გარეთ ბეილი: ” დროა გავიბრწყინოთ”

ევრო 2016-ის მეოთხედფინალების დაწყებამდე უელსისა და მადრიდის “რეალის” ფორვარდმა პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გასვლა მათთვის უდიდესი მიღწევაა.

“ბედნიერები ვართ. ჩვენი დროა, უნდა გავიბრწყინოთ. ეს მიღწევა მართლაც რომ გასაოცარია.” – განაცხადა “რეალის” ვარსკვლავმა პრესასთან საუბრისას.

“ჩრდილო ირლანდიელებთან მატჩი ძალიან ცუდი იყო, ეს ჩვენ არ შეგვეფერებოდა. მაგრამ ასეთი ცუდი მატჩების მოგება კარგად აჩვენებს, თუ როგორია ჩვენი სული და ხასიათი. ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ.”

უელსელები მეოთხედფინალში ბელგიელებს დაუპირისპირდებიან. ეს გუნდები ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც შეხვდნენ. ეს გუნდები ბოლოს კარდიფში შეხვდნენ. მაშინ გამარჯვება უელსელებს დარჩათ, გამარჯვების გოლი კი სწორედ ბეილმა გაიტანა.

“ის მომენტი მაშინ ჩვენთვის გადამწყვეტი იყო. ამის შემდეგ რწმენით ავივსენით, ვიწამეთ რომ ჩვენ ეს მართლა შეგვიძლიათ. ამან თოვლის პატარა გუნდის ეფექტი იქონია, რომელმაც ზვავი გამოიწვია.

ბელგიის დამარცხება – ნომერ მეორე გუნდი საერთაშორისო დონეზე ამ დროისთვის – დამატებით რწმენას გაძლევს და გადაყავხარ ახალ ეტაპზე. ჩვენ ახალ ეტაპზე ვართ.”

Brexit-მა პრობლემები “რეალსაც” შეუქმნა – მადრიდელებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ

გარეთ ბეილის მომავალმა შესაძლოა მადრიდის “რეალს” პრობლემები შეუქმნას, მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ ხმა ევროკავშირიდან გასვლას მისცა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ უელსელი შემტევი გახდება ევროკავშირის არაწევრი ფეხბურთელი. ლა ლიგა კი კლუბებს საშუალებას აძლევს, რომ მაქსიმუმ სამი ასეთი ფეხბურთელი იყოლიონ გუნდში.

ფლორენტინო პერესის გუნდში სამივე ადგილი შევსებულია – ხამეს როდრიგესი, დანილო და კაზემირო. მადრიდელები კი გარეთ ბეილისთვის ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებდნენ.

სავარაუდოდ Brexit-ს პროცესის დასრულებას 2 წელი დასჭირდება.

ორმაგი დარტყმა მადრიდელებს: კეილორ ნავასისა და გარეთ ბეილის ტრავმები დადასტურდა

მადრიდის “რეალის” ორი მთავარი ფეხბურთელი, კეილორ ნავასი და გარეთ ბეილი გუნდის დახმარებას უახლოეს მომავალში ტრავმის გამო ვერ შეძლებს.

ბეილს მუხლთან მდებარე კუნთი აქვს დაჭიმული, ნავასმა კი “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში კოჭი დაიზიანა. თუმცა, ჯერჯერობიტ უცნობია, თუ რამდენ ხანს გაატარებენ ისინი ლაზარეთში.

როგორც იცით, უელსელი ფორვარდი ბოლო დროს მართლაც შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა. ბეილმა საშინაო ჩემპიონატში “რაიოსა” და “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ გამართულ მატჩებში მოახერხა გაბრწყინება, მანამ სანამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადამწყვეტ გოლს გაიტანდა.

კეილორ ნავასი კი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში მან 43 მატჩიდან 21-ში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

ესპანური გრანდი მომდევნო მატჩებს “ვალენსიასა” და “დეპორტივოს” წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვება.

კარლო ანჩელოტი: “ნეიმარი თუ ბეილი?”

მიუნხენის “ბაიერნის” მომავალმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ბეილსა და ნეიმარს შორის უკეთესი ფეხბურთელი დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის ყოფილი კლუბი, “რეალი” 2 აპრილს “ელ კლასიკოში” “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

“ბეილი თუ ნეიმარი? ჩემი აზრით, ახლა ნეიმარი უკეთესი ფეხბურთელია. ის ძალიან დიდ პროგრესს განიცდის. ბეილიც ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ მას ტრავმა ხშირად აწუხებს, რის გამოც მატჩებს ტოვებს”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.

ბენზემამ მადრიდული დერბის წინ ვარჯიში განაახლა

მადრიდული გრანდის თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ “ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩამდე გუნდთან ერთად ივარჯიშა.

როგორც იცით, ფრანგი თავდამსხმელი “მალაგასთან” გამართულ (1-1) დაპირისპირებაში ვერ დაეხმარა “რეალს”, რისი მიზეზიც ბარძაყის პრობლემა გახლდათ.

ამ დროისთვის “ბლანკოსი” 1 ქულით ჩამორჩება “ატლეტიკოს”, ხოლო 9 ქულით – “ბარსელონას”. ზინედინ ზიდანის გუნდი ბენზემასთან ერთად, თუმცა ბეილისა და მარსელოს გარეშე შეეძლება “ატლეტიკოს” გადასწრებას და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციის დაკავებას.

ვინ შეიყვანა კრიშტიანო რონალდუმ “ოქროს ბურთის” სამეულში?

როგორც იცით, 11 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. “ოქროს ბურთი” ლიონელ მესის გადაეცა, მეორე ადგილი კრიშტიანო რონალდუმ დაიკავა, მესამე – ნეიმარმა.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, გაირკვა, თუ რომელი ფეხბურთელები შეიყვანა სამეულში პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისს კაპიტანმა, კრიშტიანო რონალდუმ.

ფიფას ვებ-გვერდის ცნობით, “რეალის” თავდამსხმელმა ასეთი არჩევანი გააკეთა:

1. კარიმ ბენზემა
2. ხამეს როდრიგესი
3. გარეტ ბეილი

გარეტ ბეილი – პირველი ბრიტანელი, რომელმაც ლა ლიგის ერთ სეზონში ორი ჰეთ-თრიქი გაიფორმა

9 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “დეპორტივო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 5:0 დაამარცხა. შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოახერხა გარეტ ბეილმა, რომელმაც სტუმართა კარი 22-ე, 49-ე და 63-ე წუთებზე დალაშქრა.

აღსანიშნავია, რომ გარეტ ბეილი პირველი ბრიტანელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლა ლიგის ერთ სეზონში ჰეთ-თრიქი ორჯერ გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ უელსელმა ფეხბურთელმა 20 დეკემბერს “რაიო ვალეკანოს” ოთხი გოლი გაუტანა.

ბეილის კარიერაში პირველად – 4 გოლი ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში

20 დეკემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “რაიო ვალეკანო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 10:2 დაამარცხა. შეხვედრაში პოკერის გაფორმება მოახერხა გარეტ ბეილმა.

აღსანიშნავია, რომ უელსელმა ფეხბურთელმა შიდა ჩემპიონატის ერთ მატჩში ოთხი გოლის გატანა კარიერაში პირველად მოახერხა.

შეგახსენებთ, “რეალში” გადასვლამდე, ბეილი “ტოტენჰემისა” და “საუთჰემპტონის” ღირსებას იცავდა.

მსოფლიოს ათი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი ცნობილია

საფეხბურთო ვებ-გვერდმა sporticos.com-მა მსოფლიოს ათი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა შორის პირველ ადგილს მადრიდის “რეალის” შემტევი გარეტ ბეილი იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ათეულში ბეილის გარდა “სამეფო კლუბის” კიდევ ორი ფეხბურთელი მოხვდა. ასევე, ყველაზე სწრაფებს შორის “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები დასახელდნენ.

1. გარეტ ბეილი – 36.9 კმ/სთ
2. იურგენ დამი – 35.2 კმ/სთ
3. ანტონიო ვალენსია – 35.1 კმ/სთ
4. აარონ ლენონი – 33.8 კმ/სთ
5. კრიშტიანო რონალდო – 33.6 კმ/სთ
6. ტეო უოლკოტი – 32.7 კმ/სთ
7. ლიონელ მესი – 32.5 კმ/სთ
8. უეინ რუნი – 31.2 კმ/სთ
9. ფრენკ რიბერი – 30.7 კმ/სთ
10. სერხიო რამოსი – 30.6 კმ/სთ

en

ბეილი “პარი სენ-ჟერმენთან” ვერ ითამაშებს

მადრიდის “რეალის” შემტევი გარეტ ბეილი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.

უელსელ ფეხბურთელს კუნთზე დაზიანება აქვს, რის გამოც პსჟ-სთან მატჩის გარდა, 24 ოქტომბერს, პრიმერა დივიზიონში, “სელტასთან” გასამართ შეხვედრასაც გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენი” “რეალს” საკუთარ მოედანზე 21 ოქტომბერს მიიღებს.

გარეტ ბეილმა პატარა ფეხბურთელს ლამაზი გოლი გაუტანა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” უელსელი ფეხბურთელი გარეტ ბეილი ბავშვებს შეხვდა, ერთ-ერთ მათგანს კი მშვენიერი გოლი გაუტანა.

გარეტ ბეილმა უელსის ნაკრებს კვიპროსთან 82-ე წუთზე მოაგებინა(ვიდეო)

3 სექტემბერს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, კვიპროსის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე უელსი მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრში ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე უელსელთა ლიდერმა გარეტ ბეილმა გაიტანა.