“ბარსელონას” ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი სეზონის ბოლოს კატალონიურ კლუბს დატოვებს. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ფეხბურთელმა პრესკონფერენციაც გამართა.
“სეზონის დასრულების შემდეგ “ბარსელონას” დავტოვებ. ეს რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ უკვე წასვლის დროა.
კარიერას ყატარულ “ალ-სადში” გავაგრძელებ, რომელთანაც 2+1 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ამავდროულად სამწვრთნელო განათლებასაც მივიღებ.
ცოტა ხნის წინ “ბარსელონამ” კონტრაქტის 2018 წლამდე გახანგრძლივება შემომთავაზა, მაგრამ იმ მომენტისთვის გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა.
ყატარში საკმაოდ შთამბეჭდავ პრეოქტს ანხორციელებენ, თუმცა ჩემი მთავარი მიზანი “ბარსელონაში” მწვრთნელის, სპორტული დირექტორის ან ნებისმიერ სხვა როლში დაბრუნება იქნება.
წასვლა გასულ წელსაც შემეძლო, თუმცა “ბარსელონას” დატოვება წარუმატებელ პერიოდში არ მსურდა” – განაცხადა ჩავიმ