„ბაიერნი“ წარმატებას გვარდიოლას გარეშეც მიაღწევდა“

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტული დირექტორის მატიას ზამერის აზრით, მისი გუნდი წარმატებას მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას გარეშეც მიაღწევდა. ზამერმა აღნიშნა, რომ გერმანულ გრანდს მოთამაშეთა საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს.

„რა თქმა უნდ,ა მწვრთნელი გუნდს ქმნის, ფეხბურთელების ფორმირებაში მონაწილეობს და თამაშის სტილს აყალიბებს. ამის მიუხედავად, ჩვენმა მოთამაშეებმა უკვე დაამტკიცეს, რომ წარმატებით გამოსვლა შეუძლიათ. ეს მწვრთნელზე დამოკიდებული არ არის“, – ციტირებს ზამერს გამოცემა „Sport1“.

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავკაცი: „არ მინდა, გვარდილას ვგავდე“

დორტმუნდის „ბორუსიას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ არ სურს, მიუნხენის „ბაიერნის“ თავკაცს ხოსეპ გვარდიოლას ჰგავდეს.

„სიტუაცია არ მომწონს. ვფიქრობ იმაზე, რომ თუ ამ თემაზე ხშირად ისაუბრებენ, საზოგადოების აზრით, გვარდილას სტილით ვიმუშავებ. სინამდვილეში, არ მსურს, რომ მას ვგავდე“, – განაცხადა „ბორუსიას“ დამრიგებელმა.

გვარდიოლა გიოტცეს წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ნახევარმცველ მარიო გიოტცეს კლუბიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ცნობისთვის, ბოლო დროს ევროპული პრესა გერმანელი მოთამაშის ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის შესახებ წერს.

„მარიო ტოპ დონის მოთამაშეა. ის „ბაიერნის“ ფეხბურთელია და გუნდში მოახლოებული სეზონისთვის დარჩება.

გიოტცეს თაობაზე მოლაპარაკება არ გვქონია. ამის თაობაზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა გვარდიოლამ.

პეპ გვარდიოლამ ჟერომ ბოატენგს დასცინა (ვიდეო)

„ბაიერნის“ ხელმძღვანელობა დი მარიას შეძენას არ გამორიცხავს

„მანჩესტერ იუანიტედის“ ნახევარმცველი ანხელ დი მარია, შესაძლოა, მიუნხენის „ბაიერნში“ გადაბარგდეს. ყოველ შემთხვევაში, მოვლენების ასეთი განვითარება გერმანული კლუბის მართვის ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ არ გამორიცხა.

„არაფრის გამორიცხვა არ მსურს“, – ციტირებს რუმენიგეს Sport1.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს არგენტინელ ფეხბურთელს „პარი სენ-ჟერმენს“ აკავშირებენ. წინასწარი ინფორმაციით, ფრანგულ კლუბთან ის ხუთწლიანი კონტრაქტის თაობაზე შეუთანხმდა.

რიბერი სეზონის სტარტს გამოტოვებს

„ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ბუნდესლიგის დასაწყისისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს. ფრანგი ფეხის ტრავმის შემდეგ მკურნალობას აგრძელებს, რის გამოც მიუნხენურ გუნდს ვერც წინასასეზონო ტურნეზე შეუერთდება.

„რიბერი სეზონის პირველი მატჩისთვის მზად არ იქნება. თუმცა იგი თავს უკეთესად გრძნობს, რაც ოპტიმისტურ პროგნოზებს გვაძლევს“, – განაცხადა „ბაიერნის“ თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ.

ბუნდესლიგაში პირველ მატჩს „ბაიერნი“ 14 აგვისტოს, „ალიანც არენაზე“ ჩაატარებს. გვარდიოლას გუნდის მეტოქე „ჰამბურგი“ იქნება.

რამდენს შეადგენს „ბაიერნში“ არტურო ვიდალის ხელფასი?

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

როგორც ავტორიტეტული ტიალიური გამოცემა „Corriere dello Sport“-ი წერს, ფეხბურთელი მიუნხენურ კლუბს ოთხწლიანი კონტრაქტის თაობაზე შეუთანხმდა, რომლის მიხედვითაც, სეზონში ის 6,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ახლა გერმანიის მოქმედ ჩემპიონს იტალიის ჩემპიონთან მოლაპარაკება დარჩა. მიუნხენელები ტურინელებს 30 მილიონ ევროს სთავაზობენ, მაშინ, როდესაც „იუვეს“ 10 მილიონით მეტი სურს.

დაბრუნდება თუ არა ფილიპ ლამი გერმანიის ნაკრებში?

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი ფილიპ ლამი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ „ბუნდესტიმის“ ექს-კაპიტანმა საერთაშორისო კარიერის დასრულება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ გადაწყვიტა, ტურნისია, რომელიც მისმა გუნდმა ტრიუმფით დაასრულა.

„ნაკრებში არ დავბრუნდები. მათ, ვინც მიცნობს, იციან, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ნაკრებიდან წასვლის საუკეთესო დროა.

ჩემი პირადი ცხოვრება პროფესიულ საქმეებზე უფრო მნიშვნელოვანია. ბავშვების დაბადება მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო გრანდიოზული მოვლენაა. როდესაც ბრაზილიის მუნდიალზე ვიყავი, ოჯახი მენატრებოდა. ახლა კი ცოლ-შვილთან მეტი დროის გატარების საშუალება მეძლევა. ყველაზე მეტად ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც საყვარელი ადამიანების გვერდით ვარ“, – განუცხადა ლამმა „France Football“-ს.

აგენტმა დუგლას კოსტას „ბაიერნში“ ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

დონეცკის „შახტარის“ ნახევარმცველის დუგლას კოსტას აგენტმა კია ჯურაბჩანმა მისი კლიენტის მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„კოსტა ჯერ არსად გადასულა. დაგიდასტურებთ, რომ „ბაიერნი“ ჩემი კლიენტით ინტერესდება, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია“, – განაცხადა ფეხბურთელის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ცნობით, „ბაიერნი“ კოსტას სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა.

მიულერი: „კარგი იქნება, თუ „ბორუსია“ დაბრუნდება“

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი თომას მიულერი იმედოვნებს, რომ ახალ სეზონში დორტმუნდის „ბორუსია“ ბუნდესლიგის წამყვან გუნდებს შორის იქნება.

„დიახ, მათ ახალი მწვრთნელი ჰყავთ, მაგრამ შემადგენლობა კვლავ კარგია. „ბორუსიას“ საუკეთესო სეზონი არ ჰქონდა, ეს ყველას ესმის. თუმცა, ყველამ იცის, რა რთულია ამ გუნდის დამარცხება. ვფიქრობ, ცუდი არ იქნებოდა, თუ დორტმუნტელები წამყვან პოზიციებზე დაბრუნდებოდნენ“, – განაცხადა მიულერმა.

ცნობისთვის, განვლილ სეზონში „ბორუსიამ“ მე-7 პოზიცია დაიკავა.

რიბერი გამოჯანმრთელებას ვერაფრით ახერხებს

მარტში მიღებული ტრავმის შემდებ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ გამოჯანმრთელება ჯერ ვერ მაოხერხა.

მკურნალობის სხვადასხვა გაძლიერებულმა მეთოდმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, რის გამო, ექიმებს ახალი გზების პოვნა უწევთ.

ამ ეტაპზე ფრანგის გამოჯანმრთელების დაახლოებითი პერიოდი უცნობია. მარტში ვარაუდობდნენ, რომ ფეხბურთელი მხოლოდ რამდენიმე დღეს იუქმებდა.

ლევანდოვსკი: „ბაიერნი“ კარგი ვარიანტი იქნებოდა“

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ მისი თანამემამულის, „ტორინოს“ მცველ კამილ გლიკის მიუნხენურ კლუბში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„გლიკი „ბაიერნში“? ამის შესაებ ოფიციალური სიახლეები ჯერ არ არის. კამილი ჩინებილი მოთამაშე და ნამდვილი პროფესიონალია. თუმცა, კლუბში ამის შესახებ ჩემთვის ჯერ არავის უკითხავს. სხვა შემთხვევაში, მასზე კარგის მეტს, ვერაფერს ვიტყოდი.

რა თქმა უნდა, კამილისთვის „ბაიერნი“ კარგი ვრიანტი იქნებოდა, მაგრამ ვიცი, რომ ამ ეტაპზე ის მხოლოდ პოლონეთის ნაკრების მატჩებზე ფიქრობს“, – განაცხადა ლევანდოვსკიმ.

გლები: „ბაიერნის“ მთავარი პრობლემა ისაა, რომ…“

„შტუტგარტის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ალექსანდრ გლებმა მიუნხენის „ბაიერნის“ შესახებ ისაუბრა.

„გვარდიოლა ჩინებული მწვრთნელია. პრობლემა იმაშია, რომ „ბაიერნს“ ბუნდესლიგაში ნამდივლი მეტოქეები არ ჰყავს. მიუნხენელებს კონკურენტები მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიან.

გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ზედიზედ ორჯერ ვერ შეძლო. თუმცა, რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ მიმდინარე სეზონში „ბაიერნის“ ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. პირველ რიგში, გუნდს რიბერისა და რობენის არ ყოფნა დაეტყო“, – განაცხადა გლებმა.

გლები: „მესი ვარჯიშზე ბევრს არაფერს აკეთებდა“