“შანხაი შენჰუას” თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა ჩინური გუნდის რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა. 33 წლის არგენტინელმა ჩინეთის ჩემპიონატის პირველ ტურში “ცზიანსუ სუნინს” თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაუტანა. გოლის გარდა მან ამ შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა (4:0).
შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელ თავდამსხმელს ჩინურ კლუბში ხელფასის სახით წელიწადში 37 მილიონი ევრო ეძლევა.
Tevez faz gol de pênalti na 1ª rodada do “Chinesão” pic.twitter.com/hDDoe7825W
— Dryzinho (@Dryzinho_praero) 5 March 2017