რომელი კლუბის მაისურია ყველაზე გაყიდვადი?

საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ინგლისური გამოცემა, Mirror-ი.

როგორც ცნობილი გახდა, 2011-2016 წლებში, ანუ ბოლო ხუთ სეზონში ყველაზე მეტი მაისურის გაყიდვა “მანჩესტერ იუნაიტედმა” მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი ბოლო დროს ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ თამაშობს, ის ამ მხრივ მაინც ლიდერობს. “წითელმა ეშმაკებმა” ნახსენებ შუალედში, ერთ წელში საშუალოდ 1 750 000 მაისური გაყიდეს.

მეორე ადგილს მადრიდის “რეალი” იკავებს, რომლის მიერ წელიწადში გაყიდული ფორმების რაოდენობა 100 000-ით ნაკლებია “მანჩესტერისაზე”.

ხუთეულის დანარჩენ სამ ადგილს “ბარსელონა”, “ბაიერნი” და “ჩელსი” იკავებენ.

“მილანმა” “ჩელსისთან” ფაბრეგასის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო

“მილანი” დიდი ხანია ინტერესდება ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველით, სესკ ფაბრეგასით.

როგორც იტალიური გამოცემა, Tuttosport-ი იტყობინება, გუშინ მილანური კლუბის ხელმძღვანელობამ “ჩელსისთან” უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ესპანელის თაობაზე. ფაბრეგასი კონტეს გეგმებში არ შედის და ამას ისიც ადასტურესბს, რომ მას არც ისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა.

თავის მხრივ, “როსონერი” ჩინელმა მილიარდელებმა იყიდეს და მათ დიდი გეგმები აქვთ. ერთ-ერთი სამიზნე კი სწორედ სესკ ფაბრეგასია, რომლის შესაძენად ისინი ყველაფერს იზამენ.

ამას ისიც ემატება, რომ “მილანის” ნახევარმცველი, მონტოლივო ტრავმირებულია და მას დასაბრუნებლად და ფორმაში ჩასადგომად არც ისე ცოტა დრო სჭირდება. აქედან გამომდინარე, სესკი იტალიელის შემცვლელად განიხილება.

მოკლედ, ფაბრეგასის “მილანში” გადასვლას ყველა გარემოება უწყობს ხელს. დიდი ალბათობით, იგი იანვარში იტალიური გრანდის ფორმას მოირგებს.

რანიერი: “კანტეს გაშვება ძვირად დაგვიჯდა”

ინგლისის მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ “ჩელსისთან” განადგურების (3-0) შემდეგ აღნიშნა, რომ ნ’გოლო კანტე, რომელიც ზაფხულში “ლესტერიდან” “ჩელსიში” გადაბარგდა, გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო.

როდესაც მას კითხეს, იყო თუ არა ეს მარცხი დამსახურებული კანტეს გაყიდვის გამო, მან განააცხადა: “დიახ, ასე იყო. თუმცა ამარტიც კარგად ართმევს თავს თავის მოვალეობებს.

ისინი განსხვავებული ტიპის ფეხბურთელები არიან. რა თქმა უნდა, ნ’გოლო კანტე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. ისევე როგორც სხვა ფეხბურთელები. გუნდი ერთმა კაცმა, ერთი კაცის აზროვნებამ შეცვალა.

ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ ამარტის თამაშით, ის უდიდეს პროგრესს განიცდის.”

“I am very, very happy with Amartey, improving in every match.”

ცესკ ფაბრეგასის ტრანსფერი თავად “მილანის” თავკაცმა დაბლოკა

იტალიური “მილანის” თავკაცმა, ვინჩენცო მონტელამ მთავარი როლი ითამაშა იმ საქმეში, რომელიც ლონდონის “ჩელსის” 29 წლის ნახევარმცველის, ცესკ ფაბრეგასის ტრანსფერის დაბლოკვას ითვალისწინებდა.

შეგახსენებთ, რომ “როსონერის” კაპიტანმა იტალიისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ დაპირისპირებაში მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც 6 თვით მოუწევს უქმობა. ეს კი მილანელების ნახევარდაცვისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

“ჩვენ ისეთ ფეხბურთელს ვეძებთ, რომელსაც სწორედ ისეთი თვისებები აქვს, როგორიც მონტოლივოს ჰქონდა, რომელსაც ნახევარდაცვაში თამაშთან ერთად, ოპერატიულად შეეძლება დაცვაში ჩასვლაც.

