“რეალის” ახალ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს საკუთარი გუნდის რიგებში “იუვენტუსის” ფორვარდი, ალვარო მორატას ხილვა სურს. AS-ის ინფორმაციით ამის შესახებ ბენიტესი ფლორენტინო პერესს ესაუბრა.
მორატა მადრიდული კლუბის აღზრდილია და “ბებერი ქალტაბონის” რიგებში დასრულებული სეზონის წინ 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. კლუბებს შორის გაფრომებული შეთანხმების მიხედვით, მოთამაშის დასაბრუნებლად “რეალს” 30 მილიონი ექნება გადასახდელი. თუმცა, საკითხს ართულებს ის ფაქტი, რომ თავად მორატას იტალიური გუნდის დატოვება არ სურს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “რეალი” გათამაშებას სწორედ მორატას მიერ გატანილი ორი გოლის შემდეგ გამოეთიშა.