დუნგა: „ტიაგო სილვას ნაკრებში დაბრუნების შანსი აქვს“

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ გუნდში პსჟ-ს კაპიტნის ტიაგო სილვას დაბრუნება არ გამორიცხა.

დუნგამ გამოცდილი ფეხბურთელი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სამ მატჩზე არ გამოიძახა.

„ტიაგო ის მოთამაშეა, რომელსაც ყოველთვის ვაკვირდებით. მას გუნდში დაბრუნების შანსი აქვს“, – ციტირებს დუნგას Goal.com.

„ოქროს ბურთის“ კანდიდატთა ვინაობა ცნობილია

ფიფა-მ 2015 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა სამეული გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ შორის „ბარსელონას“ ლიდერები ლიონელ მესი და ნეიმარი არიან. ასევე, „ოქროს ბურთისთვის“ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 11 იანვარს, ციურიხში შედგება.

ნეიმარი: „სანტოსი“ – „სან-პაულუ“ „ელ კლასიკოზე“ უფრო დაძაბულია“

„ბარსელონას“ თავდამსხმელის ნეიმარის თქმით, მის სამშობლოში „ელ კლასიკოზე“ გაცილებით მნიშვნელოვნაი პრიცნიპული მატჩებიც ტარდება.

„მტრულ ატმოსფეროს შევეჩვიე. ბრაზილიაში მსგავში მატჩები ნამდვილი დაპირისპირებაა. სიმართლე გითხრათ, იმასთან შედარებით, რასაც ბრაზილიაში ვგეძნობდი, „რეალთან“ შეხვერდის წინ წყნარად ვარ. „სანტოსი“ – „სან-პაულუს“ ან „სანტოსი“ – „პალმეირასის“ დაპირისპირებები გაცილებით ცხელია“, – ციტირებს ნეიმარს Goal.com.

ფეხბურთის მეფე — 75

დღეს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე იუბილარია. ფეხბურთის მეფეს 75 წელი შეუსრულდა.

პელე თამაშობდა “სანტოსისა” და “ნიუ-იორკ კოსმოსის” რიგებში. ბრაზილის ნაკრებში ჩატარებულ 92 მატჩში თავდამსხმელმა 77 გოლი გაიტანა. პელე ნაკრებთან ერთად სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, “სანტოსში” კი 6-ჯერ მოიგო ბრაზილიის თასი, ორჯერ კი ლიბერტადორესის თასსა და და საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა. საერთო ჯამში, ბრაზილიურ კლუბში ჩატარებულ 496 მატჩში პელე გოლით 504-ჯერ გამოირჩა.

ფიფას ვერსიით პელე XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი ბრაზილიელი საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად ცნო.

 

არგენტინა — ბრაზილია: მატჩი დუნგასთვის შესაძლოა, გადამწყვეტი გამოდგეს

ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ კარლოს დუნგას უახლოეს პერიოდში შესაძლოა, პოსტი დაატოვებინონ.

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციაში უკმაყოფილონი არიან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში “სელესაოს” შედეგებით. ბრაზილიის ნაკრები პირველ ტურში ჩილესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა, მეორე ტურში კი ვენესუელა 3:1 დაამარცხა. შესაძლოა, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ 14 ნოემბერს გასამართი მატჩი დუნგასთვის გადამწყვეტი გამოდგეს.

შეგახსენებთ, რომ კარლოს დუნგას კოპა ამერიკაზე წარუმატებელი გამოსვლის გამო ჯერ კიდევ ზაფხულში უპირებდნენ გათავისუფლებას, თუმცა მაშინ გადაწყვიტეს, რომ მისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცათ.

 

რომარიო: „ბრაზილიის ნაკრებში ტიაგო სივლას ადგილი აღარ არის!“

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რომარიო თვლის, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა „პარი სენ-ჟერმენის“ მცველ ტიაგო სივლას ეროვნულ გუნდში სამართლიანად აღარ იძახებს. ბოლოს სილვამ თავისი ქვეყნის ნაკრების მაისურით ზაფხულში ჩატარებულ „კოპა ამერიაკზე“ ითამაშა.

„ვფიქრობ, ნაკრებში ტიაგო სილვას გზა დასრულდა. მის მატარებელი უკვე წავიდა, რადგან მან აჩვენა, რომ ჩვენს გუნდში სათამაშოდ საჭირო ხასიათ არ გააჩნია. მთავარი მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, მას ნაკრებში აღარ გამოვიძახებდი“, – განახადა რომარიომ.

როგორ ერთობა რიო-დე-ჟანეიროში დისკვალიფიცირებული ნეიმარი (ფოტო)

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ნეიმარი, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო მიმდინარე სანაკრებო პაუზის დროს ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ვერ ეხმარება, დროს ტყუილად არ კარგავს და რიო-დე-ჟანეიროში ერთობა. სამშობლოში ნეიმარი რამდენიმე ღონისძიებას დაესწრო და ცნობილ ბრაზილიელ მსახიობებთან სურათებიც გადაიღო.

1

დავიდ ლუისმა, შესაძლოა, „რეალთან“ ორივე მატჩი გამოტოვოს

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა დავიდ ლუისმა, რომელმაც მუხლის ტრავმის გამო ბრაზილიის ნაკრების რიგი დატოვა, შესაძლოა, მადრიდის „რეალთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩები გამოტოვოს.

ფრანგული პრესის თანახმად, ცენტრალური მცველი ლაზარეთში, დაახლოებით, ერთ თვეს გაატარებს, რაც მის „რეალთან“ მატჩებში მოედანზე გამოსვლას გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ „ბლანკოსს“ პარიზელები 21 ოქტომბერსა და 3 ნოემებვრს შეხვდებიან.

დუნგას პატო არ სჭირდება

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის განაცხადში “სან პაულუს” თავდამსხმელ ალეშანდრე პატოს არ უხმო. “სელესაოს” თავკაცმა მის ნაცვლად გუნდში “სანტოსის”  35 წლის ფორვარდი რიკარდო ოლივეირა მიიწვია.

“ოლივეირა ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. იგი იტანს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფეხით, საჯარიმო მოედნიდან და მის გარედან, საშინაო და გასვლით მატჩებში. რიკარდო ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს და ჩვენც სწორედ ამ ამპლუის ფეხბურთელი გვჭირდება. პატო ფლანგზე მოქმედებს, სადაც უკვე გვყავს დუგლას კოსტა.

როდესაც დუგლას კოსტა პირველად გამოვიძახე, ამბობდნენ, რომ იგი სანაკრებო მოთამაშე არ არის, თუმცა მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლის შემდეგ საკმაოდ კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა”, – დუნგას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ცნობისათვის, ბრაზილიის ჩემპიონატის 28-ე ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავას რიკარდო ოლივეირა 17 გოლით ლიდერობს, პატოს კი 9 გატანილი ბურთი აქვს.

ბრაზილიის ეროვნული გუნდი 9 ოქტომბერს ჩილეში ითამაშებს, 14 ოქტომბერს კი ვენესუელის ნაკრებს დაუხვდება.

 

ბრაზილიის სასამართლომ ნეიმარს 47 მილიონით სარგებლობის უფლება ჩამოართვა

„ბარსელონას“ თავდამსხმელს ნეიმარს ბრაზილიის სასამართლომ თავისი 47 მილიონი დოლარით სარგებლობის უფლება დროებით ჩამაორთვა.

ამის მთავარი მიზეზი კი „ბარსელონაში“ ტრანსფერისგან მიღებული თანხის შემდეგ საგადასახადოსთვის პროცენტების გადახდისგან თავის არიდებაა. როგორც ცნობილია, ფეხბურთელმა ბრაზილიის სახელმწიფოს 16 მილიონი დოლარი არ გადაუხადა.

სათქმელია, რომ არამხოლოდ ფეხბურთელის, არამედ მამამისის აქტივობებიც შეჩერებულია. შეზღუდვა ნეიმარის ოჯახის მარკეტინგულ კომპანიასაც შეეხო.

დუნგამ ბრაზილიის ნაკრებში მივიწყებული 35 წლის თავდამსხმელი გამოიძახა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ „სანტოსის“ 35 წლის თავდამსხმელის რიკარდო ოლივეირას გამოძახება გადაწყვიტა. ბრაზილიელი ვეტერანი ტრავმირებულ რობერტო ფირმინოს შეცვლის, რომელიც ნაკრების თავდაპირველ განაცხადში იყო.

აღსანიშნავია, რომ ერთ დროს „მილანის“ თავდამსხმელი ამჟამად ბრაზილიის სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირია – რიკარდოს ანგარიშზე 17 გოლია, ხოლო მისმა უახლოესმა მდევარმა ჟადსონმა 11 ბურთი მიითვალა.

ამის მიუხედავად, ოლივეირას გამოძახება მეტად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ბოლოს თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მან 8 წლის წინ ითამაშა.

რობერტო კარლოსი: „ნეიმარი რონალდუსა და მესის სჯობს“

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ რობერტო კარლოსმა კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ დასმულ კითხვას ორიგინალურად უპასუხა.

„ყველა ყოველთვის ამ ორ ფეხბურთელზე საუბრობს, თუმცა ჩემთვის საუკეთესო ნეიმარია. ვფიქრობ, „ბარსელონაში“ ის გაცილებით უკეთესად თამაშობს, ვიდრე ბრაზილიის ნაკრებში, რადგან კატალონიაში მას უკვე მომზადებული გუნდი ჰყავს“, – ციტირებს კარლოსს გამოცემა AS-ი.