ბილბაოს საკრებულომ გამოაცხადა, რომ უეფამ ეს ესპანური ქალაქი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქებიდან მოხსნა.
“დღეს უეფამ ოფიციალურად გვაცნობა, რომ სტადიონი “სან მამესი” ევრო-2020-ის მასპინძელ არენათა სიიდან ამოღებულია”, – წერია ბილბაოს საკრებულოს ვებგვერდზე.
ევრო-2020 გასულ წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსული პანდემიის გამო ტურნირი 2021 წლის ზაფხულში გადმოიტანეს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში, ევროპის 12 ქალაქში უნდა ჩატარებულიყო: ლონდონი, გლაზგო, დუბლინი, კოპენჰაგენი, ამსტერდამი, მიუნხენი, ბილბაო, რომი, ბუდაპეშტი, ბუქარესტი, სანქტ-პეტერვურგი, ბაქო.