იოზილი შესაძლოა, “ბარსელონაში” 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდეს

Mundo Deportivo კატალონიურ გულშემატკივარს საკმაოდ საინტერესო და ამაღელვებელ ინფორმაციას აწვდის, რომლის მიხედვითაც “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იოზილის გადაბირება 20 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

როგორც იცით, კატალონიელთა მთავარი სამიზნე “ლივერპულის” ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიოა. თუმცა, ბრაზილიელის გადაბირებას არანაკლებ აქტიურად ცდილობენ პარიზელებიც. იმ შემთხვევაში, თუ კოუტინიოს ვარიანტი ჩაიშლება, ესპანელები მთლიანად იოზილის ტრანსფერზე გადაერთვებიან.

გერმანელ ფეხბურთელს “არსენალთან” არსებული კონტრაქტი ივლისის თვეში ეწურება, ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არაა ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით. ასე რომ, საკმაოდ დიდია შანსი, იოზილმა “ემირეიტსი” იანვარში დატოვოს.

ლიონელ მესის მეოთხე ოქროს ბუცი პარასკევს გადაეცემა

ლიონელ მესის კუთვნილ ოქროს ბუცი პარასკევს გადაეცემა. დაჯილდოვება ბარსელონას ცენტრში მდებარე “ანტიგუა ფაბრიკა ესტრელა დამში” შედგება. არგენტინელისთვის ეს რიგით მეოთხე ოქროს ბუცი იქნება.

“ბლაგურნას” ლიდერმა გასულ სეზონში, ლა ლიგა სანტანდერის 34 შეხვედრაში 37 გოლის გატანა შეძლო. ამით მან ჩამოიტოვა კონკურენტები, თანაგუნდელი, ლუის სუარესი და მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ. 30 წლის შემტევმა წინა სამი ჯილდოს მიღება 2009/10, 2011/12 და 2012/13 წლების სეზონებში მოახერხა. მაშინ, მან, შესაბამისად, 34, 50 და 46 გოლი შეაგდო.

დაჯილდოვების ცერემონია თბილისის დროით, 16:15 წუთზე დაიწყება. მას “ბარსელონას” წარმომადგენლები დაესწრებიან. მათ შორის იქნება კლუბის პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ.

 

“ბარსელონას” “იუვენტუსთან” შეხვედრაში ექვსი ფეხბურთელი დააკლდება

ზეგ კატალონიის “ბარსელონა” ტურინში, “იუვენტუსს” დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის ეგიდით შედგება.

საგულისხმოა, რომ “ბლაგურნას” იტალიაში ექვსი ფეხბურთელი ვერ წაჰყვება. რაფინიას, უსმან დემბელეს, ხავიერ მასკერანოს, არდა თურანს, სერხი რობერტოსა და ანდრე გომეშს ტრავმები აქვთ. სოწრედ ამიტომ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პირველ გუნდში ისეთ ახალგაზრდებს უხმო, როგორებიცაა: ორტალა, კუენკა, ფალი, ვიტინიო, მოისესი, მარკი.

“ბარსელონა” ხვალ გაემგზავრება იტალიაში. გეტყვით, რომ ესპანელებს ფრეც აწყობთ, რათა ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ: მათ ათი ქულა აქვთ და სამით უსწრებენ მეორეადგილოსან “ბებერ ქალბატონს”, რომელსაც “კამპ ნოუზე” 3:0 სძლიეს. ვალვერდეს ბიჭები მეექვსე ტურის მატჩს სახლში, “სპორტინგთან” გამართავენ.

“ბარსელონამ” “ლეგანესს” სძლია – სუარესმა, როგორც იქნა, გატანა დაიწყო (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მე-12 ტურის შეხვედრები შედგა.

“ლეგანესმა” “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარკეზე” კატალონიური “ბარსელონა” მიიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში “ბლაგურნას” გეგმების შესაბამისად წარიმართა. ანგარიში 28-ე წუთზე ლუის სუარესმა გახსნა. მან ამით შეწყვიტა 33 დღიანი უგოლო სერია.

