“ბაზელს” ახალი თავკაცი ჰყავს

შვეიცარიული “ბაზელის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ურს ფიშერი დაინიშნა. ამ პოზიციაზე მან პორტუგალიელი სპეციალისტი პაულუ სოუზა შეცვალა, რომელმაც თავის მხრივ, იტალიური “ფიორენტინა” უნდა ჩაიბაროს.

ურს ფიშერი მანამდე “თუნს” ედგა სათავეში.

“თუნმა” შვეიცარიის ჩემპიონატის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში მეოთხე პოზიცია დაიკავა.

 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის II დღე: FANEBI.COM-ის მომხმარებელთა პროგნოზი

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების მერვედფინალური ეტაპის მორიგი სათამაშო დღეა. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღის ორი მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

“შალკე” (1 %) ფრე (7 %) “რეალი” (92 %)
“ბაზელი” (28 %) ფრე (30 %) “პორტუ” (42 %)

 

მოურინიო: „დამსახურებული მარცხი ვიწვნიეთ“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის პირველი დღის მატჩებიდან გამოსაყოფია „ბაზელსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის დაფიქსირებული შედეგი. შვეიცარიელებმა 87-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. მატჩის შემდეგ „პენსიონერთა“ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ გუნდის თამაში არ მოეწონა, თუმცა ფეხბურთის პორტუგალიელ სპეციალისტს არც იმის თქმა დაავიწყდა, რომ „ჩელსიმ“ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

„ჩელსიმ“ ცუდი მატჩი ჩაატარა და დამსახურებული მარცხი იწვნია. ჩემი გუნდის თამაში პირველივე წუთებიდანვე არ მომეწონა. დაცვაში შეცდომების დაშვება სასტარტო წუთებიდანვე დავიწყეთ. მხოლოდ მეორე ტაიმში მოვახერხეთ კონტროლის დაწესება. მომეჩვენა, რომ ჩემი გუნდი გადაიღალა. ფეხბურთელებმა სანაკრებო შეხვედრებიც ჩაატარეს. ალბათ, გუნდის როტაციას უფრო ხშირად უნდა მივმართო, მაგრამ „ვესტ ჰემთან“ ჩემმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და შემადგენლობას ვერ შვცვლიდი. როდესაც გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს, რთულია განაცხადის შეცვლა.

მარცხის მიუხედავად, კარგია, რომ მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვეთ. ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ ჯგუფის პირველ პოზიციაზე გასვლისთვის ვიბრძოლოთ.

უნდა დავისვენოთ და უქმეებზე გასამართი მატჩისთვის მოვემზადოთ“, – მოურინიოს სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი