კომანმა “ბაიერნთან” გაახანგრძლივა

მას შემდეგ, რაც მიუნხენის ბაიერნმა 2018 წლის პირველი ტრანსფერი გააოფიციალურა, კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი ამცნო გულშემატკივრებს. გადაწყდა, რომ კინგსლი კომანი გერმანელთა რიგებში 2023 წლამდე დარჩება.

კომანმა ხელმოწერის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა: “ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან საშუალება მაქვს “ბაიერნის” რიგებში დიდხანს ვითამაშო. მიუნხენი ჩემი მეორე სახლივითაა”, – აცხადებს კინგსლი კომანი. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია პროგრესი, რომელსაც ფრანგი ახალგაზრდა განიცდის მიუნხენელთა მესვეურებს თვალთახედვიდან არ გამოჰპარვიათ.

კომანი წითელთა მაისურით 2015 წლიდან გამოდის, 21 წლის ფეხბურთელმა ამ პერიოდში 84 შეხვედრის ჩატარება შეძლო. მის ანგარიშზე 12 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა.

ანჩელოტი: “ახალ კლუბზე ფიქრს ზაფხულიდან დავიწყებ”

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტმა, კარლო ანჩელოტიმ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მიუნხენის “ბაიერნიდან” გაანთავისუფლეს, პრესასთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

“ახლა საკმაოდ დიდი დრო მაქვს ფეხბურთის საყურებლად და მინდა ამით სიამოვნება მივიღო. ბუნებრივია, სამომავლო ვარიანტებს განვიხილავ, მაგრამ არა ახლა.

ჩემსა და “ბაიერნს” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება, ამის შემდეგ კი ახალ წინადადებებს დიდი ყურადღებით მოვუსმენ.

მინდა, სერიოზული პროექტის ნაწილი ვიყო, სადაც დრო და მართვის სადავეები მექნება. თუნდაც რთული სამუშაო იყოს, ახლა ასეთი გამოწვევა მჭირდება,” – აცხადებს “ჩელსის, “რეალის”, “პსჟ-სა” და “ბაიერნის” ექს-თავკაცი.

ეგვიპტურმა კლუბმა ოფიციალური მატჩი “ბაიერნის” ფორმით ჩაატარა (ფოტო)

საფეხბურთო კლუბმა “ნაბარუმ” ეგვიპტის მეორე დივიზიონში “ჰარას ელ ჰოდუდის” წინააღმდეგ მატჩი მიუნხენის “ბაიერნის” წითელი ფორმით ჩაატარა. მიზეზი მარტივია: გუნდის ფორმა ჯერ არ შეკერილა.

ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური კლუბებისგან დიდ წინააღმდეგობებს ელის

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში წელს გაცილებით უფრო რთული იქნება, რასაც ინგლისური გრანდების გაძლიერებით ხსნის.

“ჩემპიონთა ლიგა წელს გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი იქნებიან, რადგანაც ბოლო დროს ინგლისური კლუბები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ.

“იუნაიტედი”, “სიტი”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი” და იმედი მაქვს, რომ იურგენ კლოპის “ლივრპულიც” შეძლებს საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გასვლას,” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2013 წელს მოიგო, ანჩელოტიმ კი “რეალს” “ლა დესიმა” ერთი წლის შემდეგ მოაგებინა.

ანჩელოტი: “ნოიერი? კარში ნამდვილი კომპიუტერი გვიდგას”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მანუელ ნოიერზე ისაუბრა, რომელსაც რეაბილიტაციის პროცესი ჯერ კიდევ არ დაუსრულებია.

“კარში ნამდვილი კომპიუტერი გვიდგას, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა ჩვენთვის,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი, სანამ მისი გუნდი ბუნდესლიგის ზედიზედ მეექვსე ტიტულის მოსაგებად დაიწყებს ბრძოლას.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ მაისურის შიგნით მას არც მკლავები აქვს, არც გულმკერდი და არც მენჯი. ნაცვლად ამისა, მას აქვს კლავიატურა, რომელიც თამაშში შესვლისას შეუჩერებელია,” – დაამატა მან.

გერმანელი მეკარე მოედანს ბუნდესლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, “ბაიერ ლევერკუზენთან” გასამართ მატჩში უნდა დაუბრუნდეს.

კარლო ანჩელოტი: “ალექსის სანჩესი მომწონს “

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პრესასთან საუბრისას ლონდონის “არსენალის” ჩილელ შემტევზე, ალექსის სანჩესზეც თქვა ორიოდ სიტყვა.

“თუ კი რაიმე შესაძლებლობა, შანსი მოგვეცემა, კლუბი მზად იქნება,” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა სპეციალურად “ბაიერნის” პრე-სეზონისთვის მომზადებულ პრესკონფერენციაზე.

“პრესაში ბევრი ჭორი იწერება, რაც ნორმალურია. ალექსისი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მსოფლიოში მხოლოდ ის ნამდვილად არ არის. პირადად მე ალექსის სანჩესი მომწონს.

ძალიან კარგად ვიცნობ “ბაიერნის” კულტურას. ბოლო დროს, სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდები გიჟურ რაღაცებს აკეთებენ, ჩვენ კი ასეთები არ ვართ. მე გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობითაც კმაყოფილი ვარ, ოთხი დიდებული ტრანსფერი განვახორციელეთ,” – დაამატა მან.

ბუნდესლიგის ფეხბურთელებმა წლის საუკეთესო მოთამაშე და მეკარე დაასახელეს

მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელი შემტევი, რობერტ ლევანდოვსკი გერმანულ ბუნდესლიგაში მოთამასე ფეხბურთელების მიერ წლის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა დასახელებული.

Kicker-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 248 პროფესიონალმა ფეხბურთელმა მიიღო.

რობერტ ლევანდოვსკიმ ხმების 25 პროცენტი დააგროვა, “ლაიფციგის” ნაბი კეიტამ კი 15,7 პროცენტი და მეორე ადგილზე გავიდა. პიერ-ემერიკ ობამეიანგმა – 10,5 პროცენტი.

წლის საუკეთესო მეკარედ კი “რეკორდმაისტერის” გერმანელი მეკარე, მანუელ ნოიერი დასახელდა. 31 წლის მეკარემ ტიმ ჰორნსა (“კიოლნი”) და რუნ იარსტეინს (“ჰერტა”) აჯობა.

კარიკატურა: კრიშტიანუ რონალდუმ გერმანული კედელი დაანგრია (ფოტო)

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთმანეთს “ბაიერნი” და “რეალი” დაუპირისპირდნენ. გერმანელები თავიდან არტურო ვიდალის გოლით წინ გავიდნენ. მადრიდელებიც ბევრ მომენტს ქმნიდნენ, თუმა მანუელ ნოიერი მყარი კედელივით იდგა კარში და სასწაულებს ახდენდა. საბოლოოდ, კრიშტიანუ რონალდუმ ამ კედლის გარღვევა მოახერხა.

ომარ მომანიმაც არ დააყოვნა…

 

“ბაიერნმა” “არსენალი” არც ლონდონში დაინდო (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “არსენალისა” და მიუნხენის “ბაიერნის” წყვილში გერმანულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ბავარიელებმა ორივე შეხვედრაში ანგარიშით 5:1 იმარჯვეს და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს. “ემირეითსზე” ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, გოლი მე-20 წუთზე თეო უოლკოტმა გაიტანა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ლორან კოსელნიმ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესის დარღვევისთვის წითელი ბარათი მიიღო, პენალტი კი ზუსტად რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა. მოგვიანებით გოლები არიენ რობენმა და დუგლას კოსტამაც გაიტანეს, არტურო ვიდალმა კი დუბლი გაიფორმა — 1:5, ორი მატჩის ჯამში — 2:10.

ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (II მატჩი)
“არსენალი” — “ბაიერნი” 1:5 (1:0)
გოლები: უოლკოტი 20′ — ლევანდოვსკი 55′ (პენ), რობენი 68′, დუგლას კოსტა 78′, ვიდალი 80′, 85′.
გაძევება: კოსელნი 54′.

დევიდ ალაბა: “კრიტიკა მაძლიერებს!”

ავსტრიის ეროვნულმა ნაკრებმა 2016 წლის ევროპის შესარჩევ ეტაპზე ათიდან ცხრა შეხვედრა მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა. ავსტრიელების ქულები გაიყო და მათგან ბევრი სენსაციასაც ელოდა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, თუმცა ამ გუდნმა ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი წააგო, პორტუგალიასთან ქულები გაიყო და მერვედფინალში ვერ მოხვდა.

ნახსენები ნაკრების ლიდერმა, დავიდ ალაბამ ჟურნალისტებთა ისაუბრა და განაცხადა, რომ, ის კრიტიკა, რომელიც ევროპის ჩემპიონატში წარუმატებლად გამოსვლის შემდეგ მას და მის გუნდელებს შეხვდათ, აძლიერებს და განვითარებაში ეხმარება.

“საფრანგეთში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. მართალია, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე საშინლად გამოვედით, თუმცა იმ სამ მატჩში ბევრი რამ ვისწავლეთ.”

“საფრანგეთიდან წამოსვლის შემდეგ, ძალიან ბევრმა გაგვაკრიტიკა და უარყოფითი სიტყვები არ დაიშურა ჩვენ მიმართ. თუმცა, ხალხის კრიტიკა მაძლიერებს და განვითარებაში მეხმარება. გუკშემატკივრისგან წამოსული აგრესია მაძლევს უფრო დიდ მოტივაციას, რომ მოედანზე ბოლომდე დავიხარჯო და რაც შეიძლება მაღალ დონეზე ვითამაშო,” – განაცხადა მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა.

რობენი “ბაიერნის” ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას არ ჩქარობს

მიუნხენის “ბაიერნის” 32 წლის ჰოლანდიელი ვინგერის, არიენ რობენის თქმით ის სულაც არ ჩქარობს ბავარიულ კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელიც ამ სეზონის ბოლოს იწურება.

“რუმენიგეს მამაჩემის ტელეფონის ნომერი აქვს, ასე რომ, მას ნებისმიერ დროს შეუძლია მისი დაპატიჟება ერთ ფინჯან ყავაზე. მაგრამ ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის.

ჩემი მთავარი მიზანი ჯანმრთელობის შენარჩუნება და კარგად თამაშია. ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანნი ვართ ჩვენ (მე და “ბაიერნი”) ერთმაენეთისათვის.

გულწრფელად გითხრათ, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სულაც არ ვფიქრობ, უბრალოდ ვცდილობ ყურადღება მომავალ მატჩებზე გავამახვილო.”

“როსტოვის” მწვრთნელი: “ბაიერნის” დონის გუნდის წინააღმდეგ არასდროს გვითამაშნია”

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “ბაიერნმა” გერმანიაში “როსტოვი” 5:0 გაანადგურა.

შეხვედრის შემდეგ წაგებული გუნდის მწვრთნელმა, ივან დანილიანტსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“დღეს ნამდვილად არ მოგვიწია იოლი მატჩის ჩატარება. ჩვენი მეტოქე ძალიან სწრაფი და ტქენიკური იყო. არასდროს გვითამაშნია ისეთ გუნდთან, როგორიც “ბაიერნია”.”

“ყველანაირად ვცდილობდით, თავი დაგვეცვა და კონტრშეტევებზე გვეთამაშა. პირველი გოლი მოულოდნელად დანიშნული პენალტით გაგვივიდა. დანარჩენის გატანა კი გერმანელებმა სისწრაფის და მაღალი კლასის ხარჯზე შეძლეს.”

“გუნდში ძალიან ბერვი ცვლილება განხორციელდა. მწვრთნელი იმის გამო შეიცვალა, რომ მას ლიცენზია არ ჰქონდა. შესაბამისად, წინა სეზონში ამ დონის არცერთი შეხვედრა არ ჩაგვიტარებია. გარკვეულწილად, სწორედ ამან, ანუ გამოუცდელობამ, გამოიწვია დღევანდელი საშინელი შედეგი,” – განაცხადა რუსული გუნდის მწვრთნელმა.