მადრიდის “რეალის” ფრანგმა მცველმა, რაფაელ ვარანმა ჩემპიონთა ლიგაზე “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და თავისი ვარაუდები გამოთქვა.
“რა თქმა უნდა, ფრანგული კლუბის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის განსაკუთრებულია. იმედი მაქვს, როი კარგი გუნდის დაპირისპირებას ვიხილებთ. “რეალი” საკმაოდ გამოცდილია და იცის, რომ ასეთ მატჩებში გადამწყვეტ როლს პატარა დეტალები თამაშობს.
ფეხბურთი გუნდური თამაშია, ჩვენი მეტოქე კი შესანიშნავი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მათაც ჰყავთ ინდივიდუალისტები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ასე რომ, ვალდებულნი ვართ დაცვაში გუნდურად ვითამაშოთ.
პირველ მატჩს სახლში ვთამაშობთ და ფანების მხარდაჭერის იმედზე ვართ. თუმცა გადამწყვეტი, ალბათ, მაინც მეორე თამაში იქნება. მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.
წელს უნიკალური რეკორდის დამყარების შანსი გვაქვს – ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ არავის მოუგია. ვიცი, ეს წარმოუდგენლად რთული იქნება, მაგრამ ჩვენს გუდნს ეს შეუძლია,” – აცხადებს ვარანი.
“რეალსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გასამართი მატჩი ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:45′-ზე აიღებს სტარტს.