წარმატებით ვითამაშოთ და ლუდი ჩემზე იყოსო

ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პაველ ვრბა ისლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ 16 ნოემბერს გასამართ მატჩზე ქომაგებს უფასო ლუდს შეპირდა.

გულშემატკივრები ლუდს იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ჩეხები თურქეთისა (10 ოქტომბერი) და ყაზახეთის (13 ოქტომბერი) ნაკრებების წინააღმდეგ წარმატებით ითამაშებენ.

“ისინი, ვინც ყაზახეთისა და თურქეთის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებში მხარს დაგვიჭერენ, ოთხი ქულის აღების შემთხვევაში, უფასო ლუდს მიიღებენ”, – ციტირებს ვრბას სიტყვებს sportske.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ჩეხეთის ნაკრებმა ჰოლანდიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

 

უესლი სნეიდერმა ბიჭის უკან დადგომაზე უარი თქვა

9 სექტემბერს, ჩეხეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის დაწყების წინ საკმაოდ სახალისო რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ უესლი სნეიდერმა ასაკით პატარა ბიჭის უკან დადგომაზე უარი განაცხადა.

BxLJ0LvCQAAGAf4

ვან პერსი: “ჰიდინკი მწვრთნელი არ არის”

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჰოლანდიის ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო. გუს ჰიდინკის გუნდი ჩეხეთში ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიში ჩეხმა ნახევარმცველმა ბორჟეკ დოჩკალმა 21-ე წუთზე გახსნა. 55-ე წუთზე ჰოლანდიელმა მცველმა სტეფან დე ვრეიმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა მატჩის კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შემოსულმა ვაცლავ პილარჟმა გაიტანა და ჩეხეთის ნაკრებს სამი ქულა მოუტანა.

მატჩის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ გუნდის მთავარი მწვრთნელი საჯაროდ გააკრიტიკა.

“ჰიდინკი მწვრთნელი არ არის. დამამცირებელი მარცხი ვიწვნიეთ. მას შემდეგ, რაც ანგარიში 1:1 გახდა, ვიფიქრე, რომ მოგება შეგვეძლო. დაწინაურების რამდენიმე შანსიც გვქონდა, თუმცა ბოლო წუთზე გოლი აქეთ გავუშვით, რაც ძალიან გულდასაწყვეტია”, – ციტირებს ვან პერსის სიტყვებს ჰოლანდიური გამოცემა “დე ტელეგრააფი”.

ეს შეხვედრა გუს ჰიდინკისთვის ჰოლანდიის ნაკრების თავკაცის პოსტზე პირველი ოფიციალური მატჩი იყო. 67 წლის სპეციალისტმა აღნიშნულ პოზიციაზე ლუი ვან გაალი შეცვალა. შეგახსენებთ, რომ ჰიდინკი “ნარინჯისფერთა” მთავარ გუნდს 1994–1998 წლებშიც თავკაცობდა.

ჰოლანდიის ნაკრები ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს 10 ოქტომბერს, შინ გამართავს. ჰიდინკის გუნდი ყაზახეთის ნაკრებს მიღებს, რომელიც თავის მხრივ, ლატვიის ეროვნულ გუნდს უგოლოდ დაშორდა.

 

ჰოლანდია ჩეხეთთან დამარცხდა

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჰოლანდიის ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო. გუს ჰიდინკის გუნდი ჩეხეთში ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიში ჩეხმა ნახევარმცველმა ბორჟეკ დოჩკალმა 21-ე წუთზე გახსნა. 55-ე წუთზე ჰოლანდიელმა მცველმა სტეფან დე ვრეიმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა მატჩის კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შემოსულმა ვაცლავ პილარჟმა გაიტანა და ჩეხეთის ნაკრებს სამი ქულა მოუტანა.

ჩეხეთი — ჰოლანდია 2:1 (1:0)

გოლები: დოჩკალი 21′, პილარჟი 90+1′ — დე ვრეი 55′.

რონენ გინსბურგი: “დარბაზში შესანიშავი ატმოსფერო იყო”

საქართველო – ჩეხეთის დასრულების შემდეგ მატჩი ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონენ გინსბურგმა და სტუმართა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანმა მოთამაშემ პატრიკ აუდამ შეაფასეს.

პატრიკ აუდა: „საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო. მეტოქემ ჩვენზე უკეთ იბრძოლა და ბოლოში შესძლო გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება და გამარჯვება”. 

რონენ გინსბურგივულოცავ საქართველოს ნაკრებს. დღეს დარბაზში შესანიშნავი ატმოსფერო იყო. ვფიქრობ, რომ პირველი 30 წუთი კარგად ვითამაშეთ, თუმცა ბოლოს დასანანი შეცდომები დავუშვით, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. ბევრი თავისუფალი ბურთი ავაცილეთ.

დღევანდელი მატჩი უნდა დავივიწყოთ და შემდეგი შეხვედრისთვის მოვემზადოთ. ჩვენი გუნდების განმეორებითი დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოდგეს. დღევანდელ შეხვედრაში კარგად შევისწავლეთ ერთმანეთი. სამწუხაროდ რამდენიმე მოთამაშე გვაკლია, თუმცა არსებული შემადგენლობის გვჯერა.“

 

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის ძლევით დაიწყო

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში ჩეხეთს უმასპინძა და მეტოქის დამარცხება მოახერხა.

შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, რაც შედეგზეც აისახა. საქართველოს ნაკრებმა პირველ წუთებზე 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მეოთხედის ბოლოს სტუმებმა სხვაობის შემცირება მოახერხეს. 17-12 პირველი ათი წუთის შემდეგ.

მეორე მეოთხედში ზაზა ფაჩულიას გასვლის შემდეგ, რომელიც მოედანზე მთელი მატჩის განმავლობაში საუკეთსო იყო, სტუმრებმა ჯერ გათანაბრებმა, შემდეგ კი დაწინაურებაც მოახერხეს, თუმცა მოედანზე დაბრუნებულმა ფაჩულიამ საქართველო კვლავ წინ გაიყვანა. მეოთხედის დარჩენილი წუთები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ ფაჩულიას და შენგელიას კარგი თამაშის წყალობით დიდ შესვენებამდე მასპინძლებმა ოთხქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 36:32.

თამაშის სცენარი არც მესამე მეოთხედში შეცვლილა. ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება კი მოახერხეს, მაგრამ სანაძის და ლეჟავას ზუსტი სამიანებით კოკოშკოვის შეგირდები კვალვ წინ გავიდნენ. თუმცა, მეოთხედის ბოლო წამებზე ბარტონის ზუსტი სამიანით უკანასკნელი პერიოდის წინ სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა – 55:53.

ბოლო მეოთხედის დასაწყისში ზაზა ფაჩულიამ მეოთხე პერსონალური მიიღო და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. ჩეხებმა მალევე შესძლეს ანგარიშის გათანაბრება, თუმცა კოკოშკოვის შეგირდებმა მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცეს. ფაჩულიას დაბრუნების შემდეგ კი, საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შესძლო. აღსანიშნავია სანაძის დროული სამიანი, რომლის შემდეგ ჩეხებს გონს მოსვლა გაუჭირდათ. აქტიური და შედეგიანი იყო ცინცაძეც. ნაკრების გამთამაშებელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დღევანდელ შეხვედრაში.

ბოლო წუთებზე კოკოშკოვის შეგირდებმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სტუმრებს ბოლო პერიოდში სროლები არ წაუვიდათ – ეს ფაქტობრივად გამარჯვებას ნიშნავდა.

საბოლოოდ საქართველომ 11-გულიანი სხვაობით, 73-62 გაიმარჯვა, მასპინძელთა შემადგენლობაში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია იყო. ხოლო სტუმრებიდან აუდამ 18 ქულას მოუყარა თავი. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ მატჩს საქართველო 13 აგვისტოს სტუმრად, უნგრეთის ნაკრებთან გამართავს.

საქართველო 73-62 ჩეხეთი

სრული სტატისტიკა

საქართველო-ჩეხეთი_04 საქართველო-ჩეხეთი_03 თორნიკე შენგელია_ 2567 ზაზა ფაჩულია 1441727

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

ჩეხი ფეხბურთელის ხუთი გოლი ერთ მატჩში

15 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პრაღის “სპარტამ” საკუთარ მოედანზე ესტონური “ლევადია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 7:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ჩეხური კლუბის მხირდან ხუთი გოლი გატანა 32 წლის თავდამსხმელმა დევიდ ლაფატამ შეძლო.

პეტრ ჩეხის ჩინებული სეივი კანადის ნაკრებთან მატჩში

15 ნოემბერს, ჩეხეთისა და კანადის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, ლონდონის “ჩელსის” კარის დარაჯმა, პეტრ ჩეხმა ჩინებული სეივი განახორციელა.

პეტრ ჩეხის ფინტი კანადის ნაკრებთან მატჩში

15 ნოემბერს, ჩეხეთისა და კანადის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, ჩეხთა გამოცდილმა კარის დარაჯმა, პეტერ ჩეხმა მეტოქე მოატყუა.