ურუგვაელმა მეორე ტაიმშიც გამოიჩინა თავი. მან მე-60 წუთზე დუბლი შეასრულა. ხოლო, ზუსტად ნახევარ საათში პაულინიომ მესამეც გაიტანა. ეს ამ შეხვედრაში უკანასკნელი გოლი აღმოჩნდა – შესაბამისად, “ბარსამ” ლეგანესს” ანგარიშით, 3-0 სძლია. ახლა მას 34 ქულა აქვს და ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. “ლეგანესი” 17 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს.

კიელინი: “მესის ერთი ფეხბურთელი ვერ შეაჩერებს”

ტურინის “იუვენტუსის” გამოცდილ მცველს, ჯორჯო კიელინის სჯერა, რომ “ბარსელონას” არგენტინელი გოლეადორის, ლეო მესის შეჩერების ერთადერთი გზა გუნდური მუშაობაა.

“იმ წამსვე ხვდები რომ მკვდარი ხარ, როგორც კი გადაწყვეტ, რომ მის წინააღმდეგ მარტო წახვიდე. ის იმდენად სწრაფად კითხულობს მეტოქის ქმედებებს, რომ გააზრებასაც ვერ ასწრებენ.

ერთადერთი გზა, რასაც მისი ჩარჩოებში მოქცევა შეუძლია გუნდური მუშაობაა. თუნდაც საუკეთესო იყო, მარტო მის წინააღმდეგ ვერაფერს გახდები, ამაში დარწმუნებული უნდა ვიყო,” – აცხადებს კიელინი.

ჯორჯომ “სკუადრა აძურადან” ბუფონის წასვლაზეც გააკეთა მცირე კომენტარი:”მალე ის “იუვედანაც” წავა და დიდ სიცარიელეს დატოვებს, რაც ერთგვარ უსიამოვნო, უცნაურ შეგრძნებას შექმნის. იღბლიანი ვარ, მასთან ყოფნის საშუალება რომ მეძლევა.”

ხავიერ მასკერანო ოთხი კვირით იუქმებს

კატალონიის “ბარსელონას” ლაზარეთს ერთი ფეხბურთელი შეემატა. ეს ხავიერ მასკერანოა, რომელმაც ტრავმა ნიგერიის წინააღმეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო.

არგენტინელს გამოკვლევა გუშინ დილით ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მას დაზიანება მარჯვენა ფეხის ბიცეპსზე აქვს. როგორც ექიმები იტყობინებიან, 33 წლის მოთამაშეს ოთხი კვირის მანძილზე მოუწევს უქმობა.

თუ კალენდარს გადავხედავთ, ხავიერი 23 დეკემბერს, ლა ლიგა სანტანდერის შეხვედრაში, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ “სანტიაგო ბერნაბეუზე” უნდა დაბრუნდეს.

კრისტიან ერიქსენი ესპანურ გრანდში?

ბოლო დროს “ბარსელონას” სპორტული დირექტორი, რობერტო ფერნანდესი არაერთხელ დააფიქსირეს “ტოტენჰემის” მატჩებზე. Mundo Deportivo-ს ცნობით, ამ დროის მანძილზე მას კრისტიან ერიქსენისთვის თვალყურის დევნება ჰქონდა დავალებული.

როგორც იცით, “ლურჯ-ბროწეულისფრების” მთავარ სამიზნედ ზამთრის სატრასნფერო ფანჯარაზე ფილიპე კოუტინიოს მიიჩნევენ. თუმცა, იმ ფაქტმა, რომ “ლივერპული” მაქსიმალურად ცდილობს ბრაზილიელი ფეხბურთელის შენარჩუნებას, შესაძლოა, ტრანსფერი ჩაშალოს.

მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, კატალონიელები ერიქსენზე გადაერთვებიან, რომელსაც “ტოტენჰემის” პრეზიდენტი, დანიელ ლევი 225 მილიონ ევროდ აფასებს.

მოურასა და მარკინიოსს შვილები შეეძინათ – ცხრა თვის წინ “პსჟ”-მ “ბარსა” გაანადგურა

“პსჟ”-ს ფეხბურთელებმა, ლუკას მოურამ და მარკინიოსმა მსოფლიოს სასიხარულო ამბავი აუწყეს – ორივე მათგანს შვილი შეეძინა. ამ ფაქტების შესახებ ფეხბურთელებმა საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით გააგებინეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ზუსტად ცხრა თვის წინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “პსჟ”-მ “ბარსელონა” ანგარიშით, 4-0 გაანადგურა. ამ მატჩში ზემოთ ნახსენები ორივე სპორტსმენი თამაშობდა.

შეგვიძლია, გავყვეთ საინტერესო თეორიას…

ბრაიდამ ვიდალის შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი, არიედო ბრაიდა უარყოფს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ალეიშ ვიდალი ძალიან ახლოსაა “ბარსელონას” დატოვებასთან.

იტალიურ პრესაში აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ “ბარსელონას” რიგებში მოთამაშე ვიდალის გადაბირებით “რომას” ხელმძღვანელები სერიოზულად იყო დაინტერესებული.

“მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, “რომას” ხელმძღვანელებთან არანაირი სახის კონტაქტი არ შემდგარა,” – აცხადებს ბრაიდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ვიდალმა მხოლოდ ხუთჯერ შეძლო მოედანზე გამოსვლა (ყველა ტურნირზე ერთად).

ლენგლე: “ბარსელონა” კარგი გუნდია, მაგრამ მე “სევილიაშიც” ბედნიერი ვარ”

ბოლო დროს ესპანურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც “ბარსელონა” “სევილიას” ახალგაზრდა მცველის, კლემან ლენგლეს ტრანსფერითაა დაინტერესებული, რაზეც კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა.

“ბარსელონა” – კარგი გუნდია, მაგრამ მე “სევილიაშიც” ბედნიერი ვარ. ვნახოთ, რას მოიტანს მომავალი, მაგრამ ამ მომენტისთვის მე მხოლოდ ჩემს კლუბსა და მომავალ მატჩებზე ვარ კონცენტრირებული.

ვფიქრობ, “სევილიაში” ადაპტაციის პერიოდი უკვე გავიარე. ამ დროისთვის, ყველაფერი ისე მიდის, როგორც მინდოდა და ჩემი სათამაშო დროც მაკმაყოფილებს,” – აცხადებს ლენგლე.

გეტყვით იმასაც, რომ ცნობების თანახმად, ლენგლეს, რომელმაც ახალ სეზონში 12-ჯერ მოირგო “სევილიას” მაისური, “ბარსელონა” 5 მილიონ ევროდ აფასებდა.

დი მარია “ბარსელონაში” თამაშის იდეის წინააღმდეგი არაა

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელმა თავდამსხმელმა, ანხელ დი მარიამ, რომელიც დიდი ალბათობით პარიზს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს, პრესასთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

“ვადასტურებ, რომ გასულ ზაფხულს “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს, მაგრამ ამავდროულად შორს ვიყავი. იქ თამაშის იმედი არასოდეს დამიკარგავს. მშვიდად ველოდი შანსს, მაგრამ არაფერი მომხდარა.

ცხოვრებაში ბევრი წინაღობაა და არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთადერთი კლუბი, რომელშიც არასოდეს ვაპირებ თამაშს, “ნიუელსია”, რადგანაც “სენტრალის” ფანი ვარ.

“რეალის” ფეხბურთელები ყოველთვის დამცინოდნენ, მაგრამ მე “რეალის” ფანი არ ვარ და არც “ბარსელონაში” გადასვლა წარმოადგენს ჩემთვის პრობლემას,” – აცხადებს დი მარია.

“მანჩესტერ იუნაიტედი” უმტიტის დამატების ვარიანტს განიხილავს

2017/18 წლების სეზონის პირველი ნაწილი მიწურულს უახლოვდება და ფაქტია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” დაცვაში არსებული პრობლემები ვერც ვიქტორ ლინდელოფის 30 მილიონიანმა ტრანსფერმა ვერ მოაგვარა.

ბრიტანული პრესის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “მანჩესტერ იუნაიტედის” შტაბში ახლა სამუელ უმტიტის ვარიანტს განიხილავენ, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია, რაც მტკიცედ იცავს “ბარსელონას”.

მართალია, სამუელ უმტიტი ცნობების თანახმად კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე აწარმოებს “ლურჯ-ბროწეულისფრებთან” მოლაპარაკებებს, მაგრამ მხარეებს შეთანხმება ჯერაც არ მიუღწევიათ.

რაც შეეხება სამუელის ამჟამინდელ კონტრაქტს, მასში ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 60 მილიონი ევრო არის მოხსენიებული.