თურქმა ფეხბურთელმა მალდივიზე დასასვენებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და მატჩი გააცდინა (ფოტო)

თურქი ფეხბურთელი “შატალოზე” წავიდა. “გალათასარაის” მცველმა სერდარ აზიზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და კლუბის ხელმძღვანელობას სატელეფონო კავშირით ამცნო, რომ “სივასპორთან” გასამართ მატჩზე ვერ გამოცხადდებოდა.

სინამდვილეში აზიზი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, თუმცა ფეხბურთელს მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

კლუბში სერდარ აზიზის საქციელით ძალზედ აღშფოთებულან და მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მიუღიათ სანქცია – “გალათასარაიმ” 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

უნაი ემერის “არსენალში” ბანეგას ხილვა სურს

ლონდონის “არსენლმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, “სევილიადან” ევერ ბანეგა გადმოიბაროს.

“თოქსპორტის” ცნობით, “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის ძალიან სურს საკუთარ გუნდში არგენტინელი ფეხბურთელის ხილვა, რომელსაც “ვალენსიასა” და “სევილიაში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

ლონდონელები ევერ ბანეგას ტრანსფერის გაჩარხვას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდნენ, თუმცა მაშინ გარიგება ჩაიშალა. 30 წლის ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

ევერ ბანეგამ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინაში დაბრუნდეს

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინის ჩემპიონატში დაბრუნდეს. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელით ჩერნიგოვის “დესნა” გახლავთ დაინტერესებული, რომელიც ზამთარში გუნდის გაძლიერებას აპირებს.

გიორგი არაბიძემ პროფესიული კარიერა თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 33 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და რამდენიმე უცხოური კლუბის ყურადღება მიიპყრო. არაბიძემ 2015 წელს კარიერა დონეცკის “შახტარში” გააგრძელა, თუმცა უკრაინული კლუბის მთავარ გუნდში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. 2017 წელს არაბიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. მას “ჯვაროსანთა” რიგებში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში სამი ბურთი აქვს გატანილი.

2018 წლის ზაფხულში გიორგი არაბიძე “შახტარიდან” პორტუგალიურ “ნასიონალში” გადაბარგდა”, თუმცა პირინეის ნახევარკუნზულზე ქართველმა ფეხბურთელმა ფეხი ვერ მოიკიდა. მას მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

“დესნას” უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიცია უკავია.

მესიმ რონალდუს უპასუხა: “ახალი გამოწვევებისთვის ლიგის შეცვლა არ მჭირდება”

რამდენიმე კვირის წინ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის სერია A-ში ლიონელ მესის გადმოსვლა ისურვა:

“კარგი იქნებოდა, თუ მესი ჩემ მსგავსად მოიქცეოდა და ახალ გამოწვევას მიიღებდა, თუმცა თუ ის “ბარსელონაში” ბედნიერია, მის არჩევანს პატივს ვცემ”.

ლეო მესიმ რონალდუს ამ მოწვევაზე კომენტარი “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:

“არანაირი ცვლილება არ მჭიდება. მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ, სადაც ახალი გამოწვევები ყოველწლიურად ჩნდება. ახალი მიზნებისთვის გუნდის ან ლიგის გამოცვლა არ მჭიდება. სახლში ვარ, საუკეთესო გუნდში ვთამაშობ და რაიმეს შეცვლის სურვილი არ მაქვს.

რონალდუსთან პრიმერადივიზიონში პაექრობა სასიამოვნო იყო. კრიშტიანუს დარი ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა. ჩვენი ორთაბრძოლა საინტერესო იყო, მაგრამ მე მოედანზეც და მოედნის მიღმაც ჩემს გუნდზე ვარ ფოკუსირებული”.

რუმენიგე: “ალონსოსგან კარგი მწვრთნელი დადგება და იმედია, ის “ბაიერნში” დაბრუნდება”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედოვნებს, რომ ჩაბი ალონსო გუნდში მწვრთნელის რანგში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ნახევარმცველმა 2017 წელს პროფესიული კარიერა დაასრულა და ბავარიული გუნდი დატოვა. დღესდღეობით ის მადრიდის “რეალის” ბავშვთა გუნდს წვრთნის.

