კარტიკატურა: აქვს ტერის “ასტონ ვილას” დახმარების ძალა? (ფოტო)

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჯონ ტერი “ასტონ ვილაში” ითამაშებს. ინგლისის ნაკრებისა და “ჩელსის ყოფილი კატიტანი და ლეგენდა სტივ ბრუსის დამოძღვრილი გუნდის პრემიერ ლიგაში დაბრუნებას შეეცდება.

ომარ მომანი სვამს კითხვებს: “შერჩა ტერის “ასტონ ვილას” დახმარების ძალა? თუ მისთვის უკვე სხვა რამეა პრიორიტეტული?”

ბუკმეიკერები ლუკაკუს “ჩელსიში” დაბრუნებას გარდაუვალად თვლიან

უცხოური ბუკმეიკერული კომპანიები უკვე კარგა ხანია, რაც ფსონებს “ევერტონის” ბელგიელი ლიდერის, რომელუ ლუკაკუს მომავლის გამოცნობაზე იღებენ.

ერთ-ერთი ასეთი კომპანია (Betfair Sportsbook) ყველაზე მოსალოდნელად რომელუ ლუკაკუს თავის ყოფილ კლუბში, “ჩელსიში” დაბრუნებას თვლის და კოეფიციენტად სულ რაღაც 1.53-ს ანიჭებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბელგიელი ვარსკვლავის “ევერტონში” დარჩენაზე (7.0) მეტად მოსალოდნელი მისი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაა (3.50).

თუ ფსონს მის “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლაზე დადებთ და გამართლდება, თქვენ 8-ჯერ მეტ თანხას მიიღებთ, ხოლო თუ “ბაიერნზე” დადებთ – 34-ჯერ მეტ თანხას.

“ჩელსი” დელე ალის ტრანსფერზე იწყებს მუშაობას

Don Balon-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელთა ინტერესთა სფეროში დელე ალი მოექცა, რომელიც ამ დროისთვის “ტოტენჰემის” რიგებში ირიცხება.

როგორც ცნობილი ხდება, ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელება ანტონიო კონტეს მთავარი მოთხოვნაა, რომელსაც ჯერაც არ აქვს გადაწყვეტილი, რამდენი ხნით დარჩება “სტემფორდ ბრიჯზე”.

შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატებს” საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე აკავშირებდნენ რომელუ ლუკაკუსთან, რომლის სანაცვლოდაც “ევერტონი” 100 მილიონ ევროს ითხოვს, ამ ფასად კი დელე ალის შესყიდვაც კი შეიძლება.

“ჩელსიმ” “მანჩესტერ სიტის” მეკარე, ვილი კაბალიერო დაიმატა

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ “მანჩესტერ სიტის” კარის დარაჯის, უილი კაბალიეროს ტრანსფერს, რომელსაც ახლახან ამოეწურა “მანჩესტერ სიტისთან” არსებული კონტრაქტის ვადა.

კაბალიერო “არისტოკრატთა” რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა და მას ასმირ ბეგოვიჩის ადგილი დაკავება დაევალება, რომელიც კარიერას “ბორნმუთში” აგრძელებს.

35 წლის არგენტინელმა მეკარემ პრესასთან საუბრისას განაცხადა: “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “ჩელსიში”, ინგლისის ჩემპიონთა რიგებში თამაშის შანსი მეძლევა. მოუთმენლად ველი ბიჭებთან შეხვედრას და იმედი მაქვს, რომ კლუბთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევ.”

“ლიონმა” “ჩელსის” თავდამსხმელი 10 მილიონად დაიმატა

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი, ბერტრან ტრაორე ამიერიდან კარიერას ფრანგულ “ლიონში” გააგრძელებს.

ფრანგულ კლუბს 21 წლის ბურკინა-ფასოელი თავდამსხმელის დამატება 10 მილიონი ევრო დაუჯდა. ამასთანავე, ბერტრანის გაყიდვის შემთხვევაში, “ლიონი” იძულებული იქნება, მიღებული თანხის 15 პროცენტი ლონდონურ კლუბს გადაუხადოს.

ტრაორემ “ლიონთან” 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ის საფრანგეთში 2022 წლამდე უნდა დარჩეს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ აწ უკვე ყოფილი სეზონი ბერტრანმა “აიაქსში” გაატრა არენდის წესით და 13 გოლიც გაიტანა ჰოლანდიური კლუბის მაისურით.

“იუვენტუსმა” სანდროს “ჩელსიში” გადასვლის უფლება მისცა

Metro-ს მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ტურინის “იუვენტუსმა” ალექს სანდროს ლონდონის “ჩელსიში” გადასვლის უფლება მისცა.

შეგახსენებთ, რომ იტალიურმა გრანდმა ორი წლის წინ სანდროს ტრანსფერში 22 მილიონი გადაიხადა, მაგრამ ანტონიო კონტეს 61-მილიონიან წინადადებაზე “ბებერმა ქალბატონმა” უარი ვერ თქვა.

ასე რომ, თუ ალექს სანდროს “სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლა მოუნდება, 26 წლის ფეხბურთელი ანტონიო კონტეს პირველი დიდი შენაძენი გახდება.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 23 ივნისი


“არსენალი” 135-მილიონიან მბაპეს კვლავ არ ეშვება

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ბოლოდროინდელი ჩავარდნების გადაფარვას კილიან მბაპეს სენსაციური ტრანსფერის საშუალებით აპირებს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Telegraph ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, “მეთოფეები” მბაპესთვის, რომელიც “რეალში” თამაშზე ოცნებობს და რომლისთვისაც “პსჟ” 135 მილიონ ევროს იხდის, ახალ წინადადებას ამზადებენ.


ხამესი “მანჩესტერ იუნაიტედს” ირჩევს

OK Diario-ს ცნობით, მადრიდის “რეალის” კოლუმბიელ ნახევარმცველს, ხამეს როდრიგესს “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები ეპატიჟებიან.

თუმცა, წყაროს ცნობით, მადრიდელთა შემტევს კარიერის “ოლდ ტრაფორდზე” გაგრძელების ვარიანტი უფრო მოსწონს, სადაც მას ჟოზე მოურინიო ელის.


სანჩესის ტრანსფერის გავლენა

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალექსის სანჩესის მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლის შემთხვევაში, კლუბს რობერტ ლევანდოვსკი დატოვებს.

როგორც ცნობილი ხდება, პოლონელი თავდამსხმელი უკმაყოფილოა გერმანულ კლუბში არსებული სიტუაციით და მზადაა, “ბავარია” რომელიმე ინგლისურ კლუბში გაცვალოს.


დე ბური “კრისტალ პალასში”?

ფრანკ დე ბურს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ინგლისური “კრისტალ პალასის” ხელმძღვანელები იწვევენ, რომლებიც უკმაყოფილონი არიან სემ ალარდაისის მუშაობით.

როგორც იცით, “აიაქსის” ყოფილმა თავკაცმა გასული სეზონი “ინტერში” გაატარა, თუმცა მისი სადებიუტო სეზონი წარუმატებელი აღმოჩნდა.


“ჩელსი” ვან დეიკს უახლოვდება

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები “საუთჰემპტონის” ცენტრალური მცველის, ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერთან ძალიან ახლოს არიან. ამ ინფორმაციას Sky Italia-ც ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, “არისტოკრატები” მზად არიან 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომლის გადაბირებასაც “მანჩესტერ სიტიც” ცდილობდა, 60 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

რამდენს იხდის “ჩელსი” მანოლასის ტრანსფერში?

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლონდონის “ჩელსი” “რომას” ცენტრალური მცველის, კოსტას მანოლასის ტრანსფერისთვის მიმდინარე ბრძოლაში ჩაერთო.

ლონდონელებმა 26 წლის მანოლასს, რომლის გადაბირებითაც “ინტერისა” და “ზენიტის” ხელმძღვანელებიც ინტერესდებიან, ლეონარდო ბონუჩისა და კალიდუ კულიბალის ტრანსფერების ჩაშლის შემდეგ მიაქციეს ყურადღება.

როგორც ცნობილი ხდება, “არისტოკრატები” “მგლებს” მანოლასის სანაცვლოდ 42 მილიონ ფუნტს (48 მილიონი ევრო) სთავაზობენ.

ედენ აზარის სიტყვებმა “ჩელსის” ფანები დაამშვიდა

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა, რომელსაც ჯერ კიდევ აკავშირებენ მადრიდის “რეალთან”, პრესასთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

აზარი, რომელიც გასულ სეზონში პრემიერ ლიგის მოგებასთან ერთად გასულ სეზონში წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსაც დაეუფლა, განაცხადა: ” ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი წელიც ასეთი იქნება – ლიგას მოვიგებთ, მე კი კვლავ საუკეთესო გავხდები.

რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონატის მოგებაა, წლის საუკეთესო ფეხბურთელობა კი უბრალო ბონუსია ჩემთვის.

მიმდინარე სეზონი კარგად დავიწყეთ და ლიგაც მოვიგეთ, მაგრამ მომავალ სეზონში უფრო მეტი მუშაობა მოგვიწევს (“ჩელსი” ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს). ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ დონის შესანარჩუნებლად,” – აცხადებს ბელგიელი ფეხბურთელი.

მესი, სუარესი და ფაბრეგასი ოჯახებით იბიცაზე ისვენებენ (ფოტოები)

დამღლელი სეზონის შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები, ლიონელ მესი და ლუის სუარესი, ასევე, ლონდონის “ჩელსის” მოთამაშე, სესკ ფაბრეგასი იბიცაზე ერთად ისვენებენ.

 

“ასტონ ვილა” ჯონ ტერის გულის მოგებას ცდილობს (ფოტო)

Sky Sports-ის მიერ მოპოვებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “ასტონ ვილას” ხელმძღვანელები საკმაოდ სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ჯონ ტერის ტრანსფერით.

ბრიტანული პრესის ცნობით, ამ ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად, “ვილას” ბოსმა, სტივ ბრიუსმა 36 წლის ფეხბურთელი გოლფის სათამაშოდაც დაპატიჟა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი მცველი ლონდონის “ჩელსის” ღირსებას 2000 წლიდან იცავს.

კარიკატურა: “იბრა” და კოშტა გუნდს ეძებენ (ფოტო)

“მანჩესტერ უნაიტედმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუნდში კიდევ ერთი წლით აღარ დატოვა. ასევე, ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელს, ანტონიო კონტეს არ სურს, რომ დიეგო კოშტამ მომამავლ სეზონში “ლურჯების” ფორმა მოირგოს. შესაბამისად, ორივე ფორვარდი კლუბის ძებნაშია.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.