U19: ნახევრაფინალისტი გუნდების მწვრთნელებისა და ფეხბურთელების კომენტარები

11 ივლისს, სასტუმრო „ჰუალინგში” უეფას 19-წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის მონაწილე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, კაპიტნებთან ერთად, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს.

ელიო სოუზა – პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრების მთვარი მწვრთნელი: „ჩვენ ისეთ ჯგუფში ვასპარეზობდით, რომელიც ხალხის აზრით შედარებით სუსტი იყო. თუმცა ვფიქრობ, რომ ასე არაა – „ა“ ჯგუფში საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავდა. ისინი თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ და მაღალ დონეზე თამაშობდნენ. ეს ფაქტორები ჩვენს გუნდს ძალიან დაეხმარა პროგრესში და ვფიქრობ, რომ თითოეულ მატჩში უკეთესს თამაშს ვაჩვენებდით. პირველი შეხვედრა საქართველოს წინააღმდეგ კარგი იყო. მეორე შეხვედრა კიდევ უფრო უკეთესი, მესამე მატჩში კი ჩვენ განვითარება განვაგრძეთ. რაც მთავარია, ჯგუფიდან გავედით და ვფიქრობ, რომ ახლა ჩემს ფეხბურთელებს კარგი შანსი აქვთ, დიდ წარმატებას მიაღწიონ.

ჰოლანდიასთან თამაში განსაკუთრებული მომენტია, როგორც ფეხბურთელებისთვის, ისე მწვრთნელებისთვის. იმიტომ, რომ ის ძლიერი გუნდია, ძლიერი ფეხბურთელებით. ორივე გუნდს განსხვავებული სათამაშო სტილი აქვს. როგორც უკვე აღვნიშნე, ჰოლანდია ძლიერი გუნდია და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიყოთ იმაზე უკეთესები ვიდრე აქამდე. შევეცდებით, რომ მოვიგოთ ეს შეხვედრა და ფინალში ვითამაშოთ.

ბრუნო პაში – პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრების კაპიტანი: „წინ სანახაობრივი მატჩი გველის. ჰოლანდიას ძლიერი ნაკრები ყავს როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. ჩვენი მიზანი ტურნირის მოგებაა. ხვალ რთულ თამაშს ველით, მაგრამ ჩვენ მზად ვართ.”

მარტენ სტეკელენბურგი ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ჩვენ რთულ ჯგუფში მოვხვდით, ინგლისთან, გერმანიასთან და ბულგარეთთან ერთად. ყველა მატჩი რთული იყო, მაგრამ გუნდის პროგრესით კმაყოფილი ვარ. გერმანიასთან გამარჯვებით ჯგუფური ეტაპი კარგად დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ნახევარფინალში გასვლით ძალიან კმაყოფილები ვართ. გუნდი კარგ ფორმაშია, მხოლოდ ერთი პრობლემა გვაქვს ჯოელ პიროს სახით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა ბომბარდირმა ინგლისთან მატჩში მიიღო ტრავმა და ის სათამაშოდ ჯერ მზად არაა, თუმცა მასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ. პორტუგალია, რა თქმა უნდა, კარგი გუნდია, მან ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენ კარგად შევისწავლეთ მეტოქე და ვფიქრობ, შეხვედრას მომზადებული ვხვდებით.

ჯასტინ ბაილოუ ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრების კაპიტანი: „მოხარული ვარ ნახევარფინალში გასვლით. წინ რთული მატჩი გველის, ძლიერ მეტოქესთან. ვფიქრობ, რომ ინგლისთან მარცხის მიუხედავად ჯგუფური ეტაპი კარგად ჩავატარეთ. ახლა კი, ფინალში გასასვლელად ვიბრძოლებთ. გუნდში კარგი განწობაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

კიტ დაუნინგი ინგლისის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი: პირველ რიგში დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას და ორგანიზატორებს. ტურნირი ძალიან მაღალ დონეზე ტარდება. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჯგუფურზე ეტაპზე ნაჩვენები შედეგითა და თამაშით. ყოველთვის ვამბობდი იმას, რომ ყველა მოთამაშეს უდიდესი როლი აკისრია. ეს საკმაოდ რთული ჯგუფი იყო, მაგრამ ჩვენი სამივე შეხვედრა მოვიგეთ და ნახევარფინალში გასვლით ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩეხეთს ძლიერი გუნდი ყავს, მე ვუყურე მათ ბოლო შეხვედრას საქართველოს წინააღმდეგ და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ ძალიან ღირსეულად დაძლიეს ეს ბარიერი. აქედან გამომდინარე რთული მატჩი გველის, მაგრამ ჩვენ მოსაგებად ვემზადებით.”

ჯეი დასილვა ინგლისის 19-წლამდე ნაკრების კაპიტანი: „ჩვენთვის ძალიან კარგი ტურნირია. ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ოჯახი, გულშემატკივარი და ქვეყანა გავახაროთ. გუნდი კარგ ფორმაშია, კარგ შედეგს აჩვენებს, ჩვენი მიზანია, რომ ასე გავაგრძელოთ და ვნახოთ რას შევძლებთ.“

იან სუხოპარეკი ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ჩვენთვის დიდი პატივია ნახევარფინალში ყოფნა. ჩვენ წინ გველის თამაში ინგლისთან, რომელიც ფეხბურთის სამშობლოა. მათ დიდ პატივს ვცემთ, ინგლისმა ჯგუფურ ეტაპზე დაამტკიცა, რომ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. ინგლისელებს კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავთ. ამასთანავე მათ ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით და ასეთი დონის გუნდთან თამაში დიდი გამოცდილება იქნება.”

ონჟეი შაშინკა ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრების კაპიტანი: „უპირველესად, მადლობა ორგანიზატორებს ასეთი ტურნირის ორგანიზებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია ნახევარფინალში ყოფნა და იმედი გვაქვს, რომ ფინალშიც ვითამაშებთ.”

ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 12 ივლისს გაიმართება. პირველი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. თბილისის დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „ა” ჯგუფის გამარჯვებული პორტუგალია „ბ” ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ ჰოლანდიას დაუპირისპირდება. მეორე ფინალისტი, ასევე ოთხშაბათს გამოვლინდება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „ბ” ჯგუფის ლიდერი, ინგლისის ნაკრები „ა” ჯგუფის მეორეადგილოსან ჩეხეთს შეხვდება

Gff.Ge

U19: საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა

დღეს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები იმართება.

“მიხეილ მესხზე” საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის ეროვნული გუნდი მიიღო. პირველი რეალური მომენტი ჩეხებს შეექმნათ. მათ საჯარიმოს მისადგომებიდან ჯარიმა დაარტყეს, თუმცა უშედეგოდ – ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა. ამის შემდეგ იყო საპასუხო შეტევა, როცა არაბიძემ შესანიშნავად გაჭრა ბურთი მარჯვენა ფლანგზე, იგი მალის მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა. ამ ბურთს კოხრეიძემ დაუხვედრა თავი და მიზანს ძალიან ცოტათი ააცილა. სულ ცოტა ხანში არაბიძეს მიეცა შანსი, რათა საკმაოდ ახლო ჯარიმიდან გაეტანა გოლი. მან ბურთი კარს გადააცდინა.

32-ე წუთზე სტუმრებმა ჩააწოდეს კუთხური, რის შემდეგაც ტურინამ სცადა ბურთის კარში გადაგზავნა. 36-ე წუთზე გიორგი კუცია ორ კაცს გასცდა და დაარტყა, თუმცა ფეხი დაუსრიალდა და დარტყმაც აღარ გამოუვიდა. სულ მალე ქართველების მეტოქეებმა მოაწოდეს მარცხენა ფლანგიდან, შაშინკამ ძალიან ახლოდან თავი დაარტყა და ჩოჩიშვალმა ურთულესი ბურთი მოიგერია. აქ ნამდვილად გადავრჩით!

44-ე წუთზე სამურკასოვმა ბურთი ცენტრში დაკარგა, იგი შაშინკამ მოიპოვა და მალე კუციაც მოატყუა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა. თუმცა, სწორედ მეათე ნომერმა პირველი ტაიმის პირველ დამატებით წუთზე კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი დაარტყა და გაიტანა.

მეორე ნახევარი ქართველების აქტიურობით დაიწყო. 54-ე წუთზე არაბიძემ მარჯვენა ფლანგზე ერთი მეტოქე მოატყუა, და მარჯვენა ფეხით დაარტყა, თუმცა ბურთი კარს გარედან მოხვდა. სამ წუთში მალის ჩაწოდებულ კოხრეიძემ დაუხვედრა ბურთი, თუმცა უშედეგოდ.

70-ე წუთზე ლიბორ ჰოლიკმა კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ეფექტური დარტყმით ქართველთა კარში გადაგზავნა და ანგარიში 2:0 გახადა. მან ერთ-ერთ ტრიბუნასთან აღნიშნა გოლი, რის შემდეგაც ტრიბუნაზე მჯდომმა გულშემატკივრებმა სტუმრებს სხვადასხვა ნივთი ესროლეს. ამ ინფორმაციით, ერთ-ერთი ნივთი მსაჯს მოხვდა. ჩეხებმა მოედანი დატოვეს და თამაში 72-ე წუთზე შეწყდა. დაახლოებით შვიდ  წუთში მატჩი განახლდა. 76-ე წუთზე არაბიძეს კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის საშალება მიეცა, თუმცა მან მეკარის კუთხეში კარს გადააცილა ბურთი. 78-ე წუთზე საღრიშვილმა გაიტანა თამაშგარე მდგომარეობიდან, თუმცა ეს ბურთი სამართლიანად არ ჩაითვალა.

ამის შემდგე იყო არველაძის დარტყმა. თუმცა, უშედეგო გამოდგა ესეც და სხვა მცდელობებიც. საბოლოოდ, საქართველომ ეს მატჩი ანგარიშით, 0:2 დათმო და სამი ქულით ჯგუფში ჩარჩა. ჩეხეთს ექვსი ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილით შემდეგ ეტაპზე გავიდა.

საქართველო: ჩოჩიშვილი, მალი, კობოური, ბურჯანაძე, ლაკვეხელიანი, კუცია, სამურკასოვი (არველაძე, 67 წთ.), ქოჩორაშვილი (საღრიშვილი), ჩაკვეტაძე, არაბიძე, კოხრეიძე (ჩოგაძე, 84 წთ.).

ჩეხეთი: იედლიჩკა, ჩალუსი, ჰოლიკი, მარეჩეკი, ტიშლერი, ტურინა, სადილეკი, საშინკა, კრალი, ჰაველკა, ჩვეია (გრანეჩნი, 67 წთ.).

გაფრთხილებები: ბურჯანაძე (61 წთ.) – ჩვეია (55 წთ.)

U19: ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება დროებით შეჩერდა (ვიდეო)

დღეს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები იმართება.

A ჯგუფში ჩეხეთისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ერთმანეთს “მიხეილ მესხზე” უპირსპირდებიან. მეორე ნახევრის 70-ე წუთზე ლიბორ ჰოლიკმა კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ეფექტური დარტყმით ქართველთა კარში გადაგზავნა. მან ერთ-ერთ ტრიბუნასთან აღნიშნა გოლი, რის შემდეგაც ტრიბუნაზე მჯდომმა გულშემატკივრებმა სტუმრებს სხვადასხვა ნივთი ესროლეს. ამ ინფორმაციით, ერთ-ერთი ნივთი მსაჯს მოხვდა. ჩეხებმა მოედანი დატოვეს და, ჯერჯერობით, თამაში შეწყდა.

ამჟამად საქართველო ანგარიშით, 0:2 მარცხდება.

ჩეხეთის 19-წლამდე ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრა შედგა. ერთმანეთს შვედეთისა და ჩეხეთის ასაკობრივი ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

პირველ ტაიმში შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. ანგარიშის გახსნა 42-ე წუთზე ჩეხების შემტევმა, დანიელ ტურინამ შეძლო. 55-ე წუთზე ტურინამ დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში კიდევ ერთი გოლი გავიდა. ამჯერად, უკვე შვედებმა ივარგეს. ვიქტორ გიოკერესმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

საბოლოოდ, ჩეხებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს. მათ სამი ქულა აქვთ და პირველ ადგილზე იმყოფებიან.

აქვე გეტყვით, რომ ამ ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი დღეს გაიმართება. 20:00 საათზე “თენგიზ ბურჯანაძეზე” ერთმანეთს საქართველოსა და პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ბიატლონი 34 000 მაყურებლით: რა ხდებოდა ჩეხეთში? (ფოტო)

ჩეხეთში კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ბიატლონი არამარტო ტელემაყურებლებს, არამედ ნამდვილ გულშემატკივრებსაც იზიდავს, რომელთაც შეუძლიათ, ძლიერ ყინვასაც გაუძლონ შეჯიბრების სანახავად.

ბიატლონის დეკემბრის გათამაშებამ სტარტი ჩეხურ ახალქალაქში (Nové Město ) აიღო, რომელიც ბიატლონურ რუკაზე არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, ამ ქალაქმა უკვე უმასპინძლა 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშების ერთ-ერთ ეტაპს.

გათამაშების დღევანდელი მართლაც რომ ბრწყინვალე აღმოჩნდა, რადგანაც დღეს ამ სპორტის ისტორიაში ისტორიული რეკორდი დამყარდა – დღევანდელ შეჯიბრს ნოვე-მესტოზე 34 000 გულშემატკივარი დაესწრო.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ დეკემბრის გათამაშება, რომელსაც არცერთი დიდი სპორტსმენი არ ტოვებს, სტარტი 4 დღის წინ აიღო და უკვე მიიზიდა 123 500 მაყურებელი.

ბილეთების ფასი 650-დან 5000 ჩეხურ კრონამდე მერყეობს.

ჩეხეთი 0-2 თურქეთი: თურქებმა ჩეხეთის დამარცხებით რეპუტაცია აღიდგინეს

22 ივნისს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მესამე ტურის ეგიდით გამართულ მატში ერთმანეთს D ჯგუფის ბინადრები, თურქეთისა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

პირველ ორ მატჩში დამარცხების შემდეგ თურქეთის ნაკრებმა რეპუტაციის აღდგენა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრების დამარცხება შეძლო.

D ჯგუფი
ჩეხეთი – თურქეთი 0-2 (0-1)/strong>

ჩეხეთი:ჩეხი; პუდილი, ჰუბრნიკი, სივოკი, კადერბეკი; პლასილი (კოლარი 90′), პაველკა (შკოდა 57′); დოკალი, დარიდა, კრეიჩი; ნეჩიდი.

თურქეთი: ბაბაჯანი; კოიბასი, ბალტა, ტოპალი, გონული; ტუფანი, ინანი; სენი (ოზიაკუპი 61′), თურანი, მორი (საჰანი 69′); ილმაზი (ტოსუნი 90′).

გოლი: ილმაზი 10′, ტუფანი 67′.

მატჩის მთავარი არბიტრი: კოლუმი (შოტლანდია)

ჩეხეთი ადასტურებს: ტომას როსიცკისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი, პიოტრ ზემანი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჩეხთა 35 წლის ფლეიმეიქერი, ტომას როსიცკი გუნდს ევრო 2016-ზე ვეღარ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა ხორვატიასთან გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო, მან ზურგი დაიზიანა. გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ მას ლაზარეთში 6 კვირის გატარება მოუწევს.

“დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ის ევრო 2016-ის ვერცერთ დარჩენილ მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ვერც თურქებთან მატჩში.

ამ ტრავმის მოშუშების დროის განსაზღვრაში დიდ გავლენას ახდენს ინდივიდუალური ფაქტორები. სავარაუდოდ მისი რეაბილიტაციის პროცესი 6 კვირას გასტანს.”

ესპანეთის ნაკრებმა ჩეხეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

ტულუზის სტადიონზე დასრულდა ესპანეთისა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, “ფურია როხას” უპირატესობით წარიმართა, ჩეხები ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებით იყვნენ დაკავებულნი, თუმცა არც კონტრშეტევებზე ამბობდნენ უარს და პირველი ტაიმის ბოლოს საქმეში დავიდ დე ხეაც ჩართეს. საწყისი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევრის დებიუტში ესპანელები გააქტიურდნენ, სწრაფი გოლის გატანა მოისურვეს და სახიფათო მომენტებიც შექმნეს, თუმცა ხან დამაგვირვინებელ ფაზაში სცოდავდნენ, ხანაც ჩეხები თამაშობდნენ საიმედოდ. დროდადრო მომენტებს ვალერ ვრბას ფეხბურთელებიც ქმნიდნენ. 87-ე წუთზე “ფურია როხამ” მაინც გაიტანა: ანდრეს ინიესტას ჩაწოდების შემდეგ თავდასხმაში წასულმა ხერარ პიკემ თავით ითამაშა და ესპანელები დააწინაურა. საბოლოო ჯამში, ესპანეთის ნაკრებმა ჩეხეთი მძიმე ბრძოლაში, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ევრო-2016
D ჯგუფი
ესპანეთი — ჩეხეთი 1:0 (0:0)

ესპანეთი: დე ხეა, ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, დავიდ სილვა, ფაბრეგასი (ალკანტარა 70′), ინიესტა, ნოლიტო (პედრო 82′), მორატა (ადურისი 62′).
მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე.

ჩეხეთი: ჩეხი, კადერჟაბეკი, სივოკი, უბნიკი, ლიმბერსკი, დარიდა, პლაშილი, გებრე სელასიე (შურალი 86′), როსიცკი (პაველკა 88′), კრეიჩი, ნეციდი (ლაფატა 75′).
მთავარი მწვრთნელი: პავერ ვრბა.

გოლი: პიკე 87′.
გაფრთხილება: ლიმბერსკი 61′.
მთავარი მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი).

ჩეხეთმა ხორვატია გაანადგურა (ვიდეო)

ევრობასკეტის 1/8 ფინალში ჩეხეთის ნაკრებმა ხორვატია სოლიდური ანაგრიშით 80:59 დაამარცხა. გამარჯვებულებმა უპირატესობა შეხვედრის დასაწყისშივე მოიპოვეს და ბოლო ემოთხედის წინ 22 ქულით იგებდნენ. ბოლო ათ წუთში ხორვატებმა მეტოქის უპირატესობა ცამეტ ქულამდე შეამცირეს, თუმცა მეტის გაკეთება ვერ მაოხერხეს.

სათქმელია, რომ ჩეხეთის რიგებში ერთდროულად ორი მოთამაშე დაბ-დაბლით გამოირჩა – ტომაშ სატორანსკიმ 10 ქულა და 11 პასი მიითვალა, იან ვესელას მონაგარმა კი 20 ქულა და 13 მოხსნა შეადგინა. ხორვატიის მხრიდან 12 ქულით საუკეთესო ბოიან ბოგდანოვიჩი იყო.

ხორვატია – ჩეხეთი – 59:80 (13:20, 18:28, 12:17, 16:15)

ხორვატია: ბოგდანოვიჩი (12 ქ.), უკიჩი (10 ქ. 5 პ.), ხეზონია (10 ქ. 9 მ.), სიმონი (9 ქ.), სტიპჩევიჩი (8 ქ.), შარიჩი (4 ქ. 8 მ. 4 პ.), ბილანი (4 ქ.), ზორიჩი ( 2 ქ.)

ჩეხეთი: ვესელი (20 ქ. 13 მ.), იელინეკი (13 ქ.), შილბი (12 ქ.)), ბენდა (11 ქ. 3 პ.), სატორანსკი (10 ქ. 11 პ. 5 მ. 3 ჩ.), აუდა (9 ქ.), ბარტონი (3 ქ.), ველში (2 ქ. 8 პ.)

ლევან ყენიას გოლი ჩეხეთის ჩემპიონატის საუკეთესო გოლების ათეულში (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩეხეთის ჩემპიონატში, 2014-15 წლების სეზონში გატანილი ათი საუკეთესო გოლია ნაჩვენები. აღსანიშნავია, რომ ათეულში მეათე პოზიციას ქართველი ნახევარმცველის, ლევან ყენიას მიერ “დუკლას” კარში გატანილი გოლი იკავებს.

ყველაზე უცნაური რამ, რაც ფეხბურთის მატჩის დროს გინახავთ (ვიდეო)

7 ნოემბერს, ჩეხეთის ჩემპიონატში, “პრიბრამსა “და “ტეპლიცეს” შორის გამართულ მატჩში “პრიბრამის” ფეხბურთელებმა ძალიან უცნაური რამ გააკეთეს.

ოფიციალურად: ლევან ყენია პრაღის “სლავიაში” ითამაშებს

ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია პრაღის “სლავიაში” ითამაშებს. ტრანსფერი ჩეხურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე, შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით გაფორმდა.

“მოხარული ვარ. გუნდში კარგი ატმოსფეროა. მოუთმენლად ველოდები სადებიუტო მატჩს. სლავიაში კლუბის დასახმარებლად მოვედი. მინდა, რომ კლუბი ევროპაში დაბრუნდეს. ვიმედოვნებ, ნაკრებში შევძლებ დაბრუნებას”, – ციტირებს ყენიას სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

როგორც აღმოჩნდა, ლევან ყენიას ტრანსფერში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დიუსელდორფის “ფორტუნას” ყოფილმა ფეხბურთელმა მარტინ ლატკამ, რომელიც ქართველი ნახევარმცველის მეგობარია. ლატკა წლების განმავლობაში იცავდა “სლავიას” ღირსებას და კლუბში სიტყვაც ეთქმის. 30 წლის ჩეხი მცველი კლუბს მიმდინარე წელს დაუბრუნდა.

“მარტინი და მე მეგობრები ვართ. ჩვენ ერთად ვთამაშობდით “ფორტუნაში”. ის დიდად დამეხმარა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ “სლავიაში” აღმოვჩენილიყავი. როდესაც კლუბის მხრიდან დაინტერესების შესახებ შევიტყვე, ლატკას და კაროლ კისელს დავუკავშირდი, რის შემდეგაც ტრანსფერის განხორციელებას ხელს აღარაფერი უშლიდა. “სლავიას” საოცარი ქომაგები ჰყავს, რაც ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. კლუბისთვის თავს არ დავზოგავ”, – განაცხადა ლევან ყენიამ.

აღნიშნული ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა “სლავიას” სპორტულმა დირექტორმა კაროლ კისელმაც.

“მიხარია, რომ ლევანის გადმობირება შევძელით. იმედი მაქვს, ის საუკეთესო თვისებების წარმოჩენას შეძლებს და გულშემატკივრებს გაახარებს. მასთან კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე გავაფორმეთ, შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით”, – აღნიშნა კისელმა.

ლევან ყენია “სლავიაში” 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.