“მინდა, რომ ოდესღაც ჩაბი ალონსო “ბაიერნში” დაბრუნდეს. დღეს ის მწვრთნელის რანგში ვითარდება. ვფიქრობ, რომ მისგან კარგი სპეციალისტი დადგება. ალონსო ბუნებრივი ავტორიტეტით გამოირჩევა და კარიერის განმავლობაში საუკეთესო მწვრთნელებთან მოუწია მუშაობა”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს “კიკერი”.

ჩაბი ალონსო მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას 2014-დან 2017 წლამდე იცავდა.

ჩაბი ალონსო: “ლივერპულს” ტრანსფერები სჭირდება”

მერსესაიდის “ლივერპულის” ყოფილმა ნახევარმცველმა, ჩაბი ალონსომ, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ იურგენ კლოპის გუნდს გაძლიერება სჭირდება. შეგახსენებთ, რომ “წითლები” წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალთან” დამარცხდნენ.

“ვფიქრობ, მათ უფრო მრავალრიცხოვანი გუნდი უნდა ჰყავდეთ. 14 ფეხბურთელის ნაცვლად, მინიმუმ 20 მოთამაშე უნდა ჰყავდეს მწვრთნელს, რატა გრძელ და დატვირთულ სეზონს თავი გაართვას.

თითოეული მატჩი, თითოეული ქულა უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც გუნდი ერთმანეთთან ახლო კავშირში უნდა იყოს. ფეხბურთელები ნებისმიერ მომენტში უნდა იყვნენ მზად მოედანზე გასასვლელად.

ჩემთვის მთავარი გუნდია, გუნდურობა. გუნდი უკვე აშენებულია. თუმცა, დარწმუნებული რომ იყო, რამდენიმე ტრანსფერი მაინც სჭირდება, ახალი სისხლი ყოველთვის აუცილებელია, თუმცა ისე, რომ უკვე არსებულ პროგრესს ხელი არ შეეშალოს,” – აცხადებს ალონსო.

ჩაბი ალონსო: “მადრიდში უყვართ დიდი გამოწვევები და მიიღეს კიდეც”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჩაბი ალონსომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალების წილისყრის შემდეგ “რეალისა” და “პარი სენ-ჟერმენის” წყვილზე ისაუბრა.

“მადრიდში უყვართ დიდი გამოწვევები და მიიღეს კიდეც. შესანიშნავი სანახაობა იქნება. ეს ერთ-ერთია იმ მატჩებს შორის, რომლის ყურებაც ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს, განსაკუთრებით კი “ბერნაბეუზე”.

თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვედროდენ. დასანანია, რომ რომელიმე მათგანი ტურნირს ამ ეტაპზე გამოეთიშება.

რთულია ფავორიტი დაასახელო, მიუხედავად იმისა, რომ ეს არაფერს ნიშნავს. მართალია, “პსჟ” ყოველწლიურად ძლიერდება, მაგრამ მე მხარს მაინც “რეალს” ვუჭერ, ისინი ამისთვის მზად არიან,” – აცხადებს ალონსო.

რა მიზნით იმყოფებიან მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები რუსეთში? (ფოტო)

დღეს სოციალურ ქსელში ბრაზილიელმა რიკარდო კაკამ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც არაერთი გამორჩეული ფეხბურთელთან ერთადაა.

რიკარდო კაკა, ზინედინ ზიდანი, დელ პიერო და ჩაბი ალონსო რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სათამაშო ბურთის წარსადგენად ჩავიდნენ, რომელიც Adidas-ის მიერ სპეციალურად მუნდიალისთვის შეიქმნა. დაგეგმილ ღონისძიებამდე, ფეხბურთის ვარსკვლავებმა მოსკოვი დათვალიერეს, რა დროსაც ფოტო გადაიღეს, რომელიც ბრაზილიელი ფეხბურთელის Twitter-ზე გამოყვექნდა წარწერით: “ვინმეს ამხანაგური მატჩი ხომ არ სურს?”

ჩაბი ალონსო: “რეალს” ექვსივე ტიტულის მოგება შეუძლია”

მადრიდის “რეალის” ყოფილ ნახევარმცველს, ჩაბი ალონსოს სჯერა, რომ დედაქალაქურ გუნდს 2017/18 წლების სეზონში ყველა, ექვსივე ტიტულის მოგება შეუძლია.

“რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ამის გაკეთება შესაძლებელია. დღესდღეობით “რეალი” მთელ მსოფლიოში ლიდერობს. ბოლო წლებში ეს გუნდი ყველასათვის სამაგალითო იყო.

არავინ იცის, რა მოხდება მომავალში, მაგრამ მათთის ჯერ ყველაფერი კარგად მიდის. ზინედინ ზიდანმა დიდი შრომა გასწია და თავისი ადგილიც დაიმსახურა. მათი ტრაექტორია ნამდვილად კარგია.

“ბლანკოსმა” ოთხიდან სამი ტიტული მოიგო (ჩემპიონთა ლიგა)… ეს ყველაფერს ამბობს. მადრიდისტების მთელი საზოგადოება ბედნიერია თავიანთი კლუბის მდგომარეობით და მათ კიდევ მეტის მიღწევაც შეუძლიათ,” – აცხადებს ესპანელი ჩაბი ალონსო.

ჩაბი ალონსო: “რაც დრო გავა, გულში უფრო დიდ სიცარიელეს ვიგრძნობ”

დღეს მიუნხენის “ბაიერნი” ბუნდესლიგის ბოლო ტურში  დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 4-1 დაამარცხა. ეს შეხვედრა ბოლო აღმოჩნდა ჩაბი ალონსოსთვის – 35 წლის ნახევარმცველმა კარიერა დაასრულა.

ჩაბიმ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ძალიან აღელვებული ვარ. გულში ახლა ბევრი ემოცია მაქვს: ნოსტალგია, მელანქოლია, მოწყენლობა. თუმცა, ამავე დროს დიდ სიხარულსაც განვიცდი.”

“ფეხბურთის თამაში ძალიან მომენატრება – ეს ჩემი ცხოვრების დიდი და მთავარი ნაწილია. ვფიქრობ, დრო და დრო, დიდ სიცარიელეს ვიგრძნობ. ცხოვრება გრძელდება. ახალი გამოწვევებიც მოვა, რომლებსაც აუცილებლად მივიღებ და დავძლევ!” – აცხადებს ალონსო.

ანჩელოტიმ ალონსოსა და ლამის შემცვლელებზე ისაუბრა

მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე, მიუნხენის “ბაიერნს” ორი ლიდერი, ჩაბი ალონსო და ფილიპ ლამი დატოვებენ, რომლებიც ამავდროულად საფეხბურთო კარიერასაც ასრულებენ.

“ფილიპ ლამისა და ჩაბი ალონსოს ჩანაცვლება პრაქტიკულად შეუძლებელია. მათი ხასიათი, გამოცდილების დონე და შესაძლებლობები უნიკალურია.

მაგრამ, გუნდში საკმაოდ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი რჩება, ისეთები, როგორებიც არიან მანუელ ნოიერი, ტომას მიულერი და დავიდ ალაბა.

კიმიხის სახით გუნდში ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომელიც მაქსიმალურად ეცდება ფილიპ ლამის შეცვლას, რაც საკმაოდ დიდი ფუფუნებაა ჩვენთვის,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

გვარდიოლას ჩაბი ალონსოს “ბარსელონაში” წაყვანა უნდოდა

მადრიდის “რეალის” ყოფილი ნახევარმცველი, ჩაბი ალონსო აღიარებს, რომ ის ძალიან ახლოს იყო პეპ გვარდიოლას “ბარსელონაში” გადასვლასთან, სანამ “ბერნაბეუზე” დაბანაკდებოდა.

“ეს “რეალში” გადასვლამდე არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა. “ლივერპულმა” მითხრა, რომ მათ ჩემი გაყიდვა სურდათ. ჩემს მიმართ კი ინტერესს პეპ გვარდიოლა იჩენდა.

როგორც მან რაფა ბენიტესს უთხრა, მე მის სათამაშო მოდელს შევეფერებოდი და ამიტომაც სურდა ჩემი გადაბირება, მაგრამ იმ დროისთვის მას ბუსკეტსი ჰყავდა, რომელმაც მას იმედები ჩაუსახა.

საბოლოო ჯამში, გვარდიოლამ არჩევანი ბუსკეტსზე გააკეთა და არც შემცდარა,” – განაცხადა ესპანელმა ნახევარმცელმა.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ალონსო “რეალში” 2009 წელს გადაბარგდა და სანამ “ბაიერნში” გადაბარგდებოდა, ორჯერ მოახერხა ლა ლიგის მოგება, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგის, კოპა დელ რეისა და სუპერთასის.