რატომ არ გაუშვა “რეალმა” რობინიო “ჩელსიში”?

ბრაზილიელი რობინიო საკმაოდ საინტერესო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, 2008 წლის ზაფხულში მადრიდულმა “რეალმა” მას “სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგების საშუალება არ მისცა.

“მინდოდა, “ჩელსის” ფეხბურთელი გავმხდარიყავი – დიდმა ფილმა მითხრა, რომ მის გუნდში, რომელიც საკმარისად კრეატიული არ იყო, მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოვყალიბდებოდი.

მაგრამ, ეს ტრანსფერი “რეალმა” დაბლოკა. მადრიდელებს არ მოეწონათ, ლონდონელთა ქმედება, რომლებმაც ჩემი მაისურების გაყიდვა მანამ დაიწყეს, სანამ ტრანსფერი გაოფიციალურდებოდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამ ტრანსფერის ჩავარდნის მთავარი მიზეზი იყო. საქმე “რეალის” ღირსებას ეხებოდა,” – აცხადებს რობინიო.

კონტე “ჩელსიში” ბერარდის მიყვანას გეგმავს

იტალიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე “სასუოლოს” ახალგაზრდა ტალანტის, დომენიკო ბერარდის გადაბირებას აპირებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 22 წლის შემტევს სერია ა-ს მატჩებში შესანიშნავი შედეგი აქვს – 40 გოლი და 25 საგოლე გადაცემა 90 მატჩში – ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი “არისტოკრატთა” ინტერესი მის მიმართ.

La Repubblica-ს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი ბერარდის ტრანსფერის განხორციელებას ზაფხულში აპირებს. თუმცა, მოლაპარაკებები უკვე წამოწყებულია.

ბერარდის გადაბირების ინტერესი აქამდე “მილანის”, “რომასა” და “ინტერის” ხელმძღვანელებმაც გამოთქვეს. “იუვეს” კი მისი 25 მილიონ ევროდ შეძენის უფლება აქვს, რაც არაა გამორიცხული, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გამოიყენოს.

“ჩელსი” ბრანისლავ ივანოვიჩს “ზენიტში”, უფასოდ გაუშვებს

ლონდონის “ჩელსის” სერბი დამცველი, ბრანისლავ ივანოვიჩი, რომელიც ამა წლის 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდება, “ზენიტთან” მოლაპარაკებებს განაგრძობს.

როგორც ცნობილი ხდება, ლონდონელები მზად არიან, 32 წლის ფეხბურთელი რუსულ კლუბში უფასოდ გაუშვან. ტრანსფერი კვირის ბოლომდე უნდა გაოფიციალურდეს.

ცნობილი ხდება ისიც, რომ “ევერტონის”, “ლესტერისა” და “ვესტ ჰემის” სამიზნის გადაბირების შემთხვევაში, “ზენიტი” ივანოვიჩს 5 მილიონ ევროს გადაუხდის წელიწადში (“ჩელსიში” ის 90 000 ფუნტს იღებს კვირაში).

აქვე გეტყვით იმასაც, რომ რუსებს სერბთან 3,5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურთ.

ვის ჰყავს ყველაზე ახალგაზრდა გუნდი პრემიერ ლიგაში?

ცნობილი ბრიტანული გამოცემა, The Telegraph ძალზედ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს გვაწვდის, პრემიერ ლიგის გუნდების საშუალო წლოვანებასთან დაკავშირებით.

ბრიტანული გაზეთის ცნობით, ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში ყველაზე გამოცდილი გუნდი უოლტერ მაცარის “უოტფორდს” ჰყავს, ყველაზე ახალგაზრდა – მაურისიო პოჩეტინოს “ტოტენჰემს”.


20. “უოტფორდი”

საშუალო ასაკი: 29 წელი და 316 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: მაიკლ ფოლივი – 18 წელი და 335 დღე

ყველაზე ხნიერი: აურელიო გომესი – 35 წელი და 345 დღე


17. “მანჩესტერ სიტი”

საშუალო ასაკი: 28 წელი და 303 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ალეიშ გარსია – 19 წელი და 212 დღე

ყველაზე ხნიერი: ვილი კაბალიერო – 35 წელი და 120 დღე


10. “ჩელსი”

საშუალო ასაკი: 27 წელი და 235 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ოლა აინა – 20 წელი და 109 დღე

ყველაზე ხნიერი: ჯონ ტერი – 36 წელი და 49 დღე


7. “არსენალი”

საშუალო ასაკი: 27 წელი და 99 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: აინსლი მაიტლანდ-ნილსი – 19 წელი და 150 დღე

ყველაზე ხნიერი: პიტერ ჩეხი – 34 წელი და 251 დღე


5. “მანჩესტერ იუნაიტედი”

საშუალო ასაკი: 27 წელი და 87 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ტიმოტი ფოსუ-მენსა- 19 წელი და 23 დღე

ყველაზე ხნიერი: მაიკლ კერიკი – 35 წელი და 182 დღე


2. “ლივერპული”

საშუალო ასაკი: 26 წელი და 14 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ბენ ვუდბარნი – 17 წელი და 103 დღე

ყველაზე ხნიერი: რაგნარ კლავანი – 31 წელი და 87 დღე


1. “ტოტენჰემი”

საშუალო ასაკი: 25 წელი და 266 დღე

ყველაზე ახალგაზრდა: ჯოშ ონომა – 19 წელი და 274 დღე

ყველაზე ხნიერი: მაიკლ ვორმი – 33 წელი და 98 დღე


“ჩელსი” ახალი მეკარის დამატებას აპირებს

The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს მეკარის პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრი.

როგორც იცით, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ “არისტოკრატთა” რიგები ბელგიელმა მეკარემ, ტიბო კურტუამ დატოვოს. ასევე საეჭვოა ასმირ ბეგოვიჩის პოზიციაც.

ბრიტანული პრესის ცნობით, ანტონიო კონტე მათ პოტენციურ შემცვლელებად კრეიგ გორდონს (“სელტიკი”), დიეგო ლოპესსა (“ესპანიოლი”) და ფერნანდო მუსლერას (“გალათასარაი”) განიხილავს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ბეგოვიჩის გადაბირების მცდელობა უკვე ჰქონდა “ბორნმუთს”, რომელმაც “ჩელსის” მის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტი შესთავაზა. თუმცა, ლონდონელებმა ბოსნიელის გაყიდვაზე უარი განაცხადეს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (25 იანვარი)


იტალიურმა კლუბებმა თვალი ლუის გუსტავოს დაადგეს


ტურინის “იუვენტუსისა” და “მილანის” ხელმძღვანელები “ვოლფსბურგის” ნახევარმცველის, ლუის გუსტავოს გადაბირებას ცდილობენ. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, ტურინის “იუვენტუსი” მზადაა, ბუნდესლიგური კლუბის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო ზამთარშივე გადაიხადოს. მილანელებს კი მისი გადაბირება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სურთ.


პეპე ჩინურ კლუბს შეუთანხმდა


მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველი, კეპლერ პეპე ჩინური სუპერ ლიგის კლუბს, “ჰებეი ფორტუნას” შეუთანხმდა. Calciomercato-ს ცნობით, ჩინელები პორტუგალიელს 15 მილიონ ევროს სთავაზობენ თითო ჩატარებულ სეზონში.

როგორც იცით, 33 წლის პორტუგალიელი ბოლო დროს “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “იუვენტუსსაც” დაუკავშირეს, თუმცა, მან ევროპაში თამაშს მანუელ პელეგრინისთან გაერთიანება არჩია, რომელიც “ჰებეის” თავკაცი გახლავთ.


“მანჩესტერ იუნაიტედს” “ლაციოს” დუეტი მოუნდა


იტალიურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მფლობელები “ლაციოს” ორი ფეხბურთელის, სტეფან დე ვრეისა და კეიტა ბალდე დიაოს გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.

როგორც ცნობილი ხდება, ჟოზე მოურინიოს დე ვრეის ტრანსფერით გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერება სურს, კეიტას კი რუნის პოტენციურ შემცვლელად მოისაზრებს.


ევრა “მარსელში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა


ტურინის “იუვენტუსის” ფრანგი მცველი, პატრის ევრა კლუბს ტოვებს. RMC Sport-ის ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა უკვე გადაწყვიტა, თუ სად სურს კარიერის გაგრძელება.

წყაროს ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-ფეხბურთელი “მარსელთან” 1,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.


გვარდიოლა ახანგრძლივებს?


The Sun-ის რედაქცია ძალზედ საინტერესო და მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, “მანჩესტერ სიტის” ესპანელ სპეციალისტს, პეპ გვარდიოლას კლუბთან ახალი, უფრო გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურს.

მიუხედავად მისი ბოლოდროინდელი განცხადებების, რომლის მიხედვითაც პეპის სამწვრთნელო კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა, ის მზადაა “ეტიჰადის” ბინადრებთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.


იტალიურმა გრანდებმა მიზანში ცესკ ფაბრეგასი ამოიღეს


იტალიური სერია ა-ს კლუბები “ჩელსის” ესპანელი ნახევარმცველის, ცესკ ფაბრეგასის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. ამ ინფორმაციას Fichajes-ის რედაქცია გვაწვდის.

წყაროს ცნობით, 25 მილიონ ფუნტად შეფასებული ფაბრეგასის გადაბირების სურვილს “იუვენტუსის”, “მილანისა” და “ინტერის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ.

“ჩელსიმ” კოშტასა და კეჰილის გოლებით მოიგო (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 22-ე ტურში ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს, ლონდონის “ჩელსის” გასავარდ ზონაში მყოფ “ჰალ სიტისთან” მოუწია თამაში.

მატჩი ლონდონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, რითიც “არისტოკრატებმა” კიდევ უფრო გაზარდეს სხვაობა მდევრებთან – მეორეადგილოსან “არსენალსა” და “ჩელსის” შორის სხვაობა 8 ქულა გახლავთ.

მომდევნო ტურში “ჩელსი” “ენფილდს” ეწვევა, “ჰალ სიტი” კი “ოლდ ტრაფორდს”.


“ჩელსი”: ტიბო კურტუა; კეჰილი, ლუისი, ასპილიკუეტა; ალონსო, მატიჩი, კანტე, მოზესი; ედენ აზარი (ფაბრეგასი 71′), დიეგო კოშტა (ბატშუაი 87′), პედრო

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“ჰალ სიტი”: იაკუპოვიჩი; მაგირე, დოუსონი, დეივისი (ნიასე 58′); ელაბდელაუი, კლუკასი, ჰადლსტოუნი, მეისონი, რობერტსონი; ევანდრო; ჰერნანდესი

მთავარი მწვრთნელი: და სილვა


“რომა” ნაინგოლანის ტრანსფერის დაბლოკვას აპირებს

იტალიური “რომას” ხელმძღვანელები “ჩელსისთვის” ხელის შეშლასა და რაჯა ნაინგოლანისათვის ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ.

როგორც იცით, საკმაოდ დიდი ხანია, რაც ბელგიელ ფეხბურთელს ანტონიო კონტეს გუნდთან აკავშირებენ, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ტრანსფერს სწორედ იტალიური კლუბის პოზიცია აფერხებს.

28 წლის ნახევარმცველის ამჟამინდელი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2019-20 წლების სეზონის დასრულებისთანავე იწურება, თუმცა ნაინგოლანი თავისი ხელფასით უკმაყოფილოა, რაც მას კლუბის დატოვებისაკენ უბიძგებდა.

წყაროს ცნობით, “რომას” ნახევარმცველი, რომელსაც მიმდინარე სეზონში 19 მატჩი აქვს ნათამაშები (ოციდან), კვირაში 70 000 ფუნტს ითხოვს ხელფასის სახით.

ანტონიო კონტე “მიდლსბროს” ნახევარმცველით ინტერესდება

ანტონიო კონტე ფეხბურთელების შეძენაზე ფიქრს განაგრძობს.

Sky Sports-ი იტყობინება, რომ ინგლისელთა მწვრთნელი სერიოზულად არის დაინტერესებული “მიდლსბროს” ნახევარმცველით, ადამა ტრაორე დიარათი. ესაა ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც, სულ რაღაც, 20 წლისაა. იგი აიტორ კარანკამ გასულ ზაფხულს “ასტონ ვილადან” გაიფორმა. ტრაორეს მიმდიარე სეზონში პრემიერ ლიგაში 14 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მან შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

 

ცნობისთვის გეტყვით, რომ ნახსენები ფეხბურთელი 2012-2015 წლებში კატალონიის “ბარსელონაში” ირიცხებოდა. იგი, ძირითადად, მეორე გუნდში გამოდიოდა.

ტრაორეს შეთავაზებაზე ნამდვილად მოუწევს ფიქრი, რადგან მას გრანდში არც ისე ცოტა და სუსტი კონკურენტი ეყოლება.
 

სევიჯი: “კოშტა “ჩელსისთვის” და ზოგადად, პრემიერ ლიგისთვის შეუცვლელია”

უელსის ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელი, რობი სევიჯი თვლის, რომ “ჩელსი” დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ გუნდიდან დიეგო კოშტას გაუშვებს, რომელსაც “არისტოკრატთა” იტალიელ სპეციალისტთან მცირე კონფლიქტი აქვს.

“საინტერესოა, ვინ უნდა ჩაანაცვლოს დიეგო კოშტა, თუ “ჩელსი” მას დაკარგავს? ვფიქრობ, ის “ჩელსისთვის” უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მას საკმაოდ ბევრი გოლი გააქვს, უბრალოდ მიყვარს მისი თამაშისთვის თვალის დევნება.

დიეგო კოშტა ბევრს, ძალიან ბევრს შრომობს. ის ენერგიულია, უყვარს ორთაბრძოლებში შესვლა და არასდროს ნებდება. მისი თამაშის საყურებლად ფულს დიდი სიამოვნებით გადავიხდიდი.

კოშტა შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ვთვლი, რომ ის “ჩელსისთვის” და ზოგადად, პრემიერ ლიგისთვის შეუცვლელი ფიგურაა.” – განაცხადა მან.

აზარი: “გოლები? ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია”

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა, რომელსაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 9 გოლი აქვს გატანილი, პრესასთან გოლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ჩემთვის ფეხბურთში მთავარი მოედანზე გასვლა და სიამოვნების მიღებაა. სტატისტიკა ნაკლებად მაინტერესებს და არც გოლებზე ვდარდობ. ჩემთვის მთავარი მოედანზე ყოფნაა.

მირჩევნია, 5-0 მოვიგოთ ისე, რომ არც გოლი მქონდეს გატანილი და არც საგოლე გადაცემა გაკეთებული, ვიდრე ორი გოლი გავიტანო და 2-0 მოვიგოთ.

ფეხბურთი მარტივი თამაშია. მთავარი გამარჯვებების მოპოვებაა. ასე რომ, ჩემი სურვილი მოედანზე მაქსიმუმის გაკეთებაა.” – განაცხადა ბელგიელმა ფეხბურთელმა.

გნაბრი: “პრემიერ ლიგაში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ”

სერჟ გნაბრიმ კარიერა 2012 წელს ლონდონის “არსენალში” დაიწყო. გერმანელმა ბოლო მომენტში გამოანათა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ვერ მოიკიდა ფეხი არსენ ვენგერის პირველ გუნდში და სამშობლოში დაბრუნდა.  როგორც იცით, იგი ბრემენის “ვერდერის” ღირსებას იცავს. მან აღნიშნული გუნდის მაისურით, ბუნდესლიგის 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

21 წლის მოთამაშეს ჰკითხეს, მომავალ ზაფხულს აპირებს თუ არა გუნდის დატოვებას.

“ახლა არ ვფიქრობ ჩემს მომავალზე. ამ წლების მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის ვისწავლე, რომ სეზონის მიმდინარეობისას, მხოლოდ და მხოლოდ, კონკრეტულ მატჩზე უნდა მოახდინო კონცენტრაცია. მეც ასე ვარ. ამ მომენტში “ვერდერის” ფეხბურთელი ვარ და ამ გუნდში წარმატებული ასპარეზობა მსურს.”

“ჩემი მომავალიც ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვითამაშებ ამ სეზონში. ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ ზაფხულს პრემიერ ლიგაში დავბრუნდე,” – განაცხადა ახალგაზრდა სპორტსმენმა.