ფაბრეგასი? ის ამგვარი თვისებებით არ გამოირჩევა.

ვფიქრობ, რომ ჩვენი კაპიტნის ჩანაცვლება შეუძლებელია. ის ისევე როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთაც ლიდერია. ეს ჩვენთვის უდიდესი დანაკლისი იქნება.”

უილიანმა “პარის სენ-ჟერმენთან” დაკავშირებულ ჭორებზე კომენტარი გააკეთა

ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, უილიანმა უარყო ინფორმაცია მასსა და “პარის სენ-ჟერმენს” შორის რაიმე შეთანხმების არსებობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კარიერის დასრულება სწორედ “არისტოკრატთა” რიგებში სურს.

“პრესაში “პარის სენ-ჟერმენის” ინტერესთან დაკავშირებით წავიკითხე, თუმცა ისეთი წინადადება არასდროს მიმიღია, ყურადღება რომ გამემახვილებინა.

ჩემი ოჯახი ლონდონში თავს მშვენივრად გრძნობს და მე ძალიან მომწონს პრემიერ ლიგა, რომელიც ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია.

მე კვლავ ვპროგრესირებ გუნდში, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ჩემი მიზანი არა გუნდიდან წასვლა, არამედ კონტრაქტის გახანგრძლივებაა, რადგანაც კარიერის დასრულება ამ კლუბში მსურს.”

ლუის ენრიკეს “ჩელსის” მოთამაშე სურს

ინგლისური გამოცემა, The Sun-ი იტყობინება, რომ კატალონიის “ბარსელონა” სერიოზულად არის დაინტერესებული ლონდონის “ჩელსის” ცენტრალური მცველით, ანდრეას კრისტენსენით.

კრისტენსენი ამჟამად მიუნხენგლადბახის “ბორუსიაშია” განათხოვრებული და მას “ბარსას” წინააღმდეგ თამაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასულ ტურში მოუწია. 20 წლის სპორტსმენმა ორივე ტაიმი შეუცვლელად იასპარეზა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

 

მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლებელია, “ჩელსის” კრისტენსენთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები ჰქონდეს, “ბლაგურნას” ხელმძღვანელობა მაინც შეეცდება 20 მილიონი ფუნტის ნაცლად ცენტრალური მცველი გადმოიბიროს. მათი აზრით, კრისტენსენი პიკეს საუკეთესო შემცვლელი იქნება.

 

ივანოვიჩი: “არნაუტოვიჩი “სტოკ სიტისთვის” ზედმეტად კარგია”

ლონდონის “ჩელსის” სერბმა მცველმა, ბრანისლავ ივანოვიჩმა სერბეთისა და ავსტრიის ნაკრებებს შორის გასამართ დაპირისპირებამდე “სტოკ სიტისა” და ავსტრიის ნაკრების ლიდერზე, მარკო არნაუტოვიჩზე ისაუბრა.

“მარკო არნაუტოვიჩს უდიდეს პატივს ვცემ, რადგანაც ბოლო წლებში ის დიდებულ ფეხბურთლად ჩამოყალიბდი.” – განაცხადა “არისტოკრატმა” პრეს-კონფერენციაზე.

“სერბეთში მასზე ძალიან ბევრი საუბრობს თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ მამამისი სერბია. ამას კი საფეხბურთო ელფერიც ემატება. მისი წინსვლა აშკარად შესამჩნევია მიუხედავად იმ გუნდის დონისა, რომელშიც ის თამაშობს.

მის წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და თუ ამას მოვახერხებთ, მაშინ კარის მშრალად შენახვის კარგი შანსი გვექნება.”

შეგახსენებთ, რომ ორივე ზემოთხსენებული ფეხბურთელი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ნაკრების მეტოქეთა რიგებში ირიცხებიან.

ლოპოტეგი: “კოშტა ისეთი უნდა შევიყვაროთ, როგორიც არის”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ახალმა თავკაცმა დიეგო კოშტაზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც “ჩელსის” ფორვარდმა იტალიასთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართულ მატჩში არაერთხელ იუხეშა.

“ფეხბურთელები მანამდე განაგრძობენ პროგრესირებას, სანამ ისინი კარიერას არ დაასრულებენ. ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია პოზიტივითა და სწორი გადაწყვეტილებებით.

დიეგოს ასეთი ხასიათი აქვს, ის მებრძოლია. მაგრამ ზოგჯერ მისი ქმედებები მის რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებს. თუმცა მჯერა, რომ ის ამ პრობლემებს გამოასწორებს, თორემ ეს ერთხელაც ძვირად დაუჯდება.

