“მანჩესტერ სიტი” გიუნდოგანისთვის ბრძოლაში “ბარსასა” და “იუვეზე” წინ გაიჭრა

Goal-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველის, ილკაი გიუნდოგანისთვის ბრძოლაში “მანჩესტერ სიტი” დაწინაურდა.

პრემიერ ლიგაში მოთამაშე კლუბმა 25 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ტურინული “იუვენტუსი” და კატალონიური “ბარსელონა” დაჯაბნა.

წყაროს ცნობით, ორშაბათს “სიტის” სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი ილჰან გიუნდოგანთან, ილკაის ბიძასთან და ამავდროულად აგენტთან დააფიქსირეს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გერმანელმა ფოტოგრაფებმა ბეგირისტაინისა და პეპ გვარდიოლას ფარული შეხვედრის ფოტოებიც დააფიქსირეს. რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ილკაი “სიტიში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

ციფები ამბობენ: კატალონიელებმა 13-დან მხოლოდ 7 პენალტი გამოიყენეს, “არსენალი” კი “ტოტენჰემთან” ფავორიტია

გთავაზობთ უიექნდის ყველაზე საინტერესო მატჩების სტატისტიკურ მონაცემებს …

ეიბარი – ბარსელონა

    “ბარსა” ზედიზედ 35 მატჩია არ დამარცხებულა. ეს ესპანური ფეხბურთის ახალი რეკორდია.

    2015/16 წლების სეზონში კატალონიელებმა 13-დან მხოლოდ 7 პენალტის გამოყენება შესძლეს.

    ესპანური გუნდის რიგებში გატანილი გოლებით მესი რონალდუს გაუტოლდა (35)

    რეალი – სელტა

    მადრიდელები “სელტას” წინააღმდეგ ლა ლიგის ეგიდით მეასე მატჩს გამართვაენ (55 მოგება; 29 ფრე და 15 მარცხი)

    “სელტას” წინააღმდეგ გამართულ 8 მატჩში რონალდუმ 13 გოლის გატანა შესძლო

    ბოლო 5 მატჩში ზინედინ ზიდანის გუნდმა კარის მშრალად შენახვა ვერცერთხელ ვერ შეძლო

    ბორუსია – ბაიერნი

    ბავარიელებს 9 თვის შემდგომ შეუძლიათ პირველად წააგონ ზედიზედ ორი მატჩი

    გასულ ტურში გვარდიოლას თავკაცობით “რეკორდმაისტერმა” მეასე გოლი გაუშვა

    დორტმუნდელები ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ ბოლო 15 მატჩში არ დამარცხებულან

    ლევანდოვსკიმ თავის ყოფილ გუნდს 3 ტურში 4 გოლი გაუტანა

    ვალენსია – ატლეტიკო

    17 მატჩია, რაც “ღამურები” გოლის გარეშე არ ტოვებენ მოედანს

    “მესტალიაზე” გამართული ბოლო 12 მატჩიდან “როხიბლანკომ” მხოლოდ 1-ში მოახერხა გამარჯვების მოპოვება

    “ვალენსიამ” სიმეონეს გუნდს ბოლო 3 მატჩში გაუტანა

    “ტოტენჰემი” – “არსენალი”

    2002 წლის ოქტომბრის შემდგომ “არსენალს” შეუძლია პირველად წააგოს ზედიზედ 4 მატჩი

    პრემიერ ლიგის ბოლო 11 ტურში ჟირუმ მხოლოდ 1-ხელ შესძლო თავის გამოჩენა

    ვენგერმა “ტოტენჰემს” 39-დან 33 მატჩი მოუგო

    “მეთოფეებს” “უაით ჰართ ლეინზე” ზედიზედ ორჯერ 1987 წლის შემდგომ არ მოუგია

ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები

რამდენიმე წუთის წინ უეფას ევროპის ლიგს 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა დასრულდა. წარმოგიდგენთ მის შედეგებს:

 “შახტარი” – “ანდერლეხტი”

“ბაზელი” – “სევილია”

“ვილიარეალი” – “ლევერკუზენი”

“ატლეტიკი” – “ვალენსია”

“ლივერპული” – “მანჩესტერ იუნაიტედი”

“სპარტა” – “ლაციო”

“ბორუსია” – “ტოტენჰემი”

“ფენერბახჩე” – “ბრაგა”

“ლევერკუზენის” თავკაცს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

“ბაიერ ლევერკუზენისა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო, გერმანული კლუბის თავკაცი, როჯერ შმიდტი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

როგორც იცით, კვირას “ბაიარენაზე” გამართული მატჩში მსაჯმა 10 წუთით შეწყვიტა თამაში, რის მიზეზადაც დასახელდა ის, რომ გაძევებულმა როჯერ შმიდტმა მოედნის დატოვება იუარა.

მართალია 48 წლის სპეციალისტმა ამ ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა გერმანული ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ “ლევერკუზენი” მომდევნო 3 მატჩში მწვრთნელის გარეშე ითამაშებდა, დანარჩენ ორ მატჩს კი 2017 წლის 30 ივნისამდე.

“შმიდტს აეკრძალება არ გამოჩნდეს მოედანზე და გასახდელში. ამასთანავე მას 20 000 ევროს გადახდაც მოუწევს. ” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ობამეიანგი: “რეალში” თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობ”

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მადრიდის “რეალის” რიგებში თამაშზე ბავშვობიდან ოცნებობდა.

“ჩემი გავშვობის ოცნება “რეალში” თამაში იყო.2014-ში, მანამ სანამ ბაბუაჩემი გარდაიცვლებოდა, მე მას დავპირდი, რომ მადრიდში ვითამაშებდი.

ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი ჰუგო სანჩესის ვიდეოებს, ყოველთვის ვცდილობდი, რომ მისთვის მიმებაძა და ასეა დღესაც.

“რეალში” ან სხვა ესპანური გუნდში  გადასვლა დედაჩემისთვის დიდებული საჩუქარი იქნება.” – განაცხადა ობამეიანგმა, რომელსაც ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის მასშტაბით ყველაზე მეტი ასისტი აქვს გაკეთებული მიმდინარე სეზონში.

11 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებიც “დორტმუნდმა” 10 მილიონზე ნაკლებად შეიძინა

მეკარე – რომან ვაიდენფელერი
უფასოდ

1

მაჯვენა მცველი – კევინ გროსკოიცი
უფასოდ

2

ცენტრალური მცველი – მატს ჰუმელსი
3.15 მილიონი ფუნტ სტერლინგი

3

ცენტრალური მცველი – ნევენ სუბოტიჩი
3.35 მილიონი ფუნტ სტერლინგი

Neven-Subotic-Borussia-Dortmund_2949508

მარცხენა მცველი – დედე
2.31 მილიონი ფუნტ სტერლინგი

4

ცენტრალური ნახევარმცველი – სვენ ბენდერი
1.05 მილიონი ფუნტ სტერლინგი

5

ცენტრალური ნახევარმცველი – სებასტიან კელი
2.24 მილიონი ფუნტ სტერლინგი

6

ცენტრალური ნახევარმცველი – ილკაი გიუნდოგანი
3.85 მილიონი ფუნტ სტერლინგი

7

ცენტრალური ნახევარმცველი – იულიან ვაიგლი
1.75 მილიონი ფუნტ სტერლინგი

8

თავდამსხმელი – რობერტ ლევანდოვსკი
3.33 მილიონი ფუნტ სტერლინგი

reu_1953952

თავდამსხმელი – ევერტონი
4.97 მილიონი ფუნტ სტერლინგი

reua_583528 (1)

BargainXIBVB-1

“ვოლფსბურგი” — “დორტმუნდი” ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში “ვოლფსბურგსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა.

პირველად ბუნდესლიგის ისტორიაში დაწინაურებულმა გუნდმა კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და შემდეგ კვლავ დაწინაურებაც მოახერხა. პირველ დამატებულ წუთზე “მგელთა” მცველმა რიკარდო როდრიგესმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ორ წუთში დორტმუნდელთა ნახევარმცველმა სინძი კაგავამ “ბორუსია” კვლავ დააწინაურა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

მატჩი დორტმუნდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

 

“დორტმუნდი” ლტოლვილებისთვის საფეხბურთო კურსებს ატარებს

დორტმუნდის “ბორუსიამ” სპეციალური პროგრამა დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებას.

კერძოდ, “დორტმუნდი” 16-დან 20 წლამდე ასაკის ლტოლვილებისთვის საფეხბურთო კურსებს ატარებს, რამაც ახალგაზრდებს გერმანულ საზოგადოებასთან წარმატებულ ინტეგრირებაში ხელი უნდა შეუწყოს.

კურსებს “დორტმუნდის” აკადემიის გამოცდილი მწვრთნელები ატარებენ.

 

მარკო როისმა თავისი საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის “ბორუსიას” ერთ-ერთმა ლიდერმა მარკო როისმა სოციალურ ქსელ Facebook-ში, ევროპის ლიგის ოფიციალური გვერდის საშუალებით გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა როისს ჰკითხა, თუ ვინ იყო მისი ყველა დროის საყვარელი ფეხბურთელი.

როისმა კი “არსენალის” ნახევარმცველი ტომაშ როსიცკი გამოარჩია, რომელიც თავის დროზე დორტმუნდელთა ღირსებას იცავდა.

cats

ადნან იანუზაი “პადერბორნთან” გამართულ მატჩში (ვიდეო)

ინტერნტე-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას აკეთებს დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი ადნან იანუზაი “პადერბორნთან” გამართულ მატჩში,

გვარდიოლა: „ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა „ბორუსიასთან“ ანგარიშით 5:1 მოგებული მატჩით ძალიან კმაყოფილი დარჩა.

„ჩვენს ფეხბურთელებს არამხოლოდ გამარჯვებას, არამედ ბოლო თვეებში ნაჩვენებ ფეხბურთს ვულოცავ, კარგი სამუშაო შევასრულეთ. პირველ 15 წუთში პრობლემები გვქონდა, ბურთს ხშირად ვკარგავდით. ყველაფერი ჩვენმა მესამე გოლმა გადაწყვიტა.

ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან ევროპის ერთ-ერთ საუკეთესი გუნდი დავამარცხეთ. მატჩის წინ შევთანხმდით, რომ თუ „ბორუსიას“ თავისი საუკეთესო თამაშის უფლებას მვიცემდით, დიდი პრობლემები შეგვექმნებოდა“, – განაცხადა მიუნხენელთა თავკაცმა.

ბუნდესლიგის 8 ტურის შემდეგ „ბაიერნი“ ცხრილს 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობს.

ობამეიანგმა რეკორდი დაამყარა

23 სექტემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ჰოფენჰაიმმა” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსია” მიიღო.

მატჩის 55-ე წუთზე მასპინძელთა კარი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ ამ გოლის შემდეგ გაბონელმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში რეკორდი დაამყარა.

ობამეიანგი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გერმანიის ჩემპიონატის საწყის ექვს ტურში ჩატარებულ ყველა შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო.