მოურინიო იტალიელ ფეხბურთელში დიდ თანხას იხდის

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ იუნაიტედს” ბევრ ფეხბურთელს უკავშირებენ. მთელი მსოფლიო მოლოდინშია, როდის დადასტურდება პოლ პოგბას ტრანსფერი, რომელშიც ინგლისელები ასტრონომიულ თანხას, 120 მილიონ ევროს იხდიან.

გავრცელებული ხმების თანახმად, ჟოზე მოურინიოს, ფრანგი ნახევარმცველის გარდა, ლეონარდო ბონუჩის შეძენა სურს. 29 წლის მცველი რომ ძალიან მაღალი დონისაა, ეს მან დიდი ხნის წინ დაამტკიცა, მაგრამ “ევრო 2016”-ზე განსაკუთრებით კარგად გამოვიდა და პორტუგალიელი სპეციალისტის ყურადღება მიიპყრო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “მანჩესტერი” “იუვენტუსს” 60 მილიონ ევროს სთავაზოვს იტალიელის სანაცვლოდ. თუ ბონუჩი “წითელი ეშმაკი”არ გახდება, ინგლისური კლუბის მესვეურები მის ალტერნატივად “ზენიტის” ფეხბურთელს, ეზეიკელ გარაის განიხილავენ.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (21 ივლისი)

გადაწყვეტილია ! პიაცა “იუვენტუსს” შეუერთდა

მოლაპარაკებები უკვე დასრულდა. ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “დინამო ზაგრების” ლიდერის, მარკო პიაცას ტრანსფერი ოფიციალურად განახორციელეს. 21 წლის შემტევის სანაცვლოდ, იტალიურმა გრანდმა 23 მილიონი ევრო გადაუხადა ხორვატულ გრანდს. პიაცამ ტურინელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ინგლისის ნაკრებს სემ ალარდაისი ჩაიბარებს

Sky Sports-ის ცნობით, ინგლისური ფეხბურთის ფედერაციაში მხარს სემ ალარდაისის კანდიდატურას უჭერენ. გარდა ამისა, დღეს “დიდმა სემმა” “სანდერლენდის” ვარჯიში ნაადრევად დატოვა. ეს ყველაფერი კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ინგლისელი სპეციალისტი “სამ ლომს” უახლოეს მომავალში ოფიციალურად ჩაიბარებს.

მანჩინის “ინტერში” ბალოტელის მიყვანა სურს

მართალია, რომ რობერტო მანჩინისა და მარიო ბალოტელის “მანჩესტერული” თანამშრომლობა არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა, როგორც Tuttosport იუწყება, რობერტო მანჩინი კვლავ აპირებს გუნდში იტალიელი ფორვარდის მიყვანას.

დიეგო სიმეონე “ატლეტიკოსა” და არგენტინის ნაკრებს ერთდროულად გაწვრთნის?

As-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაცია გვამცნობს, რომ არგენტინული ფეხბურთის ფედერაცია თანახმაა, დიეგო სიმეონეს არგენტინის ნაკრების გაწვრთნასთან ერთად “ატლეტიკოში” მუშაობის უფლებაც მისცენ.

99999999999

“ფენერბახჩე” რობინ ვან პერსის არ გაყიდის

მიუხედავად ინგლისური “სტოკის” ინტერესისა, თურქული “ფენერბახჩეს” ხელმძღვანელები რობინ ვან პერსის გაყიდვას არ აპირებენ.

“ჰამბურგმა” ჰალილოვიჩი დაიმატა

“ჰამბურგის” ხელმძღვანელებმა ხორვატი ნახევარმცველის, ალენ ჰალილოვიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს. “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

“იუნაიტედი” ბონუჩისთვის იბრძოლებს?

ESPN-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო “იუვენტუსის” ცენტრალური მცველის, ლეონარდო ბონუჩის გადაბირებას აპირებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 60 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელის გადაბირება “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტისაც” სურს.

“ლივერპულმა” ვეინალდუმის ფასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია

ინგლისური “ნიუკასლის” ხელმძღვანელები მზად არიან გაუშვან ჯორჯინიო ვეინალდუმი “ლივერპულში”, იმ შემთხვევაში, თუ “წითლები” 25 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. ცნობისათის გეტყვით, რომ “ნიუკასლმა” ჰოლანდიელი ფეხბურთელი 14.6 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაიმატა.

“იუვენტუსმა” “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” განაცხადი დაასახელა

დღეს “იუვენტუსის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ავსტრალიაში წინასასეზონო ჩემპიონატზე – ” ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” იასპარეზებენ. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ჩამონათვალში არ არიან ბუფონი, ბონუჩი, პოგბა და ახალი შენაძენი, დანიელ ალვეში.

საბოლოო სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: აუდერო, დელ ფავერო, ნეტო, ლორია.

მცველები: ალექს სანდრო, ბენატია, ბლანკო, ლიროლა, რუგანი, სევერინი, კოჩოლა, პაროდი.

ნახევარმცველები: ასამოა, ერნანეში, კასტანოსი, ლემინა, მაჩეკი, მარონე, პერეირა, პიანიჩი, ვიტალე.

თავდამსხმელები: დიბალა, ჩერი, პადოვანი, როსეტი.

ლეონარდო ბონუჩი: “ეს მხოლოდ დასაწყისია”

ევრო 2016-ის E ჯგუფის ცენტრალურ მატჩში ბელგიის ეროვნული ნაკრების დამარცხების შემდეგ (0-2), ლეონარდო ბონუჩიმ პრესასთან ამ მატჩზე და მის შედეგზე ისაუბრა.

“ეს მოგება ნამდვილად იმსახურებდა 3 ქულას. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, გვინდა რომ ბევრი გავაკვირვოთ. ხვალიდან ჩვენ შვედეთთან გასამართ მატჩზე დავიწყებთ ფიქრს.

შეტევაში მართლაც რომ ძალიან კარგები ვიყავით. ბოლო მომენტებში უკეთ რომ გვეთამაშა, სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა.” – განაცხადა “იუვეს” ფეხბურთელმა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ იტალიელები შვედეთს 17 ივნისს დაუპირისპირდებიან.

“რეალი” ბონუჩის ყიდვის შესაძლებლობას განიხილავს

ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ კარიერა, შესაძლოა, მადრიდის “რეალში” გააგრძელოს.

იტალიური პრესის ცნობით, “იუვეს” მცველში “რეალი” მზად არის 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. ხელფასის სახით კი მოთამაშეს ახლანდელზე ორჯერ მეტი, ანუ 4 მილიონი ევრო გადაუხადოს.

აღსანიშნავია, რომ ბონუჩის “რეალი” სერხიო რამოსის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც, შესაძლოა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდეს.

ბონუჩი: “იუვენტუსს” მეოთხედფინალში გასვლა შეუძლია”

ტურინის “იუვენტუსის” მცველი ლეონარდო ბონუჩი აცხადებს, რომ “ბიანკონერის” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მერვედფინალში ტურინელები დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდებიან.

“ბორუსია” ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, ამ გუნდთან დაპირისპირებისას კარგად გამოჩნდება, თუ რა შეგვიძლია. ჩემპიონთა ლიგაზე იღბალი საჭიროა, მაგრამ “იუვენტუსმა” თამაშის ხარისხი აშკარად გამოასწორა და მიმაჩნია, რომ მეოთხედფინალში გასვლას მოვახერხებთ”, – ამბობს ბონუჩი.

ლეონარდო ბონუჩიმ “რომას” გასაოცარი გოლი გაუტანა

5 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში, “იუვენტუსსა” და “რომას” შორის გამართულ მატჩში (3:2) გამარჯვების გოლი ლეონარდო ბონუჩიმ გაიტანა.

ბონუჩი: “დავამტკიცეთ, რომ “რომაზე” ძლიერი გუნდი გვყავს”

ტურინის “იუვენტუსის” მცველი, ლეონარდო ბონუჩი აცხადებს, რომ “ბინაკონერი” “რომაზე” ძლიერი გუნდია, რაც კონტეს შეგირდებმა დაამტკიცეს.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, “იუვენტუსმა” “რომას” საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 სძლია.

“ვფიქრობ, ყველაფერი მოედანზე დავამტკიცეთ. ამიტომ, პრესის საშუალებით საუბარი ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩვენ “რომაზე” ძლიერი გუნდი გვყავს. კარგად ვითამაშეთ. “რომა” კი ხიფათის შექმნას ჟერვინიოსა და ლაიალიჩის საშუალებით ცდილობდა”, – ამბობს ბონუჩი.

“მონაკო” ბონუჩის დააკვირდება

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგულმა “მონაკომ” იტალიაში, ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურ მცველზე, ლეონარდო ბონუჩიზე დასაკვირვებლად სკაუტები გააგზავნა.

Tuttosport-ის ცნობით, “მონაკოს” წარმომადგენლები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “იუვენტუსისა” და “კოპენჰაგენის” დაპირისპირებასაც ესწრებოდნენ.

გასულ ზაფხულს სანქტ-პეტერბურგის “ზენიტმა” “ბიანკონერის” ფეხბურთელში 16 მილიონი ევრო შეთავაზა, თუმცა ტურინელებმა ის ამ ფასად არ დათმეს. შესაბამისად, “მონაკოს” ბონუჩიში უფრო მეტი თანხის შეთავაზება მოუწევს.