ტიაგო სილვა: “პსჟ”-მ “ბარსელონასგან” დამცირება უკვე დაივიწყა”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ახალი, 2017-2018 წლების სეზონი იწყება სადაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ფრანგული “პსჟ” იქნება. პარიზელები წინა სეზონში კატალონიის “ბარსელონასთან” სენსაციურად დამარცხდნენ (1-6) და გათამაშებას მოულოდნელად გამოეთიშნენ.

“პსჟ”-ს კაპიტანმა, ტიაგო სილვამ გლაზგოში “სეტლიკთან გასამართი შეხვედრის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან განცხადა, რომ კლუბმა ძველი ჭრილობები დაივიწყა და ახლა ახალი ძალებით შეეცდება წარმატების მიღწევას.

“ჩვენ “ბარსელონასთან” დაკავშირებული მოგონებები დავივიწყეთ. ვიცით, რომ ეს ტურნირი განსაკუთრებულია. ახლა ძალიან მოტივირებულები ვართ. გვინდა, “სელტიკის” წინააღმდეგ ბოლომდე დავიხარჯოთ და დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიოთ. ამისთვის, მთელი თამაშის კონტროლს ვაპირებთ. დიახ, ჩვენ გვინდა სამი ქულა, თუმცა მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ. “სელტიკი” ჩემპიონთა ლიგაზე წარსულშიც გამოდიოდა.”

“ნეიმარმა და დანიმ (ალვეში, ავტ.) დიდი პოზიტივი და გამოცდილება შემოიტანეს. მათ უკვე მოგებული აქვთ ჩემპიონთა ლიგა ისევე, როგორც დი მარიას. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, თუნდაც იულიან დრაქსლერი და კევინ ტრაპი, რომლებმაც დიდი ტიტულები მოიპოვეს. ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ, შესანიშნავად მოვემზადეთ და აქ, რაც შესაძლებელი იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ,” – აცხადებს სილვა.

 

დიბალა: “ბარსელონა” ყოველთვის “ბარსელონად” დარჩება”

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელმა თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ კატალონიურ “ბარსელონაზე” ისაუბრა, რომელთანაც ზაფხულში საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე აკავშირებდნენ.

“ბარსამ” ნეიმარის სახით უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დაკარგა, მაგრამ მის ნაცვლად სხვა, არანაკლებ ძლიერი მოთამაშე მოიყვანეს. რაც არ უნდა მოხდეს, “ბარსელონა” ყოველთვის “ბარსელონა” იქნება. ამ გუნდს უდიდესი ისტორია, სახელი და დიდება აქვს.

ლა ლიგაში მათ ჯერ ერთი გოლიც არ გაუშვიათ, ასე რომ, ჩვენი შანსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ თუ გვინდა, რომ რაიმე წარმატებას მივაღწიოთ. დაცვაში კი ერთობლივად, ორგანიზებულად უნდა ვიმოქმედოთ.

ვითამაშებ თუ არა მესის გვერდით? საკმარისად იღბლიანი აღმოვჩნდი, მესის მხარდამხარ ნაკრებში თამაშის შანსი რომ მეძლევა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება მომავალში,” – აცხადებს დიბალა.

ტერ შტეგენი: “ბარსელონა” წინა სეზონისგან განსხვავებული კლუბია”

ხვალ კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პრიველი ტურის შეხვედრაში უმასპინძლებს. მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ “ბლაგურნას” მეკარემ, მარკ ანდრე ტერ-შტეგენმა თავის გუნდის განვითარებაზე ისაუბრა.

“ჩვენი თამაში ახალი მწვრთნელის იდეებით ცოტათი შეიცვალა. ახლა უფრ მეტი სივრცის დაკავებაზე ვართ ორიენტირებულნი. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც ერთი სისტემით თამაშობს. თუმცა, ტაქტიკა ნებისმიერ დროს შეგვიძლია, შევცვალოთ. დიბალას ძალიან ბევრი პლუსი აქვს, თუმცა “იუვენტუსის” მთავარი კოზირი გუნდური თამაშია.”

“ბუფონი? ის ლეგენდაა. მიუხედავად ასაკისა, “ჯიჯი” უმაღლეს დონეზე თამაშობს. როცაა ის კარიერას დაამთავრებს, მის მიმართ კიდევ უფრო დიდი პატივისცემა მექნება.”

“წარსული წარსულია და რევანშზე ფიქრს არ ვპირებთ. უბრალოდ, ჩვენი შესაძლებლობები გვინდა, ვაჩვენოთ,” – აცხადებს გერმანელი მეკარე.

რაიოლა:”დიბალა “რეალს” კარგად შეეწყობა”

მსოფლიოს ყველაზე პოპულარულმა საფეხბურთო აგენტმა, მინო რაიოლამ კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, წარმატების მისაღწევად პაულო დიბალამ ტურინული გრანდი უნდა დატოვოს.

“ვფიქრობ, საბოლოო ჯამში დიბალას მაინც მოუწევს “იუვენტუსის დატოვება. პაულო ისეთ გუნდში უნდა გადავიდეს, რომელსაც დიდი სამომავლო პროექტი გააჩნია და მისი დამატების სურვილსაც იჩენს.

ჩემი გადმოსახედიდან, მას ახლად რეფორმირებულ “ბარსელონაში” ფეხის მოკიდება უნდა გაუჭირდეს, მაგრამ “რეალს”, “მანჩესტერ იუნაიტედს”, “მანჩესტერ სიტისა” და “ჩელსის” რიგებში დიბალას ყველაფერი გამოუვა,” – აცხადებს რაიოლა.

შეგახსენებთ, რომ ტურინელთა არგენტინელი ვარსკვლავის გადაბირებას ზაფხულში საკმაოდ აქტიურად ცდილობდა “ბარსელონა”, თუმცა ტურინელებმა მისი შენარჩუნება მოახერხეს და ათნომრიანი მაისურის ტარების უფლებაც მისცეს.

ვალვერდე: “ესპანიოლმა” ბევრი იბრძოლა, თუმცა ჩვენ მესი გვყავს”

გუშინ ლა ლიგის მესამე ტურში “ბარსელონამ” “საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” მიიღო და კატალონიურ დერბიში მეტოქეს გადაუარა: ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა ხუთი უპასუხო გოლი გაიტანეს. პირველი სამი ბურთის შეგდება ლიონელ მესიმ მოახრეხა.

ვალვერდემ ჟურნალისტებთან საუბრისას, შეხვედრა შეაფასა და მესის ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება.

“ბედნიერი ვარ, რომ ლეომ სამი გოლი გაიტანა. ის განუმეორებელი ფეხბურთელია. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მესი ჩვენი საკვანძო ფიუგრაა.”

“ჩვენ რთულ შეხვედრას ველოდთ, რადგან ასეთი სტატუსის მქონე მატჩები ყოველთვის დაძაბულია. იყო ბევრი ბრძოლა, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა.”

“მიუხედავად ანგარიშისა, ეს დაპირისპირება მარიტივი არ იყო. “ესპანიოლი” ბევრს ეცადა, თუმცა ჩვენ გვყავს ინდივიდუალურად ძალიანი მაღალი დონის ფეხბურთელები. ასეთები, მაგალითად, მესი და სუარესი არიან, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს შეხვედრაში,” – აცხადებს ვალვერდე.

“ბარსელონამ” “ესპანიოლს” გადაუარა – მესის ჰეთრიკი და დემბელეს საგოლე გადაცემა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მესამე ტურის მატჩში “ბარსელონამ” “ესპანიოლი” მიიღო.

კატალონიური დერბი “ბარსას” უპირატესობით წარიმართა. 26-ე, 35-ე და 67-ე წუთებზე ლიონელ მესიმ სამჯერ გამოიჩინა თავი. 87-ე წუთზე ხერარდ პიკემ გაიტანა. ხოლო, 90-ე წუთზე ლუის სუარესმა საბოლოო ანგარიში, 5:0 დააფიქსირა. საგულისხმოა, რომ ურუგვაელს საგოლე გადაცემა ახალწვეულმა, უსმან დემბელემ გაუკეთა.

საბოლოოდ, მასპინძლებმა ანგარიშით, 5:0 იმარჯვეს.

“ბარსას” ცხრა ქულა აქვს და პირველზეა. “ესპანიოლი” ერთადერთი ქულით მე-15-ზეა.

მბაპე: “დემბელეს მე ვურჩიე, “ბარსელონაში” გადასულიყო”

“მონაკოდან” “პარი სენ-ჟერმენში” განათხოვრებული კილიან მბაპე აღიარებს, რომ უსმან დემბელეს არჩევანის “ბარსელონაზე” გაკეთება ურჩია.

“ამ საკითხს ერთად განვიხილავდით, მან ჩემი აზრი მკითხა “ბარსელონაში” გადასვლასთან დაკავშირებით და ვუთხარი, რომ ეს მისთვის დიდებული ვარიანტი იქნებოდა.

მას ნამდვილად შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მოხვდეს. მას შეტევაში მესისა და ნეიმარის გვერდით მოუწევს თამაში, რაც პიროვნული და პროფესიული ზრდის გარანტს წარმოადგენს.

მთავარია, რომ მან თავისი ოცნებები აიხდინოს. ის ფეხბურთის მიმართ დიდ სიყვარულს გრძნობს. ის ფაქტი, რომ ჩვენს ტრანსფერებში დიდი ფული გადაიხადეს, სულაც არ გვაფერხებს, ყველაფერს სიამოვნებისთვის ვაკეთებთ,” – აცხადებს მბაპე.

ლა ლიგის პრეზიდენტი: “ნეიმარი მაშინ გამოვიჭირეთ, როცა აუზში შარდავდა”

ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის თქმით “პსჟ”-მ კატალონიის “ბარსელონას” უკვე ყოფილ ფეხბურთელში, ნეიმარში 222 მილიონი ევროს გადახდით Uefa-ს წესები დაარღვია. ტებასი ამბობს, რომ შესაბამისმა ორგანომ ტრანსფერი უნდა გამოიძიოს და სიმართლეს ფარდა ახადოს.

“ნეიმარი მაშინ გამოვიჭირეთ, როცა ის აუზში შარდავდა. დიახ, კონკრეტულად, ნეიმარი აუზის გადმოსახტომ დაფაზე იდგა და წყალში შარდავდა! ეს ფეხბურთელი და პარიზული კლუბის მესვეურები მთელს სატრანსფერო სისტემას დასცინიან.”

“აუცილებელია, თვალები გავახილოთ და გამოძიება დავიწყოთ. უეფამ საფინანსო სამართლის წესები შეადგინა. ვთვლით, რომ სწორედ ეს ნორმები დაირღვა!” – აცხადებს ლა ლიგის პრეზიდენტი.

“ბარსელონას” ხელმძღვანელები კარლეს ალენას სრულ ნდობას უცხადებენ

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები გუნდის ახალგაზრდა, ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელს, კარლეს ალენას სრულ ნდობას უცხადებენ.

19 წლის ფეხბურთელმა საკმაოდ დიდი ხნის წინ შეთანხმებულ კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერა ხელი და საკუთარი მომავალი სამი წლით დაუკავშირა კატალონიურ გრანდს.

როგორც იცით, ალენამ სადებიუტო მატჩშივე მოახერხა გოლის გატანა “ჰერკულესის” კარში (ესპანეთის სამეფო თასზე) და ამასთანავე ლა ლიგის სამ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

ალენა “ბარსელონას” აკადემიაში შვიდი წლიდან ირიცხება. ახალი კონტრაქტის მიხედვით კი მისი გამოსყიდვა მხოლოდ 75 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.

ინიესტამ “ბარსასთან”კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ბართომეუს სიტყვები უარყო

ხოსე მარია ბართომეუმ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუ ჩაწერა. კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტს ანდრეს ინიესტას ახალ კონტრაქტზეც ჰკითხეს. ესპანელს ამჟამინდელი ხელშეკრულების ვადა მომავალ ზაფხულში ეწურება.

“ახალ კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია და ვიმედოვნებ, მალე ყველაფერი ოფიციალურად მოხდება. ინიესტა არის ის მოთამაშე, რომელმაც “ბარსელონაში” უნდა დაასრულოს კარიერა,” – განაცხადა ბართომეუმ.

ინიესტა სანაკრებო პაუზის შემდეგ ესპანეთში დაბრუნდა. მას ჰკითხეს, შეთანხმებული იყო თუ არა ის ახალ კონტრაქტზე კლუბთან. ანდრესმა განაცხადა: “არა, ჯერ ჩემს მომავზე არაფერია გადაწყვეტილი.”

 

 

დემბელე: “როცა “ბარსა და “ბორუსია” ჩემს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოედბნენ, მბაპე გვერდშ მედგა და მამშვიდებდა”

მუსა დემბელემ გასულ ზაფხულში კატალონიის “ბარსელონას” მიაშურა. ის 147 მილიონ ევროდ გადავიდა “ბლაგურნაში”. ფრანგმა თავის ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რთულ პერიოდში თანამემამულე, კილიან მბაპე მას გვერდში დაუდგა.

“მბაპე ძალიან კარგი კოლეგაა. ჩვენ ტელეფონზე ვისაუბრეთ და ტრანსფერის განხორციელების პროცესში კიდევ უფრო ვიგრძენი კილიანის მხარდაჭერა.”

“როცა მოლაპარაკებები დაიწყო, ძალიან ვნერვიულობდი. მინდოდა, რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ყველაფერი. რამდენიმე ღამე ნორმალურად არც კი მეძინა. სწორედ ამ პერიოდში მბაპე მუდამ მეკონტაქტებოდა, მამამშვიდებდა. მეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი დროის ამბავი იყო და მალე “ბარსას” ფეხბურთელი გავხდებოდი. მადლობა მას ამისთვის, კილიანს დიდ წარმატებას ვუსურვებ!” – აცხადებს დემბელე.

პელე: “ნეიმარმა “ბარსელონადან” წასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო”

ბრაზილიელი ლეგენდა, პელე ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ჯგუფში, რომელიც ნეიმარის “ბარსელონადან” წასვლას ამართლებს, რაშიც “პარი სენ-ჟერმენმა” 222 მილიონი ევრო გადაიხადა.

“ამ დროისთვის ნეიმარი საუკეთესო ფეხბურთელია ბრაზილიაში და ვფიქრობ, რომ ეს ტრანსფერი მისთვის ძალიან კარგი იქნება, რადგანაც “ბარსელონაში” მასსა და მესის შორის ძალიან დიდი კონკურენცია იყო.

ჩემი აზრით, ეს მისთვის დიდებული შესაძლებლობაა. ახლა მას ნამდვილად შეუძლია თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის წარმოჩენა. მაგრამ ყველაფერთან ერთად, მისი ეს სვლა საკმაოდ დიდ რისკსაც შეიცავს.

ნეიმარს ყველაფერი აქვს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ. რაც შეეხება კოუტინიოს, ის გამორჩეული მოთამაშეა მაგრამ ფაქტია, რომ ნეიმარი სულ სხვა დონეზე დგას,” – აცხადებს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა.