ბრენდან როჯერსი: „ეს მარცხი ბალოტელის ბრალი არაა“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა „ნიუკასლთან“ ანგარიშით 0:1 წაგებულ მატჩზე ისაუბრა.

„მეტოქემ შეცდომის გამო დაგვსაჯა, „ნიუკასლთან“ სწორედ ამის გამო დავმარცხდით. ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, თუმცა გადამწყვეტი პასის გაკეთება ვერ გამოგვდიოდა. გუნდმა ცოტა სახიფათო მომენტი შექმნა.

ეს მარცხი ბალოტელის ბრალი არაა, დღეს მთელმა გუნდმა წააგო, ეს კოლექტიური შეცდომაა. შედეგით იმედგაცრუებულები ვართ“, – განაცხადა როჯერსმა.

როგორ შეხვდა ბრენდან როჯერსი კარლო ანჩელოტის “ენფილდზე”

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა სახალისო კადრი, რომელშიც აღბეჭდლია, თუ როგორ სახე აქვს ბრენდან როჯერსს კარლო ანჩელოტისთან შეხვედრისას.

ბრენდან როჯერსი: “ბალოტელიმ მეტი უნდა გაიტანოს”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერმსა განაცხადა, რო მარიო ბალოტელის შედეგიანობის გაუმჯობესება სჭირდება.

“ბალოტელიმ უნდა მოუმატოს. მისგან მეტ გატანილ გოლს ვითხოვთ. ნებისმიერ ფორვარდს ხომ გოლების რაოდენობით აფასებენ. ამ მომენტისტის კი, მისი მაჩვენებელი არც თუ ისე კარგია.

თუმცა, ეს მხოლოდ მარიოს ბრალი არ არის. “ბაზელთან” შეხვედრაში მას თანაგუნდელები პასებით არ ამარაგებდნენ” – განაცხადა როჯერსმა.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ფორვარდსი ანგარიშზე ერთი გოლი და საგოლე გადაცემაა.

ბრენდან როჯერსი: ”ეს მატჩი უნდა მოგვეგო”

”ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა, ”ბაზელთან” მარცის (0-1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

”სტანდარტულ მდგომარეობებზე ყოველთვის ვვარჯიშობთ, მაგრამ დღეს, ამ პოზიციაზე, კარგად ვერ ვითამაშეთ. ფიზიკური ორთაბრძოლები უნდა მოგვეგო და ბურთზე კონტროლი უნდა დაგვემყარებინა. შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ უკეთესად ავთამაშდით და საბოლოოდ უნდა გაგვემარჯვა.” – განაცხადა როჯერსმა.

ბრენდან როჯერსი: “სტერლინგს “რეალს” უკავშირებენ ? ეს მე არ მაღელვებს”

ლივერპულის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი, რაჰიმ სტერლინგის “რეალში” შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა.

“რაჰიმი შესანიშნავ ფიზიკურ მზადყოფნაშია. 120 წუთი თამაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს”

“რეალი” ? შესაძლოა სტერლინგის გადასვლა ნებისმიერ კლუბში მისთვის სავალდებულო იყოს, მაგრამ ეს მე არ მაღელვებს” – განაცხადა როჯერსმა.

 

ბრენდან როჯერსი: “მარიო კარგი ბიჭია, მე კმაყოფილი ვარ მისით”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა გუნდის ახალწვეულ – მარიო ბალოტელიზე ისაუბრა.

“ყველა ფეხბურთელი განსხვავებულია, ისინი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებენ. მე მოხარული და ამავდროულად ძალიან ყმაყოფილი ვარ რომ მიწევს მარიო ბალოტელისთან მუშაობა.”

“ის კარგი ბიჭია, მას სურს სარგებელი მოუტანოს გუნდს. მარიომ უკვე დამარწმუნა მე, რომ მას შეუძლია მთელი მისი დრო დაუთმოს გუნდს.”

“მე ვფიქრობ რომ მარიო კომპლექსური ადამიანია – ფეხბურთელი, რომელსაც სურს ჰქონდეს წარმატებული კარიერა. თუ ის გააგრძელებს მუშაობას და დაიხარჯება ბოლომდე, იგი ჩვენ მის ნამდვილ სახეს დაგვანახებს.” – განაცხადა როჯერსმა.

აგერს როჯერსთან უთანხმოება ჰქონდა — რატომ დატოვა დანიელმა “ლივერპული”

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა დანიელ აგერმა მერსისაიდული გუნდის თავკაც ბრენდან როჯერსთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. როგორც დანიელ ფეხბურთელი ამბობს, მთავარი მწვრთნელი მის შრომას არ აფასებდა.

“გასულ სეზონში როჯერსთან გარკვეული უთანხმოება მქონდა. შესაძლოა, ეს იმიტომ მოხდა, რომ პირდაპირ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ და სხვებისგანაც ამასვე მოვითხოვ. შესაძლოა, ეს არასწორი მიდგომაცაა. ჩვენს შორის გარკვეული დისტანცია გაჩნდა და ეს ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა. ვგრძნობდი, რომ მწვრთნელი ჩემს წვლილს არ აფასებდა, რაც ჩემთვის სიგნალი იყო. ძალიან მიკვირდა, როდესაც რამდენიმემატჩიანი წარმატებული თამაშის შემდეგ მოულოდნელად ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვკარგავდი. ამან ძალზედ დამთრგუნა.

ამასთან, ვაღიარებ, რომ როჯერსი საოცრად ნიჭიერი მწვრთნელია, ამას ვერ დავუკარგავთ. ის საწვრთნელ პროცესშიც კარგი ხელმძღვანელია, გუნდს ეტაპობრვად აშენებს. როჯერსი მართლაც ძლიერი მწვრთნელია”, – განაცხადა აგერმა TV3 SPORT-ისთვის მიცემულ ინტერვუში.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს დანიელ აგერი “ლვერპულიდან” მშობლიურ “ბრონდბიუში” გადავიდა.

 

ბრენდან როჯერსი: ”შეხვედრა პასიურად დავიწყეთ და თამაშის შემოსატრიალებლად დრო აღარ გვეყო”

”ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა, ”ვესტ ჰემთან” განცდილ მარცხზე ისაუბრა.

”გუნდთან აშკარად სამუშაო მაქვს, დღეს შესაბამისი ფორმისგან ძალიან შორს ვიყავით.”

”შეხვედრა ძალიან პასიურად დავიწყეთ. მატჩის დებიუტში 2 გოლი მივიღეთ, რაც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებულის გამოსავლენად. სამწუხაროდ, თამაშის შემოსატრიალებლად დრო არ გვეყო.”

”ამაზე სერიოზული მუშაობა მოგვიწევს. გუნდში დავაწესებ ახალ სტანდარტს, რომელსაც ყველა დაემორჩილება.” – განაცხადა ბრენდან როჯერსი.

ბრენდან როჯერსი: ”ბალოტელის გოლი მსოფლიო დონისაა”

”ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა, ”ლუდოგორეცთან”'(2-1) ჩატარებულ მატჩი, ჟურნალისტებთან შეაფასა.

”ეს იყო ბრწყინვალე საღამო, როგორც ჩვენთვის, ისე გულშემატკივარისთვის. გუნდმა შესანიშნავი ბრძოლის უნარი აჩვენა. იმ ეპიზოდში უდაოდ პენალტი იყო, ეს ”ლუდოგორეცის” ფეხბურთელის საქციელიდან გამომდინარეც მეტყველებს.”

”ბალოტელიმ ბრწყინვალედ ითამაშა. ჩვენ ვუთხარით მას, რომ ბოლო წუთებში საჯარიმოში ყოფილიყო და გაამართლა კიდეც. მან მსოფლიო დონის გოლი გაიტანა.”

”გუნდი, გასული სეზონის სათამაშო ფორმასთან ჯერ არაა მისული, მაგრამ ყველაფერი წინ არის.” – განაცხადა როჯერსმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

“ლივერპულის” ლეგენდები სუარესის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ ლუის სუარესმა ზაფხულის სატანსფერო პერიოდში კლუბი დატოვა და “ბარსელონას” მიაშურა, მერსისაიდული გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელები მას თბილად მოიხსენიებენ. კერძოდ, ურუგვაელი თავდამსხმელისა და “ლივერპულის” ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ რობი ფაულერმა და იან რაშმა ისაუბრეს.

“სუარესი დაგვაკლდება. ფეხბურთელები მოდიან და მიდიან, მაგრამ შედეგი ყოველთვის უნდა იყო.
სუარესმა “ლივერპულში” მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ახლა სხვა ფეხბურთელები გვყავს და კიდევ უფრო გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ.
უშეღავათო კონკურენციაა. თითოეული მოთამაშე თავის საუკეთესო თვისებებს აჩვენებს და იმედი დავიტოვოთ, რომ კარგი სეზონი გამოვა”, – ციტირებს ფაულერის სიტყვებს express-ი.

“სუარესს წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა ჩვენ მხოლოდ “ლივერპული” გვაინტერესებს”, – აღნიშნა რაშმა.

მერსისაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი ცდილობდა, სუარესი “ენფილდზე” დაეტოვებინა, თუმცა ურუგვაელმა ფეხბურთელმა “ბარსელონაში” გადაბარგება გადაწყვიტა. კატალონიურმა გუნდმა აღნიშნულ ტრანსფერში 75 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო.

 

ბრენდან როჯერსმა მარიო ბალოტელის დასცინა

31 აგვისტოს, ინგლისის პრემიერ ლიგაში ლონდონის “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “ლივერპულის” მაისურით პირველად ითამაშა მარიო ბალოტელიმ, რომელმაც რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.

Copy of thumb

როჯერსი: “რეალთან” განსაკუთრებული დაპირისპირება გველის”

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი აცხადებს, რომ მის გუნდს მადრიდის “რეალთან” განსაკუთრებული დაპირისპირება ელის.

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. B ჯგუფში “ლივერპულის” მეტოქეები “რეალი”, “ბაზელი” და “ლუდოგრეცი” იქნებიან.

“გვიხარია, რომ ჩვენ ისევ ჩემპიონთა ლიგაზე ვართ. გვინდა, წარმატებას მივაღწიოთ. “რეალის” სახით ძალიან ძლიერი კონკურენტი გვეყოლება. ვფიქრობ, განსაკუთრებული მატჩები გველის, გულშემატკივრები კი მშვენიერ თამაშებს იხილავენ”, – ამბობს როჯერსი.