ბალოტელი: “ჩემი მოვალეობა ისაა, რომ “მილანს” ვულიდერო”

იტალიური “მილანის” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი აცხადებს, რომ მისი მოვალეობა “როსონერის” ლიდერობაა.

შეგახსენებთ, რომ “შავ-წითლებმა” 15 თებერვალს საკუთარ მოედანზე “ბოლონია” მიიღეს და მეტოქე მარიო ბალოტელის მიერ გატანილი ულამაზესი გოლის წყალობით დაამარცხეს.

“კარისკენ გავიხედე და დავინახე, რომ მეკარე ცოტათი წინ იყო გამოსული. ამიტომ, მთელი ძალით დავარტყი და საბედნიეროდ, გოლიც გავიტანე. მიხარია, რომ მწვრთნელი მენდობა. ჩემი მოვალეობა კი, “მილანის” ლიდერობაა”, – ამბობს ბალოტელი.

„მილანმა“ „ბოლონია“ ბალოტელის ზღაპრული გოლით დაამარცხა

იტალიის სერია А-ს 24-ე ტური „მილანსა“ და „ბოლონიას“ შორის გამართული მატჩით გაიხსნა. შეხვედრა „როსონერის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი მასპინძელთა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ 86-ე წუთზე გაიტანა. იტალიელ ფეხბურთელს ზღაპრული სილამაზის გოლი გამოუვიდა – შორი მანძილიდან ბურთი მეტოქე გუნდის კარის „ცხრიანში“ „დააჭედა“.

ამ გამარჯვების შემდეგ „მილანმა“ 32 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. „ბოლონია“, რომელსაც 21 ქულა აქვს, მე-16 პოზიციაზე გახლავთ.

იტალიის სერია А
24-ე ტური
„მილანი“ — „ბოლონია“ 1:0 (0:0)

გოლი: ბალოტელი 86′.
გაფრთხილებები: ძაკარდო 85′ — ნატალი 48′, პერესი 88′, ფრიბერგი 90+2′.

ჭანტურია “ბოლონიას” უახლოვდება

“ვიტესის” ქართველი შემტევია გიორგი ჭანტურია დიდი ალბათობით კარიერას იტალიურ “ბოლონიაში” გააგრძელებს. ამ ინორმაციას მისი აგენტი, კარლო კავალიერიც ადასტურებს იტალიურ პრესასთან საუბრის დროს.

“შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა, სადაც უკვე დეტალებზე მოხდა საუბარი. სიახლეებს დღეს ან ხვალ უნდა ველოდოთ. “ბოლონიას” გარდა ჭანტურია კიდევ ორ კლუბს აინტერესებს, თუმცა ამ ეტპაზე ჩვენ იტალიური კლუბის ვარიანტზე ვმსჯელობთ” – განაცხადა კავალიერიმ.

ჭანტურიას სავარაუდო სატრანსფერო ფასი 1 200 000 ევროა.

ბოლონია ჭანტურიაში 1 მილიონ ევროს იხდის

gazzeta dello sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,” ბოლონია” შეტევის გაძლიერებას აპირებს და ნელსონ ვალდესისა და გიორგი ჭანტურიას შეძენას შეეცდება. იტალიური გაზეთის ცნობით ზამთრის სატრასფერო ფანჯრის დროს “ვიტესი” ჭანტურის გაყიდის,სანაცვლოდ კი მილიონ ევროს მიიღებს.

“ბოლონია” 19 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება და მათი მთავარი მიზანი Seria A-ში დარჩენაა,ხოლო “ვიტესი” 18 ტურის შემდეგ ერედევიზიაში 3 ადგილს იკავებს.

ჭანტურია კარიერას საფრანგეთში ან იტალიაში გააგრძელებს

უცხოური პრესის ცნობით გიორგი ჭანტურიამ შესაძლოა „ვიტესი“ დატოვოს და კარიერა რომელიმე ტოპ-ლიგაში გააგრძელოს. საუბარია ფრანგულ და იტალიურ ვარიანტებზე კერძოდ კი „მონპელიესა“ და „ბოლონიაზე“.

უცხოელი კოლეგები უპირატესობას იტალიურ ვარიანტს ანიჭებენ.

აქვე გეტყვით, რომ „ვიტესი“ დღეს „ზვოლეს“ დაუპირისპირდება და დიდი შანსია ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.

„ბოლონიას“ ახალი თავკაცი ჰყავს

იტალიური „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავიდე ბალარდინი დაინიშნა. კლუბმა 50 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ბალარდინი უკანასკნელად „ჯენოაში“ მუშაობდა, რომელსაც 2013 წლის პირველ ნახევარში ხელმძღვანელობდა. იტალიაში ის თავისი ემოციური ჟესტიკულაციით არის ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „ბოლონიას“ სტეფანო პიოლი თავკაცობდა, რომელიც კლუბიდან დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში „ბოლონიას“ 15 ქულით მე-17 პოზიცია აქვს დაკავებული. მომდევნო ტურში ბოლონიელები რომის „ლაციოს“ უმასპინძლებენ. სხვათა შორის, ბალარდინი 2009/10 წლებში სწორედ რომაულ კლუბს ხელმძღვანელობდა. მატჩი 11 იანვარს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

“ბოლონია” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

იტალიური “ბოლონია” მთავარ მწვრთნელს, 48 წლის სტეფანო პიოლის დაემშვიდობა. პიოლიმ გუნდი 2011 წლის ოქტომბერში ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში 18 ტურიშ შემდეგ “ბოლონია” მეჩვიდმეტე ადგილზეა და სულ სამი გამარჯვება აქვს მოპოვებული. კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ცუდი შედეგების გამო იქნა მიღებული.

უახლოეს მომავალში “ბოლონიას” ახალი მწრთნელი ეყოლება. განიხილება ბალარდინი კანდიდატურა.

აბატე: “მილანი” არასოდეს ნებდება”

იტალიური “მილანის” მარჯვენა მცველი, იგნასიო აბატე “ბოლონიასთან” გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა და თქვა, რომ “როსონერი” არასოდეს ნებდება.

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს, “ბოლონიამ” “მილანი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობითაც ამარცხებდა, თუმცა 89-ე და 92-ე წუთებზე, რობინიოსა და აბატეს გოლების წყალობით, სტუმრებმა ანგარიში საყაიმო გახადეს.

“მილანს” უზარმაზარი გული აქვს. ჩვენ მწვრთნელის დავალებებს ვასრულებთ და კარგად ვთამაშობთ. კარგად გამოჩნდა, რომ არასოდეს ვნებდებით. გუნდში ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, ამიტომ არაფრის გვეშინია”, – აცხადებს აბატე.

ფეხბურთი და დიქტატორები

მსოფლიოს ცნობილი დიქტატორები თურმე მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური კარიერით არ ინტერესებოდნენ და ფეხბურთის დიდი ფანებიც ყოფილან. ამის შესახებ უცხოურ პრესაში არაერთი სტატიაა დაწერილი, სადაც ფაქტებით ასაბუთებენ ამა თუ იმ დიქტატორის ფეხბურთისადმი სიყვარულს.

ლი­ბი­ის ყო­ფი­ლი დიქ­ტა­ტო­რის მუ­ა­მარ კა­და­ფის ცხოვრება გაცილებით უცნაური და საიდუმლოებებით მოცულია, ვიდრე ეს ერთი შეხევდვით ჩანს.

ბრიტანულ პრესაში ლიბიელი ექს-დიქტატორის სიცოცხლის ბოლო წუთების ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც ნათლად ჩანს, რომ კადაფის “ლივერპულის” ლოგოს გამოსახულებიანი ფინჯანი ჰქონდა. სურათი იმ ადგილზეა გადაღებული, სადაც კადაფი 2-კვირის განმავლობაში იმალებოდა.

ეს კადაფის ოჯახის მერსისაიდულ კლუბთან დაკავშირების პირველი შემთხვევა არაა. 2002 წელს მაშინ, როდესაც კადაფის შვილი – საადი იტალიის სერია A-ში და ლიბიის ეროვნულ ნაკრებში გამოდიოდა, ხშირად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ “ლივერპულში” ლიბიური ინვესტიციები ჩაიდებოდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, კადაფის “ლივერპულისადმი” სიყვარული ჯერაც საიდუმლოებებით მოცულია.

Daily Mirror-ის რეპორტიორის განცხადებით, კადაფს “ევერტონის” მიმართაც ჰქონია გარკვეული სიმპათიები მით უფრო მას შემდეგ, რაც “ლურჯებმა” 1979 წელს ლიბიური ტურნე მოაწყვეს.

მუამარ კადაფი პირველი პოლიტიკური ფიგურა არ არის, ვისაც საფეხბურთო კლუბის ფანობას “აბრალებენ”. მწერალ ადამ რობინსონი “ალ ქაიდას” ლიდერ ოსამა ბინ ლადენზე წერს, რომ ის თავის დროზე ლონდონის “არსენალს” ქომაგობდა. მიუხედავად იმისა, რომ “მეთოფეთა” ფანებმა ბინ ლადენის მისამართით სკანდირებდნენ (“ოსამა, ვოაჰ-ვოაჰ, ოსამა, ვოაჰ-ვოაჰ, ის იმალება ქაბულში და მას უყვარს “არსენალი”), “ალ ქაიდას” ლიდერს “არსენალის” მიმართ განსაკუთრებული ერთგულება არ გამოუხატავს.

1936 წლის 7 აგვისტოს ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე გერმანიის ნაკრები ნორვეგიის ნაკრებს ხვდებოდა. სტადიონზე ერთი გამორჩეული სტუმარი იყო – ადოლფ ჰიტლერი. ეს იყო ფაშისტური გერმანიის ლიდერისთვის  საფეხბურთო მატჩზე პირველი სტუმრობა. იმ მატჩში გერმანელები 0:2 დამარცხდნენ. როგორც ცნობილია, ჰიტლერი “შალკეს” ფანი იყო, თუმცა ამის დამასაბუთებელი მასალა არ არსებობს. ჰიტლერის მმართველობის პერიოდი “ხუმარების” ოქროს ხანა იყო, 1934-1942 წლებში “შალკემ” 6-ჯერ მოახერხა გერმანიის ჩემპიონობა.

ფაშისტური იტალიის ლიდერი ბენიტო მუსოლინი კი “ბოლონიას” ქომაგობდა. იტალიელი დიქტატორი ფორლიში დაიბადა, რაც სულ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული ქალაქ ბოლონიას.

ბოსნიის სერბეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი მილანის “ინტერის” ფანია. სერბი პოლიტიკოსი ამჟამად დაპატიმრებულია სამხედრო დანაშაულებების ბრალდებით.

ბექა დოგრაშვილი