“ბარსელონამ” “რეალ მურსია” სტუმრად გაანადგურა (ვიდეო)

ესპანეთის კოპა დელ რეის 1/16 ფინალში “რეალ მურსიამ” კატალონიური “ბარსელონა” მიიღო. “ბლაგურნა” გადახალისებული შემადგენლობით ესტურმა მეტოქეს, თუმცა მაინც მოახერხა სამი გოლის გატანა.

პირველ ტაიმში ანგარიში 44-ე წუთზე გაიხსნა. დეულოფეუს პასით პაკო ალკასერმა მოახერხა შეგდება. მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე უკვე ხერარდმა თვითონ გაიტანა. ზუსტად ოთხ წუთში “ბარსელონა 2”-ის ფეხბურთელმა, ხოსე არნაისმა დენის სუარესის ასისტით მესამე გოლიც გაიტანა. საბოლოოდ, 0-3.

განმეორებითი შეხვედრა 29 ნოემბერს, უკვე “კამპ ნოუზე” შედგება.

კარიკატურა: ლიონელ მესი, კვლავ, ხელცარიელია

გუშინწინ ინგლისის დედაქალაქ ლონდონში FIFA-ს ყოველწლიური დაჯილდოვება გაიმართა, სადაც საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი კვლავ კრიშტიანუ რონალდუმ მიიღო.

ომარ მომანი ამ ფაქტს კარიკატურით ეხმაურება.

 

კარიკატურა: მესი და რონალდუ 2012 და 2017 წლებში

2012 წლისთვის ლიონელ მესის კრიშტიანუ რონალდუს ინდივიდუალური ჯილდოების მხრივ ძალიან აღემატებოდა. თუმცა, გავიდა ხუთი წელი და პორტუგალიელმა ეს ჩამორჩენა, ფაქტობრივად, აღმოფხვრა.

Bleacher Report-ი აღნიშნულ თემაზე კარიკატურას გვთავაზობს.

 

“ბარსელონა” ზამთარში “ლივერპულისთვის” 80 მილიონის შეთავაზებას გეგმავს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები “ლივერპულის” რიგებში მოთამაშე ფილიპე კოუტინიოს გადაბირებას, რომელიც განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოვებული, იანვარშიც შეეცდებიან.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ლურჯ-ბროწეულისფრები” იანვრის თვეში 80-მილიონიან შეთავაზებას გაუკეთებენ “წითლების” ხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და კოუტინიოს ტრანსფერზე ძალიან ბევრს საუბრობდნენ ზაფხულშიც და “კამპ ნოუზე” გადასვლა თავად კოუტინიოსაც არანაკლებ უნდა.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელი ფეხბურთელის ანგარიშზე პრემიერ ლიგის 5 მატჩში გატანილი ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.

დეულოფეუ: “გოლი სამართლიანად ჩაითვალა”

დღეს ლა ლიგაში მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც “ბარსელონამ” “მალაგას უმასპინძლა და ანგარიშით 2-0 სძლია.

მასპინძლებმა ანგარიში მეორე წუთზე გახსნეს, ეს გოლი კი შემდეგ დავის საგანი გახდა. როგორც გამეორებაზე გამოჩნდა ჩაწოდებისას ბურთმა მოედანი დატოვა, მაგრამ დეულოფეუს დარტყმის შემდეგ არბიტრმა ხელი ცენტრისაკენ გაიშვირა. ბარსელონას მეთექვსმეტე ნომერმა ამ ეპიზოდზე კომენტარი გააკეთა.

“განმეორებით ეს ეპიზოდი არ მინახავს, მაგრამ პრობლემას ვერ ვხედავ, გოლი სამართლიანად ჩაითვალა. არბიტრის სასტვენი არ გამიგონია, ამიტომაც ეპიზოდს არ გამოვეთიშე და ბურთს მიმართულება შევუცვალე,” – აცხადებს ხერარდ დეულოფეუ.

ანდერ ერერა სამშობლოში ბრუნდება?

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ანდერ ერერა, შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს.

