„იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგი შეაფასა, რომლის მიხედვით, მისი გუნდი პლეიოფის საწყის ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება.
„დღევანდელ კენჭისყრაზე ვიმეოვნებდით, რომ გაგვიმართლებდა, თუმცა „ბაიერნის“ დონის გუდნთან თამაში მოგვიწევს. დარწმუნებული ვარ, ორი კარგი მატჩის ჩატარება შეგვიძლია. საკმაოდ რთული ჯგუფიდან განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გავედით.
ნებისმიერი გუნდის დამარცხებაა შესაძლებელი. დიახ, „ბაიერნი“ უძლიერესი მეტოქეა, მაგრამ ევროარენაზე „იუვენტუსმაც“ მოუმატა“, – ციტირებს ჩეხს „იუვენტუსის“ ოფიციალური „ტვიტერის“ გვერდი.