კომპანია RMG “სიონის” გვერდით – გენერალურმა სპონსორმა კლუბს დაფინანსება გაუზარდა

კომპანია RMG ბოლნისის საფეხბურთო კლუბ სიონის გენერალური სპონსორი 2018 წელს იქნება. განახლებული სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი მხარეებმა დღეს RMG-ს სათაო ოფისში მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ კლუბს RMG გაზრდილი სასპონსორო თანხით უზრუნველყოფს და მის განვითარებაზე იზრუნებს.

პირველი შეთანხმება კომპანია RMG-სა და ბოლნისის საფეხბურთო კლუბ “სიონს” შორის 2016 წელს გაფორმდა, მაშინ, როდესაც გუნდს ყველაზე ძალიან უჭირდა. ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებულ “სიონში” ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ტყავაძე დაინიშნა. მან გუნდი ფაქტობრივად ახლიდან შექმნა.

სირთულეების მიუხედავად, ბოლნისური გუნდი სეზონის მანძილზე ლიდერებს შორის იყო. გუნდმა გულშემატკივრების გახარება სეზონის ბოლოს შეძლო და ეროვნულ ლიგაში ზუსტად ერთ წელში დაბრუნდა.

Fcsionibolnisi.Com

“სიონმა” ლიცენზირება წარმატებით გაიარა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბების ლიცენზირების პროცესი დაასრულა. ბოლნისის “სიონმა” 2018 წლის სალიცენზიო ციკლი წარმატებით გაიარა. ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით ს/კ “სიონს” მიენიჭა ეროვნული

ლიცენზია, რომლის თანახმად კლუბი პრო და “ა” ლიცენზიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისური კლუბი ეროვნულ ლიგაში იასპარეზებს. “სიონმა” ბათუმის “დინამოს” ორმატჩიან დუელში აჯობა და ელიტაში დაბრუნდა.

ბოლნისის “სიონის” პრესსამსახური

ტატანაშვილი „სიონის“ სრულყოფილი ფეხბურთელია

32 წლის თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და სეზონის დარჩენილ ნაწილს კვლავ ბოლნისის „სიონში“ გაატარებს, თანაც, ამჯერად ის ბოლნისელთა უკვე სრულფასოვანი ფეხბურთელი იქნება.

ცნობისთვის, გამოცდილმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონი იჯარით სწორედ „სიონში“ დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც – უმაღლესი ლიგის ცამეტ მატჩში მის ანგარიშზე რვა გოლია.

ბათუმის „დინამოსა“ და „სიონის“ გარდა, სხვადასხვა პერიოდში ტატანაშვილი თბილისის „სპარტაკის“, „ამერის“, „ვიქტორია პლზენის“, ჩეხური „კლადნოს“, ზაპოროჟიეს „მეტალურგის“, თბილისის „დინამოს“, რუსთავის „მეტალურგისა“ და „ზესტაფონის“ რიგებში თამაშობდა.

„სიონი“ ბოლნისში ბრუნდება

2015/16 წლების სეზონის საქართველოს უმაღლესი ლიგის გათამაშების საშინაო შეხვედრებს ბოლნისის „სიონი“ საშინაო სტადიონზე ჩაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ბოლნელთა ოფიციალურმა ვებსაიტმა დაადასტურა.

დღეს ბოლნისის სტადიონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელმა დიმიტრი ბოკერიამ მოინახულა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ „სიონს“ საკუთარ სტადიონზე მატჩების ჩატარების უფლება მიეცემა.

ამავადროულად სთქმელია, რომ ბოლნისის წარმოადგენელი საშინაო შეხვედრებს თავის ქალაქში მხოლოდ ორი თვის განამვლობაში გამართავს, რის შემდეგაც გორში გადასვლა მოუწევს.

ცნობისთვის, საქართველოს ჩემპიონატის პირველი საშინაო მატჩი „სიონს“ ქობოლეთის „შუქურასთან“ უწევს.

შეგახსენებთ, რომ „სიონს“ საკუთარ მოედანზე 2012/13 წლების სეზონის შემდეგ არ უთამაშია. ამ დროის განმავლობაში კლუბი საშინაო შეხვედრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ატარებდა.

ლადო ბურდული: „შესაძლოა, შეთამაშების პრობლემა გვქონდეს“

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში თურქეთის შეკრებიდან ჩამოსული ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელის ლადო ბურდულის პრესკონფერენცია შედგა.

„ძალიან ბევრი ახალწვეული გვყავს. აქედან გამომდინარე,, შესაძლოა, შეთამაშების პრობლემა გვქონდეს.

შეკრება ნაყოფიერი გამოგვივიდა. კლუბის ხელმძღვანელობას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. უკვე მესამე წელია ჩვენ შეკრებას თურქეთში, კერძოდ, ბელეკში გავდივართ, სადაც საუკეთესო პირობები გვაქვს. ერთ-ერთი კარგი სპარინგები ჩვენ გვქონდა. ძლიერ მეტოქეებს შევხვდით, რომელთა შორისაც იგივე ბელორუსის „ბატე“ იყო. გამოსაყოფია უზბეკეთის „ლოკომოტივი“, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში ამჟამად მეორე ადგილს იკავებს და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის.  ბოლო მატჩი მოლდოვის „შეტიფთან“ გავმართეთ. ჩვენი ევროპელი მეტოქეები ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე სტაბილურად გამოდიან. სუსტ მეტოქეებთან თამაში არც გვსურდა.

შევხვდით რუმინეთის ნაკრებსაც, რომლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან მადლობის წერილი მივიღეთ. მან ჩემპიონატში წარმატება გვისურვა.

თურქეთში ძალიან გაუკვირდათ, რომ ჩემპიონატში ასეთ ადგილს ვიკავებთ. მათ ეს იმით ავუხსენი, რომ „სიონი“ ჯერ შენების პროცესშია.

ჩვენი მოთამაშეებით რამდენიმე ცნობილი ევროპული კლუბი ინტერესდება. რა თქმა უნდა, მათი დარჩენა კარგი იქნება, თუმცა ამ ბიჭების ევროპაში თამაში საქართველოს ნაკრებსაც გამოადგება“, – განაცხადა ბოლნისელთა დამრიგებელმა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ „სიონმა“ კლუბის 9 ახალწვეული წარადგინა. საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრიდან ბოლნისელებს გიორგი მიქაბერიძე, დათა სიჭინავა, დაჩი ცნობილაძე, გიორგი ჭანკოტაძე, ალექსანდრე გურეშიძე, ცოტნე თებურია, დავით საჯაია დახმარებიან. გარდა ამისა, „სიონის“ რიგებში ორი ლეგიონერიც ითამაშებს – ლადო ბურდულის გუნდს ბრაზილიელი ენდრიუ არაუჟო და პორტუგალიელი ლუის ალბერტო იეირა მედინა შეუერთდნენ.

IMG_6976

IMG_6962
IMG_6959

IMG_7024

 

IMG_7014

 

IMG_6999

იხილეთ საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

პირველი წრის შეჯამება: სიონი

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ჩვენი შემდეგი სტუმარი ბოლნისის “სიონი” იქნება.

მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი ბოლნისური კლუბისთვის წარმატებულად ვერ ჩაითვლება. “სიონმა” ასპარეზობა ევროტურნირებით დაიწყო, საიდანაც პირველივე ეტაპიდან გამოვარდა. ალბანური “ფლამურტარის” ბარიერი “სიონმა” ვერ დაძლია, შემდეგ მცირე ხანს შეისვენა და ეროვნულ ჩემპიონატში ჩაება.

ბოლნისური კლუბი შარშანდელი სეზონის შემდეგ რამდენიმე წამყვანმა მოთამშემ დატოვა, ცვლილებები განსაკუთრებით დაცვის ხაზს შეეხო. თუმცა, სეზონის მსვლელობისას ბოლნისელები საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერდნენ. დაცვაში ხიზანეიშვილი-კვარაცხელიას წყვილს ალბათ ნებისმიერი ქართული გუნდი ინატრებდა. შეტევაში კი ბოლნისურ კლუბს დავით სირაძე ჰყავდა, რომელმაც “სიონი” უკვე დატოვა და კარიერასაც დიდი აბლათობით რუსეთში გააგრძელებს.

მიუხედავად საკმაოდ ბრძოლისუნარიანი, პირველი ეტაპი “სიონმა” 14 ქულით მე-14 პოზიციაზე დაასრულდა, რაც ამ გუნდს და მის ახლანდელ ბირთვს ნამდვილად არ შეეფერება. ბურდულის შეგირდებმა ჩემპიონატი “ჩიხურასთან” მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო, თუმცა დარჩენილ შეხვედრებში მოგება მხოლოდ ორჯერ მოახერხეს.

წარუმატებელი იყო ბოლნისელთა სათასო ასპარეზობაც. როგორც ევროტურნირების მონაწილე “სიონი” დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო. ბოლნისელები ურთიერთობას “ვიტ ჯორჯიასთან” არკვევდნენ და მცხეთაში განცდილი მინიმალური მარცხის შემდეგ, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ ნომინალურად საშინაო შეხვედრაში ფრედ, 3:3 ითამაშეს და მომდევნო ეტაპზე “ვეტერინარები” გაუშვეს.

სტადიონის თემას შევეხეთ და ისიც აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ მიმდინარე სეზონში ბოლნისლეები მეტოქეებს ორ სტადიონზე “მიხეილ მესხზე” ან როგორც უკვე ვთქვით გორის ცენტრალურზე მასპნიძლობენ. ასე რომ, საშინაო ასპარეზის არქონაც შეიძლება ჩაითვალოს უარყოფითი შედეგის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად. საუბრობენ, რომ ბოლნისეს სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე შესრულდება. საწყენია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ტრადიციული ქალაქი და სტადიონი ფეხბურთის გარეშეა დარჩენილი

1197

პირველ ეტაპზე “სიონის” საუკეთესო ბომბარდირი დავით სირაძე გახდა, რომელმაც 3-ჯერ შეძლო გოლის გატანა. უგოლოდ დაასრულა პირველი წრე ვილი ისიანმა. არადა, ახალგაზრდა შემტევზე ბოლნისელი გულშემატკივარი დიდ იმედებს ამყარებს. ისიანმა “ფლამურტარის” წინააღმდეგ ორივე შეხვედრაში შეძლო გატანა და ამიტომ მისგან ჩემპიონატშიც მეტ შედეგიანობას ელოდნენ.

სიონი_სპარტაკი_6923142424

 

ბოლნისელები მეორე ეტაპისთვის სავარაუდოდ თურქეთში მოემზადებიან. ლადო ბურდულმა გუნდში ცვლილებები და შემადგენლობის გაახალგაზრდავება, რაც ამ გუნდს ნადმვილად არ აწყენდა, ჯერ კიდევ ნოემბერში დაგვიანონსა.

ხიზანიშვილი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

ფაქტობრივად გადაწვყეტილია, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. 32 წლის ფეხბურთელი ბოლნისის “სიონის” ფეხბურთელი გახდება.

ხიზანიშვილის დამატატება “ზესტაფონსაც” სურდა, თუმცა ფეხბურთელმა არჩევანი ლადო ბურდულის გუნდზე შეაჩრა.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ხიზანიშვილი ინგლისურ და შოტლანდიურ პრემიერლიგებში, ასევე თურქულ სუპერლიგაში ასპარეზობდა. საქართველოს ნაკრებში კი გამოცდილ მცველს 90 მატჩი აქვს ჩატარებული.

სიონმა დინამო, სამტრედია და ზესტაფონი გამოიწვია

Ice Bucket Challenge-ში საფეხბურთო კლუბი ბოლნისის “სიონი” ჩაერთო და კონკურენტები “დინამო თბილისი”, “სამტრედია” და “ზესტაფონი” გამოიწვია.

17 აგვისტო დინამოს ისტორიაში

17 აგვისტოს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურში დინამო თბილისი ბოლნისის სიონს უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
17 აგვისტოს დინამოს თავის ისტორიაში 14 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 5 მოგება, 6 ფრე და 3 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 26/16 თბილისელთა სასარგებლოდ.
1940 წელს დინამომ მოსკოვში ავტოქარხნელები 3:2 დაამარცხა. ტორპედოს გოლები ბერძენიშვილმა, ბერეჟნოიმ და პაიჭაძემ გაუტანეს. 1949 წელს მოსკოვში თანაკლუბელებმა თბილისელებს 4:1 მოუგეს. ერთადერთი გოლი თოდრიას ანგარიშზეა. 1952 წელს თბილისელებმა იმავე ანგარიშით მინსკელ თანაკლუბელებს აჯობეს. ჭკუასელმა ჰეთ თრიქი შეასრულა. ერთი გოლიც ვარდიმიადიმ გაიტანა. 1966 წელს მტკვრისპირელებმა დონის როსტოვის სკა-ს 3:1 აჯობეს. თავის გამოჩენა იამანიძემ (2) და მაისურაძემ მოახერხეს. 1970 წელს ჩვენი გუნდი ტაშკენტში დამარცხდა პახტაკორთან 1:2. თბილისელთაგან ზუსტად გივი ნოდიამ ითამაშა. მომდევნო წელს დინამომ რეხვიაშვილის დუბლით ბაქოს ნეფთჩი დაამარცხა. 1975 წელს დონის როსტოვთან შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. წერეთელმა გაიტანა გოლი. ორი წლის შემდეგ მოსკოვის ცსკა- თან მატჩი 2:2 მორჩა. გოლების ავტორები დარასელია და ყიფიანი გახლავთ. 1979 წელს ისევ დონის როსტოვის სკა და ისევ 1:1. ამჯერად გოლი დარასელიას ანგარიშზეა. მომდევნო წელს თბილისელები კიევის დინამოსთან დამარცხდნენ მინიმალური ანგარიშით 0:1, ხოლო 1988 წელს მატჩი მოსკოველ თანაკლუბელებთან უგოლოდ დასრულდა.
1990 წელს დინამომ შვიდი ბურთი გაუტანა ცხინვალის ლიახვს. რევიშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა, გია ჯიშკარიანმა დუბლი, თითო გოლი კი ყაველაშვილმა და კერძევაძემ გაიტანეს. 2003 წელს დერბი ვიტ ჯორჯიასთან გატანილი გოლების გარეშე მორჩა. 2013 წელს მატჩი გორში დილასთან ფრედ 1:1 დასრულდა. ზუსტი დარტყმა დვალის ანგარიშზეა.

file (1)

fcdinamo.ge

ვილი ისიანის ულამაზესი გოლი “ფლამურტარის” კარში

4 ივლიის, ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბოლნისის “სიონსა” ალბანურ “ფლამურტარს” შორის გამართულ შეხვედრაში ვილი ისიანმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.

სიონი VS დინამო რუსთავში გაიმართება

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VIII ტურის კალენდარული შეხვედრა დინამო თბილისსა და ბოლნისის სიონს შორის 6 ოქტომბერს რუსთავში, ფოლადის სტადიონზე გაიმართება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.

FCDinamo.GE