ბრაზილიამ ხორვატია დაამარცხა

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

თუმცა, შეხვედრა ბრაზილიელებისთვის საკუთარ კარში მოულოდნელად მიღებული გოლით დაიწყო. მე-11 წუთზე მარსელომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა

მასპინძლებმა ტემპს უმატეს და 29-ე წუთზე ნეიმარის დარტყმით ანგარიშის გათანაბრება მოახეხეს. პირველი ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევარში სკოლარის შეგირდებმა უპირატესობა შეინარჩუნეს. 71-ე წუთზე ხორვატების კარში საკმაოდ საეჭვო პენალტი დაინიშნა. ნეიმარმა 11-მეტრიანი ზუსტად დაარტყა, დუბლი გაიფორმა და ბრაზილიელები დააწინაურა.

ამის შემდეგ ხორვატებმა გაიბრძოლეს, თუმცა რეალური ხიფათი ბრაზილიელთა კართან ვერ შექმნეს. 91-ე წუთზე კი, ოსკარმა მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქრია – 3:1.

 

ბრაზილია — ხორვატია (სასტარტო შემადგენლობები)

სულ ცოტა დრო რჩება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნითი მატჩის დაწყებამდე, რომელიც ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის შედგება.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს.

ბრაზილია: ჟულიო სეზარი, დანი ალვესი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო, ლუის გუსტავო, პაულინიო, ოსკარი, ფრედი, ჰალკი, ნეიმარი.
მთავარი მწვრთნელი: ლუიშ ფელიპე სკოლარი.

ხორვატია: პლეტიკოსა, სრნა, ჩორლუკა, ლოვრენი, ვრსალიკო, მოდრიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი, კოვაჩიჩი, ოლიჩი, იელავიჩი.
მთავარი მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი.

მთავარი მსაჯი: იუიტი ნისიმურა (იაპონია).

რაული: „შესაძლოა, დელ ბოსკე 4-6-0 სქემას მიუბრუნდეს“

ესპანური ფეხბურთის ლეგენდარული ფიგურა რაული თვლის, რომ თავდამსხმელებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნომინალური ფორვარდის გარეშე ითამაშოს.

„დავიდ ვილიამ და ფერნანდო ტორესმა თავიანთ კლუბებში მთლად კარგად თავი ვერ წარმოაჩინეს. შესაძლოა, დელ ბოსკემ კვლავ მიმართოს 4-6-0 სქემას. თუ ეს გოლების გატანაში დაგვეხმარება, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არა – მწვრთნელი საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცევა. ასეთია საფეხბურთო მწვრთნელისა და მოთამაშეების ბედი.

ტიტულის დაცვა გაცილებით რთულია, ვიდრე მისი მოპოვება. ყველა ესპანელი გულშემატკივარი სვამს კითხვას, შეძლებს ესპანეთის ნაკრები ამ ამოცანის დაძლევას? დელ ბოსკე იცნობს თავის გუნდს და იცის, რომელი სათამაშო სქემა გამოადგება. პუიოლის არყოფნაში დაცვა უფრო სუსტი იქნება. დიეგო კოსტას მდგომარეობაც დიდ შეშფოთებას იწვევს. იგი ტრავმის მიღებამდე საუცხოო ფორმაში იყო.

ესპანეთის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. არის ჩემპიონობის სხვა კანდიდატებიც, თუმცა ესპანეთი პირველ რიგში სახელდება. ბრაზილიის ნაკრები საკუთარ კედლებში ითამაშებს, რაც მათ თავდაჯერებას შემატებს. ბრაზილიელებს ამჯერად უფრო ძლიერი მცველები ჰყავს, ვიდრე შემტევები“, – განაცხადა რაულმა.

 

ფიფას ვებ-გვერდზე ბრაზილია-ხორვატიას ანგარიში დაფიქსირდა

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩამდე რამდენიმე საათი რჩება. მოგეხსენებათ, გახსნით შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრაზილიის და ხორვატიის ნაკრებები წარსდგებიან.

ამ დროს ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა შეცდომა დაუშვა, რომელმაც შესაძლოა დიდი სკანდალი გამოიწვიოს.

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით ფიფას ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთით ბრაზილია-ხორვატიის ანგარიში გაჩნდა. ვებ-გვერდზე ეწერა, რომ მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.

აღნიშნული ინფორმაცია ფიფას ოფიციალური საიტიდან რამდენიმე წუთში გაქრა.

 

ნიკო კოვაჩი: „ვიცით, როგორ შევაჩეროთ ნეიმარი და ბრაზილია“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩით გაიხსნება. ბალკანელთა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა განაცხადა, რომ მის გუნდს ნეიმარისა და „სელესაოს“ გაჩერება შეუძლია.

„ვიცით, როგორ შევაჩეროთ ნეიმარი და ბრაზილიის ნაკრები. ბრაზილია მხოლოდ ნეიმარი არ გახლავთ: მეტოქეს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა ხორვატიის ნაკრებიც შესანიშნავი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მათ გაცნობიერებული აქვთ, რაოდენ დიდი პატივია ხორვატიის სახელით თამაში, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ერი. მოედანზე გულს დავდებთ.

ბერლინში ბრაზილიელები ვერ გავაოცეთ (2006 წელს, როდესაც ბრაზილიამ ხორვატია ანგარიშით 1:0 დაამარცხა), თუმცა ვაჩვენეთ, რა შეგვიძლია. დანებებას არ ვაპირებთ, პირიქით – ჩვენ შევუტევთ! ვითამაშებთ ისე, როგორც სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში. ძალზედ მნიშვნელოვანია ბურთის კონტროლი, რადგან ბრაზილიელებს ართმევაზე თამაში არ უყვართ“, – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნიკო კოვაჩმა.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

პრევიუ: ბრაზილია-ხორვატია

ნეიმარი სრნას წინააღმდეგ, ოლიჩი მანჯუკიჩის ნაცვლად და მუნდაილის გახსნითი მატჩის სხვა ინტრიგები. 

1950 წლის შემდეგ ბრაზილიაში მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ბრუნდება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებები წარსდგებიან.

გახსნითი მატჩი მართლაც საინტერესო უნდა გამოდგეს. ტურნირის მთავარი ფავორიტი ქვეჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს ეთამაშება. რა თქმა უნდა, ექსპერტები და გულშემატკივრები დიდ უპირატესობას მასპინძლებს ანიჭებენ. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის.

ხორვატების კაპიტანმა დარიო სრნამ განაცხადა, რომ ნეიმარის განეიტრალების ხერხი აღმოაჩინა. საერთოდაც უნდა ითქვას, რომ ნიკო კოვაჩს საკმაოდ ძლიერი კოლექტივი ჰყავს, რომელსაც ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შესაძლოა ბრაზილიელების თამაშზე უარყოფითად აისახოს საშეჯიბრო პრაქტიკის არქონაა. ბრაზილიელები ბოლო წლებში მხოლოდ ამხანაგური მატჩებით შემოიფარგლებოდნენ, რაც ოფიციალურ მატჩს ვერ შეედრება. საკუთარი მაყურებლის წინ კი ფსიქოლოგიური ზეწოლა დიდი იქნება, თუმცა ბრაზილიელი გულშემატკივრების არმია საყვარელ გუნდს ბოლომდე დაუჭერს მხარს.

ხორვატიის ნაკრები დღევანდელ მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდება. უკანასკნელ შესარჩევ მატჩში მარიო მანჯუკიჩმა წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მუნდიალის სასტარტო შეხვედრას გამოტოვებს. შესძლებს თუ არა ივიცა ოლიჩი მის სრულფასოვან შეცვლას დღეს საღამოს გამოჩნდება.

შეხვედრაში დიდი როლი ნახევარდაცვის თამაშს ექნება. ბრაზილიელებს ამ მხრივ გაცილებით უფრო მრაფალვეროფანი არჩევანი აქვთ. დიდი ალბათოით სკოლარი ტრადიციულ ტრიოს (ოსკარი – პაულინიო – ლუის გუსტავო) ენდობა. თუმცა, არც ფერნანდინიოს ან რამირესის გამოჩენა უნდა გაგვიკვირდეს. მაგრამ, ვინც არ უნდა გამოვიდეს ბრაზილიელთა შუა ხაზში, მას იოლი მატჩი ნამდვილად არ ელის. ხორვატების მთავარი დამრტყმელი ძალა სწროედ მოედნის ცენტრშია კონცენტრირებული. ლუკა მოდრიჩი და ივან რაკიტიჩი შესაბამისად ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის გამარჯვებულები გახდნენ. “ინტერის” ტალანტ მატეო კოვაჩიჩთნა ერთად აღნიშნული დუეტი საკმაოდ ძლიერ ნახევარდაცვას ქმნის.

 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

europa

დავიდ ლუისი: “კონფედერაციის თასის მოგება უნდა დავივიწყოთ”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველმა დავიდ ლუისმა მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2013 წელს კონფედერაციის თასის მოგება ბევრს არაფერს ნიშნავს.

“მსოფლიოს ჩემპიონატი ყველა ტურნირს შორის საუკეთესოა, ის ყველასაგან განსხვავდება. მართალია, 2013 წელს კონფედერაციის თასი მოვიგეთ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ფეხბურთში, წარსულში მიღწეული წარმატება აწმყოზე არ მოქმედებს, ამიტომ ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და მუნდიალზე ისე ვითამაშოთ, როგორც საჭიროა”, – ამბობს დავიდ ლუისი.

სკოლარი: „ამჟამინდელი და 2002 წლის გუნდები ერთი და იგივეა“

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი თვლის, რომ „სელესაოს“ ამჟამინდელი შემადგენლობა არაფრით არ ჩამოუვარდება 2002 წლის გუნდს, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

„მე ვიტყოდი, რომ ახლანდელი შემადგენლობა და 2002 წლის გუნდი საერთო ჯამში ერთი და იგივეა. ჩემი ფეხბურთელების შესაძლებლობები საშუალებას მაძლევს, რომ თამაშის ტაქტიკური სურათი შევცვალო. ამ გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებსაც გუნდის სასარგებლოდ შეუძლიათ, რომ სათამაშო სტილი შეიცვალონ. მაგალითად, თუ საჭირო გახდება, ნეიმარი მეტოქე გუნდის მოთამაშეებს დაფარავს“, – სკოლარის სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებთა შორის გასამართი მატჩით გაიხსნება.

ბექა დოგრაშვილი

დიეგო კოშტა – “მოღალატე”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ვარჯიშები უსიამოვნო შეძახილების თანხლებით მიმდინარეობს. ბრაზილიელი გულშემატკივრები ცდილობენ, რომ დიეგო კოშტა მაქსიმალურად დისკომფორტში იყოს. ისინი ესპანეთის ნაკრებში გადაბარგებულ ფეხბურთელს “მოღალატეს” უწოდებენ.

რამირესი გვპირდება

ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი რამირესი აცხადებს, რომ დამდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ყვითელი ბარათების მიღებას მაქსიმალურად მოერიდება.

ოთხი წლის წინათ, სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის მერვედფინალურ ეტაპზე ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში რამირესმა მეორე გაფრთხილება მიიღო და ტურნირის მეოთედფინალში ჰოლანდიელებთან გამართული მატჩი გამოტოვა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 1:2 წააგო.

„წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარი შემთხვევებიდან სათანადო დასკვნა გავაკეთე. მოედნის ცენტრში თამაშის წესის დარღვევამ მომდევნო ეტაპის მატჩი გამომატოვებინა. ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ. არ მინდა, რომელიმე შეხვედრა გამოვტოვო.

ვამაყობ „ჩელსიში“ ჩემი თამაშითა და მონაცემებით. სასიამოვნოა, რომ ბურთის ართმევების რაოდენობით მეორე პოზიციაზე ვარ, თუმცა ნაკრებში ოდნავ განსხვავებული საქმით დავკავდები. ვეცდები, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე სტატისტიკა კიდევ უფრო გავიუმჯობესო“, – რამირესის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

87 წლის ბრაზილიელი მოხუცი, რომელმაც ახალგაზრდების ყურადღება მიიპყრო

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ იპყრობს 87 წლის ბრაზილიელი მოხუცი ახალგაზრდების ყურადღებას.

მუნდიალის პირველი მატჩის მთავარი მსაჯის ვინაობა ცნობილია

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შეხვედრის მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია. ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გასამართ ტურნირის გახსნით შეხვედრას იაპონელი მსაჯი იუიტი ნისიმურა მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ ნისიმურას 2010 წლის მუნდიალზე ოთხი მატჩი აქვს ნამსაჯი, მათ შორის ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული მეოთხედფინალური შეხვედრა, რომელიც „სელესაოს“ დამარცხებით, ანგარიშით 1:2 დასრულდა. სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე საერთო ჯამში აჩვენა 16 ყვითელი და ორი წითელი ბარათი, დანიშნა ერთი პენალტი.

იუიტი ნისიმურა 42 წლის გახლავთ, ფიფას მსაჯია 2004 წლიდან.

ბექა დოგრაშვილი