ოფიციალურად: ბრენდან როჯერსმა “სელტიკთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა

სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ გლაზგოს “სელტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ გუნდის ოფიციალური  გვერდი იტყობინება.

ბრიტანელი მწვრთნელი ახალი ხელშეკრულების თანახმად გლაზგოში 2021 წლის ბოლომდე დარჩება. კონტრაქტის სხვა პირობები არ საჯაროვდება.

44 წლის სპეციალისტი “სელტიკში” გასულ მაისში მივიდა და შოტლანდიის ლიგის თასიც მოგო. რამდენიმე დღის წინ კი “სელტიკმა” ქვეყნის ჩემპიონობაც გაინაღდა.

როჯერსი: “მინდოდა, “ლივერპულში” ვან დეიკი მიმეყვანა, მაგრამ ხელმძღვანელობამ უარი მითხრა”

“ლივერპულის” ექს-თავკაცი, ბრენდან როჯერსი აღიარებს, რომ მერსესაიდული კარიერის მიმდინარეობისას სცადა გუნდში ვირჯილ ვან დეიკი მოეყვანა, თუმცა ამაოდ.

“ლივერპულში” ყოფნისას, ვცდილობდი, ვან დეიკის ტრანსფერი განმეხორციელებინა, როდესაც ის ჯერ კიდევ “გრონინგენში”, შემდეგ კი “სელტიკში” თამაშობდა. მაგრამ ხელმძღვანელობამ უარი განმიცხადა.

მას ნამდვილად შეეძლო, “სელტიკიდან” პირდაპირ “ლივერპულში” აღმოჩენილიყო. მასზე დიდ იმედებს ვამყარებდი, შეხედავდი და მაშინვე მიხვდებოდი, თუ რაოდენ ძლიერი იყო ის. მეტი რა უნდოდათ? არ ვიცი,” – აცხადებს “სელტიკის” ამჟამინდელი დამრიგებელი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ვან დეიკმა მიმდინარე სეზონში 30-ჯერ მოირგო “საუთჰემპტონის” მაისური და 4 გოლიც ჩაიწერა აქტივში.

როჯერსი: “მისი ტალანტის დასანახად ათი წამი დამჭირდა”

“სელტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდადნ როჯერსმა შოტლანდიური კლუბის ახალწვეულზე, კუასი ებუეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ისეთივე ნიჭიერი ახალგაზრდაა, როგორც სტერლინგი და კოუტინიო იყვნენ ახალგაზრდობაში.

“ის ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომელთა თამაშის ყურებისასაც დაახლოებით ისეთივე გრძნობები მეუფლება, როგორც მაშინ, როდესაც ახალგაზრდა კოუტინიოს და სტერლინგს ვუყურებდი. მისი ტალანტის დასანახად ათი წამი დამჭირდა.

რა თქმა უნდა, მის შესახებ ბევრმა სკაუტმა იცის და ბევრი მწვრთნელი ცდილობს მის გადაბირებას. ამ დროისთვის, მას ყველაფერი აქვს, რაც საუკეთესოობისთვის არის საჭირო.” – განაცხადა მან.

როჯერსი: “სელტიკი” ინგლისში რომ თამაშობდეს, ახლა ოთხეულში მაინც იქნებოდა”

შოტლანდიური “სელტიკის” მთავარ მწვრთნელს, ბრენდან როჯერსის თვალსაზრისით, “სელტიკს” პრემიერ ლიგაში რომ ეთამაშა, ის ტოპ-ოთხეულში მაინც იქნებოდა ამ დროისთვის.

“ამაზე დავა არ ღირს. “სელტიკი” ინგლისში რომ თამაშობდეს, ახლა ოთხეულში თუ არა, ექვსეულში მაინც იქნებოდა. “სელტიკი” სწორედ იქ იქნებოდა, სადაც მოისურვებდა.

“სელტიკს” უდიდესი ისტორია, დიდებული გულშემატკივრები, გუნდი და სტადიონი გააჩნია. ასეთი რესურსებიდან გამომდინარე, ჩვენ საკმაოდ კონკურენტუნარიან ძალას წარმოვადგენთ.” – განაცხადა ბრენდანმა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ შოტლანდიელებმა შინ, “მანჩესტერ სიტისთან” ფრედ, 3-3 ითამაშეს.

ბალოტელი: “ლივერპულში” გადასვლა ყველაზე ცუდი სვლა იყო ჩემს ცხოვრებაში”

მარიო ბალოტელიმ ფრანგულ “ნიცაში” დებიუტისა და სადებიუტო გოლის (პენალტით) გატანის შემდეგ, პრესასთან “ლივერპულში” გადასვლის მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრა.

“ლივერპულში” გადასვლის გადაწყვეტილება ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა ჩემს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ამაში არ ვგულისხმობ ფანტასტიკურ გულშემატკივრებსა და იმ ფეხბურთელებს, რომელთანაც მშვენიერი ურთიერთობა მქონდა. უბრალოდ ის კლუბი ძალიან არ მომწონს.

“ლივერპულში” ორი მწვრთნელი მყავდა, როჯერსი და კლოპი, თუმცა ცოტა ხნით. მათი არც მეთოდები მომწონდა და არც ხასიათი. იქ თავი კარგად არასდროს მიგრძვნია.

მე ზლატანს არაფრით არ ვგავარ. ზლატანი ლომებთან ერთადაც რომ ამყოფო, ის მაინც შეინარჩუნებს სიმშვიდეს. მე კი სხვანაირი მყავს. გარშემო ისეთი ხალხი მჭირდება, რომლებთან ერთადაც მუშაობას შევძლებ.”

ოფიციალურად: ბრენდანი “სელტიკს” ჩაუდგა სათავეში

შოტლანდიური “სელტიკის” ოფიციალური გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შოტლანდიური პრემიერ ლიგის ჩემპიონებს სათავეში ბრენდან როჯერსი ჩაუდგება.

როგორც იცით, ბრენდანი სეზონის დასაწყისში “ლივერპულის” მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა, თუმცა არასახარბიელო ასპარეზობის გამო “ენფილდმა” მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “სელტიკის” ახალი მწვრთნელი გავხდი. ჩემთვის ეს დიდი პატივია. მთელი ცხოვრების მანძილზე ვადევნებდი თვალს “სელტიკს”, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შანსი მომეცა და ამ დიდი, შოტლანდიური ოჯახის წევრი გავხდი.

“ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენ გულშემატკივრებს ამაღელვებელი, სასიამოვნო და მომგებიანი ფეხბურთი შევთავაზო” – განაცხადა 43 წლის სპეციალისტმა.

ვის მიიჩნევენ ბუკმეკერები “უოტფორდის” მწვრთნელობის ყველაზე რეალურ კანდიდატად?

მიუხედავად იმისა, რომ კიკე სანჩეს ფლორესის ხელში “უოტფორდმა” შესანიშნავი სეზონი ჩაატარა პრემიერ ლიგაში ახლად გადმობარგებული კლუბის კვალობაზე, ის მაინც არ აპირებს ინგლისურ კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელებას.

პოცოების ოჯახი კიკე სანჩეს ფლორესის შეცვლას ვოლტერ მაცარითი აპირებს, რომელიც 2014 წლის ნოემბრის შემდეგ უსაქმურად არის. Betaway იტალიელ სპეციალისტს “უოტფორდის” მწვრთნელობის ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნევს.

არსენალი

მაცარის გარდა, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელები რობერტო მარტინესის კანდიდატურასაც განიხილავენ, რომელმაც ახლახან დატოვა ინგლისური “ევერტონი”. ბუკმეკერები ამ შესაძლებლობას 13.00 კოეფიციენტით აფასებენ.

აღნიშნულ სიაში ასევე მოხვდნენ ბრენდან როჯერსი (15.00), დი მატეო (17.00), ბიელსა (17.00), ანდრე ვილაშ ბოაში და დევიდ მოიესი (21.00-21.00).

Daily Star: ბრენდან როჯერსი “სუონსის” ხელმძღვანელობას შეუთანხმდა

Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სუონსი სიტის” ხელმძღვანელები ბრენდან როჯერსს შეუთანხმდნენ.

წაროს ცნობით “ლივერპულის” ყოფილი ბოსი კვირაში 90 000-იან ხელფასს დათანხმდა. ის მზადაა ფრანჩესკო გვიდოლინი ჩაანაცვლოს, რომლის კონტრაქტის სეზონის ბოლოს იწურება.

ბრენდანი გასული წლის ოქტომბრის შემდეგ უქმადაა, მას შემდეგ, რაც ის “ლივერპულში” იურგენ კლოპმა ჩაანაცვლა.

აქვე შეგახსენებთ, რომ როჯერსს უელსში აქამდეც უმუშავია – მან “სუონსში” 2 წელი დაჰყო და გუნდი პრემიერ ლიგაში დააწინაურა.

მორენო: “კლოპის წყალობით, მე საუკეთესო ფორმაში ვარ”

“ლივერპულის” ცენტრალური მცველი, ალბერტო მორენო თვლის, რომ ამჟამად ის კარიერის საუკეთესო ფორმაში იმყოფება, რასაც ის იურგენ კლოპის დამსახურებად მიიჩნევს.

“თავდაპირველად, ბრენდანთან ერთად ძალიან მიჭირდა. ის მე არ მენდობოდა. ვვარჯიშობდი, 100%-ით მზად ვიყავი, თუმცა ის ბევრს არ მათამაშებდა.

თუმცა, ბატონ კლოპთან მუშაობით ყველაფერი გამოსწორდა და ახლა საუკეთესო მდგომარეობაში ვარ, როგორშიც შესაძლოა ფეხბურთელი მოხვდეს.”

მორენომ “ვილიარეალთან” გასამართ მატჩზეც ისაუბრა: ” არ მიყვარს, როცა ფავორიტის იარლიყს გვაკრავენ. ნახევარფინალში ოთხივე გუნდი ფავორიტია.

ამ ეტაპზე გასვლა ძალიან რთული იყო. არ ვთვლი, რომ ფავორიტები ვართ.” – დაამატა ესპანელმა.

როჯერსი: ” კლოპს ჩემსავე სახლში შევხვდი, ჩვენ ბენტეკესა და ლევანდოვსკიზე ვისაუბრეთ”

“ლივერპულის” ყოფილმა თავკაცმა, ბრენდან როჯერსმა აღნიშნა, რომ ის იურგენ კლოპს საკუთარ სახლში შეხვდა, სადაც ორმა სპეციალისტმა საკმაოდ თბილად ისაუბრეს.

“თავდაპირველად, როდესაც მე წავედი და მწვრთნელის პოსტი კლოპმა ჩაიბარა, ჩვენ ერთად დავჯექით და ბევრი ვისაუბრეთ.

იურგენი ნამდვილად კარგი “ტიპია”. მე მზად ვარ, რომ მას  ყველაფერში დავეხმარო.

ჩვენ რობერტ ლევანდოვსკიზეც ვისაუბრეთ: ” პრემიერ ლიგაში მას ისეთი შანსი ვერ ექნებოდა, როგორიც გერმანიაში ჰქონდა. პირველ სეზონში მან 8 გოლი გაიტანა. წარმოგიდგენიათ, მსგავსი რამ ინგლისში რომ გაეკეთებინა?”

მე კი ვურჩიე, რომ ბენტეკესთვის დრო მიეცა: “ობამეიანგი სამი წლის განმავლობაში ძლიერდებოდა, საბოლოოდ კი მშვენიერ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მიეცი დრო ბენტეკესაც და ის დაამტკიცებს, რომ მსოფლიოს დონის თავდამსხმელია”, – თქვა როჯერსმა.

როჯერსი მუშაობას ყატარში დაიწყებს?

„ლივერპულის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი, შესაძლოა, ყატარში სამუშაოდ წავიდეს. როგორც გამოცემა „მირორი“ იუწყება, ერთ-ერთ ყატარული კლუბის მას წელიწადში 3,5 მილიონ ევრო სთავაზობს.

აქამდე როჯერსმა განაცხადა, რომ სამწვრთნელო სქმიანობისგან დასვენება სურს, თუმცა ახლო აღმოსავლეთდან წინადადებამ, შეიძლება, მას გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.

სათქმელია, რომ აქამდე როჯერსის სახელს „ჩელსისაც“ უკავშირებდნენ.

ბრენდან როჯერსი, შესაძლოა, „ჩელსის“ თავკაცი გახდეს

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობა ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვს, მის ადგილს „ლივერპულის“ ყოფილი თავკაცი ბრენდან როჯერსი დაიკავებს.

მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, ჩრდილოირლანდიელ სპეციალისტთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდება.

ცნობისთვის, პორტუგალიელი სპეციალისტის შესაძლო შემცვლელთა შორის ასევე გუს ჰიდინკი და პეპ გვარდიოლა სახელდებიან.

პრემიერლიგის ათი ტურის შემდეგ „ჩელსი“ 11 ქულით მეთხუთმეტე პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ როჯერსს „ჩელსიში“ აქამდეც უმუშავია. 2004 წლიდან 2008 წლამდე ის ლონდონური კლუბის აკადემიაში მუშაობდა.