„მაიამი ჰიტი“ და „სან-ანტონიო სპურსი“ აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის ფინალებში გავიდნენ (ვიდეო)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების პლეიოიფის მეორე რაუნდის თითო მეხუთე შეხვედრა გაიმართა.

მაიამიში „ჰიტმა“ „ბრუკლინ ნეტსი“ მიიღო. მეხუთე შეხვედრის წინ ფლორიდელები სერიას 3:1-ს იგებდნენ, შესაბამისად, ფინალში გასასვლელად მათ ამ მატჩის მოგება აწყობდათ.

საბოლოოდ, „ჰიტმა“ თავის მიზანს მიაღწია და დაძაბულ ბრძოლაში ნიუ-იორკელებს ორი ქულით აჯობა. საუკეთესო მასპინძელთა შემადგენლობაში ლებრონ ჯეიმსი იყო – მისმა მონაგარმა 29 ქულა, 9 მოხსნა და 5 გადაცემა შეადგინა. რაც შეეხება სტუმრებს, მათი რიგებიდან ჯონსონი გამოირჩა, რომელმაც 34 ქულა დააგროვა და 7 ბურთი შვიდჯერ მოხსნა.

„მაიამი ჰიტი“ – „ბრუკლინ ნეტსი“ – 96:94 (23:22, 19:27, 24:26, 30:19)
„ჰიტი“: ჯეიმსი (29 ქ. 9 მ. 5 პ. 5 დ.), უეიდი (28 ქ.), ბოში (16 ქ.), ალენი (13 ქ.)
„ნეტსი“: ჯონსონი (34 ქ. 7 მ.), პირსი (19 ქ.), უილიამსი (17 ქ.), ლივინგსტონი (8 ქ.)

ანგარიში სერიაში: 4:1

მეხუთე შეხვედრის წინ „სან-ანტონიო სპურსისა“ და „პორტლენდის“ სერიაში მსგავსი სიტუაცია იყო – პოპოვიჩის გუნდი 3:1-ს იგებდა. თუმცა „მაიამი ჰიტისგან“ განსხვავებით „სპურსის“ კალათბურთელებმა ადვილად მოიგეს – ამჯერად მეტოქეს 22-ქულიანი უპირატესობით სძლიეს.

„სან-ანტონიო“ – „პორტლენდი“ – 104:82 (19:19, 32:25, 26:19, 27:19)

„სპურსი“: გრინი (22 ქ. 9 მ.), ლეონარდი (22 ქ. 7 მ. 5 ჩ.), მილსი (18 ქ. 3 ჩ>), დანკანი (16 ქ. 8 მ.)
„პორტლენდი“: ოლდრიჯი (21 ქ. 10 მ.), ლილარდი (17 ქ. 10 პ.), მეთიუზი (14 ქ.), ლოპესი (12 ქ. 9 მ.), ბატუმი (10 ქ. 12 მ. 5 პ, 6 დ.)

ანგარიში სერიაში: 4:1

„ბრუკლინ ნეტსმა“ ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა

„ბრუკლინ ნეტსის“ მოთამაშეებმა „მაიამი ჰიტთან“ სერიის მესამე მატჩში ზუსტი სამქულიანების ახალი რეკორდი დაამყარეს, რის შესახებაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებსაიტი იტყობინება.

ჯო ჯონსონმა 7 სროლიდან 5 გამოიყენა, მირზა ტელეტოვიჩმა ასევე 7 სროლიდან 4 ჩააგდო, ორი სამქულიანი კი პოლ პირსისა და ალან ანდერსონის ანგარიშზეა, თითო – დერონ უილიამსისა და შონ ლივინგსტონის. შესაბამისად, ჯამში „ნეტსის“ კალათბურთელებმა 15 სამქულიანი ჩააგდეს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მაიამი ჰიტმა“ და „სან-ანტონიო სპურსმა“ კვლავ მოიგეს (ვიდეო)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მეორე რაუნდის ორი სერიის მეორე მატჩი გაიმარტა.

მაიამიში „ჰიტმა“ „ბრუკლინ ნეტსი“ მიიღო. ამჯერად ფლორიდელებმა 12 ქულით იმარჯვეს. საუკეთესო მათ რიგებში ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 22 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია კრის ბოშის შედეგიც, რომელმაც 18 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 8 ბლოკშოთი გააკეთა. რაც შეეხება სტუმრებს, მათ შემადგენლობაში საუკეთესო მირზა ტელტოვიჩი იყო – მისმა მონაგარმა 20 ქულა შეადგინა.

„მაიამი ჰიტი“ – „ბრუკლინ ნეტსი“ – 94:82 (15:21, 30:25, 24:21, 25:15)

„მაიამი ჰიტი“: ჯეიმსი (22 ქ.), ბოში (18 ქ. 6 მ. 3 ბ.), უეიდი (14 ქ. 7 მ. 7 პ.), ალენი (18 ქ. 8 მ.), ჩალმერსი (11 ქ. 5 მ.)
„ბრუკლინ ნეტსი“: ტელეტოვიჩი (20 ქ.), ლივინგსტონი (15 ქ. 5 მ.), პირსი (13 ქ.), ჯონსონი (13 ქ.), ტორნტონი (10 ქ.), გარნეტი (4 ქ. 12 მ.) 3 ჩ.), უილიამსი (7 მ. 6 პ.)

ანგარიში სერიაში: 2:0

 

 

სერიის მეორე მატჩი „სან-ანტონიო სპურსმაც“ მოიგო, ამჯერად გრეგ პოპოვიჩის მოთამაშეებმა „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ 17 ქულით აჯობეს.

„სან-ანტონიო სპურსი“ – „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ – 114:97 (29:26, 41:25, 17:20, 27:26)

„სპურსი“: ლეონარდი (20 ქ. 5 მ.), პარკერი (16 ქ. 5 მ. 10 პ.), ჟინობილი (16 ქ. 5 მ. 3 ჩ.), ბელინელი (13 ქ.), დიაო (12 ქ.), სპლიტერი (10 ქ. 10 მ.), დანკანი (10 ქ. 6 მ. 3 ბ.)
„პორტლენდი“: ბატუმი (21 ქ. 9 მ. 5 დ.), ლილარდი (19 ქ. 5 მ. 5 პ.), ოლდრიჯი (16 ქ. 10 მ.), მეთიუზი (14 ქ. 7 მ.), ბარტონი (13 ქ.), ლოპესი (8 ქ. 9 მ.)

ანგარიში სერიაში: 2:0

ალექსანდრე მატევოსოვი

„მაიამი ჰიტმა“ და „სან-ანტონიო სპურსმა“ თავიანთი მეტოქეები გაანადგურეს (ვიდეო)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის მეორე რაუნდის დარჩენილი ორი სერიის პირველი მატჩები გაიმართა.

მაიამიში „ჰიტმა“ „ბრუკლინ ნეტსი“ მიიღო და 21 ქულით დაამარცხა. საუკეთესო ფლორიდელთა შემადგენლობაში ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 22 ქულა დააგროვა და 5 მოხსნაც გააკეთა. რაც შეეხება „ნეტს“, მისი რიგებიდან უილიამსი გამოირჩა, რომლის მონაგარმაც 17 ქულა შეადგინა.

„მაიამი ჰიტი“ – „ბრუკლინ ნეტსი“ – 107:86 (22:20, 24:23, 33:23, 28:20)

„ჰიტი“: ჯეიმსი (22 ქ. 5 მ.), ალენი (19 ქ.), ბოში (15 ქ. 11 მ.), უეიდი (14 ქ. 5 პ.), ჩალმერსი (12 ქ.), ბატიე (8 ქ.)
„ბრუკლინ ნეტსი“: უილიამსი (17 ქ.), ჯონსონი (17 ქ.), ტორნტონი (11 ქ.), ლივინგსტონი (9 ქ.), პირსი (8 ქ. 6 მ.)

ანგარიში სერიაში: 1-0

სოლიდური უპირატესობით „სან-ანტონიო სპურსმაც“ იმარჯვა, რომლის მეტოქეც პლეი-ოფის მეორე რაუნდში „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსია“. საუკეთესო მოთამაშე პოპოვიჩის გუნდის რიგებში ტონი პარკერი იყო – მისმა მონაგარმა 33 ქულა და 9 გადაცემა შეადგინა. „ტრეილ ბლეიზერსის“ შემადგენლობაში კვლავ ლემარკუს ოლდრიჯი გამოირჩა, რომელმაც 32 ქულა დააგროვა და 14 მოხსნაც გააკეთა.

„სან-ანტონიო სპურსი“ – „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ – 116:92 (29:16, 36:23, 25:26, 26:27)

„სპურსი“: პარკერი (33 ქ. 9 პ. 6 დ.), ბელინელი (19 ქ.), ლეონარდი (16 ქ. 9 მ. 4 ჩ.), დანკანი (12 ქ. 11 მ.), ბეინსი (10 ქ. 7 მ.), მილსი (10 ქ.)
„ტრეილ ბლეიზერსი“: ოლდრიჯი (32 ქ. 14 მ.), ლილარდი (17 ქ. 6 დ.), ლოპესი (10 ქ. 11 მ.), ბარტონი (9 ქ.), მეთიუზი (8 ქ.)

ანგარიში სერიაში: 1:0

ალექსანდრე მატევოსოვი

თორნიკე შენგელიას თანაგუნდელმა ლონდონის ღამის კლუბში 10 000 დოლარი დახარჯა

TMZ-ს ჟურნალისტთა ცნობით, ორშაბათს „ბრუკლინ ნეტსის“ შემტევმა მცველმა ჯო ჯონსონმა ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბში დაახლოებით 10 000 დოლარი დახარჯა.

შეგახსენებთ, რომ „ნეტსი“ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში 13 იანვარს ჩავიდა, სადაც დღეს თორნიკე შენგელიას გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩს გამართავს – ბრუკლინელთა მეტოქე კი „ატლანტა ჰოუქსი“ იქნება.

ალექსანდრე მატევოსოვი

შენგელიას „ნეტსი“ „ნიქსთან“ დამარცხდა, „ბულსმა“ და „კლიპერსმა“ დიდი ანგარიშით იმარჯვეს

ღამით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სამი საინტერესო მატჩი შედგა. წარმოგიდგენთ ამ შეხვედრების შედეგებს.

„მემფის გრიზლისი“ – „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ – 81:101 (20:18, 22:22, 11:24, 28:37)

„გრიზლისი“: კუფოსი (17 ქ. 9 მ.), კონლი (16 ქ.), პონდეკსტერი (15 ქ. 5 პ. 3 ჩ.), რენდოლფი (12 ქ. 12 მ. 7 დ.)
„კლიპერსი“: პოლი (15 ქ. 8 პ.), კოლისონი (15 ქ.), კროუფორდი (!5 ქ.), გრიფინი (14 ქ. 9 მ. 5 პ.), ჯეიმისონი (11 ქ.), ჯორდანი (10 ქ. 14 მ. 3 ბ.)

„ბრუკლინ ნეტსი“ – „ნიუ-იორკ ნიქსი“ 83:113 (23:29, 20:21, 16:34, 24:29)

„ნეტსი“: ლოპესი (24 1. 9 მ.), ჯონსონი (13 ქ.), ლივინგსტონი (9 ქ.), ანდერსონი (8 ქ.), პლამლი (8 ქ.), ტელეტოვიჩი (6 ქ. 8 მ.), შენგელია (3 ქ. 2 მ.)
„ნიქსი“: ენტონი (19 ქ. 10 მ. 6 პ.), შამპერტი (17 ქ. 6 მ.), ბარნიანი (16 ქ. 3 ბ.), ფელტონი (13 ქ.), ჰარდუეი (12 ქ.)

„ჩიკაგო ბულსი“ – „მაიამი ჰიტი“ – 107:87 (29:20, 29:24, 27:19, 22:24)

„ბულსი“: ბუზერი (27 ქ. 9 მ.), დენგი (20 ქ. 5 მ. 5 პ.), გიბსონი (19 ქ. 6 მ.), ნოა (17 ქ. 15 მ.), ჰაინრიკი (13 ქ. 5 მ. 7 პ.)
„ჰიტი“: ჯეიმსი (21 ქ. 5 მ. 3 ჩ.), ბიზლი (15 ქ. 7 მ.), კოული (12 ქ.), ბოში (10 ქ.), ალენი (9 ქ.)

თორნიკე შენგელია D-ლიგაში ითამაშებს

„ბლუკლინ  ნეტსის“ ხელმძღვანელობამ საქართველოს ნაკრების ფორვარდის თორნიკე შენგელიას D-ლიგაში მოასპარეზე „სპრინგფილდ არმორში“ გაშვება გადაწყვიტა.
მიმდინარე სეზონში თორნიკეს „ნეტსის“ მაისურით არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი ბრუკლინში 2012 წლიდან თამაშობს.

ჯეისონ კიდმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

„ბრუკლინ ნეტსის“ თავკაცი ჯეისონ კიდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით „დააჯილდოვა“, რის შესახებაც ESPN-ის ჟურნალისტი მარკ სტაინი იტყობინება.

ცნობილია, რომ 40 წლის სპეციალისტს ივლისის თვეში მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვაში დასდეს ბრალი, რაც საბოლოოდ დამტკიცდა კიდეც.

ამგვარად, კიდი  „კლივლენდ კავალიერსთან“ (30 ოქტომბერი) და „მაიამი ჰიტთან“ (1 ნოემბერი) ჩასატარებელ თამაშებს გამოტოვებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

გუტიერესი და ჯონსონი ახალი სეზონისთვის „ნეტსში“ მოემზადებიან

„ბრუკლინ ნეტსმა“ თავის სამწვრთვნელო ბანაკში უკანახაზელი ხორხე გუტიერესი და ფორვარდი კრის ჯონსონი მიიწვია. ცნობილია, რომ კლუბმა ამ ორ მოთამაშეს არაგარანტირებული კონტრაქტები გაუფორმა, რის შესახებაც shamsports.com-ი იტყობინება.

გასულ სეზონში ორივე კალათბურთელი D-ლიგაში გამოდიოდა. გუტიერესი „კანტონას“ ფერებს იცავდა და მისმა საშუალო მონაგარმა 10,2 ქულა, 4,9 მოხსნა და 4,6 გადაცემა შეადგინა. რაც შეეხება ჯონსონის მაჩვენებლებს, „რიო გრანდეში“ მათ 10,5 ქულა და 4,1 მოხსნა შეადგინეს. გარდა ამისა, ფორვარდმა „მემფის გრიზლისის“ მაისურითაც მოასწრო თამაში.

ალექსანდრე მატევოსოვი

რეჯი ევანსმა ჯეი არ სმიტს დასცინა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეები ”ინტერნეტ ომს” აგრძელებენ. როგორც არც ისე დიდი ხნის წინ გაცნობეთ, ”ნიუ-იორკ ნიქსის” უკანახაზელმა ჯეი არ სმიტმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი 100%-თ დარწმუნებულია იმაში, რომ მისი გუნდი ახალ სეზონში პლანეტის საუკეთესო საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდება. აღნიშნულ განცხადებას კი დღეს ”ბრუკლინ ნეტსის” ფორვარდი რეჯი ევანსი გამოეხმაურა, რომელმაც თავისი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ირონიული სიტყვით გამოხატა.

”ლოლ”, – გამოაქვეყნა თავისი ტვიტერის გვერდზე 33 წლის კალათბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჯეი არ სმიტი: ”თავისი სიტყვების გამო პირსი პასუხს აგებს”

”ნიუ-იორკ ნიქსის” უკანახაზელი ჯეი არ სმიტი ”ბრუკლინ ნეტსის” ახალწვეულის პოლ პირსის განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ”სელტიკსის” ყოფილმა კალათბურთელმა არც ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ მისი ახალი გუნდი ნიუ-იორკში ყოველთვის ყველაზე პოპულარული იყო, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

”პოლ პირსი არც თუ ისე სასიამოვნო ადამიანია, რომელმაც ბოსტონი სულ ცოტა ხნის წინ დატოვა. ნიუ-იორკის შესახებ მან ჯერჯერობით არაფერი იცის. მთელი კარიერის განმალობაში იგი ”სელტიკსში” თამაშობდა. მან იცის, რომ მის სიტყვებს პასუხი გაეცემა, ასე რომ, იგი ყველაფრისთვის პასუხს აგებს”, – განუცხადა სმიტმა ESPN New York-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი