ლამი: “ბუნდესლიგაში თამაში იმაზე რთულია, ვიდრე ხალხს გონია”

მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტნის, ფილიპ ლამის თქმით, დორტმუნდის “ბორუსიასთან” “ბაიერნის” მარცხი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ბუნდესლიგაში თამაში არც ისეთი ადვილია, როგორც ხალხს გონია.

“ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია, ნორმალური იყო. საუბედუროდ, სწრაფი გოლი გავუშვით, რის შემდეგაც იძულებულები გავხდით, შეტევაზე გვეფიქრა. შეტევაში კი ბოლო პასის გაკეთებას ვერ ვახერხებდით, რაც შედეგზეც აისახა.

ბოლო დროს არაერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, თუმცა ფაქტია, რომ არავის უნდა დამიჯეროს: მუდმივად პირველ ადგილზე ყოფნა არც ისე ადვილია, ბუნდესლიგაში თამაში რთულია.” – განაცხადა ლამმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის უმაღლეს ჩემპიონატს 11 ტურის შემდეგ საკმაოდ არაპროგნოზირებადი ლიდერი, ჰყავს “ლაიფციგის” სახით, რომელიც ბუნდესლიგაში 2016/17 წლების სეზონში გადმობარგდა.

“ბაიერნის” ქომაგთა ავტობუსი გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა (ფოტო)

გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩის დასრულების შემდეგ, რომელშიც “დორტმუნდმა” “ბაიერნის” დამარცხება მინიმალური ანგარიშით მოახერხა, ბავარიელ ქომაგთა ავტობუსი გაურკვეველი მიზეზების გამო დაიწვა.

გერმანული ტაბლოიდის, Bild-ის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც “ბაიერნის” გულშემატკივრები დორტმუნდიდან შვერტეს მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.

საბედნიეროდ, ავტობუსის მძღოლმა ცეცხლი მალევე შეამჩნია და მგზავრებს თხოვა, ავტობუსი უმალვე დაეტოვებინათ. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ავტობუსში იმ დროისთვის, 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან არავინ არ დაშავებულა. ავტობუსი სრულიად დაიწყვა, ზარალი 200 000 ევროს შეადგენს.

hhhh

“დორტმუნდთან” რობენის, მარტინესისა და კომანის თამაში გამოირიცხა

მოახლოებულ გერმანულ კლასიკაში, დორტმუნდის “ბორუსიასა” და მიუნხენის “ბაიერნის” დაპირისპირებაში არიენ რობენის, ხავი მარტინესისა და კინგსლი კომანის თამაში ოფიციალურად გამოირიცხა.

“ხვალინდელ მატჩში ჩვენს დახმარებას სამი ფეხბურთელი ვერ შეძლებს: არიენ რობენი, ხავი მარტინესი და კინგსლი კომანი.

რაც შეეხება დუგლას კოშტასა და არტურო ვიდალს, მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ხვალ, ვარჯიშის შემდეგ მივიღებ. დარწმუნებულები იყავით, რომ უაზრო რისკზე არ წავალთ, ისინი დაღლილები არიან.

რობენი სამი დღის მანძილზე ვარჯიშობდა ინდივიდუალურად. მისი ტრავმა სერიოზული ნამდვილად არ იყო, მის დაბრუნებას მომავალ კვირაში ველით.” – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ზემოაღიშნული მატჩი სტარტს შაბათს, თბილისის დროით 21:30 საათზე აიღებს სტარტს.

ციფრები ამბობენ: წინ დიდებული საფეხბურთო კვირა გველის

დამღლელი და მეტწილად იმედგამაცრუებელი სანაკრებო ბატალიების შემდეგ, საკლუბო ფეხბურთი მართლაც რომ ბრწყინვალე სანახაობას გვპირდება.

ევროპის უმაღლესი დონის ჩემპიონატებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი უნდა ჩატარდეს, რომელთა მცირე მიმოხილვასაც Fanebi.Com გთავაზობთ…


8

  • “არსენალმა” “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება 24-დან მხოლოდ 3 შემთხვევაში მოახერხა – 6 ფრე და 15 მარცხი;
  • “არსენალის” წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან “მანჩესტერმა” მხოლოდ ერთი დათმო;
  • არსენ ვენგერმა ჟოზე მოურინიოს დამარცხება 15-ჯერ სცადა, თუმცა მხოლოდ ერთხელ შეძლო.

    8

  • ზედიზედ 7 მატჩია, რაც “ბაიერნს” “დორტმუნდთან” არ წაუგია – 4 მოგება და სამი ფრე;
  • მხოლოდ “ვერდერს” ჰყავს “ბაიერნი” უფრო მეტჯერ დამარცხებული, ვიდრე “ბორუსიას” – 26-23;
  • ობამეიანგს (11 გოლი მიმდინარე სეზონში) მხოლოდ ერთხელ აქვს ბავარიელთა კარი აღებული;
  • რუნის სწორედ “არსენალის” კარში აქვს ყველაზე მეტი, 11 გოლი გატანილი (პრემიერ ლიგაში).

    8

  • შაბათს, “ვისენტე კალდერონზე” შეკრებილი გულშემატკივარი მადრიდული დერბის 265-ე ვერსიას იხილავს – 136 მოგება “რეალს”, 67 – “ატლეტიკოს”, 61-ჯერ კი მატჩი ფრედ დასრულდა;
  • “ატლეტიკომ” “რეალთან” ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 1 დათმო;
  • სიმეონემ ზიდანი 4-ჯერ დაამარცხა, როგორც მოთამაშემ, ზიდანმა კი – 3-ჯერ;
  • რონალდუს სულ რაღაც 2 გოლი აშორებს დი სტეფანოს რეკორდამდე (17) და დერბის საუკეთესო გოლეადორის სტატუსის მოპოვებამდე.

    8

  • ეს რიგით 217-ე დერბი იქნება ამ გუნდების მონაწილეობით. “ინტერს” 77 მოგება აქვს, “მილანს” – 75, ფრედ კი მატჩი 64 შემთხვევაში დამთავრდა;
  • მაურო იკარდის არცერთხელ არ აუღია “როსონერის” კარი (სერია ა-ში 2012 წლიდან თამაშობს). წლევანდელი სეზონის 12 მატჩში მას 10 გოლი აქვს გატანილი;
  • 3 წელია მილანურ დერბიში არავინ გაუძევებიათ.
  • ტომას ტუჰელი: “ობამეიანგი გვჭირდება, მის გარეშე წარმატებებს ვერ მივაღწევთ”

    დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰელმა რომელმაც ამ კვირაში ობამეიანგი დასაჯა და “სპორტინგთან” მატჩში არ ათამაშა, განაცხადა რომ პიერ-ემერიკს ობამეიანგი გუნდში შეუცვლელ როლს ასრულებს და მის გარეშე გუნდს წარმატების მიღწევა გაუჭირდება.

    “ჰამბურგის” საშინაო არენაზე დამარცხების (5-2) შემდეგ, სადაც 4 გოლი სწორედ გაბონელმა ფორვარდმა გაიტანა, ტუჰელმა განაცხადა: “ოთხი გოლი მართლაც რომ წარმოუდგენელი რამ არის, უმაღლესი დონის პერფრომანსი იყო.

    ყველასათვის ნათელია, რომ ობამეიანგის გარეშე წარმატებების მიღწევა ჩვენთვის შეუძლებელია.” – დაამატა გერმანელმა სპეციალისტმა.

    შეგახსენებთ, რომ “ბორუსია” 10 ტურის შემდეგ გერმანული ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს 18 ქულით. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი კი უკვე გადალახა ტუჰელის გუნდმა.

    რატომ დასაჯა ტომას ტუჰელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგი?

    უცხოურმა წყაროებმა გაარკვიეს, თუ რატომ არ ათამაშა დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰელმა გუნდის ლიდერი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი “სპორტინგთან”გამართულ მატჩში, რომლის მოგებაც გერმანელთათვის უმნიშვნელოვანესი იყო.

    როგორც გაირკვა, გაბონელმა ფორვარდმა გუნდის თავკაცის მითითებების მიხედვით არ იმოქმედა და თავისი დაბადების დღე მილანში გადაიხადა, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ტომას ტუჰელი გახლდათ, რადგანაც ოთხშაბათს გუნდს თამაში ჰქონდა.

    სწორედ ამიტომაც დაისაჯა დორტმუნდელთა საუკეთესო ბომბარდირი (მიმდინარე სეზონში). მის ნაცვლად მოედანზე რამოსი გავიდა, რომელმაც გოლის გატანაც მოახერხა.

    დიდი ალბათობით, ობამეიანგი “ჰამბურგთან” ითამაშებს, თუმცა ეს დღე მას არასდროს დაავიწყდება.

    ლუის ენრიკეს “ჩელსის” მოთამაშე სურს

    ინგლისური გამოცემა, The Sun-ი იტყობინება, რომ კატალონიის “ბარსელონა” სერიოზულად არის დაინტერესებული ლონდონის “ჩელსის” ცენტრალური მცველით, ანდრეას კრისტენსენით.

    კრისტენსენი ამჟამად მიუნხენგლადბახის “ბორუსიაშია” განათხოვრებული და მას “ბარსას” წინააღმდეგ თამაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასულ ტურში მოუწია. 20 წლის სპორტსმენმა ორივე ტაიმი შეუცვლელად იასპარეზა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

     

    მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლებელია, “ჩელსის” კრისტენსენთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები ჰქონდეს, “ბლაგურნას” ხელმძღვანელობა მაინც შეეცდება 20 მილიონი ფუნტის ნაცლად ცენტრალური მცველი გადმოიბიროს. მათი აზრით, კრისტენსენი პიკეს საუკეთესო შემცვლელი იქნება.

     

    ტომას ტუხელი: “ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ”

    დღეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” დორტმუნდს ესტუმრა და “ბორუსიას” წინააღმდეგ გააგორა ბურთი. გერმანელებმა ორჯერ მოახერხეს ესპანელებისთვის ანგარიშის გათანაბრება. შეხვედრა, ფრედ, 2-2 დასრულდა.

    თამაშის შემდეგ, “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

    “რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ გრანდთან ვაგებდით ორჯერ და ორივეჯერ შევძელით ანგარიშის გათანაბრება.”

    “შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. მეორე ნახევარშიც გვქონდა შანსები, მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრი იყო შედომაც. ამ ყველაფერმა გამოიწვია მეორე გოლი.”

    “საბოლოოდ, შეუპოვრად ვითამაშეთ, არ დავნებდით, რამაც შედეგი გამოიღო!” – განაცხადა ტუხელმა.

    ანდრე შურლე: “შესანიშნავი გრძნობაა, როცა “რეალს” ზედიზედ ორჯერ უთანაბრებ ანგარიშს!”

    დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში დორტმუნდის “ბორუსიამ” მადრიდიდის “რეალი” მიიღო. გერმანულ-ესპანური დაპირისპირება, ფრედ, 2-2 დასრულდა. “ბლანკოსი” ორჯერ იგებდა, თუმცა ორივეჯერ გაუთანაბრა მეტოქემ ანგარიში.

    მატჩის ბოლო გოლის ავტორმა, ანდრე შურლემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

    “შეხვედრა შესანიშნავად დავიწყეთ, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში კონკრეტული შეცდომები დავუშვით, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ ვერ მოვიგეთ დაპირისპირება.”

    “შესანიშნავი გრძნობაა, როცა “რეალს” ზედიზედ ორჯერ უთანაბრებ ანგარიშს! ეს ნამდვილად დაეხმარება გუნდს, რათა კიდევ უფრო შეიკრას და გაძლიერდეს!” – განაცხადა გერმანელმა სპორტსმენმა.

    ტუჰელი: “რონალდუ ფორმაში არ არის? მისგან საუკეთესოს ველით”

    დორტმუნდის “ბორუსიასა” და მადრიდის “რეალს” შორის გასამართი დაპირისპირების წინ, გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰელმა აღნიშნა, რომ “ბორუსიელები” ყურადღებას არ აქცევენ იმ ფაქტს, რომ კრიშტიან ლა ლიგაში ცუდად გამოიყურება.

    “არის თუ არა კრიშტიანუ ცუდ ფორმაში? ვინ ვარ მე, ამაზე რომ ვილაპარაკო. ფაქტია, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ჩემპიონი და ჩვენ მისგან საუკეთესოს ველით.

    ჩვენ საუკეთესო ფორმაში მყოფი “რეალის” წინააღმდეგ სათამაშოდ ვემზადებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მაღალი დონის გუნდია “რეალი” . მათი შეტევებისაგან თავის დაცვა ძალიან დიდ შრომას მოითხოვს.

    დისციპლინირებულად უნდა ვითამაშოთ, ბალანსი უნდა ვიპოვოთ. დაცვიდან შეტევაზე მწყობრად გადართვაა საჭირო. ”

    ობამეიანგი: “ბორუსიას” ვეღარაფერი შეაჩერებს”

    დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი თვლის, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” შეჩერებას ვეღარაფერი შეაჩერებს. ობამეიანგმა ეს განცხადება “ვოლფსბურგთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გააკეთა (5-1).

    “ჩვენ ვეღარაფერი შეგვაჩერებს, ვეღარაფერი.

    რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ იმით, რომ ორი გოლის გატანა მოვახერხე, თუმცა მთავარი ისაა, რომ კარგი თამაში ვაჩვენეთ. მაგრამ, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, მუშაობა უნდა განვაგრძოთ.

    ზედიზედ რამდენიმე მატჩში გავიმარჯვეთ, თუმცა ბუნდესლიგაში არის კლუბი, რომელიც მაინც გვჯობნის.

    ჩვენ მომავალ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი.” – განაცხადა “ყვითელთა” შემტევმა, რომლის გუნდის მომდევნო მეტოქეც “ფრაიბურგი” გახლავთ.

    ტომას ტუჰელი ბუნდესლიგაში რეფორმების გატარების მომხრეა

    დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუჰელი თვლის, რომ საინტერესო იქნება ბუნდესლიგის ახალი ფორმატის ხილვა, რომელიც ჩემპიონის პლეი-ოფის სისტემით გამოვლენას ითვალისწინებს.

    “რატომაც არა? ახალი ფორმატი მეორე, მესამე და მეოთხე ადგილოსან გუნდებს ტიტულისთვის ბრძოლის შანსს მიცემს. წესების ცვლილების მომხრე ვარ – არ ვთვლი, რომ ეს ცუდი იდეაა.”

    შეგახსენებთ, რომ დორტმუნდული კლუბი გერმანიაში 2011-2012 წლების განმავლობაში დომინირებდა, თუმცა შემდეგ მთელი უპირატესობა ბავარიელებმა იგდეს ხელტ – 4 ჩემპიონობა ბოლო 4 სეზონში.