რამოსი: “ბენზემას პენალტი ამიტომ დავუთმე”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეორე ტურში “რეალმა” “ჟირონა” 4-1 დაამარცხა. “ბლანკოსმა” ორი პენალტი გამოიყენა: პირველი – სერხიო რამოსმა, მეორე – კარიმ ბენზემამ.

გუნდის კაპიტანმა განმარტა, რატომ დაუთმა კარიმს მეორე პენალტის დარტყმის უფლება.

“ახლა მე პირველი დამრტყმელი ვარ, ის კი, მეორე. შენ არ უნდა იყო შურიანი და უნდა იყო კარგი თანაგუნდელი. სწორედ ეს ახასიათებს ბენზემას. ამას ვაფასებ და ამიტომ დავარტყმევინე ჩემს გუნდელს თერთმეტმეტრიანი,” – ამბობს რამოსი.

 

კარიკატურა: რონალდუს “რეალის” პენალტების დარტყმა მაინც უნდა!

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეორე ტურის მატჩში “რეალმა” “ჟირონა” 4-1 დაამარცხა. თერთმეტმეტრიანების გამოყენება მოახერხეს სერხიო რამოსმა და კარიმ ბენზემამ.

ადრე, პენალტებს “ბლანკოსში” რონალდუ ურტყამდა. ომარ მომანის აზრით, გოლს მოწყურებულ რონალდუს ასეთი რეაქცია ჰქონდა მაშინ, როცა ბურთთან დასარტყმელად რამოსი და ბენზემა მივიდნენ.

 

კარამბეუ: “სირცხვილია, რომ ბენზემა მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს”

კარიმ ბენზემა მსოფლიოს ჩმეპიონატზე არ ითამაშებს. მთავარი მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, კრისიტიან კარამბეუ.

“გრიზმანმა ევროპა ლიგაზე შესანიშნავად ითამაშა. ის ნამდვილი ლიდერი იყო. თუმცა, ჩვენ გვჭირდება ბენზემა, რათა გავიტანოთ გოლები. გამტანების დეფიციტი გვაქვს. გვყავს ჟირუ, ჟინიაკი. მაგრამ ისევ არ ვფიქრობთ ბენზემაზე. ის ჩვენს განაცხადში არაა. რა თქმა უნდა, ვუგულშემატკივრებ ჟირუს, გრზიმანს, მბაპეს, მაგრამ მაკლია ბენზემა. დეშამს ადრე ჰქონდა გეგმა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარიმს არ ეთამაშა. მაგრამ “რეალში” ის შესანიშნავად გაისარჯა და ახლა რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე არაა, ეს სირცხვილია,” – ამბობს კარამბეუ.

მანე-ფირმინო-სალაჰის ტრიომ BBC-ს რეკორდი დაამხო

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში რომის “რომა” მერსესაიდის “ლივერპულს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 4-2 დაამარცხა. თუმცა, ორი მატჩის ჯამში – 7-6 ინგლისელთა სასარგებლოდ და ფინალში სწორედ იურგენ კლოპის გუნდი გავიდა.

“ლივერპულის” მხრიდან ერთ-ერთი გოლი სადიო მანემ გაიტანა. საბოლოოდ, ეს გოლი ინგლისელთა ტრიოსთვის (მანე-ფირმინო-სალაჰი) ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში რიგით 29-ე აღმოჩნდა. აქამდე ასეთი შედეგი არავის ჰქონია. იურგენ კლოპის შემტევებმა დაამხეს მადრიდის “რეალის” ტრიოს (ბეილი, ბენზემა რონალდუს) მიღწევა – ერთ სეზონში გატანილი 28 გოლი. ამის გაკეთება “ბლანკოსის” დამრტყმელმა ძალამ 2013/2014 წლების სეზონში მოახერხა.

 

კარიკატურა: ბენზემას “რეალი” მე-13-სკენ მიჰყავს

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში “რეალმა” “ბაირნთან” ფრე (2-2) გააგორა, რაც “ბლანკოსისთვის” ფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. ესპანელების მხრიდან ორივე გოლის ავტორი კარიმ ბენზემა გახდა.

ZEZO ფრანგ თავდამსხმელსა და “რეალის” კარის დარაჯ კეილორ ნავასზე კარიკატურას გვთავაზობს.