ჩვენ კი კოშტა ისეთი უნდა შევიყვაროთ, როგორიც არის. უნდა გავუგოთ მას. რთულ მატჩებში მცირე უპირატესობაც უმნიშვნელოვანესია.”

“იუვენტუსი” ბონუჩის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტსა და ფაბრეგასს ითხოვს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები თანახმანი არიან ლეონარდო ბონუჩის “ჩელსიში” გადასვლის უფლება მისცენ, თუ “ჩელსი” მათ 50 მილიონ ფუნტსა და ცესკ ფაბრეგასს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ ამ ბოლო დროს ტურინელთა იტალიელი მცველისადმი ინტერესი განსაკუთრებით დიდია – ბონუჩის გადაბირება “ჩელსის” მსგავსად “მანჩესტერ სიტისა” და “იუნაიტედსაც” სურს.

როგორც გავიგეთ, გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ლეონარდომ “მანჩესტერ სიტიში” გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა, თუმცა ამჟამად “ჩელსი” მისთვის საკმაოდ დიდი თანხის შეთავაზებას აპირებს, რაზეც უარის თქმა ნამდვილად რთული იქნება.

ანტუან გრიზმანი პრემიერ ლიგის სამ გრანდს სურს

გავლენიანი ინგლისური გამოცემა, The Sun-ი იტყობინება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” სერიოზულად არის დაინტერესებული საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “ატელტიკოს” ლიდერის, ანტუან გრიზმანის შეძენით. “წითელ ეშმაკებს” სიმეონეს შეგირდის გადაბირება მომავალ ზაფხულს სურთ.

იმავე წყაროს ცნობით, ნახსენები მოთამაშის შეძენა ლონდონურ გუნდებს: “არსენალსა” და “ჩელსის” სურთ. ისინი, დაახლოებით, 89.3 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

“მანჩეტსერში” ანტუანის მეგობარი და თანამემამულე პოლ პოგბა გამოდის. თუ გრიზმანი “ატლეტიკოს” დატოვებას გადაწყვეტს, შესაძლოა, მან, პოგბას გამო, მანჩესტერულ გუნდზე გააკეთოს არჩევანი.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ ზაფხულზე.

ტიტე: “რატომ ვარჩიე უილიანს ფილიპე კოუტინიო?”

ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა, ტიტემ იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რის გმოც ნაკრებში უილიანის ნაცვლად “ლივერპულის” ვარსკვლავი, ფელიპე კოუტინიო დააწინაურა.

“რატომ ვარჩიე კოუტინიო უილიანს? მას ტყუილად არ ეძახიან “პატარა ჯადოქარს” (“ლივერპულის” ფანებმა ასეთი სახელი შეარქვეს ფილიპეს). ასეთი გადაწყვეტილები მიღება ძალიან გამიჭირდა. ვფიქრობ, ახლა ეს სწორედ კოუტინიოს მომენტია.

თავისი პასებით კოუტინიოს მეტოქის დაცვის გაჭრა შეუძლია, ამასთანავე ის საკმაოდ კარგად ქმნის სივრცეებსაც შეტევისთვის. მომწონს მისი მობილურობა. ბოლო თამაშებში ის საკმაოდ კარგად ეხმარებოდა გუნდს.”

“დიეგო კოშტა ნამდვილი შეშლილია”

მადრიდული “ატლეტიკოს” ყოფილმა ფორვარდმა, ფლორენტ სინამა პონოლიემ ის დრო გაიხსენა, როდესაც დიეგო კოშტასთან ერთად უწევდა ვარჯიში და მის ყოფილი თანაგუნდელი “შეშლილის” სახელით მოიხსენია.

სინამამ, რომელიც კოშტასთან ერთად 2010 წელს, ლისაბონის “სპორტინგის” ბაზაზე ვარჯიშობდა, განაცხადა: “როდესაც “სპორტინგში” ვიყავი, მაშინ კლუბს ფული არ ჰქონდა, ამიტომაც არენდით წასული კოშტა უკან დააბრუნეს.

მე მასთან ერთად ვვარჯიშობდი, ის ნამდვილი შეშლილი იყო, ისეთი, როგორსაც ტელევიზორში ხედავთ. საოცარია, სხვამხრივ კი ის სასაცილო ადამიანია, უბრალოდ მოედანზე ის გაბრაზებული უნდა გავიდეს, რათა კარგად ითამაშოს.”