ბუნდესლიგა. “შალკემ” მოიგო, ახალწვეულების წარმატებული დებიუტი

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბუნდესლიგის პირველი ტურის ხუთი მატჩი.

“აუგსბურგი” 0-1 “ჰერტა”

გოლი: კალუ ’48(პ)

“ბაიერი” 2-1 “ჰოფენჰაიმი”

გოლი: კისლინგი ’45, ბრანდტი ’71 – ცუბერი ‘5

“ვერდერი” 0-3 “შალკე”

გოლი” სელასიე ’34(ს.კ), ჩუპო-მოტინგი ’68, ჰუნტელაარი ’85

“დარმშტადტი” 2-2 “ჰანოვერი”

გოლი: ჰელერი ’31; ’51 – ბენშოპი ’48, სული ’62(ს.კ)

“მაინცი” 0-1 “ინგოლშტადტი”

გოლი: ჰინტერზეერი ’66

ათი საუკეთესო ქართველი გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში

თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა შემტევის გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის „ვერდერში“ ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. პარასკევს პაპუნაშვილი გერმანიაში გაფრინდა, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, იქამდე კი Fanebi.com-ი იმ ათ ქართველ ფეხბურთელს იხსენებს, რომელსაც პირველ ან მეორე ბუნდესლიგაში უთამაშია.

1. საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე 1993 წლიდან 1996 წლამდე ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფერებს იცავდა

`1
2. ლევან კობიაშვილს სამ გერმანულ კლუბში უთამაშია. ბუნდესლიგაში კარიერა მან „ფრაიბურგში“ დაიწყო, რის შემდეგაც „შალკეში“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა. კარიერა კობიმ ბერლინის „ჰერტაში“ დაასრულა

image_slshow_einzel_0_2
3. მრავალფეროვანი გერმანული კარიერა ალექსანდრე იაშვილსაც ჰქონდა, რომელმაც „ლუბეკში“, „ფრაიბურგში“, „კალსრუესა“ და „ბოხუმში“ ითამაშა

3
4. 1998 წლიდან 2005 წლამდე ლევან ცქიტიშვილი „ფრაიბურგში“ გამოდიოდა, რის შემდეგაც ერთი სეზონი „ვოლფსბურგში“ ირიცხებოდა. მოგვიანებით ის ჯერ „პანიონისში“ გადავიდა, შემდგომ კი თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშა. 2009 წელს ცქიტიშვილი მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ვეჰელში“ თამაშობდა, რომელშიც კარიერა დაასრულა

4
5. არჩილ არველაძემ „კიოლნის“ რიგებში 2000 წლიდან 2003 წლამდე 29 შეხვედრა ჩაატარა

5
6. „შალკე“ ლევან ყენიაზე იმედებს სამი წლის განმავლობაში ამყარებდა, მაგრამ ხშირმა ტრავმებმა მას თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს. 2013 წელს ის დიუსელდორფის „ფორტუნაში“ გადავიდა, ამჟამად კი პრაღის „სლავიას“ ღირსებას იცავს

6
7. ოთახ ხიზანეიშვილს უამრავ კლუბში უთამაშია, აქედან ორი გერმანულია („ფრაიბურგი“ და „აუგსბურგი“)

7
8. რევაზ არველაძემ ჯამში ოთხ გერმანულ კლუბში ითამაშა. ყველაზე მეტი შეხვედრა მან „ჰომბურგის“ მაისურით ჩაატარა. ასევე ის „კიოლნის“, „ტენის ბორუსიასა“ და „როტ-ვაისი ობერჰაუზენის“ რიგებში თამაშობდა. კარიერა მან სწორედ ამ უკანასკვნელში დაასრულა

8
9. „ფრაიბურგში“ თამაში დავით თარგამაძემაც მოასწრო, რომელიც ამ კლუბის ღირსებას 2008 წლიდან 2010 წლამდე იცავდა და ჯამში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა

9
10. „ბოხუმში“ სადებიუტო სეზონში ნიკოლოზ გელაშვილმა 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მოგვიანებით ქართველი ფორვარდი აზერბაიჯანში გადაბარგდა, სადაც „ყარაბაღ აღდამის“ ფერებს იცავდა. ამჟამად გელაშვილი ალბანურ „ფლამურტალში“ გამოდის

Gelashvili729

პაპუნაშვილი: “ეს გუნდი ყოველთვის ჩემს გულში იქნება, სადაც არ უნდა წავიდე”

როგორც იცით, თბილისის “დინამოს” ათიანი, გიორგი პაპუნაშვილი კარიერას ბუნდესლიგის ბინადარ ბრემენის “ვერდერში” გააგრძელებს.

ქართველი 19 წლის შემტევი მის ყოფილ გუნდს დაემშვიდობა.

“დიდი მადლობა ჩემ გუნდს, ჩემ ფეხბურთელებს, თითოეულ ადამიანს, ვინც ამდენი ხანი გვერდში მედგა, მადლობა გუნდის ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს ამხელა ნდობისთვის, მადლობა გლადიატორებს მუდამ ჩვენ გვერდზე დგომისთვის, გამხნევებისთვის, გულშემატკივრობისთვის, დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იქნებიან. მადლობა “დინამო” ყველაფრისთვის, ეს გუნდი ყოველთვის ჩემს გულში იქნება, სადაც არ უნდა წავიდე”.

PAP

გერმანიის ბუნდესლიგის სიმბოლური ნაკრები (2014-15)

საფეხბურთო პორტალმა Football Daily-მ გერმანიის ბუნდესლიგის გასული სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

“ჰამბურგმა” “კარლსრუეს” ვერ აჯობა

მოომდევნო სეზონში ბუნდესლიგაში ადგილის მოსაპოვებლად “ჰამბურგმ” და “კარლსრუე” ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა გამართეს, რომელსაც ჰამბურგმა უმასპინძლა.

მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და მეოთხე წუთზე გატანილი გოლით ანგარიშიც გახსნაც შეძლეს. გოლი ნაზაროვის გადაცემით ჰენინგსმა გაიტანა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მოუმატეს და 73-ე წუთზე ილიჩევიჩის ძალისხმევით გათანაბრებაც მოახაეხეს. საბოლოოდ, ეს შეხვედრის უკანასკნელი გოლი გამოდგა.

განმეორებითი მატჩი, რომელიც გუნდების ბედს გადწყვეტს, 1 ივნისს კარლსრუეში შედგება.

10 ყველაზე სასაცილო მომენტი ბუნდესლიგაში – 2014/15 (ვიდეო)

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ბუნდესლიგის უვკე დასრულებული სეზონში ათი ყველაზე კურიოზული მომენტია აღბეჭდილი.

ბუნდესლიგა: 34-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის უკანასკნელი ტურის პრევიუს.

 

ბრძოლა ევროპისთვის

ერთი ევროსაგზური ბედი უკანასკნელ ტურში ორი შეხვედრის შედეგზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ “აუგსბურგი” “გლადბახთან” გასვლით მატჩში მინიმუმ ფრეს მაინც ითამაშებს, მომდევნო სეზონში ევროსარბიელზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, ხოლო მარცხისა და პარალელურად “ბორუსიას” “ვერდერდთან” გამარჯვების შემთხვევაში ევროსაგზურს დორტმუნდელები მოიპოვებენ.

“გლადბახს” უკანასკნელ ტურში მეორე პოზიციის მოპოვების შანსი აქვს და გარდა ამისა კარგი სეზონის საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ კარგად დასრულებაც სურს. ამიტომ, იმის ალბათობა, რომ მასპინძები “აუგსბურგს” რამეს იოლად დაუთმობენ ძალიან მცირეა.

ბრძლა ადგილის შესანარჩუნებლად

საოცარი ვითარებაა ცხრილის ქვედა ნაწილში, სადაც ადგილის შესანარჩუნებლად 6 გუნდი იბრძვის, თანაც 4 მათგანი დასკვნით ტურში ერთმანეთს უპირისპირდება.

