“რომამ” “ბორდოსთან” შეთანხმებას მიაღწია

“რომამ” “ბორდოსთან” მალკომის ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა და ახლა ჯერი ფეხბურთლზეა. მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პირად კონტრაქტს შეათანხმებს, ტრანსფერი შემდგარად გამოცხადდება.

Sky Sports-ის იტალიური გამოცემა ირწმუნება,რომ “მგლებმა” ამ ტრანსფერში 31.3 მილიონი ფუნტი შესთავაზეს “ბორდოს”. მხარეებს შორის შეთანხმების არსებობას “ბორდოს” ოფიციალური გვერდი Twitter-ზეც ადასტურებს.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ მალკომმა გასულ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა ფრანგული კლუბის მაისურით და თავის გამოჩენა მხოლოდ 12 გატანილი გოლით შეძლო.

დებუში: ” არსენალმა” მანჩესტერში არ გამიშვა”

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი, მატიე დებუში განაწყენებულია კლუბის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც მას “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა აეკრძალა.

ფრანგულ “ბორდოში” მოასპარეზე ფრანგმა განაცხადა: “დიახ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “მანჩესტერიდან” დამიკავშირდნენ.

მე მწვრთნელსაც გავესაუბრე, რომელმაც კატეგორიულად მითხრა, რომ მეტოქე გუნდს ვერ გააძლიერებდა.

ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა მართლაც რომ საოცარი რამ იქნებოდა.” – განაცხადა დებუშიმ.

ბლანი: „მეკარეები შეცდომებს უშვებენ“

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა „ბორდოსთან“ მატჩის შემდეგ თავისი გუნდის მეკარე კევინ ტრაპი დაშვებული შეცდომების გამო არ გააკრიტიკა.

„მეკარეები შეცდომებს უშვებენ. მატჩში შეცდომა ჩვენი მეტოქის გოლკიპერმაც დაუშვა.

ტრაპის ფილოსოფია ჩემს ფილოსოფიას ჰგგავს. როდესაც რისკავთ, შესაძლოა, გოლი გაუშვათ.

იმედია, ის თავის სათამაშო სტილს არ შეცვლის და თავის სამუშაოს უფრო ეფექტურად შეასრულებს. სამშაბათს, მალმესთან მატჩში, ეს აუცილებლად გამოგვადგებოდა.

ასეა თუ ისე, გუნდს იდეალურად არ უთამაშია. ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ, როდესაც უპირატესობას ვფილობდით. პირველი ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი გოლი უნდა გაგვეტანა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი სათამაშო სტილით მოგება შეგვეძლო“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ედინსონ კავანიმ “ბორდოს” ფეხბურთელთან იჩხუბა (ვიდეო)

11 სექტემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “პარი სენ-ჟრმენმა” საკუთარ მოედანზე “ბორდო” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ედინსონ კავანისა და ნიკოლას ბელაის შორის სიტუაცია დაიძაბა, მსაჯმა კი ორივე ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა.

როგორი პენალტი გაუტანა “ბორდოს” ფეხბურთელმა მეტოქეს (ვიდეო)

30 ივლისს, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, “ბორდომ” საკუთარ მოედანზე “აეკი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მატჩის 74-ე წუთზე, ჩეიკ დიაბატემ მეტოქის კარში გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

“სევილია” “ბორდოს” ფეხბურთელით გაძლიერდება

“სევილიამ” “ბორდოსთან” 29 წლის მცველ მარიანო ფერეირას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაციას ანდალუსიური კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.

მარიანო “სევილიაში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფრანგები ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებენ.

მარიანომ საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 31 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დღევანდელი მატჩი გინებით დატოვა (ვიდეო)

15 მარტს, საფრანგეთის ჩემპიონატში “ბორდომ” საკუთარ მოედანზე “პსჟ” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ძალიან გაბრაზებული გახლდათ და ის უკმაყოფილებას არც კამერებთან მალავდა. შვედი თავდამსხმელი კამერების წინ გინებასაც კი არ მოერიდა.

“15 წლის განმავლობაში, ასეთი ცუდი მსაჯი არსად მინახავს. ეს ქვეყანა “პარი სენ-ჟერმენს” არ იმსახურებს”, – თქვა იბრამ.

შეგახსენებთ, რომ პარიზელთა მხრიდან ორივე გოლი იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.

ბაიერნის მოთამაშეები ბორდოს უახლოვდებიან

“ბაიერნის” ნახევარმცველებმა, პიერ-ემილ ჰეიბერგნა და სებასტიან როდემ სეზონის დარჩენილი ნაწილი, შესაძლოა, “ბორდოში” გაატარონ.

France Football-ის ცნობით, “ბაიერნის” ყოფილი მოთამაშე ვილი სანიოლი, რომელიც ამჟამად “ბორდოს” მწვრთნელია, გუნდში სწორედ ამ ფეხბურთელების მოყვანას ითხოვს.

საქმე იმაშია, რომ ფრანგული კლუბის რამდენიმე წამყვანი მოთამაშე იანვარში აფრიკის თასზე გაემგზავრება და გუნდშიც მათ დროებით შემცვლელებს აქტიურად ეძებენ.

მიმდინარე სეზონში 24 წლის როდემ 10 მატჩი ჩაატარა და გოლთან ერთად 4 საგოლე პასიც მიითვალა, ხოლო 19 წლის ჰეიბერგმა 8-ჯერ ითამაშა ბუნდესლიგაში.

ანრი, შესაძლოა, „ბორდოს“ სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდეს

დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ 37 წლის თავდამსხმელი ტიერი ანრი კარიერას დაასრულებს. როგორც ცნობილია, ანრის სამწვრთნელო საქმიანობის დაწყება სურს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იგი, შესაძლოა, „ბორდოს“ სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდეს. ამჟამად „ბორდოს“ წარსულში ცნობილი ფეხბურთი ვილი სანიოლი თავკაცობს, რომელიც ანრის თავის გუნდში სიამოვნებით იხილავდა.

„თუ ანრის სურვილი აქვს, მაშინ მას აუცილებლად მივიღებ. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი იმ შემთხვევაში იქნება, თუ კლუბს საჭირო ფინანსები გააჩნია. მისი ინტერვიუებიდან გამომდინარე, დაზუსტებით მან ჯერჯერობით არაფერი იცის.

მსურს ეს ინტერვიუ გამოვიყენო და ანრის ვუთხრა, რომ „ბორდოში“ მისთვის კარი ყოველთვის ღიაა“, – განაცხადა სანიოლმა.

ბასტია ბორდოს მეტოქის ფორმებით ეთამაშა

საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს “ბორდო” და “ბასტია” ხვდებოდნენ, კომიკური სიტუაცია შეიქმნა.

სტუმართა მხარემ მატჩზე გასვლითი ფორმის მხოლოდ ერთი კომპლექტი ჩამოიტანა, რომელიც “ბორდოს” საშინაო ფორმის ფერებში იყო გადაწყვეტილი. გასაკვირი არაა, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა “ბასტიას” აღნიშნული ფორმებით თამაშის უფრლება არ მისცა და სტუმრებსაც “ბორდოს” სავარჯიშო ფორმით მოუწიათ მოედანზე გასვლა. სავარჯიშო ფორმებზე მხოლოდ ნომერი იყო მითითებული. ზოგ მოთამაშეს კი ნამდვილად არ ეცვა თავისი ზომის მაისურები. საინტერესოა ისიც, რომ შორტები და მაისურები სხვადასხვა კომპანიების ნაწარმი იყო.

აღნიშნული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და მას არც სამსაჯო სკანდალის გარეშე ჩაუვლია.

“ბორდოს” მცველმა მეკარეობა დაიწყო

31 აგვისტოს საფრანგეთის ჩემპიონატში “ბორდოსა” და “ბასტიას” შორის გამართულ მატჩში, “ბორდოს” მცველმა ცარიელ კარში მიმავალი ბურთი ხელით მოიგერია, მსაჯმა კი ეს მომენტი ვერ დააფიქსირა.

ოარო, შესაძლოა, სენტ-ეტიენში გადავიდეს

“პსჟ”-ს და “ბორდოს” ყოფილი ფორვარდი გიომ ოარო, შესაძლოა, “სენტ-ეტიენში” გადავიდეს. აღნიშნული ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ “სენტ-ეტიენს” ბრანდაო დატოვებს.

ოარო ამჯამად თავისუფალი აგენტია. ბოლოს ფორვარდი “ბორდოს” ღირსებას იცავდა და 16 მატჩში 3 გოლიც გაიტანა, თუმცა კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა.