“შალკე” ბუნდესლიგიდან გავარდა

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში ბილეფილდის “არმინიამ” გელზენკირხენის “შალკე” ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

სატურნირო ცხრილის უკანასკნელ პოზიციაზე მყოფმა “შალკემ” გერმანიის რანგით უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნების თეორიული შანსიც დაკარგა. გუნდს გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე 13 ქულა აქვს და მის წინ მყოფ “კიოლნს” 13 პუნქტით ჩამორჩება.

“შალკემ” გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში უკანასკნელად 1991 წელს ითამაშა.

“ლაიფციგის” დირექტორი: “პრემიერ ლიგაში 30 მილიონის გადახდა უკვე უფასო ტრანსფერად აღიქმება”

“ლაიფიციგის” სპორტულმა დირექტორმა, რალფ რანგნიკმა პრემიერ ლიგისა და ბუნდესლიგის თავისებურებები ერთმანეთს შეადარა და ინგლისური კლუბების სატრანსფერო პოლიტიკასაც გაჰკრა კბილი.

“ნამდვილად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პრემიერ ლიგა ბუნდესლიგაზე უკეთესი ჩემპიონატია. მხოლოდ, ტოპ-6 გუნდი არის უკეთესი, რადგანაც იქ ექვსი “ბაიერნი” თამაშობს.

ინგლისში კი ტრანსფერში 30 მილიონის გადახდა უფასო ტრანსფერად აღიქმება, ბუნებრივია, განსხვავება ძალიან დიდია,” – აცხადებს რანგნიკი.

გასული წლის აღმოჩენა, ახლადდაარსებული “ლაიფციგი” ბუნდესლიგის 25 ტურში დაგროვებული 39 ქულით ახლა მეექვსე პოზიციას იკავებს.

გიორგი ქვილითაიამ ლინცის ლასკ-ის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა (ვიდეო)

დღეს ავსტრიის “ბუნდესლიგის” შეხვედრები გაიმართა. 27-ე ტურის ერთ-ერთ მატჩში ვენის “რაპიდმა” ლინცის ლასკ-ი მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2:0 დაამარცხა.

საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში, დედალაქელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია. მან დუბლი შეასრულა. ქვილითაიამ ჯერ 45-ე წუთზე მურგის პასი გამოიყენა. ხოლო, მეორე ნახევარში, 69-ე წუთზე კიდევ ერთხელ შეაგდო. საბოლოოდ, “რაპიდმა” 2-0 იმარჯვა. მას 39 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო

 

“ბაიერნის” მორიგი რეკორდი ბუნდესლიგაში

გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, მიუნხენის “ბაიერნმა” შინ ბრემენის “ვერდერი” მიიღო და დაამარცხა კიდეც – ანგარიშით 4:2.

ამ მოგების წყალობით პირველადგილოსანმა “რეკორდმაისტერმა” უახლოეს მდევრებთან, “ბაიერ ლევერკუზენთან”, “შალკესთან”, “ლაიფციგთან” და მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” (ოთხივე კლუბს 31 ქულა აქვს) არსებული ჰანდიკაპი 16 ქულამდე გაზარდა.

16 ქულიანი ჰანდიკაპი სეზონის ამ ეტაპზე – რეკორდული მაჩვენებელია ბუნდესლიგისთვის მას შემდეგ, რაც გამარჯვებისთვის გუნდს 3 ქულას ანიჭებენ.

“რაპიდმა” “ლასკს” სძლია – ქვილითაია შეუცვლელად!

დღეს ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ დაპირისპირებაში ვენის “რაპიდი” ლინცის “ლასკს” ესტუმრა. მატჩში სტუმართა დომინირება შეიმჩნეოდა, რაც ანგარიშშიც აისახა. ჯერ 25-ე წუთზე მურგმა გაუტანა მასპინძლებს, ხოლო 12 წუთში შვაბმა ორამდე გაზარდა სხვაობა. 68-ე წუთზე ბერიშამ ერთი ბურთ გაქვითა. საბოლოოდ, დედაქალაქელებმა ანგარიშით, 2:1 იმარჯვეს.

საგულისხმოა, რომ “რაპიდის” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია, რომელსაც გოლი არ გაუტანია და მე-19 წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. იგი 70-ე წუთზე ჟოელინტონით შეცვალეს.

ამ მოგების შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდი 29 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში ვენური კლუბი მეორეადგილოსან “სალზბურგს” დაუპირისპირდება, რომელისაც “რაპიდზე” ორით მეტი ქულა დაუგროვდა, თუმცა ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.

კარიკატურა: ჰელოუინი ბუნდესლიგაში

დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა რელიგიურ დღესასწაულს, ჰელოვინს აღნიშნავს. მოგეხსენებათ, ამ დღეს ადამიანები სხვადასხვაგვარ კოსტუმს იცვამენ და ისე ზეიმობენ.

გთავაზობთ კარიკატურას: “ჰელოვინი ბუნდესლიგაში”

გერმანული კლუბების კრახი ევროპულ სარბიელზე

დრო, როდესაც გერმანული კლუბების სახელის ხსენებაც კი ზარავდა მეტოქეებს, წარსულს ჩაბარდა. ამ კვირას ევროპულ სარბიელზე ბუნდესლიგის ექვსმა კლუბმა ითამაშა და ექვსივემ წააგო.

