გოლის ყველაზე ორიგინალური აღნიშნა ბრაზილიელი გულშემატკივრის შესრულებით

11 სექტემბერს, “ბოტაფოგოსა” და “სან პაულუს” შორის გამართულ მატჩში, “სან პაულუს” ფეხბურთელის მიერ გატანილ გოლს გულშემატკივრისთვის უსიამოვნო მომენტი მოჰყვა.

პელემ პრესკონფერენციაზე იტირა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მამამისის შესახებ საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა.

ნეიმარი: “მზად ვარ, ბრაზილიის ნაკრებს ვულიდერო”

კატალონიის “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნეიმარი აცხადებს, რომ ის მზადაა, “სელესაოს” ულიდეროს.

“მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ლიდერი ვარ. გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ვარ, მაგრამ მაინც მიხარია. ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე და ახლა, შემიძლია, გუნდში მოსულ ახალ ფეხბურთელებს თავი კომფორტულად ვაგრძნობინო”, – ამბობს ნეიმარი.

ნეიმარმა ცარიელ კარს სამი მეტრიდან ააცილა

ბრაზილიისა და ეკვადორის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში ნეიმარმა ცარიელ კარში გოლის გატანა ძალიან ახლო მანძილიდან ვერ შეძლო.

კარატისტი თუ ფეხბურთელი?

ბრაზილიის ჩემპიონატში, “ფლუმინენსეს” ფეხბურთელმა “კრუზეიროს” შემტევის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა.

ალეშანდრე პატოს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული აცილება

ბრაზილიის ჩემპიონატში “სან პაულუსა” და “სპორტ რესიფეს” შორის გამართულ მატჩში ალეშანდრე პატოს კურიოზული რამ შეემთხვა.

ნეიმარი – ბრუნავს, ბრუნავს, ბრუნავს

ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში კამერებმა საკმაოდ სახალისო კადრი დააფიქსირეს.

ოსკარის შესანიშნავი პასი

ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში ოსკარმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.

ეს ფეხბურთია – როგორ შეხვდნენ ერთმანეთს ნეიმარი და სუნიგა

6 სექტემბერს, ბრაზილიისა და კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიამრთა, რომელიც ბრაზილიელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ერთადერთი გოლის ავტორი კი ნეიმარი გახლდათ, რომელმაც მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქარა.

თამაშის დაწყების წინ, გუნდების კაპიტნები – ნეიმარი და სუნიგა ერთმანეთს ძალიან თბილად შეხვდნენ.

მოგეხსენებათ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე სუნიგამ ბრაზილიელ ფეხბურთელს ტრავმა მიაყენა, რის გამოც ნეიმარს საკმაო დრო გაუცდა.

ნეიმარმა კაპიტნის რანგში კოლუმბიას შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა

6 სექტემბერს, ბრაზილისია და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში (1:0), ნეიმარმა მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.

ბრაზილიის ნაკრებს კოლუმბიასთან ნეიმარი უკაპიტნებს

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ გადაწყვიტა, რომ კოლუმბიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩში კაპიტნის მოვალეობა ნეიმარს დააკისროს.

“ეს საკითხი გადაწყვეტილია. ნეიმარი უმაღლესი დონის მოთამაშეა და მცირე ასაკის მიუხედავად, საკმარის გამოცილებას ფლობს. დანარჩენი ფეხბურთელებისთვის სტანდარტი სწორედ კაპიტანი უნდა იყოს. ნეიმარს უყვარს გამოწვევები და გამარჯვება”, – ციტირებს დუნგას სიტყვებს Goal.com-ი.

ცნობისთვის, ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გასამართი ამხანაგური შეხვედრა 6 სექტემბერს, თბილისის დროით დილის 05:00 საათზე დაიწყება.

 

ვიდეო, რომელიც უნდა ნახოთ: ორ წუთში მოგებული მატჩი

4 სექტემბერს ბრაზილიის თასზე “სეარასა” და “ბოტაფოგოს” შორის გასაოცარი მატჩი გაიმართა, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 3:4 დასრულდა.

28 აგვისტოს, პირველ შეხვედრაში “ბოტაფოგომ” “სეარა” საკუთარ მოედანზე მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. განმეორებით მატჩში კი მოვლენები დრამატულად განვითარდა.