ერნესტო ვალვერდე: “პოლ პოგბა დიდებული ფეხბურთელია”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე პოლ პოგბას “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ამ ყველაფერს უბრალო ჭორი უწოდა.

“პოლ პოგბა ნამდვილად დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დიდ პატივს ვცემთ იმ მოთამაშეებს, რომლებიც სხვა კლუბების კუთვნილებებს წარმოადგენენ.

ნამდვილად არ ვიცი, რა ვთქვა ასეთ ჭორებზე – ისინი ხომ უბრალოდ მოგონილი ჭორები არიან. ჭორების მორევში ძალიან ბევრი სახელია ჩათრეული – ყოველი მათგანი ბრწყინვალე ფეხბურთელებისაა, მაგრამ ჩვენ მათ კლუბებს პატივს ვცემთ,” – აცხადებს ერნესტო ვალვერდე.

ბრიტანული გამოცემები კი ირწმუნებიან, რომ პოლ პოგბას ჟოზე მოურინიოსთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტად “კამპ ნოუ” მიაჩნია.

ოფიციალურად: “ბარსელონამ” ალეიშ ვიდალი გაყიდა

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ალეიშ ვიდალი ამიერიდან “სევილიას” ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაცაის ორივე კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, ალეიშ ვიდალმა კატალონიური კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. ტრანსფერის ფასი 8,5 მილიონი ევროთი განისაზღვრება, რასაც, შესაძლოა, კიდევ 2 მილიონი დაემატოს ბონუსების სახით.

“დალაქებთან” გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას ვადა ოთხი წლის შემდეგ ეწურება. გეტყვით იმასაც, რომ ალეიშ ვიდალს ანდალუსიურ კლუბში 2014/15 წლების სეზონშიც უთამაშია.

“ბარსელონა” “ბაიერნთან” არტურო ვიდალის ტრანსფერს ათანხმებს

ბოლო დროს ჟურნალ-გაზეთები აქტიურად იწერებიან არტურო ვიდალსა და “ბარსელონას” არსებული კავშირების შესახებ. როგორც ჩანს, კატალონიელები საკმაოდ სერიოზულად არიან დაინტერესებულები ამ ტრანსფერით.

როგორც ცნობილი ხდება, “ბარსელონამ” უკვე შეათანახმა ტრანსფერის ფასი მიუნხენის “ბაიერნთან” – “ლურჯ-ბროწეულისფრები” ჩილელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდიან.

Sport.es-ის ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია და 31 წლის ჩილელი ბარსელონაში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის.

პოლ პოგბა “ბარსელონასთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს

დღეს იტალიურ პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა კარიერის “ბარსელონაში” გადაბარგების ვარიანტს საკმაოდ სერიოზულად განიხილავს.

როგორც “ბარსელონა” ასევე “მანჩესტერ იუნაიტედი” წინასასეზონო მზადებას ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებენ. სწორედ აქ შეხვდნენ პოლ პოგბას “ბლაუგრანას” წარმომადგენლები და შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან ბევრი იწერებოდა პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს შორის არსებული გაუგებრობების შესახებ, რის გამოც ფრანგმა “ოლდ ტრაფორდის” მიტოვებაც სცადა.

პოლ პოგბა ინგლისში 2016 წელს გადაბარგდა 105 მილიონ ევროდ.

იერი მინა: “ბარსელონაში” საკუთარი თავის რწმენა დავკარგე”

“ბარსელონას” კოლუმბიელმა მცველმა იერი მინამ ადაპტაციასთან დაკავშირებულ სირთულეებზე საჯაროდ ისაუბრა. “მანჩესტერ იუნაიტედის” სამიზნემ კატალონიიდან წასვლის შესაძლებლობასაც გაუსვა ხაზი.

“წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდება მომავალში, სად გავაგრძელებ თამაშს, თუმცა ამაზე ბევრს არ ვდარდობ. ჯერ კიდევ 23 წლის ვარ და წინ დიდი დრო მაქვს ფეხბურთის სათამაშოდ.

გასულ სეზონში თავს საშინლად ვგრძნობდი, ბევრ ცუდ რამეზე ვფიქრობდი. მეგონა, ყველაფერი დამთავრებული იყო. კოუტინიო და პაულინიო ყველაფერს აკეთებდნენ ჩემს გასამხნევებლად.

მესმოდა, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელები იყვნენ ჩემს პოზიციაზე, მაგრამ უბრალოდ რამდენიმე წუთს ვითხოვდი, რომ გამეკვირვებინა ისინი, მაგრამ ესეც ვერ მივიღე.

როცა რამდენიმე წუთს ვთამაშობდი, ყველაფერი ცუდად გამომდიოდა. ვფქირობდი, რომ არაფერი შემეძლო. აქ საკუთარი თავის რწმენა დავკარგე, მჯეროდა რომ ვარჯიშზე სწორ პასსაც ვერ ვაკეთებდი,” – აცხადებს იერი მინა.

სიმეონე: “მესისა და რონალდუს შორის არჩევანს ყოველთვის მასზე გავაკეთებდი”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას პირად მიმოწერაში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ის მესისა და რონალდუს შორის უპირატესობას პორტუგალიელს ანიჭებდა.

“ძალიან მნიშვნელოვანია იმის დანახვაც, რომ მესი ძალიან კარგია. მაგრამ ეს იმიტომ, რომ ექსტრაორდინარული თანაგუნდელები ჰყავს. კითხვა მაქვს, მესის აირჩევდით თქვენი გუნდში რეგულარულად სათამაშოდ, თუ რონალდუს?” – ვკითხულობდით WhatsApp-ის მიმოწერიდან.

“მესისა და რონალდუს შორის არჩევანს ყოველთვის მესიზე გავაკეთებდი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე,” – განმარტა არგენტინელმა სპეციალისტმა დღევანდელ ინტერვიუში.

“მე არ მითქვამს რომ რონალდუ უკეთესია, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ საშუალო დონის მოთამაშეების გუნდში ის უკეთ შეძლებს თავისი შესაძლებლობების წარმოჩენას. მაგრამ, როდესაც მაღალი დონის ფეხბურთელები ყავს შემოკრებილი, მესი უკონკურენტოა,” – დაამატა მან.

“ბარსელონამ” მუნირთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა მუნირ ელ-ჰადადიმ, შესაძლოა, კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმოს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

რგოროც ცნობილი ხდება, მუნირთან მოლაპარაკებებს ერიკ აბიდალი აწარმოებდა. სწორედ მან განუცხადა 22 წლის ფეხბურთელს, რომ “ლურჯ-ბრწოეულისფრები” სრულ ნდობას უცხადებენ და მომავალ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის შანსიც მიეცემა.

ცნობილია ისიც, რომ “ვალენსიასა” და “ალავესის” რიგებში განათხოვრებულ მუნირ ელ-ჰადადს კატალონიური გრანდი 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

“ბარსელონა” რაბიოს მომავალ წელს დაიმატებს

“ბარსელონას” ხელმძღვანელები არ აპირებენ ხელი აიღონ ადრიენ რაბიოს ტრანსფერზე. თუმცაღა გართულებული სიტუაციის გამო, იძულებულები არიან კიდევ ერთი წელი მოიცადონ.

ESPN-ის ცნობით, პარიზელები კატეგორიულად უარყოფენ ყოველგვარ წინადადებას რაბიოს ტრანსფერთან დაკავშირებით. პრობლემა ვერც “ბარსელონას” სპორტული დირექტორის ვიზიტმა ვერ მოაგვარა.

ამ დროისთვის “ბლაუგრანას” ერთადერთი ხელმოსაჭიდი ის არის, რომ 23 წლის ადრიენ რაბიო “პარი სენ-ჟერმენთან” არსებული კონტრაქტის ბოლო წელს ატარებს. მომავალ ზაფხულს კი ეს უკანასკნელი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

ვალვერდემ “ბარსელონას” დანი პარეხოს კონტრაქტის გამოსყიდვა სთხოვა

კატალონიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე პირადად არის დაინტერესებული “ვალენსიას” ნახევარმცველის, დანი პარეხოს, ტრანსფერში.

ბილბაოს “ატლეტიკის” ექს-თავკაცის აზრით, დანი პარეხო მისი საფეხბურთო მოდელისთვის ზედგამოჭრილია. რასაკვირველია, მხარეები მოლაპარაკების მაგიდას უკვე მიუსხდნენ.

პარეხოს კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 50 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა კატალონიელები ცდილობენ, ამ საქმეში უფო იაფად “გამოძვრნენ”. სავარაუდოდ, ტრანსფერი მომავალ კვირას უნდა დადასტურდეს.

მაურიციო სარიმ კურტუას, აზარისა და ვილიანის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ლონდონის “ჩელსის” ახალმა მთვარმა მწვრთნლმა მაურიციო სარიმ კურტუას, აზარისა და ვილიანის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

“ძალიან ბედნიერი ვარ გუნდში ისეთი ფეხბურთელების ყოფნით, როგორებიც ედენ აზარი, ტიბო კურტუა და ვილიანი არიან. ძალიან მინდა ისინი კლუბში დარჩნენ, თუმცა ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული.

დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დარჩებიან. თუმცა ბოლო პასუხს თვის ბოლოს გეტყვით, როდესაც ისინი დაბრუნდებიან და მათ პირისპირ გავესაუბრები,”- აცხადებს სარი.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარისა და ტიბო კურტუას ტრანსფერებით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული. ვილიანის ტრანსფერზე კი უკვე სამჯერ მიმართა “ჩელსის” კატალონიურმა “ბარსელონამ”.

ტუჰელი: “მინდა რაბიო დარჩეს, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია”

ტომას ტუჰელმა “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველზე საუბრისას აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა უნდა მიიღოს. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

“რაბიოს მომავალი მის ხელშია, მან უნდა გადაწყვიტოს კონტრაქტის გახანგრძლივება უფრო სწორი იქნება, თუ ახალი გამოწვევები მიიღოს,” – განაცხადა ტუჰელმა “ბაიერნის” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ.

“რა თქმა უნდა, მინდა, რომ რაბიო დარჩეს, თუმცა ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. ყველამ იცის, თუ რამდენად დიდი პოტენციალის მატარებელია. ჩვენ მისი საუკეთესო ფორმა ჯერაც არ გვინახავს. მასთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი,” – დაამატა ტუჰელმა.

ნაბი კეიტა: “ლივერპულის” გამო “ბაიერნსა” და “ბარსელონას” ვუთხარი უარი”

მერსესაიდული “ლივერპულის” ახალწვეულმა ნაბი კეიტამ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “წითლებთან” ერთად მისი გადაბირების სურვილს “ბარსელონასა” და “ბაიერნის” ხელმძღვანელებიც გამოთქვამდნენ.

“ლივერპულში” გადასვლის შემდეგ მამაჩემი ხშირად მიყვებოდა, თუ როგორ მიყვარდა ბავშვობაში ეს კლუბი. ქუჩაში თამაშისას ყოველთვის ამ კლუბის მაისური მეცვა და რა თქმა უნდა, სტივენ ჯერარდს განვასახიერებდი. თუმცა ჩემს საყვარელ ფეხბურთელად მაინც ინიესტას დავასახელებდი.

რაც შეეხება რვა ნომერს, ეს ნომერი ყოველთვის მიყვარდა. მამაჩემიც რვა ნომრით თამაშობდა, რასაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისიც ვიცი, რომ სტივენ ჯერარდის ნომერია, თუმცა არ მინდა ზედმეტი დატვირთვა მივცე ამ ყველაფერს.

მართალია, რომ “ლივერპულის” გამო “ბაიერნსა” და “ბარსელონას” ვუთხარი უარი. აქ მოსვლამდე ძალიან ბევრს ვესაუბრებოდი მანეს, რომელთან ერთადაც ცხრა თვის მანძილზე ვთამაშობდი “ზალცბურგში”. იმედი მაქვს, რომ გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარები,” – აცხადებს კეიტა.