დავიწყოთ ბუნდესლიგის ერთპიროვნული ლიდერით, ბუნდესლიგის ზედიზედ 6-გზის ჩემპიონით, რომელიც ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენთან” შერცხვა და სამბურთიანი სხვაობით განადგურდა (0:3), შედეგად კი “რეკორდმაისტერი” კარლო ანჩელოტის დაატოვებინეს.

გასული სეზონის აღმოჩენამ, “რედ ბულზ ლაიფციგმა” “ბეშიქთაშს” ვერ აჯობა და 0:2 დამარცხდა, დორტმუნდის “ბორუსიამ” კი დიდი ბრძოლის მიუხედავად, ორბურთიანი სხვაობით დათმო “რეალთან” გამართული მატჩი – 1:3.

რაც შეეხება ევროპა ლიგას, “ჰერტამ” “ესტერსუნდთან” წააგო (0:1), “კიოლნმა” – “ცრვენა ზვეზდასთან” (0:1), ხოლო “ჰოფენჰაიმმა” – “ლუდოგორეცთან” (1:2).

პირველი ქალი მსაჯი ბუნდესლიგის ისტორიაში

პირველად ბუნდესლიგის ისტორიაში, მომავალი სეზონიდან გერმანიის უმაღლესი ჩემპიონატის მატჩებს ქალი არბიტრიც განსჯის.

ბიბიანა შტაინჰაუსი, რომელმაც 2011 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი განსაჯა, გერმანიის რიგით მეორე დივიზიონში გატარებული 10 წლის შემდეგ დააწინაურეს და მომავალ სეზონში ბუნდესლიგაში იმსაჯებს.

შტაინჰაუსი, რომლის მეორე საქმიანობაც პოლიციელობა გახლავთ, ერთ-ერთია იმ ოთხ მსაჯთაგან, რომლებიც პირველად იმსაჯებენ ბუნდესლიგაში – საუბარია მარტინ პეტერსონზე, სვენ იაბლონსკისა და სორენ შტორკზე.

“ბუნდესლიგაში მუშაობაზე ყოველთვის ვოცნებობდი და ეს ოცნება სულ მალე ამიხდება, რაც ძალიან მახარებს,” – აცხადებს 38 წლის ბიბიანა გერმანული ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას.

კარიკატურა: “რეკორდმაისტერმა” ბუნდესლიგა კიდევ ერთხელ მოიგო (ვიდეო)

გუშინ, ბუნდესლიგის 31-ე ტურში “ბაიერნმა” სტუმრად “ვოლფსბურგი” ანგარიშით, 6:0 გაანადგურა და კიდევ ერთხელ გახდა გერმანიის ჩემპიონი.

აღნიშნულ ფაქტს ომარ მომანი კარიკატურით ეხმაურება.

 

“ბაიერნმა” უკვე მოიგო ბუნდესლიგა?

მართალია, ბუნდესლიგის ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ისტორია გვარწმუნებს, რომ “რეკორდმაისტერი” სეზონის ბოლოს კიდევ ერთხელ იზეიმებს ჩემპიონობას.

ბავარიელებმა ბოლო გამარჯვებას დღეს, რობერტ ლევანდოვსკის მიერ გაფორმებული დუბლისა და დუგლას კოშტას გოლის წყალობით მიაღწიეს და უახლოეს მდევართან, “ლაიფციგთან” 10-ქულიანი ჰანდიკაპი შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ ეს უდიდესი ჰანდიკაპია, რომელიც “ბაიერნს” მიმდინარე სეზონში ჰქონია, რასაც “ლაიფციგის” გმირობას უნდა ვუმადლოდეთ.

რაც შეეხება ჩემპიონობას, საგულისხმოა, რომ ბუნდესლიგის ბოლო 10 ტურში 10-ქულიანი დეფიციტი ლიდერთან ჯერ არავის აღმოუფრხვია.

აქვე შეგახსენებთ, რომ “ბაიერნი” ზედიზედ ოთხი წელია ამ ტიტულს იგებს.

ბუნდესლიგა: სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში უკვე ჩატარდა პირველი წრე. გუნდები, დაახლოებით, ერთი თვე შეისვენებენ. 16 ტურის შემდეგ გერმანიის ჩემპიონატს მიუნხენის “ბაიერნი” ლიდერობს.

Goal.Com-ი მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის ბუნდესლიგის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

ბაუმანი, ალაბა, ჰუმელსი, მარტინესი, ტიაგო, ალონსო, დემბელე, ფორსბერგი, ვერნერი, ლევანდოვსკი, ობამეიანგი.

 

კონტეს “ბაიერნის” ვარსკვლავი სურს

ჩილელ ფეხბურთელს, არტურო ვიდალს ბოლო ხანებში არაერთხელ გამოუთქვამს პრემიერ ლიგაში თამაშის სურვილი.

როგორც Don Balon-ი იტყობინება, ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელი, ანტონიო კონტე მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელით ინტერესდება და მასში სერიოზული თანხის (50 მილიონი ფუნტი) გადახდას აპირებს. “არისტოკრატები” ვიდალის გადაბირებას მომდევნო ზაფხულს შეეცდებიან.

 

29 წლის ფეხბურთელის გაშვებას ისიც უწყობს ხელს, რომ ბავარიელებს რენატო სანჩესი და ჯოშუა კიმიხი ჰყავთ, რომლებიც ძალიან პერსპექტიულები არიან.

დაველოდოთ ზაფხულს და იმას, მიაღწევს თუ არა ანტონიო კონტე საწადელს.