ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გარეტ ბეილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მსოფლიოში საუკეთესო არ არის.
“სამეფო კლუბის” უელსელმა ფეხბურთელმა გარეტ ბეილმა თქვა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაშობს, რომელიც ყველაზე ძლიერ ჩემპიონატში, ლა ლიგაში ასპარეზობს.
“ბეილმა ეს იმიტომ თქვა, რომ ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობს. ესპანეთში მეც ვიმუშავე, ლა ლიგის მოგება მოვახერხე, მაგრამ პრემიერ ლიგასთან განსხვავებას ვხედავ. ყველამ იცის, რომ პრიმერა დივიზიონში ორი ყველაზე მაღალი დონის გუნდი ასპარეზობს. როცა იცი, რომ ნებისმიერ მატჩის ბედი წინასწარ გადაწყვეტილია, ეს ცუდია.
ამიტომაცაა, რომ ხშირად ესპანეთის ჩემპიონატში გუნდი 100 ქულას აგროვებს და მთელი სეზონის განმავლობაში 126 გოლი გააქვს. ინგლისში რომელიმე კლუბმა 100 ქულის მოგროვება და 126 გოლის გატანა მოახერხოს, შეუძლებელია. შესაძლოა, “რეალი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყოს, მაგრამ ლა ლიგა მსოფლიოში საუკეთესო ნამდვილად არ არის”, – ამბობს მოურინიო.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა მადრიდის “რეალში” სამი სეზონის განმავლობაში იმუშავა.