ჩაკვეტაძე, ასენსიო, ბეილი – უეფამ ერთა ლიგის საუკეთესო გოლები დაასახელა (ვიდეო)

უეფამ ერთა ლიგის საწყისი ორი ტურის ათი საუკეთესო გოლი დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესოებს შორის მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძის მიერ ყაზახეთის ნაკრების კარში გატანილი გოლი.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც უეფას ოფიციალურმა არხმა გამოაქვეყნა:

ლოპეტეგი: “ბეილი ახალგაზრდა მოთამაშის მოტივაციით ვარჯიშობს”

დღეს მადრიდის “რეალი” ევროპის სუპერ თასის შეხვედრაში თანაქალაქელ “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება. “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, სადაც გარეთ ბეილზე გაამახვილა ყურადღება.

“ბეილი ის მოთამაშეა, რომელიც ძალიან გვიყვარს. აქ დიდი ხანია თამაშობს და, რაც მთავარია, ძალიან ბევრს მუშაობს. გარეთი ძალიან მოტივირებულია და გუნდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ბეილის მსგავსი მოთამაშეები გვჭირდება. უბედნიერესი ვარ მისი საქმისადმი მიდგომით და დაუღალავი გარჯით. ვფიქრობ, ის ყველა ასპექტში სუპერპროფესიონალია. გეტვყით, რომ ბეილი ახალაგაზრდა მოთამაშის მოტივაციით ვარჯიშობს,” –ამბობს ლოპეტეგი.

ბეილი: “ზიდანის ამ გადაწყვეტილებამ იმედგაცრუებული დამტოვა”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, გარეთ ბეილმა ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი ფინალი გაიხსენა, რომელშიც მან ულამაზესი გოლის გატანა შეძლო.

“ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ძირითად შემადგენლობაში არ ვიქნებოდი. ეს ადრეც მითქვამს. თუმცა, საბოლოო ჯამში, გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ვითამაშე. მაგრამ წყენა არ დამავიწყდება. გოლის მომენტი საოცარი იყო… ემოციური. ესაა სიტუაცია, როცა არ ფიქრობ იმაზე, რას აკეთებ. უბრალოდ, გერთვება რეფლექსები და მას მიჰყვები. ყოველთვის მინდოდა, გამეტანა “მაკრატელა”. ეს ზუსტად შესაფერისი მომენტი იყო ასეთი გოლისთვის,” – ამბობს ბეილი.

მანე-ფირმინო-სალაჰის ტრიომ BBC-ს რეკორდი დაამხო

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში რომის “რომა” მერსესაიდის “ლივერპულს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 4-2 დაამარცხა. თუმცა, ორი მატჩის ჯამში – 7-6 ინგლისელთა სასარგებლოდ და ფინალში სწორედ იურგენ კლოპის გუნდი გავიდა.

“ლივერპულის” მხრიდან ერთ-ერთი გოლი სადიო მანემ გაიტანა. საბოლოოდ, ეს გოლი ინგლისელთა ტრიოსთვის (მანე-ფირმინო-სალაჰი) ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში რიგით 29-ე აღმოჩნდა. აქამდე ასეთი შედეგი არავის ჰქონია. იურგენ კლოპის შემტევებმა დაამხეს მადრიდის “რეალის” ტრიოს (ბეილი, ბენზემა რონალდუს) მიღწევა – ერთ სეზონში გატანილი 28 გოლი. ამის გაკეთება “ბლანკოსის” დამრტყმელმა ძალამ 2013/2014 წლების სეზონში მოახერხა.

 

ჰაკიმი: “ბეილი “რეალის” საკვანძო ფეხბურთელია, მისი გოლები ძალიან დაგვეხმარება”

მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა მაროკოელმა ფეხბურტელმა, ჰაკიმ აჩრაფმა, “იუვენტუსთან” გასამართი მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ “ბლანკოსის” წარმატებული სერია კიდევ დიდი ხნის მანძილზე გასტანს.

“ძალიან კმაყოფილები ვართ “ლას პალმასთან” მოპოვებული გამარჯვებით (0-3), ისიც ძალიან გვახარებს, რომ ბეილი ფორმაში შედის და ორი გოლი გაიტანა. ის გუნდის საკვანძო ფეხბურთელია და ჩვენს წარმატებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.

ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ “იუვენტუსთან” გასამართ მატჩს კარგ ნოტაზე ვხვდებით. ძალიან კარგად ვართ მომზადებული, ისევე როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად.

რაც შეეხება ჩემს კარიერას, მიხარია, რომ მწვრთნელი უფრო მეტ დროს მითმობს. მის ნდობას ვგრძნობ და მზად ვარ, კლუბს ნებისმიერ დროს დავეხმარო,” – აცხადებს 19 წლის აჩრაფი.

ზიდანი: “რონალდუ სხვა გალაქტიკიდანაა”

დღეს მადრიდის “რეალმა” ლა ლიგა  სანტანდერის 28-ე ტურში “ეიბარი” სტუმრად, კრიშტიანუ რონალდუს დუბლით, 2-1 დაამარცხა.

დაპირისპირების შემდეგ ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რონალდუ სხვა გალაქტიკიდანაა. მან იცის, როგორ უნდა გაიტანო საჭირო მომენტში. ის უნიკალური და განსაკუთრებულია. პორტუგალიელის სტატისტიკა აჩვენებს, რას წარმოადგენს იგი. კრიშტიანუს შემართება ხაზგასასმელია. თუ ორს გაიტანს, უნდა მესამეც! ისკო და ბეილიც კარგად გაისარჯნენ, თუმცა ჰქონდათ ხარვეზები. ეს გასაკვირი არაა, რადგან ბურთს დიდ ხანს ვერ ვფლობდით და ეს ყველა მოთამაშეს დაეტყო. მათ იბრძოლეს და გაისარჯნენ, რაც დასაფასებელია. მოდრიჩს კარგი მატჩი ჰქონდა. ის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა,” – ამბობს “ზიზუ”.

ზიდანი: “ნეიმარის არყოფნა არაფერს ნიშნავს – მათ დი მარია ჰყავთ!”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრებია. ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალი” საფრანგეთს ესტუმრება და “პარი სენ-ჟერმენს” შეხვდება.

“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ კარგი შეხვედრა ჩავატაროთ. კონცენტრაცია არ გვაკლია და ყველანაირად ფოკუზირებულნი ვართ იმაზე, რომ მეტოქე შევაწუხოთ და სასურველ შედეგს ასე მივღწიოთ. გასული მატჩის რეზულტატზე ბევრს არ ვფიქრობთ, რადგან ეს ახალი გამოწვევაა და წინ შეიძლება მოულოდნელობა შეგვხვდეს. შესაძლოა, მოგვიწიოს 90 წუთი ან უფრო მეტი თამაში. წინ ცეცხლოვანი ატმოსფერო გველის. თუმცა, ეს ყოველთვის ასეა, როცა “რეალის” მსგავს გუნდს ხვდები.”

“ნეიმარის არყოფნა არაფერს ცვლის. მათ ჰყავთ სხვა ფეხბურთელი, რომელიც დამატებითი მოტივაციით გამოვა მოედანზე. მაგალითად, ასეთია დი მარია, რომელსაც ბევრ პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა. მას აქვს კარგი დრიბლინგი და დარტყმა მარცხენათი. ამიტომ, ნეიმარის ტრავმამ არ უნდა მოგვადუნოს,” – ამბობს “ზიზუ”.

ბეილი: “დიდი მატჩები ჯერ კიდევ წინაა და მათში მონაწილეობის მიღება მსურს”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეოცე ტურში მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლა კორუნიის “დეპორტივო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 7-1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს დუბლის ავტორი, გარეთ ბეილი ესაუბრა.

“კიდევ ბევრი დიდი მატჩი დარჩა და მინდა, მათში მონაწილეობა მივიღო. თავს კარგად ვგრძნობ. ასი პროცენტით მზად არ ვარ და ამიტომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გულშემატკივარი ვერ ხედავს, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ  თამაშის ხარისხს აუცილებლად გავაუმჯობესებ. ვფიქრობ, ძალების აღდგენა და თამაშების მოგება შეგვიძლია. ამას ისე გვაკათებთ, როგორც ადრე.”

“როცა კარიმ ბენზემასთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშობ, ყველაფერი მარტივი და სახალისოა. მინდა, მათთან და სხვა გუნდელებთან ერთად გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შევიტანო,” – აცხადებს უელსელი.

ზინედინ ზიდანის პრესკონფერენცია “აპოელთან” შეხვედრამდე

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრები შედგება. ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალი” ნოქოზიის “აპოელს” დაუპირისპირდება.

თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა.

“მადრიდული დერბი რთული გამოდგა. გასაგებია, რომ ბენზემამ ცუდი შეფასება მიიღო, თუმცა, დამიჯერეთ, ის გუნდში პირველია, რომელსაც გაცილებით მეტის ჩვენება და გაკეთება უნდა, ვიდრე ამას ახლა ახერხებს. აქ ვარ, რათა დავეხმარო ყველა მოთამაშეს, არა მხოლოდ კარიმს.”

“გუნდში ახალაგზრდა ფეხბურთელები გვყავს. ერთ-ერთი ასეთი ასენსიოა, რომელსაც სათამაშო დრო ნამდვილად მოემატა. ის ყოველ დღე ვითარდება. ასევე, აღვნიშნავ დანი სებალოსის პროგრესს, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. ამ გუნდში ყველას შეუძლია, რომ მაღალ დონეზე, სტაბილურად ითამაშოს.”

“ვიცით, ჩვენი სამუშაოს სირთულე. მადრიდის “რეალს” წარმოვადგენთ და გაცილებით მეტი ძალისხმევის გამოჩნეა გვმართებს, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ; ის დიდი შედეგი, რომელსაც ხალხი ელოდება. ყველას უნდა, რომ მეტი ითამაშოს. ჩემი გუნდის წევრები შანსებს ელიან. სწორედ მე გადავწყვეტ, ვინ რამდენ ხანს გავა მოედნაზე. ესაა ჩემი საქმე. ერთადერთს, რასაც სპორტსმენებს ვთხოვ, ისაა, რომ, როცა ვეტყვი, მოემზადონ და მაქსიმალურად კონცენტრირდნენ.”

“აპოელი” მშვენიერი გუნდია. მათ დაამტკიცეს, რა შეუძლიათ. მათ ჩემპიონატს არ ვუყურებ და კლუბის შესაძლებობებზე, იქიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე ყოფნას ისინი ნამდვილად იმსახურებენ. “ბერნაბეუზე” მათ კარგად ითამაშეს. ხვალ რთული მატჩი გველის და მას მომზადებულები უნდა შევხვდეთ,” – ამბობს “ზიზუ”.

 

გარეტ ბეილი “ლას პალმასთან” დაბრუნდება

მადრიდის “რელისა” და უელსის ნაკრების ვარსკვლავი, გარეტ ბეილი მძიმე ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და სრული დატვირთვით ივარჯიშა.

ყველა ელოდა, რომ ბეილი “ტოტენჰემთან” დაბრუნდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, უელსელმა იმ დროისათვის სრულად გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. დღეს ბეილი ვარჯიშზე სრულად დაიხარჯა და, დიდი ალბათობით, “ლას პალმასთან” განაცხადში მოხვდება. ასევე, გუნდთან ერთად იყვნენ რაფაელ ვარანი და დანი კარვახალი. სავარაუდოდ, მადრიდულ დერბის “რეალი” სრული შემადგენლობით შეხვდება.

ამჟამად ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ კოვაჩიჩი და ნავასი, მედიკოსთა განცხადებით, კოსტა-რიკელი მეკარე გუნდს სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.

ზიდანს “ეიბართან” ხუთი ფეხბურთელი არ ეყოლება

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეცხრე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “ეიბარს” დაუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ “ბლანკოსი” აღნიშნულ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. გარეთ ბეილი, მატეო კოვაჩიჩი, დანი კარვახალი, კეილორ ნავასი, ლუკა ზიდანი – ეს იმ მოთამაშეთა ხუთეულია, რომლებიც დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

გუშინდელ ვარჯიშზე 20 სპორტსმენი ირჯებოდა. მათ შორის იყო 17 წლის მეკარე, მოჰა, რომელიც წინა რამდენიმე თამაშის მსგავსად, დღესაც განაცხადშია.

ბეილის დაბრუნების თარიღი ცნობილია

მადრიდის “რეალის” შემტევი გარეტ ბეილი დიდი ალბათობით უემბლიზე დაბრუნდება.

მადრიდელთა მედიკოსთა ჯგუფი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბეილი, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მინდორს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, უელსელი მოედანს “ტოტენჰემთან” დაუბრუნდება.

როგორც იცით, გარეტ ბეილმა ტრავმა “დორტმუნდის ბორუსიასთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამოტოვა, როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზე.