ამერიკული გაკვეთილი ლონდონში: ბრიტანელებმა უმაღლესი დონის კალათბურთი იხილეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მატჩების აშშ-სა და კანადის საზღვრებს გარეთ ჩატარების პრაქტიკა 80-იანი წლებიდან არსებობს. ამერიკული კლუბები წინასასეზონო მატჩებს იტალიაში, მექსიკასა და პუერტო-რიკოში ატარებდნენ. 1993 წელს კი ამერიკელებმა ლონდონისკენაც აიღეს გეზი.

NBA-ს მატჩს 2018 წელს პირველად სწორედ ინგლისმა უმასპინძლა ევროპაში – “ბოსტონ სელტიკსი” “ფილადელფია სიქსერსის” წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ “სელტიკმა” პირველად “არენა 02”-ზე, 2007 წელს ითამაშა “მინესოტას” წინააღმდეგ, “ფილადელფიელები” კი ექვსი წლის შემდეგ ესტუმრნენ ინგლისს და მანჩესტერში “ოკლაჰომა” შეარცხვინეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე მხარე საკმაოდ სერიოზულად მოეკიდა საქმეს: 20-ათასიანი არენის ყველა ბილეთი პირველივე დღეს გაიყიდა, ტელევიზიები სწორედ სტუმარი კალათბურთელების ისტორიებითა და სახალისო ვიდეოებით იყო დატვირთული. “ფილადელფიის” კალათბურთელებს კი ვარჯიშისას განსაკუთრებული მაისურები ეცვათ, რომლის დიზაინიც ლონდონის მეტროს მიხედვით იყო შექმნილი.

ფანები მატჩის დაწყებიდან სამი საათით ადრე უკვე მობილიზებულნი იყვნენ არენის მიმდებარე ტერიტორიაზე. განსაკუთრებით შესამჩნევები იყვნენ მწვანე მაისურებში გამოწყობილი “სელტიკის” გულშემატკივრები, რომლებმაც მთელი მეტრო მოიცვეს. უმეტესობას, ბუნებრივია, ზურგზე კაირი ირვინგის სახელი ეწერა.

“არენა 02”-ზე უჩვეულო ატმოსფერო სუფევდა – ამერიკული აქცენტი, ხმამაღალი საუბარი, ესპანური ტემპერამენტი და ახალგაზრდა გულშემატკივრები. როგორც მოსალოდნელი იყო, ფან-შოპებში თვალუწვდომელი რიგები იდგა, თუმცა, მაისურების გარდა სხვა ატრიბუტები არ გაყიდულა.

აკრედიტებულ ჟურნალისტთა უმეტესობა ამერიკიდან იყო, თუმცა გარშემო ისმოდა ფრანგი, ესპანელი, იტალიელი და კიდევ რამდენიმე სხვა ეროვნების წარმომადგენელი კორესპონდენტების ხმებიც. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტთა ასაკიც უფრო დაბალი იყო, ვიდრე ამას ინგლისში არიან მიჩვეულნი.

“ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენთან მოვიდოდა!” – აცხადებს ერთ-ერთი გულშემატკივარი, რომელმაც ბენ სიმონსთან გადაიღო ფოტო. -“ფეხბურთში რამდენიც არ უნდა ეცადო, მოთამაშის გულს ვერ მოიგებ. თუ კარგ ხასიათზე იქნება, მაქსიმუმ ტაში დაგიკრას და თავი დაგიხაროს. ვარჯიშის შეწყვეტა და ჩვენთან მოსვლა – მსგავს რამეს პირველად ვხედავ.”

აღსანიშნავია, რომ ტრიბუნაზე შეკრებილ ფანთა შორის ბრიტანელები აშკარა უმცირესობაში იყვნენ. გულშემატკივარტა უმეტესობა პირველად ესწრებოდა NBA-ს მატჩს. ზოგიერთი ისე ააღელვა ამ ფაქტმა, რომ მზად იყო, მაისურის სანაცვლოდ საკუთარი დის ტელეფონის ნომერიც დაეთმო.

აღნიშნულ მატჩზე დასწრების შანსი ხელიდან არც ფეხბურთის ისეთმა ვარსკვლავებმა გაუშვეს, როგორებიც არიან: იულიან დრაქსლერი, კევინ დე ბრუინი, მიხაელ ბალაკი და რა თქმა უნდა, თვით სერ ალექს ფერგიუსონი.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ის თავდაპირველად “სიქსერსის” უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ, მესამე მეოთხედში “სელტიკმა” გაიბრწყინა (22-37) და გამარჯვებაც “ბოსტონელებს” დარჩათ – 103-114.

იმედია, ერთ დღეს ქართველი გულშემატკივარიც იხილავს მსგავსი დონის მატჩს.

რონდომ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

„საკრამენტო კინგზის“ გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ ლიგისგან ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რის შესახებაც ESPN.com წერს.

თავის ყოფილ გუნდთან „ბოსტონ სელტიკსთან“ მატჩში რონდომ მსაჯთან კამათისშთვის ორი ტექნიკური მიიღო. სათქმელია, რომ მეორე ტექნიკურის შემდეგ მან მსაჯის გადაწყვეტილების აპელირება სცადა, თანაგუნდელები მის დაწყნარებასაც ეცადნენ.

რონდო „ჰიუსტონ როკეტსთან“ შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც სამშაბათს გაიმართება.

„ბოსტონ სელტიკსის“ კალათბურთელები „მილანი“ – „ნაპოლის“ დაესწრნენ (ფოტო)

„ბოსტონ სელტიკსის“ კალათბურთელები, რომლებიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სეზონის დაწყების წინ ევროპულ ტურნეში არიან, „სან-სიროზე“ „მილანი“ – „ნაპოლის“ მატჩს დაესწრნენ.

„დღეს „სან-სიროზე“ განსაკუთრებული სტუმრები გვყავს“, – წერია „მილანის“ „ინსტაგრამის“ გვერდზე.

12

„ბოსტონის“ ფორვარდმა თავის გუნდს მატჩის დასრულებამდე 0,8 წამით ადრე მოაგებინა

„ტორონტო რეპტორსთან“ მატჩის დასრულებამდე 0,8 წამით ადრე „ბოსტონ სელტიკსის“ ფორვარდმა ჯეი კრაუდერმა ბურთი მეტოქის ფარში ჩააგდო, რითაც თავისი გუნდის მოგებათა სერია ხუთ მატჩამდე გააგრძელა.

როგორ მოიგო „ბოსტონმა“ შეხვედრის ბოლო წამზე (ვიდეო)

„ტორონტო რეპტორსთან“ მატჩის ოვერტაიმის ბოლო წამზე „ბოსტონ სელტიკსის“ გამთამაშებელმა მარკუს სმარტმა ბურთი მეტოქის ფართან მოხსნა და ჩააგდო.

ცნობისთვის, შეხვედრა „ბოსტონის“ გამარჯვებით, 117:116 დასრულდა.

როგორ მოიშორა დერონ უილიამსმა ბრენდონ ბასი

„ბოსტონ სელტიკსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წაგებული რეგულარული ჩემპიონატის მატჩის დროს „ბრუკლინ ნეტსის“ გამთამაშებელმა დერონ უილიამსმა ბრენდონ ბასი ეფექტური „კროსოვერით“ მოიშორა და მეტოქის ფარში ბურთი უპრობლემოდ ჩააგდო.

სალინჯერი სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს

„ბოსტონის“ ფორვარდი ჯარედ სალინჯერი თავის გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება.

კალათბურთელს მარცხენა ფეხის ძვლის მოტეხილობა აღმოუჩნდა. სალინჯერის გამოჯანმრთელეის დაახლოებით ვადა უცნობია, თუმცა „სელტიკსმა“ უკვე დაადასტურა, რომ ბიგმენი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ჯარედის სათამაშო დრო ტაილერ ზელერს, ბრენდონ ბასსა და კელი ოლინიკს შორის განაწილდება.

