“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი თვლის, რომ წითლებს ჩემპიონობის მოპოვება შეუძლიათ. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე “სიტის” და “ლივერპულს” თანაბარი ქულები აქვთ, მაგრამ მანჩესტერელები ბურთების სხვაობით უსწრებენ ლივერპულელებს.
“მანჩესტერ სიტი რთულ მდგომრეობაშია. სამი მატჩის ჩატარება სეზონის ამ პერიოდში საკმაოდ რთულია. “ასტონ ვილა” ძალიან კარგად თამაშობს კონტრშეტევებზე. არც “ვესტ ჰემია” იოლი მეტოქე. მანჩესტერელებმა კი, ყველა მატჩი უნდა მოიგოს. თუმცა, ჩვენც იგივე მიზანი გვაქვს და მოედანზე მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა გავიდეთ” – განაცხადა როჯერსმა.