ბოლო ადგილზე მყოფი “პადერბორნი”, რომელსაც გადასარჩენად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, “შტურგარტს” უმასპინძებს. სტუმრებს გამარჯვების შემთხვევაში კი გადათამაშების გარეშე დარჩენის კარგი შანსი აქვთ.

აუტსაიდერთა მეორე დუელი ჰანოვერში შედგება, სადაც ადგილობრივი კლუბი “ფრაიბურგს” უმასპნიძლებს. ამჟამად ორივე გუნდი სახიფათო ზონას 1 ქულით უსწრებს, თუმცა დამარცხებული დიდი ალბათობით გერმანული ფეხბურთის ელიტას დაემშვიდობება. ფრის შემთხვევაში კი, სახიფათო ზონაში მოხვედრის რისკი “ჰერტას” ექნება, რომელიც ჰოფენჰაიმს სტუმრობს და მინიმუმ ქულა სჭირდება.

გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდებიდან ბოლო ტურში ყველაზე რთული, მაგრამ ამავდროუს უმოტივაციოდ დარჩენილი მეტოქე ჰყავს “ჰამბურგს”, რომელიც “შალკეს” მიიღებს. მასპინძლებმა ლაბადიას მოვლსი შემდეგ თამაში გამოასწორეს და უიმედო აუტსაიდერობას თავი დააღწიეს, თუმცა გასულ ტურში “შტუტგარტთან” ექვსქულიანი მატჩი წააგეს და კვლავ სახიფათო ზონაში აღმოჩნდენ. უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად “ჰამბურგს” მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

ტურის ყველა მატჩი

23.05 17:30 მიუნხენის ბაიერნი მიუნხენის ბაიერნი -:- მაინცი მაინცი დაწვრილებით
23.05 17:30 დორტმუნდი დორტმუნდი -:- ბრემენის ვერდერი ბრემენის ვერდერი დაწვრილებით
23.05 17:30 გლადბახი გლადბახი -:- აუგსბურგი აუგსბურგი დაწვრილებით
23.05 17:30 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი -:- ჰერტა ჰერტა დაწვრილებით
23.05 17:30 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 -:- ფრაიბურგი ფრაიბურგი დაწვრილებით
23.05 17:30 აინტრახტი აინტრახტი -:- ლევერკუზენის ბაიერი ლევერკუზენის ბაიერი დაწვრილებით
23.05 17:30 ჰამბურგი ჰამბურგი -:- შალკე 04 შალკე 04 დაწვრილებით
23.05 17:30 კიოლნი კიოლნი -:- ვოლფსბურგი ვოლფსბურგი დაწვრილებით
23.05 17:30 პადერბორნი პადერბორნი -:- შტუტგარტი შტუტგარტი დაწვრილებით

ბუნდესლიგა: 33-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 33-ე ტურის მიმოხილვას. 

 

შალკე – პადერბორნი

სატურნირო ცხრილის განსხვავებულ ადგილებზე მყოფი გუნდების დაპირისპირება ძალიან დაძაბული გამოდგა. “შალკეს” და “პადერბორნსაც” ქულები განსხვავებული ამოცანების მისაღწევად, მაგრამ ორივეს ძალიან სჭირდებოდათ და საბოლოოდ შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

“შალკემ” გამარჯვება 88-ე წუთზე მოიპოვა, როდესაც ჰიუნემეიერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და გელზენკირენულ კლუბს მომდევნო სეზონში ევროპის ლიგაზე თამაში გაუნაღდა. საკუთარი გუნდი კი დიდი ალბათობით მეორე ბუნდესლიგაში დააქვეითა. თუმცა, “პადერბორნს” უკანაკსკნელი შანსი ბოლო ტურში ექნება, როდესაც საკუთარ მოედანზე მთავარ კონკურენტს, “შტუტგარტს” მიიღებს.

 

ვოლფსბურგი – დორტმუნდი

მნიშვნელოვანი შეხვედრა ვერ მოიგო “დორტმუნდმა”, რომელიც გასულ ტურში “ვოლფსბურგთან” დამარცხდა და ევროზონაში მოხვედრის შანსი გაუშვა ხელიდან. საქმე იმაში, რომ თავისი შეხვედრა დორტმუნდელთა მთავარმა კონკურენტმა, “აუგსბურგმაც” დათმო.

ვოლფსბურგულ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა პირველივე წუთზე, კალიგიურის სწრაფი გოლით გახსნეს, მაგრამ სტუმრებს გასათანაბრებლად მხოლოდ 10 წუთი დასჭირდათ. ზუსტად შესრულებული პენალტით პირველი ტაიმის ანგარიში ობამეიანგმა დააფიქსირა. მატჩის საბოლოო შედეგი კი შესვენებიდან ზუსტად 4 წუთში დაფიქსირდა და გადამწყვეტი გოლის ავტორი ნალდო გახდა.

 

შტუტგარტი – ჰამბურგი

ტურის მთავარი შეხვედრა კი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. “შტუტგარტმა” მთავარ კონკურენტთან 6 ქულიანი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით მოიგო.

ლაბადიას მოსვლის შემდეგ კარგად ათამაშებულმა “ჰამბურგმა” გასული ტურის მატჩიც აქტიურად დაიწყო და დაწინაურება საკმაოდ სწრაფად, მე-12 წუთზე კაჩარის გოლით მოახერხა. თუმცა, შესვენებამდე 10 წუთით ადრე წინ უკვე მასპინძლები იყვნენ, რომელბმაც 27-ზე გენტნერის გოლით გაათანაბრეს, ხოლო 35-ე წუთზე ჰარნიკის ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ და მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდეც შეინარჩნეს.

ამრიგად, “შტუტგარტმა” ბოლო პოზიციას თავი დააღწია და ბოლო ტურის წინ პლეიაუტის ზონაში იმყოფება, ხოლო “ჰამბურგი” მე-17 პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

 

ტურის ყველა მატჩი

16.05 17:30 შალკე 04 შალკე 04 1:0 პადერბორნი პადერბორნი დაწვრილებით
16.05 17:30 ლევერკუზენი ლევერკუზენის ბაიერი 2:0 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი დაწვრილებით
16.05 17:30 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი 2:1 დორტმუნდი დორტმუნდი დაწვრილებით
16.05 17:30 მაინცი მაინცი 2:0 კიოლნი კიოლნი დაწვრილებით
16.05 17:30 აუგსბურგი აუგსბურგი 1:2 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 დაწვრილებით
16.05 17:30 ჰერტა ჰერტა 0:0 აინტრახტი აინტრახტი დაწვრილებით
16.05 17:30 ვერდერი ბრემენის ვერდერი 0:2 გლადბახი გლადბახი დაწვრილებით
16.05 17:30 ფრაიბურგი ფრაიბურგი 2:1 მიუნხენის ბაიერნი ბაიერნი დაწვრილებით
16.05 17:30 შტუტგარტი შტუტგარტი 2:1 ჰამბურგი ჰამბურგი დაწვრილებით

დე ბრუინი ბუნდესლიგის რეკორდსმენია

“ვოლფსბურგის” ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი პუბლიკის გაოცებას კვლავ ახერხებს, საკუთარი შესაძლებლობების ხარჯზე.

23 წლის ჰავბეკს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, 33 მატჩში ათი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მან 21 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამდენად, კევინმა ჩამოიტოვა ზვეზდან მისიმოვიჩი(ასევე “ვოლფსბურგი”), რომელმაც რეკორდის დამყარება 2008/2009 სეზონში შეძლო.

ბუნდესლიგა: 33-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 33-ე ტურის პრევიუს. 

 

შალკე – პადერბორნი

გერმანიის ჩემპიონატის უკანასკნელი ორი ტური ლიგიდან ავარდნილი გუნდების და ევროპის ლიგის საგზურის მფლობელებს გაარკვევს. ამ თვალსაზრისით ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა “შალკესა” და “პადერბორნის” დაპირისპირებაა. გელზენკირხენელები ბევრისთვის სასურველ მეექვსე პოზიციას ჯერჯერობით ინარჩუნებებნ და მოახლოებულ ტურში გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროებათ. “პადერბორნს” კი ქულები ბუნდესლიგაში დასარჩენად ჰაერივით ესაჭიროებათ.

მასპინძლები შეხვედრას პრობლემებით ხვდებიან. დისციპლინის დარღვევის გამო “შალკეს” რამდნეიმე მოთამაშე გუნდს სკანდალურად ემშვიდობება.

ვოლფსბურგი – დორტმუნდი

გელზენკირხელთა ერთ-ერთ მთავარ კონკურნეტს, დორტმუდის “ბორუსიას” “ვოლფსბურგთან” რთული მატჩი ელის. მასპინძელთა მთავარი ამოცანა მეორე პოზიციის შენარჩუნებაა, თუმცა დორტმუნდელთა მოტივაცია რა თქმა უნდა გაცილებით ძლიერია. მათ შანსებს ბოლო პერიოდში საკამოდ კარგი სათამაშო ფრომაც ზრდის. გასათვალისწინებელია კლოპის მონდომებაც, რომელსაც მშობლიურად ქცეული კლუბიდან წასვლა გარკვეული, მინიმალური შედეგით მაინც სურს.

შტუტგარტი – ჰამბურგი

ტურის ცენტრალურ შეხვედრას შტუტგარტი უმაპსინძლებს, სადაც ადგილობრივი კლუბი ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად უკანასკნელი შანსისთვის იბრძოლებს. “შტუტგარტის” მეტოქე ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, “ჰამბურგი” იქნება, რომელიც სამწვრთნელო ცვლილების შემდეგ შესანიშნავად ათამაშდა. ბრუნო ლაბადიას მოსვლის შემდეგ 3 შეხვედრაში ჰამბურგელებმა 7 ქულა მოიპოვეს და მე-14 პოზიციაზე აღზევდნენ, თუმცა სახიფათო ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ.

“შტუტგარტისთვის” მარცხი მეორე ბუნდესლიგაში გამგზავრების ტოლფასია. ამიტომ, მასპინძლები პირველ რიგში საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ და შეცდომების რაოდენობას მინიმუმამდე დაყვანას ეცდებიან.

ტურის ყველა მატჩი

16.05 17:30 შალკე 04 შალკე 04 -:- პადერბორნი პადერბორნი დაწვრილებით
16.05 17:30 ლევერკუზენი ლევერკუზენის ბაიერი -:- ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი დაწვრილებით
16.05 17:30 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი -:- დორტმუნდი დორტმუნდი დაწვრილებით
16.05 17:30 მაინცი მაინცი -:- კიოლნი კიოლნი დაწვრილებით
16.05 17:30 აუგსბურგი აუგსბურგი -:- ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 დაწვრილებით
16.05 17:30 ჰერტა ჰერტა -:- აინტრახტი აინტრახტი დაწვრილებით
16.05 17:30 ვერდერი ბრემენის ვერდერი -:- გლადბახი გლადბახი დაწვრილებით
16.05 17:30 ფრაიბურგი ფრაიბურგი -:- მიუნხენის ბაიერნი ბაიერნი დაწვრილებით
16.05 17:30 შტუტგარტი შტუტგარტი -:- ჰამბურგი ჰამბურგი დაწვრილებით

ბუნდესლიგა: 32-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 32-ე ტურის პრევიუს. 

 

ჰამბურგი – ფრაიბურგი

ტურის სასტარტო შეხვედრამ, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ აუტსაიდერები წარსდგნენ, გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

ანგარიში 25-ე წუთზე სტუმრებმა, მეჰმედის გოლით გახსნეს და მატჩის მოგებასთან საკმაოდ ახლოსაც იყვნენ, თუმცა “ჰამბურგმა” ქულის გადარჩენა 90-ე წუთზე შეძლო. საბოლოო ანგარიში კაჩარმა დააფიქსირა.

გამარჯვების შემთხვევაში ნებისმიერი გუნდი ბუნდესლიგაში დარჩენის კარგ შანსს მიიღებდა, ახლა კი “ჰამბურგსაც” და “ფრაიბურგსაც” ბოლო ტურამდე მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევთ.

 

დორტმუნდი – ჰერტა

ევროსაგზურისთვის მებრძოლმა “ბორუსიამ” ბერლინის “ჰერტას” უმასპინძლა და ორი უპასუხო გოლით სძლია.

მატჩის ბედი მეორე ნახევარის დებიუტში უკვე გადაწყვეტილი იყო. მე-9 წუთზე მასპინძლები სუბოტიჩმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ 2 წუთში კი ბერლინელთა კარი დურმმა დალაშქრა.

ამრიგად, დორტმუნდელთა აქტივში 43 ქულა და მე-7 პოზიციაა. “ჰერტა” კი გასავარდნ ზონას უახლოვდება. ბერლინელებმა უკანასკნელი სამი შეხვედრა წააგეს და ასე თუ გააგრძელეს საუკეთესოთა შორის ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.

 

გლადბახი – ლევერზკუენი

ტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მიუნხენგლადბახის „ბორუსიამ“ ლევერკუზენის „ბაიერი“ მიიღო. ამ ტურის წინ მასპინძლები მეტოქეს ორი ქულით სუწრებდნენ, „ბაიერი“ კი მოგების შემთხვევაში „ბორუსიას“ არამხოლოდ გაუსწრებდა, არამედ სამეულშიც შევიდოდა.

პირველი ნახევრარი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი მიუნხენგლადბახელებმა ლევერკუზენელებს შანსი არ დაუტოვეს. 50-ე წუთზე ანგარიში მაქს კრუსემ გახსნა. 81-ე წუთამდე მასპინძლები მნიმალური სხვაობით იგებდნენ, რის შემდეგაც მათი უპირატესობა პატრიკ ჰერმანმა გაზარდა. შვიდ წუთში კი წერტილი იბრაჰიმ ტრაორემ დასვა – 3:0.

საბოლოოდ, მიუნხენგლადბახელებმა ამ გამარჯვებით 63 ქულა დააგროვეს და მინიმუმ ხვალამდე მეორე ადგილზე ავიდნენ.

 

ტურის ყველა მატჩი 

08.05 22:30 ჰამბურგი ჰამბურგი 1:1 ფრაიბურგი ფრაიბურგი დაწვრილებით
09.05 17:30 ბაიერნი მიუნხენის ბაიერნი 0:1 აუგსბურგი აუგსბურგი ვიდეო
09.05 17:30 დორტმუნდი დორტმუნდი 2:0 ჰერტა ჰერტა ვიდეო
09.05 17:30 გლადბახი გლადბახი 3:0 ლევერკუზენის ბაიერი ლევერკუზენი ვიდეო
09.05 17:30 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 1:1 ბრემენის ვერდერი ვერდერი დაწვრილებით
09.05 17:30 აინტრახტი აინტრახტი 3:1 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი დაწვრილებით
09.05 20:30 შტუტგარტი შტუტგარტი 2:0 მაინცი მაინცი დაწვრილებით
10.05 17:30 პადერბორნი პადერბორნი 1:3 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი დაწვრილებით
10.05 19:30 კიოლნი კიოლნი 2:0 შალკე 04 შალკე 04 დაწვრილებით

ბუნდესლიგა: 32-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 32-ე ტურის პრევიუს. 

 

ჰამბურგი – ფრაიბურგი

მორიგი გერმანული ტური საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებით გიახსნება. ჰამბურგში ადგილობრივ კლუბს “ფრაიბურგი” ესტუმრება და მაყურებელიც დიდი ალბათობით ბუნდესლიგაში დასარჩენად გაჩაღებულ დაძაბულ ორთაბრძოლას იხილავს.

გუნდები შეხვედრას განსხვავებულ მდგომარეობაში ხვდებიან. “ფრაიბურგმა” კარგი სერიის შემდეგ უკანასკნელი 5 მატჩი მოუგებლად ჩაატარა, გერმანიის თასიდან გამოვარდა და სახიფათ ზონასაც მიუახლოვდა. ჰამბურგელებმა კი წარუამტებელი პერიოდის შემდეგ უკანასკნელ ორ ტურში მაქსიმალური 6 ქულა მოიპოვეს და მე-15 პოზიციაზეც კი გამაგრდნენ. თუმცა, გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა, რაც დაძაბულობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.

დორტმუნდი – ჰერტა

ევროთასების ზონაშ მოსახვედრად მებრძოლი “დორტმუნდი” მოახლოებულ შეხვედრას საკუთარ მოედანზე, “ჰერტას” წინააღმდეგ გამართავს.

გასულ ტურში უშუალო კონკურენტ “ჰოფენჰაიმთან” ფრის შემდეგ კლოპის გუნდს შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს და მიზნის მისაღწევად სეზონის დარჩენილი ყველა შეხვედრა უნდა მოიგოს. თუმცა, მომავალ სეზონში ევროთასებზე გარანტიად არც მოვლენათა ასეთი განვითარება გამოდგება.

გასათვალიწინებელია ისიც, რომ მასპინძელბს ბერლინელებთან იოლი გასეირნება არ ელით. ზედიზედ ორი წაგების შემდეგ “ჰერტა” გასავარდნ ზონას მიუახლოვდა და კიდევ ერთი წარუმატებელი შეხვედრა, შესაძლოა, დედაქალაქური კლუბისთვის ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდეს.

გლადბახი – ლევერზკუენი

ტურის ცენტრალური შეხვედრა ლიდერთა ჯგუფში მყოფ გუნდებს შორის შედგება. მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფ “გლადბახსა” და “ლევერზკუენს” შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა. ორივე გუნდი კი მიზნად რაც შეიძება მაღალი ადგილის, ანუ მეორე პოზიციის დაკავებას ისახავს, რისთვისაც მასპინძლებსაც და სტუმრებსაც მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებათ.

უკომპრომისო და საინტერესო მატჩის ხილვის შანსებს ისიც ზრდის, რომ ორივე გუნდი მატჩს კარგ ფორმაში ხვდება. მასპინძლებს ბუნდესლიგაში 9 ტურის განმავლობაში არ წაუგიათ, ხოლო “ლევერკუზენი” 10 ტურის განმავლობაშია დაუმარცხებელი.

ტურის ყველა მატჩი 

08.05 22:30 ჰამბურგი ჰამბურგი -:- ფრაიბურგი ფრაიბურგი დაწვრილებით
09.05 17:30 ბაიერნი მიუნხენის ბაიერნი -:- აუგსბურგი აუგსბურგი დაწვრილებით
09.05 17:30 დორტმუნდი დორტმუნდი -:- ჰერტა ჰერტა დაწვრილებით
09.05 17:30 გლადბახი გლადბახი -:- ლევერკუზენის ბაიერი ლევერკუზენი დაწვრილებით
09.05 17:30 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 -:- ბრემენის ვერდერი ვერდერი დაწვრილებით
09.05 17:30 აინტრახტი აინტრახტი -:- ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი დაწვრილებით
09.05 20:30 შტუტგარტი შტუტგარტი -:- მაინცი მაინცი დაწვრილებით
10.05 17:30 პადერბორნი პადერბორნი -:- ვოლფსბურგი ვოლფსბურგი დაწვრილებით
10.05 19:30 კიოლნი კიოლნი -:- შალკე 04 შალკე 04 დაწვრილებით