასთან” ჩატარებული “საამაყო” მატჩის შემდეგ (“ჩელსი” 1-1 “ბარსელონა”), ანტონიო კონტემ პრესასთან ისაუბრა და კატეგორიულად უარყო დანებების ვარიანტი.

“ძალიან ახლოს ვიყავით სრულყოფილ თამაშთან. ერთადერთი შეცდომა დავუშვით მატჩში, თუმცა ვიცოდით, რომ “ბარსელონას” წინააღმდეგ მსგავსი რამ მომაკვდინებელი იქნებოდა – მათ ისეთი ფეხბურთელები ჰყავთ, როგორებიც არიან მესი, სუარესი და ინიესტა.

სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო. ჩემი ბიჭების მეამაყება, ისინი ზედმიწევნით ასრულებდნენ ჩემს დავალებებს. უბრალოდ, არ გაგვიმართლა.

გამარჯვებულის ვინაობა გადაწყვეტილი, რა თქმა უნდა, არ არის. მომდევნო მატჩი ჩვენი ბოლო შანსია, საკმარისად თვითდაჯერებულები ვართ და ვფიქრობ, რაღაც დაუჯერებელის გაკეთება, თქვენი გაოცება შეგვიძლია,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

ფაბრეგასი “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ: “დიდი სირცხვილია”

ლონდონის “ჩელსის” ესპანელმა ნახევარმცველმა, ცესკ ფაბრეგასმა, რომელსაც “ბარსელონას” რიგებშიც აქვს ნათამაშები, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალების პირველ მატჩზე ისაუბრა (“ჩელსი” 1-1 “ბარსელონა”).

“ნამდვილად დიდი სირცხვილია. ძალიან კარგად ვითამაშეთ, დაკისრებულ დავალებებს ზედმიწევნით ზუსტად ვასრულებდით. გუნდურად ვითამაშეთ და ბევრი საგოლე შანსიც შევქმენით – უილიანს ჰეთ-ტრიკი უნდა გაეფორმებინა – მაგრამ სახლში უკმაყოფილობის გრძნობით მივდივართ.

ფანტასტიკური მატჩი ჩავატარეთ და უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით. ახლა კი არასახარბიელო სიტუაციაში ვიმყოფებით.თუ შემდეგ ეტაპზე გასვლის პრეტენზია გაგვაჩნია, კიდევ ერთი კარგი შეხვედრა უნდა ჩავატაროთ.

ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული ისეთ გუნდთან თამაში, რომელსაც ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 70 აქვს. “ნოუ კამპზე” ჩვენი ერთადერთი გამოსავალი შეტევა იქნება, დაცვაში ჩაჯდომა თვითმკვლელობა იქნება. ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ,” – აცხადებს ფაბრეგასი.

ლეო მესიმ უილიანსა და “ჩელსის” შოუ მოპარა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩში “ბარსელონა” თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს ეწვია. “სტემფორდ ბრიჯზე” გამართული შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

საშინაო ჩემპიონატში საშინელი გამოსვლების მიუხედავად, ანტონიო კონტეს “არისტოკრატებმა” გულშემატკივარს საკმაოდ დამაჯერებელი პერფრომანსი შესთავაზეს.ლონდონელთა სამწუხაროდ, მათი კარგი თამაში ანგარიშში დიდად ვერ აისახა.

მატჩის გმირის წოდებას ნამდვილად იმსახურებს უილიანი, რომელმაც პირველ ტაიმში ორჯერ გაარტყა ბურთი ძელს, მეორე ნახევარში კი ბადეშიც გაახვია ბურთი (62′). გაშვებული გოლის შემდეგ “ბარსელონამ” ზეწოლა გაზარდა, თუმცა საპასუხო გოლი არა კარგი თამაშის, არამედ მასპინძელთა შეცდომის ხარჯზე გაიტანეს – კრისტენსენის შეცდომით ინიესტამ და მესიმ ისარგებლეს (75′). 1:1.

ასე რომ, ორმატჩიანი დუელის ბედი “კამპ ნოუზე” გადაწყდება, სადაც ფავორიტი, რათქმა უნდა, კატალონიური “ბარსელონა” იქნება. მაგრამ არც “ჩელსის” ნაადრევად ჩამოწერა შეიძლება, თანაც, ჩემპიონთა ლიგა კონტეს ბოლო იმედად ესახება.


“ჩელსი”: ტიბო კურტუა; რუდიგერი, კრისტენსენი, ასპილიკუეტა; მარკოს ალონსო, კანტე, ფაბრეგასი (დრინქვოთერი 84′), მოზესი; პედრო (ალვარო მორატა 83′), ედენ აზარი, უილიანი

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი; რობერტო, პიკე, უმტიტი, ხორდი ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, პაულინიო (ალეიშ ვიდალი 63′); ლეო მესი, ლუის სუარესი, ანდრეს ინიესტა

მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე


რივალდო “ჩელსი” – “ბარსელონაზე”: “ინგლისურ კლუბებს დიდ პატივს ვცემ, თუმცა…”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინაურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსი” კატალონიის “ბარსელონას” მიიღებს. აღნიშნული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა ბრაზილიელმა ლეგენდამ, რივალდომ.

“ვფიქრობ, რთული მატჩი იქნება. მიუხედავად ამისა, “ბარსელონა” ფავორიტია. ინგლისურ კლუბებს ყოველთვის დიდი პატივი უნდა სცე. თუმცა, ამჟამად ვიტყვი, რომ “ბარსა” გაცილებით უკეთესია. სწორედ ისინი შეძლებენ შემდეგ ეტაპზე გასვლას,” – ამბობს რივალდო.

 

კარიკატურა: “ჩელსი” – “ბარსელონა” წარსულში და ახლა

ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრას ლონდონი მასპინძლობს. ადგილობრივი “ჩელსი” კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

ZEZO ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

ფაბრეგასი: “ინიესტა კვლავაც გასაოცრად თამაშობს, მას დრო ვერაფერს აკლებს”

ლონდონის “ჩელსის” ესპანელმა ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა თავის ყოფილ თანაგუნდელსა და თანამემამულეზე, ანდრეს ინიესტაზე ისაუბრა. ფაბრეგასის თქმით, ინიესტა კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იმყოფება.

“ინიესტა დღესაც გასაოცრად თამაშობს, ასეთ ფეხბურთელებს დრო ვერაფერს აკლებს. ის ისეთი ნიჭით და კლასით არის დაჯილდოვებული, რომ 40 წლამდეც შეძლებს ამ დონეზე თამაშს.

ინიესტას გვერდით 18 წლის ასაკიდან ვთამაშობ, ამიტომაც მას, როგორც კუმირს არასოდეს ვუყურებდი. ის ყოველთვის ჩემი თანაგუნდელი იყო, რომელსაც ვაღიარებდი და უდიდეს პატივს ვცემდი.

ჩემთვის სამაგალითო გვარდიოლა იყო, რომელიც ჩემს პოზიციაზე თამაშობდა. ძალიან მომწონდა ლუიშ ფიგუს თამაშიც. მათმა კარიერამ ჩემს გადაწყვეტილებებზეც იქონიეს გავლენა,” – აცხადებს ფაბრეგასი.