 

“პსჟ” კარიმ ბენზემას უმიზნებს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ განაცხადა, რომ ზაფხულში გუნდს აუცილებლად დატოვებდა. ამის შემდეგ, ფრანგებმა მისი შემცვლელის ძიება დაიწყეს.

როგორც Le10Sport-ი წერს, პარიზელთა ერთ-ერთი სამიზნე კარიმ ბენზემაა. მადრიდის “რეალის” შემტევს საშნელი სეზონი აქვს. მან ლა ლიგა სანტანდერის 25 შეხვედრაში მხოლოდ ხუთი გოლი გაიტანა. ზინედინ ზიდანი მას ისე ვეღარ ენდობა, როგორც ადრე და თანამემამულეს სათამაშო დროც შეუმცირა. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ კარიმი 30 წლისაა და ნელ-ნელა ასაკში შედის. უცნობია, შედგა თუ არა კავშირი ორ მხარეს შორის.

აქვე შეგახსენებთ, რომ “პსჟ” კავანის შემცვლელად რობერტ ლევანდოვსკისა და მოჰამედ სალაჰსაც განიხილავს.

ზიდანი: “რონალდუ სხვა გალაქტიკიდანაა”

დღეს მადრიდის “რეალმა” ლა ლიგა  სანტანდერის 28-ე ტურში “ეიბარი” სტუმრად, კრიშტიანუ რონალდუს დუბლით, 2-1 დაამარცხა.

დაპირისპირების შემდეგ ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რონალდუ სხვა გალაქტიკიდანაა. მან იცის, როგორ უნდა გაიტანო საჭირო მომენტში. ის უნიკალური და განსაკუთრებულია. პორტუგალიელის სტატისტიკა აჩვენებს, რას წარმოადგენს იგი. კრიშტიანუს შემართება ხაზგასასმელია. თუ ორს გაიტანს, უნდა მესამეც! ისკო და ბეილიც კარგად გაისარჯნენ, თუმცა ჰქონდათ ხარვეზები. ეს გასაკვირი არაა, რადგან ბურთს დიდ ხანს ვერ ვფლობდით და ეს ყველა მოთამაშეს დაეტყო. მათ იბრძოლეს და გაისარჯნენ, რაც დასაფასებელია. მოდრიჩს კარგი მატჩი ჰქონდა. ის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა,” – ამბობს “ზიზუ”.

კარიკატურა: ვის ვიდეოებს აჩვენებს ზიდანი ბენზემას, რათა “მიზანი გაასწოროს”?

კარიმ ბენზემა ძალიან ცუდ ფორმაშია. ფრანგს ლა ლიგაში გოლები ვერ გაჰქონდა და ახლა ამას ტრავმაც დაემატა.

ZEZO გვთავაზობს კარიკატურას, რომლის მიხედვითაც ზინედინ ზიდანი თავის თანამემამულეს ასე ასწავლის გატანას.

 

ვარანი: “ბენზემას ნაკრებში გამოუძახებლობა? ამის შესახებ დეშამს ჰკითხეთ”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მე-13 ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “მალაგა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 3-2 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ, “ბლანკოსის” ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვიცით, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია. გუნდები, რომლებიც “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩამოდიან, ცდილობენ, ბოლომდე დაიხარჯონ. აქ ასპარეზობა, უფრო და უფრო, რთულდება, თუმცა ნებისმიერი მეტოქისთვის ერთნაირად დიდი შემართებით ვემზადებით.”

“ბენზემას ნაკრებში გამოუძახებლობა? ამის შესახებ დიდიე დეშამს ჰკითხეთ. ის ფანტასტიკური მოთამაშეა. თუმცა, მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია, მოირგებს თუ არა, ნაკრების ფორმას კარიმი. ჩვენთვის ამაზე არასდროს უკითხავს ან უსაუბრია,” – აცხადებს რაფაელი.

კარიმ ბენზემა: “იღბლიანი დღე მქონდა”

ნიქოზიის “აპოელის” დამარცხების შემდეგ, დუბლის ავტორი, კარიმ ბენზემა ჟურნალისტებს ესაუბრა.

