დღეს ესპანეთის სუპერთასის პირველი შეხვედრა გაიმართა “ბარსელონასა” და “რეალს” შორის, რომელიც ამ უკანასკნელის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით, 3-1 დასრულდა.
საგულისხმოა, რომ 77-ე წუთზე “ბლაგურნას” მხრიდან ერთადერთი გოლი ლიონელ მესიმ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. ეს არგენტინელის მიერ “ბლანკოსის” კარში გატანილი რიგით 24-ე გოლი არმოჩნდა. ამით მან დაამხო ბილბაოს “ატლეტიკის” ლეგენდის, ტელმო სარას რეკორდი. ახლა სწორედ ლეოს აქვს “რეალის” კარში შეგდებული ყველაზე მეტი ბურთი. მესიმ 16-ჯერ ლა იგაში, ექვსჯერ ესპანეთის სუპერთასზე, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზე აიღო მადრიდელთა კარი. ეს ყველაფერი 30 წლის შემტევმა 35 შეხვედრაში მოახერხა.