ესპანური და ინგლისური გამოცემები იტყობინებიან, რომ კატალონიის “ბარსელონა” ერერას შეძენას შეეცდება. მართალია ანდრეს ინიესტამ კლუბთან კარიერის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება, მაგრამ კატალონიაში მის შემცვლელზე მაინც ფიქრობენ, საუკეთესო ვარიანტად კი სწორედ მანჩესტერელთა ნახევარმცველს მიიჩნევენ.

ერერა 28 წლისაა და ის ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს, მანამდე კი “ატლეტიკოსა” და “სარაგოსაში” ასპარეზობდა.

“ბარსელონამ” “მალაგას” მარტივად მოუგო (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტადერის მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა.

“კამპ ნოუზე” კატალონიური “ბარსელონა” “მალაგას” დაუხვდა. დაპირისპირება მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მსაჯის სასტარტო სასტვენიდან მალევე, მეორე წუთზე ხერარდ დეულოფეუმ გახსნა. მას ამ მომენტში საგოლე გადაცემით ლიუკა დინი დაეხმარა.

მეორე ნახევარში ერთი გოლი გავიდა. 56-ე წუთზე ლიონელ მესიმ ანდრეს ინიესტას უპასა – ვეტერანმა ესპანელმა მარცხენა ფეხით მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაუშვა ბურთ. მცირე რიკოშეტი და 2:0. საბოლოოდ, შეხვედრა სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა.

“ბარსა” 25 ქულით პირველზეა, “მალაგას” ერთი ქულა აქვს და ბოლო, მეოცე ადგილს იკავებს.

“ბარსელონამ” გოლი წესების დარღვევით გაიტანა (ვიდეო)

ლა ლიგაში ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა “ბარსელონასა” და “მალაგას” შორსი.

70-ე წუთისათვის კატალონიელები 2-0 ამარცხებენ მეტოქეს, პირველი გოლის გატანა დეულოფეუმ შეძლო მეორე წუთზე, 56-ზე კი ინიესტამ გამოიჩინა თავი. დავის საგანი დეულოფეუს გოლი გახდა. ვიდეოში ჩანს, რომ ჩაწოდების დროს ბურთმა ხაზი გადაკვეთა და არბიტრს კარიდან დარტყმა უნდა დაენიშნა. “მალაგას” ფეხბურთელების პროტესტის მიუხედავად გოლი მაინც ჩაითვალა.

რობერტ ფერნანდესი: “ნეიმარის წასვლამ დეპრესიაში ჩაგვაგდო”

კატალონიის “ბარსელონას” სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი ნეიმარის წავსლაზე და მისგან გამოწვეულ ზიანზე საჯაროდ საუბრობს.

“ნეიმარის წასვლამ შუა ზაფხულში დიდი დარტყმა მოგვაყენა. მან, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობა დეპრესიაში ჩაგვაგდო. ჩვენ დიდი პრობლემის წინაშე დავდექით, რაც ესპანეთის სუპერ თასზე ნათლად გამოჩნდა.”

“ლუის ენრიკეს გადადგომის შემდეგ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. რაც ვალვერდე მოვიდა, ყველაფერი ისევ კარგად წავიდა. ძალიან კმაყოფილნი ვართ მისი მუშაობით. ვაკვირდებით დეულოფეუს, პროგრესს და გვჯერა მისი. ასევე, პაულიონიოს გადმოსვლის დროს, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მის ტრანსფერთან დაკავშირებით. თუმცა, ხალხმა აზრი შეიცვალა, რაც მახარებს. დემბელეც კარგია და, როცა დაბრუნდება, აუცილებლად დიდ სარგებელს მოუტანს გუნდს.”

“დანიელ ალვეშის გადაბარგების შემდეგ, მისი პოზიციის ფეხბურთელებს ვეძებდით. გვინდოდა, ამ ადგილზე სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი მცველი გვყოლოდა. არჩევანი სემედოზე შევაჩერეთ და, ვფიქრობ, სწორად მოვიქეცით,” – აცხადებს ფერნანდესი.

პიკე მესის პოსტზე: “კატალონიაში ბავშვებს ამ სიმღერის მოსმენას არასდროს შევაწყვეტინებთ”

“ბარსელონას” ფეხბურთელი, ხერარდ პიკე აქტიურადაა ჩაბმული კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნასთან დაკავშირებულ პროცესებში. მან არაერთი ხამამაღალი განცხადება გააკეთა საკუთარი მხარის ტერიტორიის ესპანეთიდან გამოყოფაზე.

დღეს ლიონელ მესიმ სოციალურ ქსელში დადო ვიდეო, სადაც ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომ შვილს Joan petit quan balla-ს (სიმღერა ბავშვებისთვის, რომელიც, ძირითადად, კატალონიაშია გავრცელებული) ასმენინებენ. სწორედ ამ პოსტზე ხერარდმა ისევ პროვოკაციული კომენტარი დაწერა: “კატალონიაში არასდროს შევწყვეტთ ჩვენს შვილებს Joan petit quan balla მოვასმენინოთ,” – წერს ფეხბურთელი.

ჩავი: “ნეიმარმა მესის ქორწილში გვითხრა, რომ “ბარსაში” ბედნიერი არ იყო”

გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ნეიმარი კატალონიის “ბარსელონადან” “პსჟ”-ში 222 მილიონ ევროდ გადავიდა. როგორც ლეგენდარული ფეხბურთელი, ჩავი ერნანდესი ამბობს, ბრაზილიელმა შემტევმა თანაგუნდელებსა და მეგობრებს პარტიზულ გუნდში გადასვლაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ლიონელ მესის ქორწილში განუცხადა.

“მან მესის ქორწილში გვითხრა, რომ კლუბის ცვლილება უნდოდა. მას ვკითხე: “რატომ?” ნეიმარმა მიპასუხა: “ბარსელონაში” ბედნიერი არ ვარ და მირჩევნია, აქედან წავიდე. მინდა, ევროპაში, “პსჟ”-ში ახალი გამოცდილება მივიღო.” სწორედ ეს იყო მისი საბოლოო სიტყვები აღნიშნულ საკითხზე. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ნეიმართან და მბაპესთან ერთად “პსჟ”-ს შესანიშნავი შანსი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს,” – აცხადებს ჩავი.

ვალვერდე პიკეს ამართლებს: “ყველაფერი ინსტიქტურად მოხდა”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგაზე, “ოლიმპიაკოსთან” მოგებული მატჩი შეაფასა და წითელი ბარათის ეპიზოდზეც (პიკე მოედნიდან ხელით გატანილი გოლის გამო გააძევეს) გააკეთა კომენტარი.

“ჩვენი მეტოქე სიღრმიდან გვეთამაშებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა თავის დაცვას. რიტმის შენარჩუნება ძალიან რთული იყო. რაც შეეხება გაშვებულ გოლს, ეს კონტრ-იერიშის დროს გადაწყობის პრობლემის ბრალი იყო.

ვიცოდით, რომ მოედანზე 10 კაცით დარჩენის შემდეგ მეტოქე ზეწოლას გააძლიერებდა და აქიდან გამომდინარე, მეორე გოლის გატანა უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჩვენთვის.

მეტოქეები იმედგაცრუებულები არიან? “ოლიმპიაკოსი” საკუთარი ჩემპიონატის სათავეშიც არ იმყოფება, აქ მხოლოდ იმ იმედით მოვიდნენ, რომ სიურპრიზის გაკეთებას შეძლებდნენ. მათ თავისი თამაში აჩვენეს, მაგრამ ჩვენი პოზიციები გაცილებით უფრო მყარი იყო.

რაც შეეხება უშუალოდ პიკეს გაძევებას, ეს ეპიზოდი ტელევიზორში ჯერაცა არ მინახავს, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი ინსტიქტურად მოხდა, ის გოლთან ძალიან ახლოს იყო,” – აცხადებს ვალვერდე.