“ფორვარდები მხოლოდ გატანაზე არ ფიქრობენ. მათი დანიშნულება მარტო ეს არაა. თუ მე ჩემს გუნდელებს პასებითა და გადაადგილებებით დავეხმარები, ამით გუნდს დიდ სარგებელს მოვუტან. ამიტომ, ამაზე არასდროს ვამბობ უარს. დღეს იღბლიანი ვიყავი, რადგან ორი გოლი გავიტანე და სხვა სასარგებლო საქმეც შევასრულე. მინდა, ასე გავაგრძელო. გოლები დიდ ძალას მაძლევს.”

“ახლა უფრო თავდაჯერებულები ვართ, რაგდან კარგად ვითამაშეთ. ჩვენ შევაგდეთ ექვსჯერ და ვერცერთხელ გაგვიტანეს. ეს შესანიშნავია!” – ამბობს კარიმი.

ზინედინ ზიდანის პრესკონფერენცია “აპოელთან” შეხვედრამდე

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრები შედგება. ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალი” ნოქოზიის “აპოელს” დაუპირისპირდება.

თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა.

“მადრიდული დერბი რთული გამოდგა. გასაგებია, რომ ბენზემამ ცუდი შეფასება მიიღო, თუმცა, დამიჯერეთ, ის გუნდში პირველია, რომელსაც გაცილებით მეტის ჩვენება და გაკეთება უნდა, ვიდრე ამას ახლა ახერხებს. აქ ვარ, რათა დავეხმარო ყველა მოთამაშეს, არა მხოლოდ კარიმს.”

“გუნდში ახალაგზრდა ფეხბურთელები გვყავს. ერთ-ერთი ასეთი ასენსიოა, რომელსაც სათამაშო დრო ნამდვილად მოემატა. ის ყოველ დღე ვითარდება. ასევე, აღვნიშნავ დანი სებალოსის პროგრესს, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. ამ გუნდში ყველას შეუძლია, რომ მაღალ დონეზე, სტაბილურად ითამაშოს.”

“ვიცით, ჩვენი სამუშაოს სირთულე. მადრიდის “რეალს” წარმოვადგენთ და გაცილებით მეტი ძალისხმევის გამოჩნეა გვმართებს, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ; ის დიდი შედეგი, რომელსაც ხალხი ელოდება. ყველას უნდა, რომ მეტი ითამაშოს. ჩემი გუნდის წევრები შანსებს ელიან. სწორედ მე გადავწყვეტ, ვინ რამდენ ხანს გავა მოედნაზე. ესაა ჩემი საქმე. ერთადერთს, რასაც სპორტსმენებს ვთხოვ, ისაა, რომ, როცა ვეტყვი, მოემზადონ და მაქსიმალურად კონცენტრირდნენ.”

“აპოელი” მშვენიერი გუნდია. მათ დაამტკიცეს, რა შეუძლიათ. მათ ჩემპიონატს არ ვუყურებ და კლუბის შესაძლებობებზე, იქიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე ყოფნას ისინი ნამდვილად იმსახურებენ. “ბერნაბეუზე” მათ კარგად ითამაშეს. ხვალ რთული მატჩი გველის და მას მომზადებულები უნდა შევხვდეთ,” – ამბობს “ზიზუ”.

 

ბენზემა “ატლეტიკოსთან” გაკეთებულ მოძრაობაზე: “ასეთ რამეს ყოველთვის ვერ ნახავთ”

გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მადრიდის “რეალი” თანაქალაქელ “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა და ორი შევხედრის ჯამში მეტოქე ანაგრიშით, 4-1 დაამარცხა. განმეორებითი მატჩი ანგარიშით, 1-1 დასრულდა. “ბლანკოისის” მხრიდან ერთადერთი გოლი ისკო ალარკონმა კარიმ ბენზემას ლამაზი მოძრაობის შემდეგ გაიტანა.

ფრანგმა აღნიშნულ მომენტში შესანიშნავი ფინტი გააკეთა, რომლითაც სამ მცველს გასცდა. ბენზემამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს სწორედ ეს მოძრაობა გაიხსენა.

“ჩემი აზრით, ეს ტალანტისა და თავდაჯერებულობის ნაზავი იყო. სწორედ, ეს ორი რამ დამეხმარა, რომ სამი ფეხბურთელი მომეტყუებინა და შეტევა გამემწვავებინა. ასეთი მომენტების ნახვა ყოველ დღე არ შეგიძლიათ. ვფიქრობ, ლამაზი წამები გამოვიდა. ჩემი თავის დავიჯერე და ეს შევძელი,” – ამბობს კარიმი.