ცნობისთვის, სალინჯერის მონაგარი 14,4 ქულას, 8,1 მოხსნასა და 2,4 ასისტს შეადგენს.

ენტონი: „NBA-ს „ლეიკერსისა“ და „ბოსტონის“ დაბრუნება სჭირდება“

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ლიდერმა კარმელო ენტონიმ განაცხადა, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მისი გუნდი, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ და „ბოსტონ სელტიკსი“ კვლავ წამყვან პოზიციებზე უნდა დაბრუნდნენ.

„ლიგისთვის მნიშვნელოვანია, რომ „ნიუ-იორკი“ კვლავ ლიდერთა შორის იყოს. იგივეს „ლეიკერსსა“ და „ბოსტონზეც“ ვიტყოდი“, – განუცხადა ენტონიმ „NBC Sports“-ს.

ამ მომენტისთვის „ნიქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზე იმყოფება. „ლეიკერსი“ დასავლეთში მე-14 საფეხურზეა, ხოლო „სელტიკსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 პოზიციას იკავებს.

რონდო „დალასში“ გადავა?

გავცელებული ინფორმაციით, „დალას მავერიკსმა“ „ბოსტონ სელტიკსთან“ რაჟონ რონდოს გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო.

შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, „ბოსტონი“ მთავარი ვარსკვლავის სანაცვლოდ დრაფტ-პიკებს, ცენტ ბრენდან რაიტს და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს მიიღებს, რათა ხელფასების ბალანსი შეინარჩუნოს.

ESPN-ის ინფორმაციით, რონდოს დამატება ასევე „საკრამენტო კინგსის“, „ნიუ-იორკ ნიქსის“, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ჰიუსტონ როკეტსის“ ხელმძღვანელებს სურთ, თუმცა ამჟამად რაჟონთან კონტრაქტის გაფორმების ყველაზე მეტი შანსი სწორედ „დალასს“ აქვს.

მიმდინარე სეზონში 28 წლის მოთამაშემ 22 მატჩი ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი 8,3 ქულა, 6,5 მოხსნა და 10,8 გადაცემა შეადგინა.

რონდომ და კობიმ რესტორანში ივახშმეს

„ბოსტონ სელტიკსსა“ და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ შორის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩით ერთი დღით ადრე გუნდების ლიდერებმა კობი ბრაიანტმა და რაჟონ რონდომ ბოსტონის ერთ-ერთ რესტორანში ივახშმეს, რასაც აშშ-ს პრესაში სხვადასხვა ჭორები მოჰყვა. მაგალითად, რამდენიმე გამოცემამ რონდომ „ლეიკერსში“ შესაძლო გადასვლაზე დაწერა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს რონდო სრულყოფილი თავისუფალი აგენტი გახდება.

1

პოლ პირსმა გულშემატკივარს ავტოგრაფი მატჩის დროს მისცა (ვიდეო)

„ვაშინგტონის“ ფორვარდმა პოლ პირსმა მატჩის დროს თავისი ყოფილი გუნდის გულშემატკივარს ავტოგრაფი მისცა.

წარმოგიდგენთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

„სელტიკსმა“ ახალი ალტერნატიული ფორმა წარადგინა

ხუთშაბათს „ბოსტონ სელტიკსმა“ ახალი ალტერნატიული გრძელმკლავიანი სათამაშო ფორმა წარადგინა, რის შესახებაც „Sports Illustrated“-ი წერს.

სათამაშო ფორმამ, რომელსაც „Parquet Pride“ უწოდეს, გულშემატკივრებს 1995 წელი უნდა გაახსენოს, როდესაც „ბოსტონ გარდენის“ დარბაზში „სელტიკსმა“ მე-16 საჩემპიონო ტიტული მოიგო.

ახალი ფორმის დებიუტი 28 ნოემბერს „ჩიკაგო ბულზთან“ მატჩში შედგება. ჯამში კი ამ ალტერნატიული მაისურებით ბოსტონელები მიმდინარე სეზონში ექვსჯერ ითამაშებენ.

0